მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ავტორიტეტის გავლენა სამუშაოს შესრულებაზე ნანახია (7016) - ჯერ 31 იანვარი 2014

    ჩვენ ყოველდღიურად ვავლენთ ავტორიტეტისადმი მორჩილებას: ვემორჩილებით ჩვენს უფროსს, ლექტორს, პოლიციე,თანამშრომელს და ა.შ.  ავტორიტეტისადმი დამორჩილება საზოგადოებას ანარქიისგან იცავს. თუმცა ხშირად მას ფატალურ შედეგებამდეც მივყავართ.  ჩვენს ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმულია ავტორიტეტისადმი მორჩლების აუცილებლობა, რაც ხშირად დესტრუქციულ ქცევას იწვევს. ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანებს მკვეთრად გამოხატული მზაობა აქვთ იმოქმედონ ავტორიტეტის ბრძანებების შესაბამისად. ავტორიტეტი სერიოზულ გავლენას ახდენს და აკონტროლებს ჩვენს ქცევებს.

    ამ ფენომენის საილუსტრაციოდ უამრავი ექსპერიმენტია ჩატარებული. თუმცა საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობს. ამიტომ, დავგეგმე შესაბამისი ექსპერიმენტი. შევადგინე ინგლისური წინადადებები (სულ 5 ცალი), რომლებშიც გამოყენებული იყო ,,გაცვეთილი“, ბანალური სიტყვები - ისინი ხშირად გვხვდება რეკლამებში, სოციალურ ქსელებში, ბილბორდებზე, მობილური ტელეფონის მენიუში, სხვადასხვა პლაკატებზე და სხვა. მოკლედ, ნებით თუ უნებლიედ ყველას გაზეპირებული რომ გვაქვს სწორედ ის სიტყვები. შემდეგ პირველკურსელ სტუდენტებს, რომლებმაც საშუალოზე უკეთ იციან ინგლისური ლექტორთან ერთად ვთხოვე ეპოვათ შეცდომები ამ წინადადებებში (რეალურად წინადადებები უშეცდომო იყო). ლექტორი სტუდენტებისთვის თავისთავად ავტორიტეტია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ფლობს შეფასების ძალაუფლებას. მე კი სტუდენტებს გავეცანი, როგორც უნივერსიტეტის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ინგლისურის ცოდნის დონეს ამოწმებდა. შესაბამისად, მეც ავტორიტეტად ჩამთვალეს სტუდენტებმა. ჩვენი მითითების საფუძველზე (ეპოვათ 5 შეცდომა) მათ სრულიად უშეცდომო წინადადებები შეასწორეს. ნაპოვნი შეცდომების საშუალო მაჩვენებელი 88%-ს უდრიდა. იმის შესამოწმებლად, მართლა ავტორიტეტის შეუმცდარობის რწმენით პოულობდნენ თუ არა სტუდენტები შეცდომებს, საკონტროლო ჯგუფთანაც მსგავსი გავიმეორე. ოღონდ ამ სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მეც მათსავით სტუდენტი ვიყავი და ავტორიტეტს არ წარმოვადგენდი. ამ შემთხვევაში შეცდომების პოვნის რიცხვი 32%-ს არ აღემატებოდა. ავტორიტეტის გავლენით ექსპერიმენტის მონაწილეებმა 56%-ით მეტი შეცდომა იპოვეს, ვიდრე ავტორიტეტის არარსებობის დროს პოულობდნენ.  

    ჩემი ვარაუდი გამართლდა - ავტორიტეტი გავლენას ახდენს სამუშაოს შესრულებაზე. ავტორიტეტის მითითება უგულებელყოფილი რომ არაა ეს კარგად იციან სარეკლამო კომპანიებმა, გავიხსენოთ ცნობილი სახეები, ჩვენთვის ღირებული ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებიც რეკლამებში ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისაკენ მოგვიწოდებენ.

    რობერტ ჩალდინი გვთავაზობს რამოდენიმე ტექნიკას ავტორიტეტის გავლენის თავიდან ასაცილებლად. უნდა დავსვათ კითხვა, „არის თუ არა ეს ავტორიტეტი ნამდვილად ექსპერტი მოცემულ სიტუაციაში?“, „ავტორიტეტის არარსებობის შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდით იმავე სიტუაციაში?“.

     

    ავტორიტეტის გავლენის მექანიზმის ცოდნა დაგვეხმარება წინააღმდეგობა გავუწიოთ მას და თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური შედეგები.

    ავტორი :მარიამი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019