მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ბულინგი ნანახია (31197) - ჯერ 09 აპრილი 2013

    სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებსბულინგი (ინგ. Bully -ხულიგანი, მოძალადე), მობინგი (mob -ბრბო, mobbing -თავდასხმა, შევიწროება). ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.

    ბულინგი (მობინგი) არის:

    •                   აგრესიული და ნეგატიური ქცევა.

    •                   იგი რეგულარულად ხორციელდება.

    •                   არის განზრახული, მიზანმიმართული აქტიობა.

    პირველად ამ პრობლემით დაინტერესდნენ სკანდინაველი მეცნიერები (Heinemann,1973; Olweus, 1984; Pikas, 1975, 1989;  Roland, 1983, 1989).  თუმცა პედაგოგები და განათლების სისტემის ორგანოები ნაკლებ ყურადებას უთმობდნენ ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შემთხვევებს. სკოლის ადმინისტაციის ყურადღებას უფრო მეტად იპყრობდა ბავშვების აგრესიული ქცევა და გაკვეთილების გაცდენა. მდგომარეობა შეიცვალა ტატუმის, ლეინის, როლანდის და მუნტეს (Rolland&Munte, 1989; Tattum&Lane, 1988) მიერ გამოცემული შრომების შემდეგ. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიცაასასკოლო ბულინგი (მობინგი).

    პირველი სირთულე რასაც სკოლაში ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შესწავლისას ვხვდებით მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს ბავშვთა სისასტიკის ცნების ზუსტი განმარტება. ცნების ზუსტი განმარტება წარმოადგენს არა მარტო აკადემიურ ინტერე, არამედ მასზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს კორექციული და პრევენციული სამუშაო.

    ჰეინემენმა (Heinemann, 1973) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილი იყო ადამიანთა ჯგუფის თავდასხმა ერთ ადამიანზე და ამ ფაქტის აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი – მობინგი (mobbing). ოლვეუსი (Olweus, 1978)   თავის შრომებში იყენებს ტერმინს – ბულინგი (bulling)), რომელიც განმარტებულია როგორც ადამიანის ჯგუფის ან ცალკეული ადამიანის თავდასხმა მეორე ადამიანზე. პიკასის (Pikas, 1989) აზრით, ეს ართულებს სიტუაციას, ამიტომ ის ხმარობს ტერმინს – მობინგი, ჯგუფური თავდასხმის აღსანიშნავად, ხოლო ბულინგს, ნებისმიერი ხასიათის (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) თავდასხმის აღსანიშნავად.

    უნდა განვასხვავოთ თუ არა ჯგუფური ძალადობა – მობინგი და ინდივიდუალური ძალადობა – ბულინგი, თუ უმჯობესია ისინი განვიხილოთ ერთი მოვლენის – სოციალური აგრესიის, ორ განსხვავებულ მხარედ, როდესაც დომინანტური ინდივიდი (ან ჯგუფი) მიზანმიმართულად ატერორებს, დევნის მეორე ადამიანს.

    დღეს მიღებულია როლანდის (Roland, 1988) განმარტება. ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.

    ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. ეს აიხსნება იმით რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში “ლიდერი – გარიყული”. დამატებითი ფაქტორია ის, რომ პედაგოგებს არ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.

    ბულინგი ვლინდბა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა (მსხვერპლის გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების), მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, აბუჩად, მასხრად აგდება, დამცირება.

    ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. “რისკის ჯგუფში” ხვდებიან     ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები.

    ბულინგის მოტივაცია მრავალფეროვანია - შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის აქცენტუაციები.

    სკოლაში ბავშვები ხშირად განიცდიან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს, დევნას სხვა ბავშვების მხრიდან. ბულინგის მრავალფეროვანი გამოვლინებები შეიძლება გავაერთიანოთ 2 ჯგუფში:

    •                     დამცირების აქტიური ფორმები.

    •                     ბავშვის გაცნობიერებული, მიზანმიმართული იზოლაცია.

          ეს მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ბიჭები და გოგონები იყენებენ ბულინგის სხვადასხვა ფორმას. ბიჭები უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს (პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.), გოგონები   კი ზეწოლის ირიბ ფორმას (ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა. შ.). ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობის და ადრეული მოზარდობის პერიოდში.

