მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სომატოტიპების თეორია ნანახია (7259) - ჯერ 18 თებერვალი 2013

    შელდონის აზრით სხეულის სტუქტურა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს, როგორც ქცევის წამყვანი, პირველადი დეტერმინანტი. გარდა ამისა ის განსაზღვრავს მთელ რიგ ობიექტურ ცვლადებს, რომლებიც ქმნიან საფუძველს აღნაგობისა და ქცევის აღწერისათვის. მემკვიდრეობით ბიოლოგიურ ფაქტორებს , მეცნიერის აზრით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქცევის დეტერმინაციაში.

    თავის ნაშრომებში შელდონი აღნიშნავდა მისი წინამორბედების მნიშვნელოვან როლს კონსტიტუციური თეორიის განვითარებაში, განსაკუთრებით კრეჩმერისა და ვიოლის. შელდონზე, როგორც მეცნიერზე დიდი გავლენა იქონია მისი ნათლიის უილიამ ჯემსის(ფუნქციონალიზმის ფუძემდებლის) შრომებმა.

    თავის შრომებში შელდონი ცდილობს აღწეროს და განსაზღვროს ადამიანის სხეულის ძირითადი კომპონენტები.

     

    ·       ადამიანის აღნაგობის სახეობები“-(1940 .)

    ·       ტემპერამენტის მრავალფეროვნება“-(1942)

    ·       მამაკაცთა ატლასი“(1954 .)            

     

    შელდონის აზრით სხეულის სტუქტურა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს , როგორც ქცევის წამყვანი, პირველადი დეტერმინანტი. გარდა ამისა ის განსაზღვრავს მთელ რიგ ობიექტურ ცვლადებს, რომლებიც ქმნიან საფუძველს აღნაგობისა და ქცევის აღწერისათვის. მემკვიდრეობით ბიოლოგიურ ფაქტორებს , მეცნიერის აზრით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქცევის დეტერმინაციაში. სწორედ აღნაგობაში შეიძლება კონსტანტობის პოვნა, რაც აუცილებელია რათა ადამიანის ქცევის შესწავლაში შევიტანოთ თანმიმდევრულობა და თანხვედრილობა. შელდონის თეორიის ხიბლი მდგომარეობს მის სიმარტივესა და ამავე დროს საფუძვლიანობაში. იგი წარმოადგენს შეზღუდული რაოდენობის ცვლადებს, რომელებიც დაკავშირებულია სხეულის აღნაგობასა და ტემპერამენტთან და პირველადია ადამიანის ქცევის განსაზღვრისთვის. შელდონი   უბრალოდ კი არ აღწერს ადამიანთა გარეგნობას, არამედ აქვს პრეტენზია განსაზღვროს და მიანიჭოს ადამიანსბიოლოგიური იდენტიფიკაციის იარლიყი“.

    ის უშვებს,რომ ინდივიდის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკა და სხვა ბიოლოგიური დეტერმინანტები ასრულებენ. იგი ვარაუდობს , რომ ამ ფაქტორების რეპრეზენტაცია შეიძლება მივიღოთ გაზომვებით , რომელიც დამყარებულია გარეგნობაზე. მისი თვალთახედვით არსებობს ჰიპოთეტური ბიოლოგიური სტრუქტურა მორფოგენოტიპი, რომელიც დგას ადამიანის გარეგნობის (ფენოტიპის )უკან და რომელიც მნიშვნელოვანია

    არა მარტო ფიზიკური განვითარების დეტერმინირებისათვის, არამედ ქცევის ფორმირებისთვისაც. სომატოტიპი წარმოადგენს მორფოგენოტიპის შეფასების მცდელობას, რომელიც დიდად დამოკიდებულია ფენოტიპის (აღნაგობის) გაზომვაზე. ახლა ჩვენ განვიხილავთ შელდონის მიდგომას გარეგნული პარამეტრების განსაზღვრისადმი, შემდეგ კი მცდელობას განსაზრვროს უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები , რომლებიც დგას ქცევის უკან.

     მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შელდონის წინამორბედების მცდელობა ადამიანთა გარეგნობის განსაზღვრისა და ტიპოლოგიზირების, მან დაიწყო ინდუქტიურად მოქმედება. სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად მან გამოიყენა ანთროსკოპიული მეტოდი. 4000 სტუდენტს (გახდილს) მან   გადაუღო სურათები ანფასში, პროფილში და ზურგიდან. ამ ფოტოების დათვალიერებით, გარკვეული კრიტერიუმის საფუძველზე ანალიზის შედეგად მან შეარჩია სხეულის აგებულების უკიდურესი ვარიანტები, რომლებიც აბსოლიუტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და დაადგინა სამი სომატოტიპი. 1. ენდომორფული, 2. მეზომორფული, 3. ექტომორული ტიპი. პირველი ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით- ჰქონდა ძალიან დიდი მუცელი, ბევრი ცხიმი მხრებსა და თეძოებზე, დიდი, მრგვალი თავი, დიდი შინაგანი ორგანოები, მოდუნებული ხელ-ფეხი, ცუდად განვითარებული კუნთური და ძვლოვანი სისტემა. ასეთი ადამიანები მსუქნები არიან და მათზე ამბობენ, რომ ისინიწყალში არ იძირებიან“.

          მეორეს ჰქონდა განიერი მხარბეჭი, დაკუნთული ხელ-ფეხი, მინიმალური ცხიმი, ასეთი აღნაგობის ინდივიდები მდგრადი არიან დაზიანებისა და ფიზიკური ზემოქმედების მიმართ. ასეთი ტანით გამოირჩევიან ათლეტები, ავანტიურისტები, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები. მათი გარეგნობადამთრგუნველად ძლიერია“.

          ძალიან გამხდარი, ვიწრო მხარ-ბეჭით და გულ-მკერდით, მაღალი შუბლი, წვრილი და გრძელი ხელ-ფეხი, სუსტად განვითარებული კუნთები და კარგად განვითარებული ნერვული სისტემა. მათ ახასიათებთ სისუსტე და ნაზი სხეული. სომატოტიპის სახელები უკავშირდება ჩანასახის ფურცლებს. იმ დროს ბიოლოგიაში გავრცელებული შეხედულების თანახმად ენდოდერმიდან (ჩანასახის შიდა ფურცელი) ვითარდება შინაგანი ორგანოები; მეზოდერმიდან (ჩანასახის შუა ფურცელი) ვითარდება ძვლები, კუნთები, გული, სისხლძარღვები, ხოლო ექტოდერმიდან (ჩანასახის გარე ფურცელი) ვითარდება თმები, ფრჩხილები, რეცეპტორები, ნერვული სისტემა.

        შერდონმა თითოეულ სომატოტიპს რიცხობრივი ინდექსი მიაკუთნა, გამოიყენა შეფასების შვიდქულიანი სკალა,   1- მახასიათებლის მინიმალური მოცულობა, ხოლო 7- მაქსიმალური. ინდივიდის სხეულის აგებულება შეიძლება შევაფასოთ სამი ციფრით, ანუ მოვახდინოთ სომატოტიპიზირება, მაგალითად, ინდივიდი, რომლის სომატოტიპია- 5-7-2- ხასიათდება საშალო ხარისხის ენდომორფულობით, მაქსიმალური ხარისხის მეზომორფული აგებულებით და თითქმის არ აქვს ექტომორფს თვისებები.

          ამრიგად კლასიკური ენდომორფია 7-1-1 მეზომორფი 1-7-1, ხოლო ექტომორფი 1-1-7.   ამ მახასიათებლების ნებისმიერ არათანხვედრის დროს შელდონი იყენებს კრეჩმერის ტერმინს-დისპლაზიას, მაშინ რომდესაც სხეულის სხვადასხვა ნაწილში დისჰარმონიაა, როცა თავი და კისერი ეკუთვნის ერთი ტიპის სომატოტიპს, ხოლო მაგალითად ფეხი-სხვას. დისპლაზია წინასწარი შესწავლით უფრო ხშირია ექტომორფულ სომატოტიპში და ქალებში. მეორე თავისებურება- გინანდრომორფულობა განსაზღვრავს რამდენად ხისათდება ინდივიდის აღნაგობა ანუ (რამდენად გამოკვეთილია) საპირისპირო სქესის ნიშნები, და იგი აღინიშნებაინდექსით. მამაკაცი რომელსაც ქავს მაღალი მაჩვენებელი ქალური ნიშნებისა (მაგალითად გრძელი წამწამები, თხელი სახის ნაკვთები) 1-7 აღნიშნავს ჰერმაფროდიტიზმს. შელდონი გამოარჩევს პირველად და მეორად გინანდრომორფულობას. პირველადი ნიშანი წარმოადგენს გარეგნობას, რომელიც თვალნათლივ ჩანს, ხოლო მოერადი გამომდინარეობს ინდივიდის ფიზიკური შესწავლით და მასე დაკვირვებით (როგორია მოძრაობა, ხმის ტემბრი, გამომეტყველება).

