მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    მშია? ნანახია (6399) - ჯერ 01 მარტი 2013

    ყოველთვის გვშია, როცა ვამბობთ, რომ გვშია? რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ შიმშილის გრძნობასთან დაკავშირებითაც ვახერხებთ ხოლმე საკუთარი თავის მოტყუებას. თან ზოგიერთი ჩვენგანი, დანარჩენებთან შედარებით, ამ ამოცანას გაცილებით უკეთ ართმევს თავს. რა თქმა უნდა, ეს არ არის გაცნობიერებული ტყუილი, რომელზეც პასუხისმგებლობის   საკუთარ თავზე აღება თითქოს არ უნდა გვიჭირდეს. პირიქით,  მას საფუძვლად უდევს ისეთი მექანიზმი, როცა მარტივად შეგვიძლია „ხელი გავიშვიროთ“ აღზრდის პროცესისკენ.

    არსებობს ერთმანეთისაგან განსხვავებული გარკვეული მდგომარეობების ჩანასახები (შიმშილის, წყურვილის), რაც თანშობილი არ არის და აუცილებელია მათი შემდგომი დიფერენციაციის სწავლა. მაგ.: ბავშვი სწავლობს, რომ კუჭში სიცარიელის შეგრძნება შიმშილს ნიშნავს, ხოლო მისი დაძლევა საკვების მიღებით არის შესაძლებელი.

    ამგვარ დიფერენცირებასა და კლასიფიცირებას ბავშვი უფროსებთან ურთიერთობის შედეგად ახერხებს. როცა ბავშვი მოუსვენრადაა დედა ცდილობს მის დამშვიდებას. ხშირად ეს საკვების მიცემით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოუსვენრობის მიზეზი უფროსისათვის ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადი არ არის, მშობლები უმრავლეს შემთხვევებში მაინც ახერხებენ ბავშვის ქცევის სწორ ინტერპრეტაციას. ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს საკუთარი მდგომარეობის  ამხსნელი ადეკვატური „იარლიყის“   პოვნას. მაგრამ თუ უფროსის მხრიდან   ხშირ შეცდომებს აქვს ადგილი, მაშინ ბავშვიც მცდარად სწავლობს საკუთარი აგზნების კლასიფიცირებას.

    რატომ გვჭირდება „იარლიყი“? კოგნიტური თეორიების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის, როგორიცაა შახტერი (Schachter) აზრით, ჩვენ ვახდენთ ზოგადი, არადიფერენცირებული ფიზიოლოგიური აგზნების შეფასებას, რათა განვსაზღვროთ, თუ რას ვგრძნობთ. საკუთარ თავს „ვუსვამთ შეკითხვას“ თუ რომელი ემოციის იარლიყია ყველაზე შესაფერისი და რას ნიშნავს ჩვენი რეაქცია იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელშიც აგზნების განცდა ჩნდება. Schachter-მა მოცემული თეორია დრაივებზეც განავრცო, მათ შორის სწორედ შიმშილის გრძნობაზე. შესაბამისად მან შემდეგი    ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა: მსუქანი ადამიანების ბევრი ჭამის მიზეზია ის, რომ ისინი ვერ სწავლობენ შიმშილის შეგრძნების იდენტიფიცირებას და აგზნების სხვა მდგომარეობებისაგან გარჩევას. განსაკუთრებულ შემთხვევებში (დაძაბულობის დროს) ყველა აგზნება შიმშილი ჰგონიათ და მის შესამცირებლად საკვების მიღების ქცევას ახორციელებენ. აღნიშნული ჰიპოთეზა მან ექსპერიმენტის საშუალებით დაადასტურა. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ძლიერი შიშის შემთხვევაში ნორმალური წონის მაძღარი ცდისპირები უფრო ნაკლებს ჭამს, ვიდრე მშიერი. ხოლო ზედმეტი წონის მაძღარი და მშიერი ცპ-ების პასუხები ერთმანეთს ემთხვევა.

    ამრიგად, ზედმეტი წონის ადამიანებს უჭირთ შინაგანი შეგრძნებების ზუსტი იდენტიფიკაცია და დიფერენციაცია, მათი კვებასთან დაკავშირებული ქცევა უფრო გარეგანი სტიმულებით იმართება (სუნი, დრო), ვიდრე რეალური შიმშილის შეგრძნებით (კუჭის სიცარიელით), როგორც ეს ნორმალური წონის ადამიანებთან ხდება.

    ამრიგად, ისეთ ცოცხალ არსებებზე საუბრისას, როგორიცაა ადამიანები,  შეუძლებელია შიმშილის მხოლოდ ბიოლოგიური კომპონენტების მოშველიებით ახსნა. აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მხარის - დასწავლილი და კოგნიტური კომპონენტების - გათვალისწინებაც.  განსაკუთრებით   აღსანიშნავია, რომ   მოცემული კომპონენტების მონაწილეობის აღიარებაც კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ზედმეტი წონის პრობლემის შემთხვევაში. სწორედ აღნიშნულ ფაქტორებზე ხაზგასმა, რომლებიც ბიოლოგიურთან შედარებით უფრო მარტივად ექვემდებარება ცვლილებას, ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს.    

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგანმანათლებლო დაწესებულებები ინტერესები/კონკურსები სიახლე განათლების სფეროში მედიცინა და პროფილაქტიკა გართობა/თამაშები განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის კვება და მოვლა გამოცემები/პუბლიკაციები სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები კვალიფიკაციის ამაღლება სარეკლამო მომსახურება რელიგია სასწავლო დაწესებულების მართვა ბავშვის აღზრდა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება გაერთიანებები/სოციალური ქცელები სხვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა დასვენება/ტურიზმი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მშობელი და ოჯახი მეცნიერება/ტექნიკა საზოგადოებრივი ურთიერთობები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019