    სამეცნიერო ლიტერატურაში დიდხანს იყო გავრცელებული აზრი, რომ მოძალადის (bully ) აგრესიულობის უკან იმალება მაღალი შფოთვისა   და თავისთავში დაურწმუნებელი ბავშვი. ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. როგორც წესი ტიპიური მოძალადე (bully) საკუთარ თავში დარწმუნებულია. მოძალადე (bully) იყენებს საკუთარ ძალას არა სპონტანურად, ბავშვებთან კონფლიქტების გადასაჭრელად, არამედ მიზანმიმართულად, ინარჩუნებს სიმშვიდეს და გულგრილობას.

    ოლვეუსის (Olweus, 1984) “სკეჩ-თეორიის” (“sketch-theory”) თანახმად, არსებობს მოძალადის და მსხვერპლის ტიპიური მახასიათებლები.

    მოძალადის   ტიპიური მახასიათებლებია:

    •                     აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება.

    •                     არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან.

    •                     ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ.

    •                     მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.

    •                     თუ მოძალადე (bully ) ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.

    ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:

    •                     არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.

    •                     ახასიათებთ მაღალი შფოთვა.

    •                     აქვთ დაბალი თვითშეფასება.

    •                     მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.

    •                     არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.

    •                     თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.

    აღნიშნული თვისებები ერთის მხრივ ხდება ბულინგის მიზეზი, ხოლო მეორეს მხრივ – შედეგი.

    არსებობს ბულინგის მსხვერპლი ბავშვების მეორე ჯგუფიც. ისინი განიცდიან სხვადსხვა სახის სირთულეს სწავლების პროცესში და ამ მიზეზით ხდებიან ბულინგის მსხვერპლი.

    ბულინგზე ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ. ბულინგის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელია გარკვეული ქცევითი და ემოციური მახასიათებლები.

    ქცევითი მახასიათებლები:

    •                     უფროსებისა და თანატოლებისგან დისტანცირება.

    •                     ნეგატივიზმი ბულინგის თემის განხილვისას.

    •                     აგრესიულობა.

    ემოციური მახასიათებლები:

    •                     დაძაბულობა და შიში თანატოლების დანახვისას.

    •                     გაღიზიანებადობა და ფხუკიანობა.

    •                     დარდი, წუხილი, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება.

    ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისგან ან განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეiთდეს თვითშეფასება. ბულინგი იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეფორმაციას და შეიძლება გახდეს ბავშვის ფსიქიკის პათოლოგიური დარღვევების მიზეზი. მნიშვნელოვანია მსხვერპლის პოზიცია. ყველა დაზარალებული განიცდის სირცხვილისა და უსუსურობის გრძნობას და არ საუბრობს ბულინგის ფაქტზე.

    მეცნიერთა აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინაlურ გზას ირჩევენ.

    ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.

    როლანდი (Roland,1989) აღწერს ბულინგს, როგორც სოციალურ სისტემას, რომელშიც ჩართულია მოძალადე, მსხვერპლი და დამკვირვებელი. ამ სისტემის ყოველ მონაწილეს აქვს საკუთარი შეხედულება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ ყურადღებას კელი (Kelly,1990) უთმობს ბულინგის მოწმის პოზიციას. დადგენილია, რომ მათი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ქვეითდება, უჩნდებათ საკუთარი უსუსურობის განცდა. მათი პოზიციაა - “კარგია, რომ მე არ დავზარალდი”.

    დევისმა (Davies,1990) შეისწავლა პედაგოგების დამოკიდებულება ბულინგის მიმართ და გააკეთა დასკვნა, რომ ისინი განიცდიან ბრაზისა და საკუთარი უსუსურობის შერეულ გრძნობას. ანალოგიურად მოსწავლეები თვლიან, რომ პედაგოგები ვერ შეძლებენ მათ დაცვას და შედეგად ვღებულობთ ე.წ. “სიჩუმის შეთქმულებას”.

    ფაქტორები, რომლებიც მიუთითებენ ბულინგის რისკის ჯგუფში მყოფ ბავშვებზე:

    1. მრავალჯერადი სტრესი. ბავშვი, რომელიც დევნას განიცდის მრავალი პრობლემით არის დატვირთული. ესაა: ცუდი ჯამრთელობა, დაბალი სოციალური სტატუსი, ცუდი ურთიერთობა თანატოლებთან, ეკონომიური გაჭირვება, დაბალი საკომპესაციო რესურსები.

    2. მსხვერპლის მახასიათებლები. აქ იგულისხმება ბავშვის ისეთი მახასიათებლები როგორიცაა, მაგალითად, მეტყველების უჩვეულო სტილი, “უჩვეულო” სიცილი, იუმორი და ა.შ.

