მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ემოცია - სევდა ნანახია (9369) - ჯერ 15 თებერვალი 2014
       ემოცია არის ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აღგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას; წარმოადგენს პასუხს სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული. არსებობს ბევრი, ემოცია. თუმცა ეკანმა გამოყო ექვსი ბაზისური ემოცია, მათ შორის არის  სევდა.
       სევდა არის ძალიან სპეციფიკური ემოცია, რომელიც ნეგატიურ განცდებთან ასოცირდება, თუმცა  ემოციათაგან არც ერთი შეიძლება ჩაითვალოს ნეგატიურად ან პოზიტიურად, კარგად ან ცუდად, სასარგებლოდ ან საზიანოდ. არც სევდის ემოცია არის გამონაკლისი.გარკვეულ პირობებში და გარკვეულ გარემოებებში ის გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ადეკვატური რეაქცია.ასე, მაგალითად როცა ვკარგავთ ოჯახის წევრს, დანარჩენები იკრიბებიან, რომ დაიტირონ ის. მიუხედევად იმისია, რომ მათი დაახლოება გამოწვეულია სიკვდილით. თითოეული მათგანი მწვავედ განიცდის ღრმა კავშირებს, რომელიც აერთიანებს მას ნათესავებთან. ეს კუთვნილების გრძნობა ადამიანის ფსიქოლოგიური ცხოვრებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.
         სევდა, რომელიც ანელებს ადამიანის ცხოვრების ტემპს, უკან მოხედვის საშუალებას იძლევა-ახლებურად სამყაროს დანახვის. ამ ახალმა პერსპექტივამ შეიძლება გააღრმავოს სევდა, მაგრამ მას შეუძლია განაახლოს შეხედულებები ფასეულობებზე, საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც ადრე არ ვფიქრობდით. სევდის დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული.
          სევდის ემოცია, ისევე როგორც ყველა ბაზისური ემოცია, არის უნივერსალური, აქედან გამომდინარე, მას აქვს უნივერსალური აქტივატორები. განშორება, ან განცალკევება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, წარმოადგენს სევდის ძირითად აქტივატორს. იძულებითი განშორება ოჯახთან, ახლო მეგობართან იწვევს სევდას, ასევე, ადამიანმა სევდა შეიძლება განიცადოს ადამიანებთან ყოფნის დროს. ფსიქოლოგიურმა იზოლაციამ შეიძლება მიიღოს სხვადასახვა ფორმები. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის შეუძლებლობა, თავისი გრძნობების გულწრფელად გამოუხატველობა, შეუძლებლობა გარშემომყოფებისგან მოიპოვის სიმპათია. განშორების მსგავსად, იმედგაცრუებასაც მიჰყავს ადამიანი ფსიქოლოგიური იზოლაციისკენ, მარტოობისკენ, დანაკარგისკენ. თუმცა, ყველაზე ღრმა სევდას ჩვენში იწვევს გარდაცვალება- ახლო მეგობრის, ან ოჯახის წევრის არის შეუვსებელი დანაკლისი. ჩვენ ვკარგავთ ადამიანს, რომელთანაც დაკავშირებული ვიყავით ხანგრძლივი და მყარი კავშირებით, რომელსაც ჩვენი ცხოვრების დიდი დრო მივუძღვენით და ვისთანაც ვიზიარებდით ჩვენს სიხარულს და უბედურებას. ასეთი მეგობრული და სასიყვარულო დანაკლისი იწვევს ჩვენში უბედურებას.
    დასახული მიზნის მიღწევის წარუმატებლობამ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს სევდა. ამასთან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის მისწრაფებები სხვადასახვანაირია. ასე მაგალითად, ზოგი სტუდენტი შეიძლება ბედნიერი იყოს როდესაც გამოცდაზე მიიღებს ,,დამაკმაყოფილებელ“ შეფასებას, ზოგისთვის კი ეს ნიშნავს ჩავარდნას, რაც იწვევს სევდას ამ ადამიანში.
        სევდისადმი მიდრეკილება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: სოციალურზე და ბიოლოგიურზე. არსებობს მონაცემები, რომ დეპრესია, რომელშიც საკვანძო როლს თამაშობს სევდის ემოცია, შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ბუნება. თუმცაღა, სევდისადმი მიდრეკილება დეტერმინირებულია არა მარტო ბიოლოგიური თვისებებით, არამედ ინდივიდის ცხოვრებისეული გამცდილებით. ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში განიცადეს წარუმატებლობა, გამოირჩევიან მოწყვლადობით, სევდისადმი მიდრეკილებით.
