მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ნანახია (9524) - ჯერ 13 თებერვალი 2014

    საქართველოს     სატრანზიტო     ფუნქცია

    ჩემი სტატიის მთავარ მიზანს, გლობალიზაციის     და     რეგიონული     ინტეგრაციის     კონტექსტში     საქართველოს     მდგრადი     განვითარების     სტრატეგიაზე     სატრანზიტო     ფუნქციის   გავლენის     შეფასება  წარმოადგენს.  ხომ   არ     შემცირდა     დღეს საქართველოს,   როგორც     სატრანზიტო     ფუნქციის     მქონე     აქტორის     როლი     თანამედროვე     საერთაშორისო     არენაზე?   ვეცდები დავასაბუთო, რომ     სატრანზიტო     დერეფნის     როლი     დღეს საქართველოს     საერთაშორისო     მნიშვნელობის     ფუნქციას     სძენს.     ამასთანავე, სატრანზიტო     ფუნქცია     გაცილებით     პრივილეგირებულს     ხდის     საქართველოს     სხვა     მცირე     ქვეყნებთან     შედარებით.

    აღნიშნული     საკითხის განხილვაა,     ვფიქრობ,   მნიშვნელოვანია,   რადგან     დაგვეხმარება     სამომავლო     პრიორიტეტების     განსაზღვრაში     და     საკუთარი     ადგილის     განმტკიცებაში ანარქიულ     საერთაშორისო     სისტემაში.

      გასული     საუკუნის     90-იანი     წლების     დასაწყისში     მომხდარი     ცნობილი     გეოპოლიტიკური     ცვლილებების     შედეგად     საქართველომ,   ისევე     როგორც     სამხრეთ     კავკასიის     სხვა     სახელმწიფოებმა     მნიშვნელოვანი     სატრანზიტო     ფუნქცია     შეითავსა.     დამოუკიდებლობის     მოპოვებასთან     ერთად     ძირეულად     შეიცვალა     საქართველოს     ეკონომიკურ-გეოგრაფიული     მდებარეობა.     საგარეო     პოლიტიკური     და     ეკონომიკური     კავშირების     გაფართოების     შესაძლებლობების     მკვეთრმა     ზრდამ     დღის     წესრიგში     დააყენა     სავაჭრო     ურთიერთობების     განვითარება     დასავლეთის     ქვეყნებსა     და     აზიის     სახელმწიფოებს     შორის.     ეს     ძალიან     მნიშვნელოვანია     ორივე     მხარისათვის,     კერძოდ     დასავლეთ     ქვეყნების     ტევადი     სამომხმარებლო     ბაზარი     და     აზიის     ქვეყნების     ბუნებრივი     რესურსების     სიმრავლე     ერთმანეთისთვის     შემავსებელ     ფაქტორებს     წარმოადგენენ.

    საქართველოსთვის, როგორც პატარა სახელმწიფოსათვის,     განსაკუთრებით     მნიშვნელოვანია     სახელმწიფოებრივი     სუვერენიტეტისა     და     დამოუკიდებლობის     განმტკიცების     პარალელურად,     მოახერხოს     საერთაშორისო     ასპარეზზე     ადგილის     დამკვიდრება.     ერთ-ერთ     წინგადადგმულ     ნაბიჯად     შეგვიძლია     ჩავთვალოთ     საერთაშორისო     თანამეგობრობის     მხრიდან     დიდი     ინტერესი     საქართველოს    სატრანზიტო     ფუნქციის     მიმართ.     ეს     ინტერესი     მიმართულია     ამ     ფუნქციის     განხილვისაკენ   მდგრადი     განვითარების     კონტექსტში,     ასევე     ანიჭებს     მას     პოლიტიკურ     და     ეკონომიკურ     მნიშვნელობას.     აღსანიშნავია,     ასევე,     გარემოს     დაცვითი     ასპექტიც.

