მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ისტერია ნანახია (13405) - ჯერ 06 თებერვალი 2014

    ისტერია ეს არის ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც განეკუთვნება ნერვოზების ჯგუფს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას არა მარტო ფსიქონევრლოგიაში არამედ საერთოდ მედიცინაში. მისი სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან (hysteria-საშვილოსნო)- ძველად მას უკავშირებდნენ საშვილოსნოს, მიაჩნდათ რომ მას ორგანიზმში ხეტიალი და სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა შეეძლო. ისტერიის სიმპტომები ცნობილია უხსოვარი დროიდა, ჯერ კიდევ 22 საუკუნის წი ეგვიპტურ პაპირუსში აღიწერა ამ დაავადების უმთავრესი ნიშნები და მიმდინარეობის თავისებურებები. თუმცა ისტერიის მიზეზებისა და სიმტომების შესახებ აზრი წლების მანძილზე იცვლებოდა, რამდენიმე საუკუნე დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის შეეძლო ემკურნალა ისტერიით დაავადებული ადამიაებისთვის. მე-20 საუკუნეში ისტერია როგორც ფსიქიკური დაავადება და მისი მკურნალობა შეუძლია ფსიქიატრს, ნევროლოგს და ფსიქოთერაპევტს. ისტერიის შესახებ არსებობს უამრავი ლიტერატურა, მაგრამ პრობლემების შესწავლის ნამდვილი მეცნიერული პერიოდი იწყება მას შემდეგ რაც ის განთავისუფლდა ე.წ. სუფთა ფსიქოლოგიის და მექანიკური მატერიალიზმის ბურუსიდან და დაიწყო მისი კვლევა-ძიება ნეიროფიზიოლოგიის მონაცემთა, პირველ რიგში პავლოვის მოძღვრების თვალთხედვით.

        ისტერია მჯღავნდება 15-25წლის ასაკში. სრულასაკოვნებასთნ ერთად რბილდება ხასიათის ისტერიული ხაზები და თვით ფსიქოზიც შედარებით იშვიათია. მიმდიარებს ქრონიკულად. პაციენტთა უმეტესობა შრომისუნარიანობას ინარჩუნებს. მისი ცალკეული სიმპტომები და სინდრომები მკურნალობას ექვემდებარება. ისტერიული ფსიქოზის ყოველი ცალკეული შემთხვევა მეტად რთულია და მოითხოვს ინდივიდუალურ ანალიზს. ისტერია არის ზოგადი სახელწოდება რამდენიმე საკმაოდ განსხვავებული პათოლოგიური მდგომარეობისა. ეს მდგომარეობებია:

    1.              ისტერიული რეაქცია

    2.ისტერიული ნევროზი

    3.ისტერიული ფსიქოზი

    4.ისტერიული ხასიათი.

    პირველი სამი არის დაავადებები, რომელთაც გააჩნიათ გამომწვევი მიზეზები, დასაწყისი, მიმდინარეობა და გამოსავალი, ხოლო მეოთხე _ პიროვნების ხასიათის თავისებურება და იგი არ ითვლება დაავადებად.

     

    ) ისტერიული რეაქციის მიზეზებს ყოველთვის წარმოადგენს ფსიქიკური ტრავმა, პიროვნებისთვის უსიამვნო შინაარსის მოულოდნელი ან თავზარდამცემი ინფორმაცია. შინაარსობროვად ფსიქიკური ტრავმა შეიძლება ეხებოდეს საყოფაცხოვრებო უსიამოვნებებს, უბედურ შემთხვევებს, სიკვდილსა და კატასტროფებს. ადამიანის რეაქცია ამ ყველაფერზე უკიდურესად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ფსიქოტრავმულ სიძლიერესა და პიროვნების ნერვული სისტემის გამძლეობაზე, ანუ მის ფსიქონერვულ კონსტიტუციაზე. ძლიერი ფსიქონერვული კონსტიტუციის მქონე ინდივიდს ისტერიული მდგომარეობის განვითარებისთვის სჭირდება ძლიერი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედება და პირიქით.