       ადამიანის ასაკიდან, სევდის განცდის ინტენსივობიდან გამომდინარე, მის მიმიკურ გამოხატვას შეიძლება თან ახლდეს ვოკალური კომპონენტი-ტირილი ან ღრიალი. მიმიკასთან დაკავშრებით ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში  9 თვის 36 ბავშვმა და მათმა დედებმა. ექსპერიმენტის პროცედურა შემდეგში მდგომარეობდა: ექსპერიმენტატორის თხოვნით, დედა ბავშვის თანდასწრებით მიმიკით გამოხატავდა სიხარულის და სევდის ემოციას. ამასთან ექსპერიმენტატორმა  დააფიქსირა ის დრო, როდესაც ბავშვი უყურებდა თავის დედას. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვი გამოხატავს სიხარულს და დიდხანს უყურებს დედას მაშინ, როდესაც დედა გამოხატავს სიხარულის ემოციას და პირიქით, ის მეტად გამოხატავს სევდას და მრისხანებას და ნაკლებად უყურებს დედას, როდეასც ის არის სევდიანი.
        მიმიკა ამჟღავნებს თავის თავს რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ მისი განცდა გრძლედება ძალიან დიდხანს. ადამიანი, როდესაც არის სევდიანი სახე გაფითრებულია, ლაპარაკობს ცოტას, მეტყველების ტემპი შენელებულია. ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს ჩაახშოს სევდის ემოცია. ძლიერი  სევდის დროსაც ცდილობენ შეინარჩუნონ სახის სიმშვიდე, მაგრამ როგორი სუსტიც არ უნდა იყოს სევდის გამოვლინება, ის ყურადღებიან დამკვირვებელს ვერ გამოეპარება.სევდიანმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ გული დამძიმებული აქვს, მაგრამ ეს სიმძიმის შეგრძნება ყველგანაა- გულშიც, სახეზეც და კიდურებშიც. სევდის დროს ჩვენს გარშემო არის სიცარიელე, სიბნელე, სამყარო უფერული და ცივი გვეჩვენება. გარდა ფიზიკური ტკივილისა სევდის დროს ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ ტკივილსაც, რომელსაც ხშირად ადამიანი უფრო ღრმაც განიცდის, ვიდრე ფიზიკურს.
    სევდა სხვა ნეგატიურ ემოციებთან შედარებით ხასიათდება დაბალი დაძაბულობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ადვილად იტანს სევდას, ვიდრე ვთქვათ შიშს. სიამოვნების პარამეტრი სევდის ემოციაში აღინიშნება დაბალი მაჩვენებლით, ისევე როგორც შიშში, ბრაზში, ან დანაშაულის გრძნობის დროს.
     
    სევდის ფუნქციები
        სევდა ასრულებს კომუნიკაციის ფუნქციას, ატყობინებს თვით ადამიანს და მის გარშემო მყოფებს დისჰარმონიის შესახებ.. სევდის დროს ადამიანი გვატყობინებს, რომ ის არის ცუდად და ჭირდება დახმარება. გამომეტველება, რომელიც ადამიანს აქვს სევდის ემოციის დროს, იწვევს თანაგრძნობას გარშემომყოფებისას.
        სევდა, როგორც სხვა ნებისმიერი ემოცია ასრულებს მოტივაციის ფუნქციას. მას შეუძლია გამოიწვიოს სურვილი წაშალოს ან აღადგინოს ადამიანებთან ურთიერთობა. ნეგატიური მოტივაცია გარკვეულწილად საჭიროა არის ადამიანისთვის.მისი მეშვეობით ჩვენ ვრეაგირებთ როგორც ჩვენს პრობლემებზე, ისე მეგობრისაზე.
        სევდის ემოციის ჩახშობა საზიანო არის ადამიანისთვის, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ზრდის უზრუბველყოფისთვის. სევდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემპათიის გრძნობის ფორმირებაში. ბავშვის ტირილი დედაში თანაგრძნობის გრძნობას იწვევს, აიძულებს მას ყურადღება მიაქციოს ბავშვს, დაამშვიდოს. თუ ადამიანი იხსენებს სევდიან მომენტებს თავისი ცხოვრებიდან, მას ეცოდება საკუთარი თავი, მაგრამ თუ ის გაიხსენებს თავისი მეგობრის სევდიან ეპიზოდებს, ის განიცდის სევდას მეგობრის მიმრთ და შეეცდება მის დახმარებას.
       სევდის ემოცია ხშირად დაკავშირებული არის სექსუალურ ურთიერთობასთან. სევდა, რომელიც გამოწვეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით, მწვავედ გვაგრძნობინებს მარტოობას. კავშირი სევდასა და სექსუალურ განცდებს შორის იმით არის განპირობებული, რომ სევდის ემოცია და სექსუალური ურთიერთობები აყალიბებენ ერთგულების გრძნობას. თუ ადამიანი შეეცდება გადალახოს სევდის არასასურველი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ,,რაიმე გემრიელით“(შოკოლადი, კოფეინი), მან შეიძლება განიცადოს დროებითი აღმავლობის შეგრძნება. რამდენიმე ხნის განმავლობაში ადამიანი განიცდის გამოცოცხლებას, მას არ აწუხებს სევდის და დეპრესიის ტვირთი. მაგრამ ასეთმა რეგულარულმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფორმირება სევდის ემოციისა და საკვების დამოკიდებულებაში, რაც იწვევს ჭარბ წონას.თუ ის გასუქდება და საკუთარ თავს დაადანაშაულებს ამაში-პირდაპირი გზით მიდის დეპრესიისკენ.
