მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დაუნის სინდრომი ნანახია (11782) - ჯერ 21 თებერვალი 2013

    დაუნის სინდრომი XIX  საუკუნეში პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა  ჯონ ლონგდონ  დაუნმა.  თუმცა, მოგვინებით ლეჟანმა განსაზღვრა, როგორც ქრომოსომული ანომალია.   ამ დროს, ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად, აქვს 47. დაუნის სინდრომსს ახასიათებს როგორც ფსიქიკური და ფიზიკური გამოვლინებები, ასევე სომატური დაავადებები.  

    ფიზიკურ გამოვლინებებში შედის:
    სახის ბრტყელი პროფილი,
    პატარა ცხვირი,
    თვალის ირიბი ჭრილი,
    დეფორმირებული ყურები,
    პირის პატარა ზომა,
    მოკლე კისერი,
    პატარა თავი,
    ეპიკანტუსი,
    კუნთთა დაბალი ტონუსი,
    დიდი დაშორება ფეხის დიდ და მეორე თითს შორის, პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა.


    რაც შეეხება სომატურ დაავადებებს ხშირია:
    გულის თანდაყოლილი მანკი,
    მხედველობის და სმენის დარღვევები,
    ლეიკემია,
    საჭმლის გადამუშავების პრობლემები, რაც იწვევს სიმსუქნისადმი მიდრეკილებას.

    ამ სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობა. პაციენტები განზოგადებას ახდენენ თვალსაჩინო თვისებების საფუძველზე, უჭირთ ქვე-ტექსტების გაგება, არ ესმით დროის, სივრცის და თანმიმდევრობის აღმნიშვნელი ცნებები და უჭირთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.  პაციენტები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სოციალური და ფიზიკური გარემოსადმი. ასევე ხშირია მეტყველების განვითარების შეფერხება. მეტყველებაში პაციენტებს ხელს უშლით სქელი და დიდი ენა, მაღალი სასა, კბილების დეფექტი, კუნთების მაღალი ტონუსი, ასევე შესაძლო დაქვეითებული სმენა. მათი ხმის ტონი სპეციფიკურია.

    დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების  8%-ს სხვადასხვა სახის გულყრები შეიძლება ჰქონდეს. გულყრების კონკრეტული ფორმაა ე.წ ჩვილობის პერიოდის სპაზმები, რომლებიც 5-10 თვის ბავშვებს აღენიშნებათ და რომელსაც ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით მუკრნალობენ, რაც ხშირად ეფექტურია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან. გულყრის სხვა ფორმებია ტონურ -კლონური და რთული გულყრები, რაც ზოგჯერ თავს იჩენს ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. ძალზედ მნიშვნელოვანია  დადგინდეს გულყრის კონკრეტული ფორმა და სასწრაფოდ დავიწყოთ მკურნალობა შესაბამისი პრეპარატით.

    დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდებოდა დასხივება, წამლების გადაჭარბებული დოზით მიღება; სპერმიციდებისა და სპეციფიკური ვირუსული ინფექციები, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორთაგან ზოგიერთმა გამოიწვიოს ქრომოსომული დარღვევები, არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ამ ფაქტორებსა და დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას შორის. ამასთან კარგად არის ცნობილი, რომ დაუნის სინდრომი უკავშირდება დედის ხანდაზმულობას, ანუ რაც უფრო ასაკოვანია დედა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გაუჩნდება.

    დაუნის სინდრომი განუკურნებელი სენია, თუმცა, მედიკამენტების და ადექვატური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამებით შეიძლება პაციენტთა გარემოში ადაპტაცია.  

     
    გამოყენებული ლიტერატურა:
    თამარ გაგოშიძე- ბავშვის ფსიქიკური დარღვევები
    wikipedia  
    http://downsyndrome.about.com/od/downsyndromebasics/a/downsynessen.htm  

    ავტორი :მარიამ დავითაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბუღალტერია და აუდიტი სამართალი ისტორია კულინარია სტატისტიკა სოფლის მეურნეობა სოციოლოგია მასმედია ფსიქოლოგია კრიმინალისტიკა ლოგისტიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა გეოპოლიტიკა პოლიტოლოგია სხვა ვეტერინარია ჟურნალისტიკა და PR საბანკო საქმე კულტურა და ხელონება მარკეტინგი და რეკლამა მუსიკა ტექნოლოგია ფინანსები და კრედიტი ავიაცია ფიზკულტურა და სპორტი მრეწველობა, წარმოება მიფოლოგია ინვესტიციები ჟურნალისტიკა მეცნიერება და ტექნიკა მენეჯმენტი უცხო ენები საბირჟო საქმე ლოგიკა არქიტექტურა მართვა ეკოლოგია ეკონომიკა კულტუროლოგია ფიზიკა გეოდეზია გეოგრაფია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ქიმია დაზღვევა გადასახადები ტრანსპრტი მედიცინა, ჯანმთელობა ინფორმატიკა ბიოლოგია საბაჟო სისტემა ფილოსოფია სექსოლოგია პედაგოგიკა ასტრონომია მათემატიკა ზოოლოგია გეოლოგია მეწარმეობა რელიგია უცხოური ლიტერატურა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საერთაშორისო ურთიერთობები პროგრამირება მეტალურგია ტურიზმი ელექტრონიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023