    შევეცდები     მოკლედ     განვიხილო     აღნიშნული     კრიტერიუმები     ცალ-ცალკე:

     

     საქართველოს     სატრანზიტო     ფუნქცია

              სატრანზიტო     ფუნქცია     საქართველოს     კონკურენტუნარიან     სახელმწიფოდ     წარმოგვიდგენს,     აღნიშნული     უპირატესობა     ქვეყნის     მდგრად   განვითარებაზე    დადებითად   მოქმედებს. მოსაზრება     გამყარებულია     “დედამიწის     სამიტზე“    მიღებული     ფუძემდებლური     დოკუმენტებით.

    პოლიტიკური     მნიშვნელობა

    საქართველოსთვის,     როგორც      სუსტი   სახელმწიფოსთვის,     რომელიც     სახელმწიფოებრივი     მშენებლობის     რთულ     პროცესში     იმყოფება,     გადამწყვეტი     მნიშვნელობა     აქვს     საერთაშორისო     ფუნქციის     შეძენას.     ისეთ     ვითარებაში,     როდესაც     სახელმწიფოებრივი     სუვერენიტეტის     შენარჩუნების     და ტერიტორიული     მთლიანობის     აღდგენის     ამოცანა     ჯერ       კიდევ     მწვავედ     დგას     დღის     წესრიგში,     უსაფრთხოების     საერთაშორისო     გარანტიებს     გადამწყვეტი     მნიშვნელობა     ენიჭება.     სატრანზიტო     ფუნქცია,     რომელიც     საქართველომ     შეიძინა,     მკვეთრად     ზრდის     საერთაშორისო     თანამეგობრობის     მხრიდან     ინტერესს     ჩვენი     ქვეყნის     მიმართ.     ეს     ინტერესი     განპირობებულია     მათი     მხრიდან   იმ     გეოპოლიტიკური     და     ეკონომიკური     „დაკვეთით“,     რაც     საქართველოს     მიერ     ევროპასა     და     აზიას     შორის     დამაკავშირებელი       როლის     შესრულებას     უკავშირდება.     სატრანზიტო     ფუნქცია     რეგიონული     ინტეგრაციის     ფაქტორიც     არის,     ეს     კი     თავის     მხრივ     მშვიდობისა     და   სტაბილურობის     საფუძველია,     რაც     დასავლეთსა     და   აღმოსავლეთს     შორის     შეუფერხებელი     სავაჭრო     ურთიერთობების     აუცილებელი     პირობაა.   აღნიშნულიდან     გამომდინარე,     საქართველოს     სატრანზიტო     ფუნქციის     მნიშვნელობა     სცილდება     ქვეყნის     ფარგლებს     და     ვრცელ     რეგიონულ     განზომილებას     იძენს.

    ეკონომიკური     მნიშვნელობა

    საქართველოს     ეკონომიკის     სავალალო     მდგომარეობის     პირობებში,     როდესაც     საკუთარი    კონკურენტუნარიანი     სტრატეგიული     რესურსების  არარსებობის     გამო     უაღრესად     მწირია     საექსპორტო     ბაზა,     ამიტომ     სატრანზიტო     მომსახურება     სულ     უფრო     მეტ     მნიშვნელობას     იძენს.     TRACECA_ს     დერეფნის     ფუნქციონირების     შედეგად     საბიუჯეტო     შემოსავლები     უკანასკნელი     წლების     მიხედვით     სტაბილურად     იზრდება.     ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის     ნავთობსადენის     ამოქმედებით     საქართველო     მარტო     სატრანზიტო     მომსახურების     ხარჯზე     წელიწადში     საშუალოდ   62,5მლნ   აშშ   დოლარს   მიიღებს.     გარდა     ამისა,     ინფრასტრუქტურის     მშენებლობისთვის     განკუთვნილი     ტვირთების     შემოტანით     მნიშვნელოვან     დამატებით     შემოსავალს     იღებს,     რაც     სარკინიგზო,     საავტომობილო,   საზღვაო     და     საავიაციო     მომსახურეობით     იქნება     უზრუნველყოფილი.

