მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    უმცირესობის გავლენა უმრავლესობაზე ნანახია (11921) - ჯერ 12 იანვარი 2014

    უმეტეს შემთხვევებში უმრავლესობა ახორციელებს გავლენას და უმცირესობა პასიურია, განიცდის ზეგავლენას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უმცირესობა გავლენას ახდენს უმრავლესობაზე. უმცირესობის წევრები თავიანთი შეუპოვარი აქტიობით წარმატებებს აღწევენ ღრმად ჩამჯდარი ატიტუდებისა და ღირებულებების შეცვლაში.  

    უმცირესობის უმრავლესობაზე გავლენის კვლევებს საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ფსიქოლოგმა სერჟ მოსკოვიჩმა. თავის ადრინდელ ექსპერიმენტებში მოსკოვიჩმა და მისმა გამოიყენეს აშის ტიპის კონფორმულობის პარადიგმა იმ განსხვავებით, რომ უმრავლესობა იყო გულუბრყვილო სუბიექტი და უმცირესობა ცრუ სუბიექტი. სუბიექტებს უჩვენებდნენ არაორაზროვან ფიზიკურ სტიმულს – ფერების სლაიდებს. ამ კვლევაში 6 წევრიან ჯგუფს სთხოვდნენ სლაიდის ფერის შეფასებას. ფაქტიურად ყველა სლაიდი იყო ცისფერი, იცვლებოდა მხოლოდ მათი განათების ხარისხი. საკონტროლო 6 კაციანი ჯგუფი ყველა სლაიდს უშეცდომოდ აფასებდა როგორც ცისფერს. ექსპერიმენტულ ჯგუფში ორი ცრუ სუბიექტი მუდმივად ცისფერ სლაიდს აფასებდა როგორც მწვანეს. სუბიექტებს წინასწარ უთხრეს, რომ ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ნორმალური მხედველობა, ასე რომ უმცირესობის პასუხი „მწვანე“ არ მიეწერებობდა მათ ფერთა სიბრმავეს. უმცირესობის გავლენით დაახლოებით სუბიექტების მესამედი მიუთითებდა, თუნდაც ერთხელ მაინც, რომ სლაიდი იყო „მწვანე”. საერთოდ ყველა შეფასების 8 პროცენტი სლაიდის მწვანედ შეფასება იყო. ე.ი. უმცირესობის აზრს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა უმრავლესობაზე.  

    იმისათვის, რომ უმცირესობა გახდეს ეფექტური, ის თავის ქცევებში უნდა იყოს კონსისტენტური და ძალის მქონე. ქცევის ასეთი სტილი უმრავლესობის მიერ განიხილება როგორც უმცირესობის თავის პოზიციაში დარწმუნებულობის და გარკვეულობის მაჩვენებელი. შესაძლებელია კონსისტენტური უმცირესობა ნაკლებ მიმზიდველი ჩანდეს ვიდრე უმრავლესობის წევრები, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩნდება ტენდენცია ისინი აღქმული იქნან როგორც უფრო კომპენტენტურები და პატიოსნები. როცა უმცირესობა ყოველთვის დაჟინებით იცავს თავის პოზიციას, შესაძლოა უმრავლესობამ დაიწყოს დაეჭვება თავის თვალსაზრისზე. ბოლოსდაბოლოს, შესაძლოა უმრავლესობის რომელიმე წევრმა შეცვალოს თავისი პოზიცია უმცირესობის პოზიციის მიმართულებით. თუ უმრავლესობის საჭირო რაოდენობა შეცვლის თავის თვალსაზრისს, უმცირესობა შეიძლება გარდაიქმნას ახალ უმრავლესობად.  

    ასეთი შემთხვევის კარგ მაგალითს წარმოადგენს სიდნი ლიუმეტის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელშიც 12 ნაფიცი მსაჯული არკვევს დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა. მთელი ფილმის განმავლობაში თავდაპირველი უმცირესობა ნელ–ნელა უმრავლესობად იქცევა.

    კვლევები ახდენენ აგრეთვე ახალი ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომლებიც უმცირესობის გავლენის ეფექტურობას განსაზღვრავენ: 1. უმცირესობა უფრო გავლენიანი იქნება თუ შეძლებს უმრავლესობის თვალსაზრისის უარყოფას; 2. უმცირესობა უფრო ეფექტურია, როცა მათი ქცევისეული სტილი ლოგიკურად კონსისტენტურია, მაგრამ არა რიგიდული, ე.ი. როცა უმცირესობა აღქმულია რომ აქვთ კარგად განსაზღვრული პოზიცია, მაგრამ აქვთ პოზიციის პრეზენტაციის ფლექსიური სტილი. 3. სოციალური კონტექსტის მნიშვნელობა. მაგ. სექსუალური კონსერვატიზმის ეპოქაში სექსუალური თავისუფლების მტკიცება ნაკლებ ეფექტური იქნება და ბოლოს, 4. უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი ჯგუფის უმრავლესობას ემსგავსებიან მრავალ სხვა საკითხებში გარდა იმ კონკრეტული ქცევისა და ატიტუდებისა, რომელსაც ეხება საკითხი.

    უმცირესობის უმრავლესობაზე ზეგავლენის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები. არის მცდელობა ეს აიხსნას სოციალური ატრიბუციის პრინციპებით: სხვისი ქცევის მიზეზების ატრიბუციას შინაგან მახასიათებლებზე ვახდენთ როცა (1) კონსენსუსი არის დაბალი (სხვა ინდივიდები არ იქცევიან ისე, როგორც განსახილველი ინდივიდი); (2) კონსისტენტობა არის მაღალი (ინდივიდი არსებითად ერთი მანერით მოქმედებს სხვადასხვა დროს; და (3) განსხვავება არის დაბალი (ინდივიდი იმავე მანერით მოქმედებს სხვა სიტუაციაში). ეს პრინციპები კარგად შეიძლება გამოვიყენოთ მაღალი შინაგანი შეთანხმების მქონე უმცირესობის აქტიობის მიმართ. ასეთი გადახრილი უმცირესობა იღებს არაპოპულარულ პოზიციას, ინარჩუნებს ამ პოზიციას კონსისტენტურად და მოქმედებს ამ პოზიციის შესაბამისად განსხვავებულ სიტუაციებში. კაუზალური ატრიბუციის თანახმად ყოველივე ამის გამო, მათი მოქმედება განხილება როგორც გამომდინარე მათი შინაგანი ღრმა რწმენიდან და მოვალეობიდან. შედეგად, პატარა სასწაული, მათი თვალსაზრისი მიღებულია სერიოზულად და ბოლოსდაბოლოს უმრავლესობის მხრივ განხილულია მზრუნველობით. გარდა ამისა, როგორც მიუთითებენ, მოქმედებაში მოდის გაზვიადების ფენომენი. უმცირესობა აყალიბებს და ინარჩუნებს თავის არაპოპულარულ თვალსაზრისს მიუხედავად ძლიერი დაწოლისა, რომელსაც განიცდის უმრავლესობიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უმრავლესობის ტენდენცია უმცირესობის აქტიობა მიაწერონ მათ რწმენას და ვალდებულებებს გაზვიადებულია.  

    ავტორი :ნინო თვალოქროშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საგანმანათლებლო რესურსები ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო მაღაზიები სახელმძღვანელოები ავტოსკოლები სპორტული სკოლები, სტუდიები გამოცემები ბიბლიოთეკები უცხო ენები პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) წიგნების მაღაზიები კოლეჯი უმაღლესი სასწავლებელი საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა განათლება საზღვარგარეთ სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სადღესასწაულო ცენტრები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020