მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სოციალური კონსტრუქტივიზმი ნანახია (10643) - ჯერ 12 სექტემბერი 2013

    სოციალური  კონსტრუქტივიზმი  ძირითადად  ფოკუსირდება  ადამიანის შემეცნება–აღქმაზე  და  მის  ადგილზე  მსოფლიო  საქმიანობაში.  

    საერთაშორისო  ურთიერთობების  თეორიების უმეტესი  ნაწილი, განსაკუთრებით  ნეორეალიზმი , არის მატერიალური  ხასიათის.  ყურადღებას  ამახვილებს  ისეთი მატერიალური  ძალების  გადანაწილებაზე  როგორებიცაა  სამხედრო ძალები  და  ეკონომიკური  შესაძლებლობები. ამის  საწინააღმდეგოდ კი, კონსტრუქტივისტები  ამტკიცებენ , რომ  საერთაშორისო ურთიერთობებში  ყველაზე  მნიშვნელოვანი  სოციალური  ასპექტია და არა  მატერიალური. უფრო  მეტიც, მათი  განცხადებით არსებული  სოციალური  რეალობა  არ  არის  ობიექტური; სოციალური  და  პოლიტიკური  მსოფლიო, საერთაშორისო ურთიერთობების  ჩათვლით, არ  არის  ფიზიკური  არსება  ან  კიდევ მატერიალური  ობიექტი, რომელიც  ადამიანური  ცნობიერების გარეთ  არსებობს. კონსტრუქტივისტები  უარს  ამბობენ  ამბობენ ცალმხრივ, მატერიალურ  ფოკუსზე.

     შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების  ეს  სწავლება  ყურადღებას  ამახვილებს საერთაშორისო  არენის  მოქმედ  პირთა  რწმენებსა  და  იდეებზე, რომელთა  საშუალებითაც  ინფორმაციების  ურთიერთგაცვლას აწარმოებენ.

    საერთაშორისო  სისტემა  არ  არის  მზის  სისტემა სისტემის მსგავსი. ის არ  არსებობს  თავისთავად.  ის  არსებობს    ხალხთა  შორის  აღქმისა და  შემეცნების  ურთიერთგაცვლის  საფუძველზე.  ამ  აზრის მიხედვით  სისტემა  იქმნება  იდეებისა  და  არა  მატერიალური ძალების  მეშვეობით. ეს  არის  ადამიანების  გამოგონება, ქმნილება  და  არა  ფიზიკური  ან  მატერიალური , არამედ  წმინდა  იდეური  და ინტელექუალური  ქმნილება. საერთაშორისო  პოლიტიკა  კი მოიაზრება, როგორც   იდეათა  და  ფიქრების  ერთობლიობა, ნორმების  სისტემა, რომლებიც  ჩამოყალიბებულ  იქნა გარკვეული  ხალხის  მიერ გარკვეულ  დროსა  და  ადგილში. თუ  ლოგიკურ  ჯაჭვს  მივყვებით, იდეებისა  და  ფაქტების  შეცვლის  შემდეგ, შეიცვლება  საერთაშორისო სისტემის  არსიც, რადგან  საერთაშორისო  სისტემას  სწორედ  იდეები და  ფიქრები შეადგენენ.  ცვლილება  გახდება  შესაძლებელი  მაშინ როდესაც  ადამიანები  და  სახელმწიფოები  დაიწყებენ  ახლებურად ფიქრს  ერთმანეთის შესახებ  და  შედეგად შეიქმნება  ახალი ნორმები, რომლებიც  რადიკალურად  განსხვავებული  იქნება ძველი  ნორმებისა და  შეხედულებებისგან.

