მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სუიციდი და გარემო (სოციალური) ფაქტორები ნანახია (13963) - ჯერ 15 თებერვალი 2014
      სუიციდი ( თვითმკვლელობა ) დღესდღეობით არის მსოფლიოში ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, თუმცა მისი კონტროლი და პრევენცია, სამწუხაროდ, არც ისე ადვილია. ოქსფორდის სახელმძღვანელოს განმარტებით, სუიციდი განისაზღვრება, როგორც ლეტალური დასასრულის მქონე აქტი, რომელიც განზრახ არის ინიცირებული და განხორციელებულია იმ ადამიანის მიერ, რომელმაც იცის ამ აქტის ლეტალური დასასრულის შესახებ ან ელის ასეთ დასასრულს. სუიციდი შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემო ( სოციალური ) ფაქტორებით, ასევე - ბიოლოგიურით. თვითმკველობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, ემოციური გადატვირთვა, ფინანსური პრობლემები, ოჯახური მდგომარეობა.
        სუიციდის გავრცელების სიხშირე განსხვავებულია ასაკისა და სქესის მიხედვით. მამაკაცებში სუიციდის გავრცელების სიხშირე სამჯერ მეტია, ვიდრე - ქალებში. ხოლო რაც შეეხება ასაკს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სუიციდის სიხშირე მეტია 24 – 35 წლამდე ახალგაზრდებში.
       ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში თვითმკველობაზე მოდის, დაახლოებით კი 10 – 20 მილიონი შემთხვევა არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. უმეტეს ქვეყნებში, სადაც შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თვითმკვლელობა სიკვდილის მიზეზთა პირველ ათეულში შედის. შესაბამისად სუიციდი და მასთან დაკავშირებული საკითხები დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა უკავშირდება სუიციდის თემას და მის მიზანს წარმოადგენს - გამოავლინოს საზოგადოების დამოკიდებულება სუიციდისამი.
     სუიციდი და გარემო ( სოციალური ) ფაქტორები
       სუიციდის სიხშირეს მრავალი სოციალური ფაქტორი განაპირობებს. გამოკვლევები აჩვენებს, რომ სუიციდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი  დაკავშირებულია უმუშევრობასა და სიღარიბის მაღალ დონესთან, განქორწინებასთან და სოციალურ ფრაგმენტაციასთან. ერთ - ერთი სოციალური ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს სუიციდურ გადაწყვეტილებაზე, არის ოჯახური მდგომარეობა. ამის გათვალისწინებით ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ისეთი ოჯახის ტიპები, სადაც არსებობს თვითმკვლელობის პოტენციური საშიშროება. მოკლედ განვიხილოთ თითოეული:
    1.      დეზინტეგრირებული ოჯახი - დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი წევრების განცალკევებულობა, მათ შორის ემოციური კავშირის არარსებობა და სხვა.
    2.      სუპერინტეგრირებული ოჯახი - აქ საქმე გვაქვს წევრების პიროვნული ავტონომიურობის რღვევასთან. ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ერთ - ერთის სიკვდილი იწვევს მეორის აბსოლუტურ უსუსურობას.
    3.      დისჰარმონიული ოჯახი - ხასიათდება მისი წევრების მოთხოვნილებების, მიზნების რადიკალური განსხვავებულობით, ურთიერთთანხმობის არარსებობით, საკუთარი ინტერესებისა და ჩვევების დათმობის უუნარობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ლიდერი დანარჩენებს მუდმივად თავს ახვევს საკუთარ სურვილებს და ითხოვს მათგან ქცევის შეცვლას.
    4.      დახურული, თვითმყოფადი ოჯახი - მისი წევრებისთვის ოჯახი წარმოადგენს ცხოვრების ძირითად აზრს, ყველაფერი დანარჩენი კი ( სამუშაო და გარე ურთიერთობები ) განიხილება, როგორც ოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება.
    5.      კონსერვატიული ოჯახი - მთავარ თავისებურებას წარმოადგენს გარეგანი ცვალებადი პირობებისადმი ადაპტირების უუნარობა. თუკი ასეთი ოჯახის ერთ - ერთი წევრი ოჯახის გარეთ არსებულ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდება, სხვა წევრები თავისი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, არ ეხმარებიან მას და შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხარეც კი დაიკავონ.