    3. სტიგმატიზაცია. ბავშვის ეთნიკური და ფიზიკური მახასიათებლები, ფენოტიპური თავისებურებები. მაგალითად, უცნაური თმის ფერი, ყურის ნიჟარის ფორმა და ა.შ.

     

    ბულინგის პროფილაქტიკა.

    ბულინგის პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს 3 მიმართულებით:

    1. ისეთი პირობების შექმნა, სადაც ბულინგი (მობინგი) ვერ განხორციელდება.

    2. ბავშვის დაცვა სტრესისგან.

    3. ორგანიზმის დამცავი ძალების განმტკიცება, როგორც “ჯამრთელი”, აგრეთვე იმ ბავშვებისთვის ვისაც აქვს სომატური ან ფსიქიკური პრობლემები.

    ბულინგის პროფილაქტიკა უნდა ჩატერდეს ეტაპობრივად:

    პრობლემის არსებობის აღიარება - სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის არსებობა. სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მაშტაბი. ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ანონიმური გამოკითხვით – ჰქონიათ თუ არა სკოლაში პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს პრობლემები სკოლაში, ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა.

    პრობლემის განსაზღვრა – მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლიობა, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.

    სამუშაო გეგმის შემუშავება.

    შემუშავებული გეგმის რეალიზაცია:

    -სკოლაში ძალადობის ნებისმიერი აქტის მიუღებლობა,

    -დაკვირვების განხორციელება სკოლის დერეფანში, ეზოში, ბუფეტში;

    -მუშაობა კლასთან, თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში;

    -სკოლის ეთიკური კოდექსის შემუშავება;

    -ფსიქოლოგის მუშაობა მოძალადე ბავშვთან და მსხვერპლთან.

    რჩევები პედაგოგებს და მშობლებს:

    - შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მართეთ სიტუაცია.

    - სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის (მობინგის) შესახებ.

    - მიიღეთ ზომები, რაც შეიძლება სწრფად.

    - მხარი დაუჭირეთ ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს არაადექვატურად.

    - შესთავაზეთ ძალადობის მსხვერპლს კონკრეტული დახმარება, რჩევა.

    - მოიქეცით ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ.

    - შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.

    - მოძალადის მიმართ გამოიყენეთ სანქციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ მიაყენოთ ზიანი   მსხვერპლს.

    - მკაფიოდ და ნათლად აუხსენით მოძალადეს რისთვის და როგორ ისჯება.

    - გააგებინეთ ბავშვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა ვისზეა ის მიმართული.

    - დააწესეთ კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.

    - ასწავლეთ ბავშვებს პრობლემის არა ძალადობრივი გზით გადაჭრის ხერხები.

    - აჩვენეთ პოზიტიური ქცევის მაგალითები. თქვენს ქცევაზე დაკვირვებით ბავშვი სხვა ადამიანებისადმი კელიგანწყობილ დამოკიდებულებას, პატივისცემას ისწავლის.

    - გააძლიერეთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, კლასგარეშე საქმიანობაში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.

    - რთულ შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.

    ბულინგის (მობინგის) ყოველი შემთხვევა დროულად უნდა გამოვლინდეს. ძალადობის მსხვერპლს და მოწმეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაცია.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1.     Кон И. С. Что такое буллинг и как с ним бороться? 2006.

    2.     Лэйн Д. А. Школьная травля (буллинг). Детская и подростковая психотерапия. под. ред. Д. Лэйна и Э. Миллера. СПб., 2001

    3.     Baldry Anna C. Bulling in schools and exposure to domestic violence. Child Abuse and Neglect. 2003.#27. p. 713-731

    4.     Smith Peter K., Ananiadou Katerina, The Nature of Bulling and the Effectiveness of School-Based Interventions// Journal of Applied Psychoanalytic Studies. 2003. vol.5.#2

    5.     Olweus D. Aggression in the Schools: Bullies and Whipping Boys, Washington, DC: Hemisphere Press, 1978

     

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მშობელი და ოჯახი გამოცემები/პუბლიკაციები განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის აღზრდა ფიზიკური კულტურა და სპორტი რელიგია სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები საზოგადოებრივი ურთიერთობები სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია გაერთიანებები/სოციალური ქცელები ადამიანთაშორის ურთიერთობა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ინტერესები/კონკურსები დასვენება/ტურიზმი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სიახლე განათლების სფეროში სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა კვალიფიკაციის ამაღლება მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო დაწესებულების მართვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სარეკლამო მომსახურება სხვა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მედიცინა და პროფილაქტიკა ბავშვის კვება და მოვლა გართობა/თამაშები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019