    ისტერიული რეაქციის გამოვლინებებია: უეცარი დაბრმავება, დაყრუება, დამუნჯება, კანის მგრძნობელობის დაკარგვა, კიდურების დამბლა, მოძრაობის უნარის დაკარგვა, ძლიერი პირღებინება, ყელში მოჭერის გრძნობა, ფაღარათი, მუცლის შებერვა, სლოკინი, “სპაზმებიშინაგან ორგანოებში. ავადმყოფმა შეიძლება დაკარგოს გონება, უგრძნობლად იწვეს, ან შეიძლება, პირიქით, ჰქონდეს მოძრაობის და მოქმედების მოჭარბება, კრუნჩხვები, ცახცახი მთელ სხეულში, სირბილი, თვითდაზიანების მცდელობები. აღნიშნული შეიძლება ნებისმიერ ადამინს განუვითარდეს ფსიქიკური ტრავმის შედეგად. ეს რეაქციები, როგორც წესი, ხანმოკლეა, გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე და მკურნალობის შემდეგ სრულიად აღიკვეთება.

    ) ისტერიული ნევროზის მიზეზებიც ისტერიული რეაქციების მსგავსად ტრავმის შედეგად ვითარდება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ის არ არის ერთმომენტიანი, მოულოდნელი, შოკური ხასიათის. ხშირად ისტერიულ ნევროზს იწვევს ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმები, პიროვნებისათვის მიუღებელი სიტუაციები, მისი მოთხოვნილებების, სურვილებისა და მისწრაფებების დაუკმაყოფილებლობა. ისტერიული ნევროზის დროს ავადმყოფს უვითარდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაცდაავადებაში გაქცევაჰქვია. ამ დროს ავადმყოფური სიმპტომებია და ეხმარება დაავადებულს თავი დაააღწიოს არასასურველ სიტუაციას. მაგალითად, ქალს, რომელსაც ქმარი განქორწინებით ემუქრება, შეიძლება განუვიტარდეს ტკივილი გულის არეში, ყლაპვის გაძნელება, უმადობა, სისუსტე კიდურებში და ლოგინად ჩავარდეს. ეს მდგომარეობა წმინდად ფსიქოლოგიურია და მისი ერთადერთი მიზანია სიბრალულის გრძნობა აღძრას მეუღლეში, რათა მან არ მიატოვოს ავადმყოფი.. მოცემულ სიტუაციაში ავადმყოფიგაიქცა დაავადებაში”. სურვილის ასრულების და სათანადო მკურნალობის შემდეგ იგი სრულიად გამოჯანმრთელდება. ეს მდგომარეობა არ შეიძლება სიმულაციაში, ეს არის ქვეცნობიერად მიმდინარე პროცესების შედეგი და არა ავადმყოფის გააზრებული მოქმედება.

    ისტერიული ნევროზების სიმპტომები ძალიან გავს ქირურგიულ, ნევროლოგიურ, გინეკოლოგიურ და სხვა დაავადებებს. გავრცელებულ სიმპტომთა რიცხვს მიეკუთვნება: ისტერიული გულყრები, კრუნჩხვები, “სპაზმები”, დაბუჟება, ადვილი აგზნებადობა, უმადობა, უხალისობა, გულისრევის შეგრძნება, ყელში უცხო სხეულის გაჭედვის გრძნობა და .. შესაძლოა ძველი სიმპტომები უეცრად გაქრეს და ახალი სიმპტომები გამოჩნდეს. ისტერიული ნევროზი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, რომელმაც შეიოძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