    გარდა     ამისა,     ბაქო-თბილისი-ერზრუმის     მილსადენით     გაზის     ტრანზიტი     საქართველოს     ბიუჯეტს     175მლნ     აშშ     დოლარით     გაზრდის     წელიწადში.     სატრანზიტო     კავშირების     გაფართოებასთან     ერთად     მნიშვნელოვნად     განვითარდება     ტურისტული     ინდუსტრია.

    გარემოს     დაცვითი     ასპექტი

    ზემოთ აღნიშნული     ფუნქციის   და     სატრანსპორტო     ინფრასტრუქტურის     განვითარება     აუცილებლად     მოითხოვს     შესაბამისობაში     ყოფნას     გარემოსდაცვით სტანდარტებთან. აღმოსავლეთ-დასავლეთის     ენერგეტიკული     დერეფნის     ფუნქციონირების     და     განვითარების     პროცესში,     განსხვავებით     TRACECA_ს     დერეფნისაგან     უკეთ     ხდება     გარემოს     დაცვითი     სტანდარტების     გათვალისწინება.     ეს     რამდენიმე     ფაქტორით     შეგვიძლია     ავხსნათ:   ბაქო-სუფსისა     და     ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის     მილსადენების,   ასევე     სამხრეთ-კავკასიური     გაზსადენის     სახით,     პრაქტიკულად     ახალი,     თანამედროვე     სტანდარტების     შესაბამისი     ინფრასტრუქტურა     აშენდა,   ასევე     თავიდანვე     იქნა     გათვალისწინებული     გარემოსდაცვითი     ნორმების     მინიშნება     საინვესტიციო     ხარჯებში.   და     ბოლოს,     მართვის     თანამედროვე     ავტომატიზებულ     სისტემას     მინიმუმამდე     დაჰყავს     გარემოზე     ზემოქმედების     მოხდენის     საფრთხე.

    ამრიგად, აშკარაა  საქართველოს,  როგორც     მნიშვნელოვანი     სტრატეგიული     პარტნიორის     როლი საერთაშორისო არენაზე,     როგორც     ევროპისთვის ,   ასევე     ამერიკისთვის     და     დანარჩენი     მსოფლიოსთვის.     თავის     მხრივ   ,   საერთაშორისო     მნიშვნელობის     ფუნქციიის       შეძენით     საქართველო     უზრუნველყოფს     საკუთარ     ეკონომიკურ     და     პოლიტიკურ     მდგრადობას,    ასევე     უსაფრთხოებისა     და     მშვიდობის     გარანტირებას.

     

    გამოყენებული ლიტერატურა

    Balmaceda,     Margarita,   „EU   Energy   Policy   and   Future   European   Markets: Consequences   for   the   Central   and   Eastern   European   States”,   Mannheim,   2002

    ევროკავშირის     სატრანსპორტო     პოლიტიკა;     ევროკავშირის    ოფიციალური     ვებ-გვერდი,   http://europa.eu/pol/trans/index_en.htm

    ოლავ   კნუტსენი,     ჟურნალი     “პოლიტიკა“,     თბ. N7, 1991

    L. G. M. Jaquet. The  Role  of   Small   States   Within   Alliance   Systems.   In: A. Schou   and   A.O.   Brundtland (Eds).   Small   States   in   International   Relations.   Stockholm,   Almquist   and   Wiksell,   1971

    H.   Goldhammer. The   Foreign   Powers   in   Latin   America.   Princeton,   Princeton   University   Press,   1972

    R. L. Rothstein   Alliance   and   Small   Powers.   Columbia   University   Press.   New   York   and   London,   1968

     

    R.O. Keohane, J.S.Nye.   Power   and   Interdependence.   Second   Edition. Scott,   Foresman   and   Company,   Glenview,   1989  

     

    ავტორი :ანა ტივაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო პორტალები წიგნების მაღაზიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სახელმძღვანელოები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უმაღლესი სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ პედაგოგები რეპეტიტორები სპორტული სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები გამოცემები უცხო ენები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კომპიუტერული ტექნიკა სადღესასწაულო ცენტრები საბავშვო მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ბიბლიოთეკები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ავტოსკოლები კოლეჯი საგანმანათლებლო რესურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020