    ალექსანდერ  ვენდტი

    „ანარქიის ბუნებას  სახელმწიფოები  განსაზღვრავენ“

    ალექსანდერ  ვენდტის   „ანარქია  ისეთია, როგორადაც  მას სახელმწიფოები  აღიქვამენ: ძალის  პოლიტიკის  სოციალური  კონსტრუქცია“  არის  საერთაშორისო  ურთიერთობების  დისციპლინის ერთ–ერთი  ყველაზე  პოპულარული  სტატია, რომელიც  1992  წელს გამოქვეყნდა. სტატია  ღიად  უპირისპირდება  რეალიზმის  მძლავრ პრინციპებს  და  მის მამამტავარ  კენეთ  უოლცს. ვენდის  არგუმენტები ეყრდნობა  სოციალურ  კონსტრუქივიზმს, რომლის  მიზანია  ახსნას იდენტურობისა  და  ინტერესების  ჩამოყალიბება  როგორც  პროცესი   და გააბათილოს  ის  აზრი,რომ  ანარქია  სტრუქტურის  შედეგია.

    კონსტრუქტივისტული  სოციალური  თეორიის  ფუნდამენტური პრინციპი  არის ის, რომ  ადამიანი  ობექტების , მათ შორის  სხვა აქტორების, მიმართ  მოქმედებენ  იქიდან  გამომდინარე  , რა ნიშვნელობა  აქვს  მათთვის  ობიექტებს. სახელმწიფოები  მტრებს მეგობრებისგან  განსხვავებულად  ექცევიან, რადგან  მტრები  მათ ემუქრებიან, ხოლო  მეგობრები– არა.  ამის  მაგალითად  ალექსანდერ ვენდტს  მოჰყავს  აშშ–ს  მაგალითი, რომლისთვისაც  ბრიტანული რაკეტები  საბჭოთა  ავშირის  რაკეტებისგან  განსხვავებულად  აღიქმება. ძალის  განაწილება,რომელიც  გავლენას  ახდენს  სახელმწიფოთა გათვლებზე,  დამოკიდებულია ინტერსუბიექტურ გაგებასა  და მოლოდინებზე  და  „ცოდნის  განაწილებაზე“, რაც  ქმნის  სახელმწიფოს წარმოდგენებს  საკუთარი  თავისა  და  სხვების  შესახებ. თუ  აშშ–მ და  საბჭოთა  კავშირმა  გადაწყვიტეს  რომ  მტრები  აღარ  არიან, “ცივი ომიც“ დასრულებულია.  ანუ  იმ  სტრუქტურებს  რომლებიც  ჩვენ ქმედებებს  აწესრიგებს , სწორედ  ჩვენ  მიერ  მინიჭებული კოლექტიური  მნიშვნელობები  ქმნის.

     

    აქტორები  საკუთარ  იდენტობებს   ამგვარი  მნიშვნელობების მინიჭების  მონაწილეობაში  იძენენ. იდენტობა  კი  არსებითად რელატიურია: „ იდენტობა, ფსიქოლოგურ  რეალობასთან  შესაბამისი კავშირებითურთ, ყოველთვის  ნიშნავს   იდენტობას  კონკრეტულ, სოციალური  სტრუქტურის  მქონე  სამყაროში“  იდენტობები  კი ინტერესის  საფუძველს  ქმნის. ისინი  ინტერესებს  სიტუაციების გააზრებიდან  გამომდინარე  განსაზღვრავენ. მაგალითად „უსაფრთხოების  დილემა“  არის სოციალური  სტრუქტურა, რომელიც  შეთხზულია  ინტერსუბიექტურ  მიგნებებსა  და აღქმებზე, რომლებიც  სახელმწიფოთა  მხრიდან  არის  მიუნდობელ  და  ყველაზე  უარეს ვარაუდებზე  დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც  ისინი განსაზღვრავენ  საკუთარ  განსაზღვრებსა  და  მოლოდინებს.

     

    სოციალური  სტრუქტურა  შედგება  სამი  ელემენტისაგან: საერთო ცნობიერება (ცოდნა),  მატერიალური  რესურსები  და  პრაქტიკული გამოცდილება.