    ) ისტერიული ფსიქოზის განვითარება ხდება ისტერიული კონსტიტუციის მქონე პიროვნებაში ტრავმული სიტუაციის არსებობის დროს. ტრავმულ სიტუაციაზე ასეთი ინდივიდის პასუხი არაცნობიერ დონეზე, დისოციაციური ან კონვერსიული მექანიზმების ამოქმედების შედეგად მიმდინარეობს. დისოციაცია ეს არის ფენომენი, როდესაც ინდივიდი ცონტროლს კარგავს ფსიქიკურ ფუნქციებზე, მეხსიერებაზე, აღქმაზე, მიზანდასახულ მოქმედებების წარმართვაზე. კონვერსია კი გადაუჭრელი კონფლიქტებითა და მძიმე პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი განცდებია არაცნობიერ დონეზე. ამ დაავადების გამოხატულებაა ინტელექტუალური ფუნქციების უნარის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება. ისტერიულ ფსიქოზებს მიეკუთვნება: ისტერიული ამნესია, ცნობიერების ისტერიული შეცვლა, ფსევდოდემენცია, პუერილიზმი და ისტერიული მოტორული აშლილობა.

    ) ისტერიული ფსიქოპათია ეს არის პიროვნების პათოლოგიური მდგომარეობა. ეს არის თანდაყოლილი კონსტიტუცია ან აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებულია დისჰარმონია, რომელიც პიროვნების ხასიათში პათოლოგიური ნიშნებით ვლინდება. ხშირ შემთხვევაში ისტერიული კონსტიტუცია არის საფუძველი ისტერიული რეაქციების ჩამოყალიბებისა. ისტერიული პიროვნების ქცევაში მნიშვნელოვანია ემოციის დომინანტურობა ფსიქიკის სხვა სფეროებზე. ემოციები არის ძლიერი და გარეგანი, ხშირად თეატრალური, დრამატული ჟესტიკულაცია, ცრემლები, ხმამაღალი სიცისლი და აღფრთოვანება. თუმდა ეს ემოციები ზედაპირულია, ერთი ემოციური მდგომარეობა ცვლის მეორეს. ისტერიული ხასიათის ძირითადი ნიშნებია ეგოცენტრიზმი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება, აქვთ მითომანიისადმი მიდრეკილება. ჩვეულებრივი ფაქტები შელამაზებულია არარეალური არ არსებული მომენტებით. ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვის დროს ხდება პროტესტების გამოვლინება.

     ისტერია ავადმყოფური გამოვლინებაა და მას საფუძვლად უდევს არა შინაგანი განწყობა, პიროვნების ტენდენციები, არამედ ქერქული აპარატის პათონეიროდინამიკური თავისებურებები.   მას საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედებების უკმარისობა.   ნერვული სისტემის ტიპი განსაზღვრავს არა მარტო დაავადების ხასიათს არამედ თვით დაავადების განკურნების შესაძლებლობას და წესს. ისტერიული გულყრები და ისტერიული ფსიქოზების ფიზიოლოგიური ანალიზი გვარწმუნებს რომ ისტერია არის გარკვეული ნეიროდინამიკული მდგომარეობა და იგი არ წარმოადგენს ავადმყოფის თვალთმაქცურ ე.წ. სიმულაციურ მოქმედებას.   ისტერიის წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფსიქიკური ტრამვა. ისტერიული ნერვოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კონსტიტუციური განწყობა, ბავშვის აღზრდის დეფექტი ოჯახსა თუ სკოლაში, ფსიქიკური ტრამვა, გარე მავნე ფაქტების ზემქმედება და ა.შ. ხელს უწყობს აგრეთვე ინფექცია, ინტოქსიკაცია, თავის ტვინის ტრამვა, გადაღლა, უძილობა, არასასურველი სოციალური გარემო.... უვითარდებათ ფსიქიკური ზეგავლენით დასუსტებულ ნერვული სისტემის მქონე პირებს, რაც არის პიროვების რეაქცია იმ სიტუაციაზე რომლის გადატანაც მას არ შეუძია. ისტერიას ახასიათებს გრძობელობითი, მოძრაობითი და გულყრითი პათოლოგია. ფიზიკური სიმპტომატოლოგია ფსიქიკურად განპირობებულია. სიმპტომები ვითარდება და ისპობა შთაგონებისა და თვითშთაგონების საშუალებით. ისტერიული სიმპტომატოლოგია გამორიცხავს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანაების ნიშნებს. ცნობილია ისტერიული ბუნების ანესთეზიები, ანალოგიები, ჰიპერესთეზიები, ჰიპერალგეზიები, ამავროზიები, სიყრუე, ყრუ-მუჯობა და ა.შ. ავადმყოფები უჩივიან სპაზმებს, ყელში მოჭერას, ასახელებენ ტკივილის ადგილებს, ტკივილის წერტილებს შევხვდებით ქალაზე, ხერხემლის, ნეკნთაშუა ან მუცლის მიდამოებში და აგრეთვე გულის კოვზთან. ისტერიის დროს ადგილი აქვს სიმუნჯეს, აფონიას, ენაბორძიკობას და აგრაფიას. მოძრაობითი სფეროს გაღიზიანების შემთხვევაში საყურადღებოა კანკალი, ქორეისმაგვარი მოძრაობები. ტიკები, უცნაური სიარული, სახის მანჭვა, ზოგჯერ წამოყვირება, სიცილი და ცხოველების მიბაძვა, ლორწოვანის რეფლექსები ჩვეულებრივ დაწეული ან სრულიად მოსპობილია. მდიდრადააა წარმოდგენილი ვეგეტატიური სიმპტომატიკა: მაჯის აჩქარება, ციანოზი, მენსტრუაციის აშლა, მტკიცე დერმოგრაფიზმი, ძლიერიი ოფლიანობა და ა.შ.