            შელდონი დარწმუნებულია სომატოტიპის მუდმივობაში. არავითარი კვება არ ახდენს გავლენას (არ ზემოქმედებს) იმაზე, რომ ერთი ტიპის სომატიპური მაჩვენებელი გადაიზარდოს სხვა მაჩვენებელში. შეიძლება კვება მოქმედებს ცალკეულ მაჩვენებლებზე, მაგრამ არ ცვლის აქტუალურ სომატიპს. იგი ვარაუდობს, რომ გამხდარი (დიეტით) მეზომორფი ვერ გახდება ექტომორფი. სხეულის სტრუქტურა იცვლება მხოლოდ გარკვეული ავადმყოფობების დროს,   მაგალითად აკრომეგალიის ან კუნთების განლევის შემთხვევაში. სომატიპის მუდმივობა იმდენად სტაბილურია, რომ წონის დაკლებით დისპლაზიის ინდექსი არ იცვლება.

        სომატოტოიპების გამოყოფის შემდეგ შელდონმა ტემპერამენტის ტიპების გამოსაყოფად დაიქცო მეთოდიკის შერჩევა. მან შეადგინა 650 პიროვნული (ხასიათის, ტემპერამენტის,) ნიშნების სია. შემდეგ ეს სია გადაამუშავა და ნიშანთვისებები 50-მდე დაიყვანა. 33 ცდის პირი გამოიკვლია, სხვადასხვა მეთოდით: ტესტებით, კითხვარებით, ქცევაზე დაკვირვებით. შელდონმა აქაც 7 ქულიანი სკალა გამოიყენა, რათა შეეფასებინა, თუ რა ხარისხით იყო თითოეული ამ 50 ნიშნიდან კონკრეტულ პიროვნებებში წარმოდგენილი. ამ შეფასებების კორელაციოური ანალიზის საფუძველზე მიღებული კოეფიციენტების ანალიზის შედეგად, მან გამოყო ნიშანთა 3 ჯგუფი: 1. ვისცეროტონია, 2. სომატოტონია, 3. ცერებროტონია. ისევე როგორც სომატოტიპების შემთხვევაში მან გამოიყენა რიცხობრივი ინდექსი: უკიდურესი ვისცეროტონია 7-1-1;

    უკიდურესი სომატოტონია 1-7-1; უკიდურესი ცერებროტონია 1-1-7; ნორმალური განაქილება 4-4-4;

     ახლა გავეცნოთ ტემპერამენტის ნიშნებს შელდონის მიხედვით. ვისცეროტონია- ახასიათებს სხეულის და მოძრაობის მოშვებულობა, აქვთ შენელებული რეაქციები, უყვართ ფიზიკური კომფორტი, კვების სოციალიზაცია, უყვარს გალანტურად მოპყრობა, სოციოფილია, კეთილგანწყობილია ყველას მიმართ, შექების და მისი ქცევის სხვებისგან მოწონების სურვილი აქვს, სხვებზეა ორიენტირებული, ახასიათებს ემოციურ გამოვლენათა სტაბილურობა, მოთმინების უნარი, თავდავიწყებით ეძლევა სიამოვნებას, ღრმა ძილი, უნებისყოფოა

    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მომსახურება ვყიდი ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი სტიპენდიები კონფერენციები/ღონისძიებები ტენდერები/გრანტები განათლება/სწავლება ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ ტურიზმი/დასვენება/გართობა ვცვლი სასწავლო პროგრამები ვიყიდი სხვა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ფიზიკური კულტურა/სპორტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020