    ვენდტი  სოციალური  სტრუქტურას  განსაზღვრავს ,როგორც  ცოდნის, მოლოდინებისა  და  ცნობიერების  გაზიარების  პროცესს. რაც აყალიბებს  მოქმედ  პირთა  შორის  ურთიერთობის  ბუნებას, ან თანამშრომლურს  ან  კონფლიქტურს.

     

    ვენდტი  თავის  სტატიაში  აკრიტიკებს  უოლცის თეორიას საერთაშორისო  სისტემის  ანაქიულობასა  და  თვითდახმარების შესახებ.

     

    ქენეთ  უოლცი  წიგნში  „ადამიანი, სახელმწიფო  და  ომი“ ამბობს, რომ ბუნებრივ  მდგომარეობაში  სახელმწიფოებმა  თავად  უნდა უზრუნველყონ  საკუთარი  თავდაცვა. ხოლო  საერთაშორისო  სისტემას განიხილავს  როგორც  ანარქიულს, მაგრამ  ამ  ანარქიულობაშ  არ მოიაზრება  ქაოსი  და  უნდა   ვიგულისხმოთ სახელმწიფოზე  ზემდგომი ორგანოს  არარსებობა. შესაბამისად, სახელმწიფოები  მიმართავენ ძალისმიერ  პოლიტიკას  საკუთარი  მიზნების   მისაღწევად. ამიტომ სისტემა  ჩამოყალიბებულია,  როგორც  თვითდახმარების  სისტემა, სადაც  სახელმწიფოები  ფიქრობენ  საკუთარი  თავის  გადარჩენაზე  და ყველას  აქვს  სურვილი  იმისა,რომ  გაზარდოს   საკუთარი  მოგება. თვითდახმარების  პრინციპი  კი  გამომდინარეობს საერთაშორისო სისტემის  ანარქიულობიდან.

     

    სწორედ  ეს  შეხედულება  წარმოადგენს  ვენდტის  კრიტიკის  საგანს, მისთვის  თვითდახმარება  არ  არის  ანარქიული  სისტემის პირდაპირი,მაშასადამე  პროცესისაგან  ეგზოგენურად  მიღებული  შედეგი, განუყრელი  თვისება, არამედ  მიაჩნია, რომ  თვითდახმარება არის   პროცესის  შედეგი, ერთ–ერთი  ინსტიტუტი  თავისებურებებისა და  ინტერესების  იმ  მარავლრიცხოვან  სრუქტურათაგან, რომლებიც ანარქიის დროს  შეიძლება  არსებობდეს.

     

    ალექსანდერ  ვენდტი  მეორე  სტატიაში „საერთაშორისო  პოლიტიკის სოციალური  თეორია“, აღნიშნავს ,რომ  სოციალურ  სტრუქტურებს საერთაშორისო  სისტემის  მსგავსად  შეიცავს  მაკრო  დონეზე სხვადასხვა  სტრუქტურებს, რომელთაც  მიზნებისა  და  ინტერესების ურთიერთგამომწვევი  მიზნები  გააჩნიათ.  შესაბამისად  საერთაშორისო სისტემის  მოქმედ  პირებს, სახელმწიფოებს,  ბევრი  საერთო  მიზანი გააჩნიათ, მაგრამ  ის  თუ  რა  ხერხებით  აღწევენ  ისინი  ამ  მიზნებს განსხვავებულია  და  დამოკიდებულია  სოციალურ  გაოცდილებასა  და იდენტურობაზე, ყოველივე  ამის  საფუძველზე  კი  ყალიბდება  მათი ინტერესები. მოკლედ  რომ  ვთქვათ, სახელწიფოთა  აღქმა  და შემეცნება  დამოკიდებულია  სახელმწიფოთა  სისტემურ კულტურაზე.

     

    საერთაშორისო    ცხოვრება, რომელსაც  ვენდტი  აყალიბებს, არის სოციალური  იმ  გაგებით ,რომ  იგი  ეხმარება  სახელმწიფოებს იდეების  ურთიერთგაცვლასა  და  კავშირს  და კონსტრუქციული  იმ თავლსაზრისით, რომ  ეს  იდეები  ეხმარებიან  სახელმწიფოებს განსაზღვრონ  როგორც  სხვა  ასევე  საკუთარი  სახელმწიფოთა  არსი და  რაობა.