        რაც შეეხება პროფილაქტიკას, საჭიროა ავადმყოფებს შევუქმნათ ცხოვრებისა და შრომის უკეთესი პირობები, კარგი იქნება კვების გაძლიერება. ავადმყოფები უნდა ერიდონ კონფლიქტებს და ფსიქოტრავმულ   მომენტებს. სულით ავადმყოფები და საერთოდ ფსიქიატრიული რეჯიმი უარყოფითად მოქმედებს ისტერიულ ავადმყოფებზე, ისინი მოითხოვენ სპეციფიურ, ცალკე სტაციონალურ დახმარებას.   ისტერიის მკურნალობის პროცედურაში გამოიყენება ფსიქოტროპული საშუალებები და ფსიქოთერაპია.

        ისტერიის დიაგნოზი ავადმყოფებს არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობიდან, ისტერია თავისთავად არ გულისხმობს შეუცხად მდგომარეობას, მათ მხოლოდ მაშინ ეხსებათ პასუხისმგებლლობა, როდესაც დანაშაული ჩადენილია ცნობიერების სრული შეცვლის ე.ი. ფსიქოზურ მდგომარეობაში.

     

     

    ავტორი :თინი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქიმია მუსიკა ეკონომიკა პედაგოგიკა საბირჟო საქმე სტატისტიკა გეოპოლიტიკა პროგრამირება გადასახადები არქიტექტურა გეოლოგია ბუღალტერია და აუდიტი ისტორია ლოგისტიკა ტრანსპრტი სახელმწიფო მოწყობა და მართვა მარკეტინგი და რეკლამა მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხოური ლიტერატურა ტექნოლოგია საბაჟო სისტემა მეცნიერება და ტექნიკა ფიზიკა ელექტრონიკა პოლიტოლოგია მართვა ასტრონომია რელიგია კულინარია სექსოლოგია ფსიქოლოგია კულტუროლოგია კულტურა და ხელონება მენეჯმენტი საბანკო საქმე უცხო ენები ინვესტიციები ფიზკულტურა და სპორტი გეოგრაფია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მეტალურგია სამართალი ლოგიკა სოფლის მეურნეობა მასმედია ვეტერინარია მათემატიკა ტურიზმი სოციოლოგია ბიოლოგია სხვა კრიმინალისტიკა მრეწველობა, წარმოება მეწარმეობა გეოდეზია ავიაცია საერთაშორისო ურთიერთობები ფინანსები და კრედიტი ფილოსოფია დაზღვევა ზოოლოგია ინფორმატიკა ჟურნალისტიკა და PR მიფოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ეკოლოგია ჟურნალისტიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019