მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დრომომანია ნანახია (6680) - ჯერ 03 მარტი 2013

    ოდესმე გაგჩენიათ სურვილი მიგეტოვებინათ ოჯახი, სამუშაო, სწავლა და გამგზავრებულიყავით ნებისმიერ ადგილას, ისე რომ არ გეფიქრათ თქვენი ქცევის შედეგებზე?    dromos  ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სირბილს,  mania-ც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიგიჟეს. ერთად კი,  მოცემული სიტყვები     იმ მდგომარეობის სახელწოდებას ქმნის, როცა ადამიანი   უმიზნო ხეტიალისა   და მოგზაურობისადმი დაუძლეველ,   აკვიატებულ  ლტოლვას განიცდის.

    სახლიდან გაქცევის სურვილი  ბავშვებს  უჩნდებათ    ხშირად, განსაკუთრებით კი, კონფლიქტური სიტუაციის დროს.  გაქცევა ოჯახში არსებულ დაძაბულ ატმოსფეროზე    პროტესტის გამომხატველ რეაქციას წარმოადგენს. თანდათანობით რეაგირების მოცემული ფორმა სტერეოტიპული ხდება, რომელიც შემდეგ   დაუძლეველი ლტოლვის სინდრომში გადაიზრდება. დრომომანიას ბავშვობის ასაკში ემოციური სფეროსა და ტემპერამენტის ცვლილებებით ხსნიან.  თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, ასეთი მდგომარეობა   ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების დროსაც აღმოცენდება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დრომომანიის მიზეზი თავის ტვინის დაზიანება შეიძლება იყოს. ის არ აღმოცენდება, როგორც დამოუკიდებელი ფსიქიკური დაავადება და ხშირ შემთხვევაში გვხვდება ეპილეფსიის, შიზოფრენიის, ისტერიის ან სხვა აშლილობების დროს.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებთან გამოხატული ფსიქიკური აშლილობის არ ქონის შემთხვევაშიც ვაწყდებით   ისეთ უცნაურ ქცევას,   როგორიცაა სახლიდან გაქცევა. ასეთი ქცევის მოტივად ხშირად სენსორულ შიმშილს ასახელებენ. ანუ ბავშვი განიცდის ახალი და მკაფიო  ემოციების და შთაბეჭდილებების ნაკლებობას.   ყოველდღიურობის ერთფეროვნებისგან თავდასაცავად კი ისინი „შორეული  ქვეყნებისაკენ“ მიემართებიან. ჩვეულებრივ, ასეთი ადგილების შესახებ   ინფომაციას      სათავგადასავლო ლიტერატურიდან ან ფილმებიდან იღებენ.   ბავშვებისთვის მიმზიდველია  მაწანწალა თანატოლების ქცევა, რომელთა შესახებ წიგნებშია აღწერილი.

    დრომომანიისკენ  ასევე მიდრეკილნი არიან კარგად განვითარებული ფანტაზიის მქონე ბავშვებიც, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი მონაწილეობა მიიღონ რაიმე ავანტიურაში. ზოგჯერ ისინი იმდენად ეფლობიან საკუთარ ფანტაზიებში, რომ კარგავენ საზღვარს რეალობასა და თამაშს შორის.   აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ  გაქცევას არ დაჰკრავს რაიმე  რომანტიული ელფერი,   ჩვეულებრივ, მიზეზი უფრო მარტივია - ეს არის ახალი შთაბეჭდილებების ძიება და ასევე, არც თუ ისე იშვიათად , - სკოლისგან თავის დაღწევის საშუალება. განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ბავშვს  უყენებენ მაღალ მოთხოვნებს,      ისწავლოს კარგად და დაემორჩილოს მკაცრ   დისციპლინას.

    ხშირად ხეტიალის სიმპტომი ამნეზიასთან შეჭიდულად ვლინდება და ამ პროცესში ადამიანები ახალ იდენტობებს ირგებენ. ამ მდგომარეობას მეორენაირად დისოციაციური ფუგის სახელწოდებით მოიხსენიებენ, რომელიც ხშირად აღიწერება, როგორც „გიჟი მოგზაურების“ დაავადება.

    აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი მათგანი საკუთარ მდგომარეობას: „ყოველთვის   დაუკებელი სურვილი მაქვს ვნახო, თუ რა არის ყოველი გორაკის ან     მოსახვევის შემდეგ. თავში გამუდმებით მიბზუის აზრი, აღმოვჩნდე იმ ადგილას, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ და სადაც ახლის ძიების დაუსრულებელი შესაძლებლობა მექნება.“

    „ეს შემოდგომა და ეს მინდორი, მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის“,-   წერს ტერენტი და საკუთარ ცხოვრებასაც „უმიზნო ხეტიალს“ უწოდებს.    და მართლაც,  „გარიჟრაჟიდან შეღამებამდე დახეტიალობდა ტერენტი თბილისის უბნებში: სასაფლაოზე, პარკებში, სანაპიროზე. საწერი დასტით ჯიბეში და ჰქმნიდა ლექსებს.“   ანუ არც თუ ისე „უმიზნოა“ მისი ხეტიალი, როგორც იმ ადამიანების სახლიდან გაქცევა, რომლებიც „ახალი თავგადასავლების“ ძიების მოტივით   მზად არიან   „უმიზნოდ იხეტიალონ“.

     

     

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კონფერენციები/ღონისძიებები ტენდერები/გრანტები ვეძებ სპეციალისტს ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები ტურიზმი/დასვენება/გართობა ვცვლი ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება სხვა განათლება/სწავლება ვარ სპეციალისტი სტიპენდიები გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვიყიდი მომსახურება ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019