     

    ვენდტის  ძირითადი  არგუმენტი  არის ის, რომ  ადამიანები  იქცევიან საგნების  მიმართ    იმისდა  მიხედვით  თუ  რა  მნიშვნელობა  ენიჭება მათთვის  ამ  საგანს. გადაწყვეტილებები  კი  მიიღება  ალბათობების საფუძველზე, ხოლო  ალბათობები  იმ  ურთიერთქმედების  შედეგია, თუ  რას  აკეთებენ  აქტორები. სოციალური  სიგნალების  გადაცემის, მათი  ინტერპრეტირების  და  მათზე  რეაგირების  პროცესით სრულდება  „სოციალური  აქტი“  და  იწყება  ინტერსუბიექტური მნიშვნელობების   შექმნის  პროცესი.

     

    ვენდტის  მტკიცებით სახელმწიფოები  არ  არიან  ერთმანეთის  მიმართ მტრულად  განწყობილნი და , როგორც  უკვე  აღვნიშნე, ჩამოყალიბებული  იდეებისა  და  წარმოდგენების  ცვლილებით შესაძლებელია მათ  შორის  თანამშრომლობისაკენ  მიდრეკილი ურთიერთობების  განვითარება . გარდა  ამისა, იგი  განიხილავს ალტერისა  და  ეგოს  მაგალითს  ბუნებრივ  მდგომარეობაში. როდესაც ისინი  შეხვდებიან  ერთმანეთს   თითოეულ  მათგანს  სურს  გადარჩენა , მაგრამ  არ გააჩნიათ  განდიდების  სურვილი, არ  აქვთ  იდენტურობა, უსაფრთხოების  ინტერესები ან  მოლოდინები, და  შესაბამისად  ისინი საწყის  ეტაპზე  არ ჩაერთვებიან  ძალისმიერ  ურთიერთობებში. ასეთ სიტუაციაში  კი  არ  არსებობს  მიზეზი, რომ  ეს  გარემოება  მოვიაზროთ როგორც  „თვითდახმარების სამყარო“. ამიტომ, ვენდტი  აკეთებს დასკვნას  რომ  თვითდახმარების  მდგომარეობა  არ არის  აუცილებელი და  გარდაუვალი  და  შესაძლებელია  თვითდახმარების  ნაცვლად ურთიერთდახმარება.

     

    სოციალური  კონსტრუქტივიზმის   კრიტიკა

     

    მიუხედავად  კონსტრუქტივიზმის  მზარდი  პოპულარობისა, არსებობს კრიტიკოსთა  ნაწილიც , რომლებიც  არ ეთანხმებიან კონსტრუქტივიზმის  მიმდევართა  შეხედულებებს.

     

    თავდაპირველად, განვიხილავ  ნეორეალისტების  განწყობას კონსტრუქტივისტების  მიმართ.  

    ნეორეალისტები  საკმაოდ  სკეპტიკურად უყურებენ კონსტრუქტივისტულ  მიდგომას. მათთვის  მიუღებელია  ის  ფაქტი, რომ  სახელმწიფოები  შეიძლება  დამეგობრდნენ  მარტივად სოციალური  ინტერაქციის  შედეგად. ეს  შეიძლება  იყოს  სასურველი მაგრამ  არა  რეალიზებადი . რადგან  სისტემის  ანარქიული  ხასიათი სახელმწიფოებს  მხოლოდ  ურთიერთაგრესიული  ქცევებისკენ უბიძგებს. რეალისტებისათვის, სახელმწიფოების  აზროვნებაში ერთმანეთთან  ურთიერთობისას  თანამშრომლური  იდეების  ჩანერგვა უიმედო და  სრულიად  უშედეგოა.

