 /ეფექტური გაყიდვების საბაზო უნარ-ჩვევები/
პრაქტიკა ცხადყოფს,რომ პროფესიულად მომზადებული პერსონალის მონაწილეობა გარიგების პროცესში 30-40 % - ით ზრდის გაყიდვების მოცულობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქონლის ან მომსახურების გაყიდვაში ჩართული პერსონალის მომზადება გარკვეულ წილად განაპირობებს ფირმის წინსვლას! შეთავაზებული ტრენინგი მიზნობრივად ემსახურება პერსონალის შრომის ეფექტურობის ამაღლებას, ზრდის მის მოტივაციას, მომზადებულ მუშაკს არა მხოლოდ პროფესიონალ გამყიდველად აქცევს, არამედ მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტად. სწავლება ორიენტირებულია იმაზე, რომ შემთხვევითი მომხმარებელიც კი გამყიდველმა აქციოს მუდმივ კლიენტად.
მიზნობრივი აუდიტორია: გარიგებაში და გაყიდვებში დასაქმებული ან დასასაქმებელი პერსონალი.
კურსის ამოცანა:
გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდის მიზნით კლიენტთან მუშაობის ეფექტურობის ამაღლება.
სწავლების მეთოდი: სწავლება შემუშავებულია ტრენინგების ჩატარების თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით:
მინი ლექციები;
ინტერაქტიული მეთოდები: ჯგუფური და ინდივიდუალური ვარჯიშები, დისკუსიები, სიმულაცია და საქმიანი თამაშები, მინი ჯგუფებში მუშაობა, კონკრეტული სიტუაციების გარჩევა და ა.შ..
მეთოდური მასალები: სწავლების პროცესში მსმენელებს მიეცემათ დამხმარე და სავარჯიშო მასალები.
|