     
       სოციალური ფაქტორების განხილვისას საინტერესო მაგალითს წარმოადგენს იაპონია, სადაც სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს 30 000 - მდე ადამიანი იკლავს თავს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2008 წელს, როდესაც სუიციდის 35 000 - მდე ფაქტი დაფიქსირდა. ამხელა ციფრი უკავშირდება სერიოზულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ოჯახური პრობლემები, სამსახურეობრივი პირობები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის პრობლემები და ა. შ. არის ის მიზეზები, რის გამოც იაპონელები სუიციდს მიმართავენ. 2009 წელს იაპონიაში გარდაცვლილთა 40% - მა თავი მოიკლა სამსახურის დაკარგვის, ხოლო 20% - მა სამსახურის ვერ შოვნის მიზეზით.
       როგორც ვხედავთ, თვითმკვლელობაზე მრავალი სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობა, სოციალური და ეკონომიკური ფონი, სამსახურთან დკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში.  
     სუიციდის დემოგრაფიული მახასიათებლები
    სუიციდი ანუ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება სხვადასხვა მეთოდით განხორციელდეს. 2001 წელს თავის ჩამოხრჩობა ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო მამაკაცებს შორის და სუიციდის შემთხვევათა საერთო რაოდენობის 40% - ს შეადგენდა. ქალებში ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო წამლის დიდი დოზით მიღება (46% ) . ლეტლური დასასრულის მქონე სუიციდის შემთხვევათა უმეტესობა დაგეგმილია.
    ფრანგი სოციოლოგი ემილ დიურკემი გამოყოფს სუიციდის შემდეგ ტიპებს:
    1.      ეგოისტური თვითმკვლელობა - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები.
    2.      ანონიმური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს.  
    3.      ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.  
    4.      ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად.
       ზუსტი სტატისტიკური მონაცემები სუიციდის შესახებ ადვილი მოსაპოვებელი არ არის, რადგან ინფორმაცია უცაბედი სიკვდილის შესახებ ზუსტ მიზეზებზე ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს. 2011 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თვითმკვლელობა ყველაზე ხშირია. რეიტინგში 106 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ყოველ 100 000 მოსახლეზე 9% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. განსაკუთრებულ მიდრეკილებას სუიციდისადმი საქართველოში მამაკაცები იჩენენ.
       რაც შეეხება სუიციდის გავრცელების სიხშირეს სქესის მიხედვით, სუიციდური შემთხვევები დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე - ქალებში. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სუიციდის სიხშირე უფრო დაბალია დაქორწინებულ ადამიანებთან იმათთან შედარებით, ვინც არასდროს ყოფილა დაქორწინებული და აჩვენებს ზრდის ტენდენციას შემდეგ ჯგუფებში ასეთი თანმიმდევრობით: ქვრივი მამაკაცები, ქვრივი ქალები, განქორწინებულები. სუიციდის სიხშირე დასაქმებულებთან შედარებით უმუშევრ პირებთან უფრო მაღალია.
       სტატისტიკური მონაცემებით, სუიციდის სიხშირე ყველაზე მაღალია მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში. მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე წამყვანი მიზეზია ( ინციდენტებისა და მკვლელობების შემდეგ ) . ამერიკაში ყოველ წელს 5000 - ზე მეტი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა 24 – 35 წლის ახალგაზრდებში, სადაც გარდაცვალების მეორე წამყვან მიზეზად ასევე სუიციდი სახელდება.
       აღსანიშნავია განსხვავება სუიციდის მაჩვენებლებში ქვეყნების მიხედვით. სუიციდის ოფიციალური მაჩვენებელი ბრიტანეთში დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით დაბალია. ზოგადად, უფრო მაღალი მაჩვენებელია ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ოფიციალური მაჩვენებელი ძალიან დაბალია მაჰმადიანურ ქვეყნებში.
    გამოყენებული ლიტერატურა :  
    ოქსფორდის ფსიქიატრიის სახელმძღვანელო 2008წ.
    Kaplan & Sadock - ,, psychiatry ,,
    www.suicidology.org
     
    ავტორი :მარიამი ხონელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    დასაქმება და კარიერა ხელოვნება და კულტურა რელიგია სიახლე განათლების სფეროში აბიტურიენტი და გამოცდები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბუნება, ეკოლოგია გეოგრაფია სხვა ფინანსები მოდა და დიზაინი უცხო ენები სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ფსიქოლოგია გართობა და თამაშები საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვის მოვლა და აღზრდა მათემატიკა ბიოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში სოციოლოგია, პოლიტოლოგია იურისპრუდენცია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ჟურნალისტიკა, PR ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სპორტი და ექსტრიმი სკოლა და მოსწავლე სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ქიმია ოჯახი, მშობლები და ბავშვი ეკონომიკა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია კინო და მუსიკა ფიზიკა პრესა განათლების შესახებ მშობლიური ენა და ლიტერატურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020