     

    მთავარი  პრობლემა  რაც  ანარქიის  პირობებში არსებული არასაიმედოობა  და  გაურკვეველი  მდგომარეობა: სახელმწიოფები არ ენდობიან  ერთმანეთს  და  მათი  განზრახვებისადმი  პესიმისტური მოლოდინები  აქვთ, სწორედ  ამიტომ  ისინი  გამუდმებით  ცდილობენ საკუთარი  უსაფრთხოების  შენარჩუნებასა  და  დაცვას ძალისმიერი მეთოდებით.

     

    გარდა  ამისა,  სახელმწიფოებში ხშირია  თვალთმაქცობისა  და ცბიერების  ფაქტები. კონსტრუქტივისტების  ვარაუდით, სახელმწიფოები  სოციალური  ინტერაქციის  შედეგად  გულწრფელნი იქნებიან   და  ღიად  გამოხატავენ  საკუთარი  განზრახვებსა  და მოტივებს, თუ ურთიერთდახმარების პრინციპს მიმართავენ. ანარქია  კი გაცილებით  უფრო  რთული  და  კომპლექსურია.

     

     რაც  შეეხება მარქსისტთა  კრიტიკას, ვალერშტაინი  მსოფლიო სისტემური  თეორიის  განხილვისას  ყურადღებას  ამახვილებს გლობალურ  კაპიტალიზმის  მატერიალურ  სტრუქტურაზე  და  მის განვითარებაზე  მე16  საუკუნიდან, მაგრამ მცირე  ადგილს  უტოვებს კონსტრუქტივისტების  მიერ  განხილულ  სოციალურ  ინტერაქციას. სოციალური  კონსტრუქტივისტები  კი  მატერიალურ  საკითხებზე მეტად  სოციალურ  საკითხებზე  ამახვილებენ  ყურადღებას.

     

    რაც  შეეხება  მერსერისეულ  კრიტიკას, იგი  დაფუძნებულია  ვენდტის იმ  მოსაზრებაზე, რომ  ეგოსა  და  ალტერს  შეუძლიათ  ერთმანეთთან იდენტიფიკაცია , ურთიერთგანსაზღვრა. ეს  იდენტიფიკაცია  კი  ქმნის სისტემას, რომელიც  დაფუძნებულია  ეგოიზმსა  და  თვითდახმარებაზე, საკუთარი  თავის  განსაზღვრებაზე  სხვებთან  მიმართებაში. ხოლო, ვენდტის მოსაზრებით  პროცესი და არა  სტრუქტურა  განსაზღვრავს სახემწიფოთა  იდენტობას, რომლის  შექმნაც  შესაძლებელია არაეგოისტურ  იდენტობათა  პერსპექტივიდან. მერსერი  კი თვლის, რომ  ბუნებრივ   მდგომარეობაში  ადამიანები  საკუთარი  თავის  წინ წამოსაწევად  იბრძვიან  და  ბუნება  ჯობნის  პროცესს.

     

    მერსერი  აგრეთვე  განიხილავს  სოციალური  იდენტობის  თეორიას, როგორც  თანამედროვე  თეორიებს  შორის ერთ–ერთ   ყველაზე  გავლენიანს, რომლის  დახმარებითაც  მძიმე  დარტყამს  აყენებს ვენდტის  ვარაუდს  ურთიერთდახმარებასთან  დაკავშირებით, თვითდახმარების  საპირისპიროდ. სოციალური  იდენტობის  თეორია საკუთარ  შეხედულებებს   წარმოადგენს  ჯგუფთაშორის  ქცევასა  და ჯგუფში  მყოფი   ინდივიდის  იდენტობის (ჩვენი სოციალური  ჯგუფი ნაწილობრივ  განსაზღვრავს  ჩვენს   სოციალურ  იდენტობას)  შესახებ.

     

    მერსერი სვამს კითხვას,  თუ  რატომ  აკეთებენ  განსხვავებას  ალტერი და ეგო   საკუთარ  თავსა  და  სხვას  შორის. ჩვენ  ვერ  ვისაუბრებთ ვერც  კონფლიქტისა  და  ვერც  თანამშრომლობის  შესახებ  ვიდრე  არ ჩამოვაყალიბებთ  დამოკიდებულებას  ჩვენსა  და  სხვას  შორის.  მაგრამ საწყისი  ეტაპიდანვე, ჩვენ  ვახდენთ  კატეგორიზაციას  ეგოსა  და ალტერს, ან  ჩვენსა  და  სხვის ჯგუფს   შორის. რაც  წინასწარ  ჩამოყალიბებულ  კონკურენციულ  გარემოზე  მიუთითებს, ანუ კონკურენციას  წარმოშობს  ჩვენი  სურვილი , დავიმკვიდროთ პოზიტიური  სოციალური  იდენტობა. ხოლო  სოციალური  ინტერაქციის შედეგად  ჩამოყალიბებული  ჩვენი  სოციალური  ჯგუფი  კი განსაზღვრავს  ჩვენს  სოციალურ  იდენტობას. მიუხედავად  იმისა, რომ ჯგუფის  შიგნით  არის  ურთიერთდახმარება, სხვა  ჯგუფებთან მიმართებაში  ჩვენ  ვიმყოფებით  თვითდახმარების  მდგომარეობაში. ამის  დასტურად  მას  მოჰყავს  ევროკავშირის  მაგალითი. სადაც ჯგუფის  შიგნით  შესაძლებელია  მოხდეს  იდენტურობის  შერწყმა, მაგრამ  მათ  მაინც  აქვთ   ნეგატიური  დამოკიდებულება  სხვა არაწევრი  სახელმწიფოებისა  თუ  ჯგუფების  მიმართ. ამის  მაგალითია, თავშესაფრებისა  და  იმიგრაციის  პოლიტიკა  ევროკავშირის  მხრიდან სხვა  სახელმწიფოების   მიმართ.

     

    ვენდტის  ყველაზე  გავრცელებული  კრიტიკა  კი  ის  არის, რომ  მას  არ აქვს  ემპირიული  მტკიცებულებები  და ასევე  მისი  თეორია  იმდენად ყოვლისმომცველია, რომ  იგი  არ ბათილდება.

     

     Jackson, Robert & Sorensen, Georg. Introduction to International Relations Theories and Approaches. Oxford University Press, Inc. New-York, 2007, pp. 162-163


     ეკა აკობია. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2006, გვ. 48–54


     ალექსანდერ ვენდტი. ანარქიის ბუნებას სახელმწიფოები განსაზღვრავენ. – საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები. რობერტ არტი და რობერტ ჯერვისი. ილიაუნის გამომცემლობა, თბილისი 2011, გვ. 69–76


     Wendt, Alexander. “Social  Theory of International Politics”. Cambridge University Press, 1999,p.372


     Jackson, Robert & Sorensen, Georg. Introduction to International Relations Theories and Approaches. Oxford University Press, Inc. New-York, 2007, pp. 172–175


     Mercer, Jonathan. Anarchy and Iდentity. // International Organization, Vol. 49, No. 2 (Spring 1995),  The MIT Press, pp. 229-252. წყარო: http:/www.jstor.org/stable/2706971 (ნანახია 22.06.2012)


     ეკა აკობია. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2006, გვ. 54

    ავტორი :ზვიად ჩახნაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია, პოლიტოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სოციოლოგია, პოლიტოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში მათემატიკა ჟურნალისტიკა, PR ბიოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი გართობა და თამაშები ეკონომიკა სპორტი და ექსტრიმი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება კინო და მუსიკა ხელოვნება და კულტურა ფიზიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები რელიგია დასაქმება და კარიერა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა პრესა განათლების შესახებ სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფსიქოლოგია იურისპრუდენცია ქიმია სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სიახლე განათლების სფეროში უცხო ენები ბუნება, ეკოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები მოდა და დიზაინი ბავშვის მოვლა და აღზრდა გეოგრაფია ფინანსები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლა და მოსწავლე ოჯახი, მშობლები და ბავშვი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022