          გადაღლილობასაც შეუძლია შეიტანოს თავისი წვილილი სევდის ემოციაში.გადაღლილობის გრძნობა მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ აქტივობაზე. ნებისმიერი მოღვაწეობა, რომელიც ადრე მოგვწონდა, ახლა გვღლის და იწვევს სევდას ჩვენში.
     
                             ტომკინსის სოციალიზაციის თეორია
          ტომკინსმა თავის მოდელში გამოყოფს ოთხ ტიპს სევდის სოციალიზაციის. ესენია:
    სოციალიზაცია-
    1.                                 დასჯის მეშვეობით;
    2.                                 წახალისების მეშვეობით;
    3.                                 ნაწილობრივი წახალისების მეშვეობით;
    4.                                  სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით(შერეული ტიპი)
    სევდის სოციალიზაცია დასჯით. ამ ტიპის სევდის სოციალიზაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვის ცრემლები იწვევს ნეგატიურ რეაქციას მოზრდილებში, როდესაც მშობლები ან აღმზრდელები სჯიან ბავშვს იმის გამო, რომ ის ტირის და არ იგებენ ცრემლების მიზეზს. თუ მშობელი ეხმარება შვილს სევდის გადალახვაში, დროთა განმავლობაში მან შეიძლება მიაღწიოს თვითპატივისცემას და თვითდაჯერებულობას.
    სევდის სოციალიზაცია წახალისებით.მშობლები ცდილობენ დაამშვიდონ ბავშვი ცდილობენ სტიმულის გაუქმებას/შემცირებას, რომელმაც გამოიწვია სევდა.ბოლო გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თუ მშობლები შემოიფარგლებიან მხოლოდ საალერსო სიტყვებით და თანაგრძნობით, მაშინ ეს გამოიწვევს უმოქმედობის-ინფანტილიზმის განვითარებას ბავშვში. თუ მშობლები რეალუარდ ეხმარებიან ბავშვს, აქტიურად ეძებენ დახმარების გზებს-როგორ დაამარცხოს ბავშვმა სევდის გრძნობა, ასეთი ბავშვები უფრო განვითარებულები იქნებიან. ამ ტიპის სოციალიზაციის დროს ადამიანი სწავლობს სევდის გადალახვას, მის განცდას. მან იცის, რომ ის გარდაუვალია და იმასაც აცნობიერებს, რომ მას სიხარული შეცვლის, მისი დამოკიდებულება  თავის თავისადმი და ცხოვრებისადმი მთლიანობაში განპირობებულია ოპტიმიზმით. ამრიგად, სევდის სოციალიზაციის ეს ტიპი არის უფრო პროდუქტიული, ვიდრე დამსჯელი.
    სევდის სოციალიზაცია ნაწილობრივი წახალისების მეშვეობით. ტომკინსის აზრით, სევდის სოციალიზაციის ამ ტიპმა ბავშვი შეიძლება მიიყვანოს ალკოჰოლზმთან და ნარკომანიასთან. ეს გამოწვეულია იმით, რომ მშობლები ამ დროს უბრალოდ კოცნიან, ეალერსებიან და ახალისებენ მტირალა ბავშვს, არ ღებულობენ არავითარ ზომებს, რომ სევდის ეს მიზეზები დაიყვანონ ბავშვის გონებამდე, რათა მომავალში თვითონ შეძლოს მისი გამოსწორება. ასეთი ბავშვი როდესც გაიზრდება ვერ შეძლებს სევდის გადატანას და ეცდება გაექცეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ მწუხარებას.
    სევდის სოციალიზაციის შერეული ტიპი. ზემოთ აღწერილი სევდის სოციალიზაციის ტიპები, როგორც წესი არ გამოიყენება ,,უმწიკვლოდ“. სოციალიზაციის რეალური პროცესი ხშირად ითვისებს სხვადასხვა მეთოდებს და ამ მეთოდებსი კომბინაცია შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ბავშვის ცხოვრების სხვდასხვა პერიოდში მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა წესებით: წახალისების მეთოდით, დასჯის მეთოდით. ბავშვის სევდაზე ეფექტურად მოქმედებისას მშობელს უნდა შეეძლოს გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდები. დასაწყიში მათ უნდა თანაუგრძნონ ბავშვს, რათა მან იცოდეს, რომ დედა და მამა იზიარებენ მის ტკივილს. შემდეგ მათ უნდა დააწყნარონ ის და შეეცადონ აღმოფხვრან სევდის მიზეზი. ბოლოს, მშობლებმა უნდა წაახალისონ ბავშვი, უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა, რომ ის დამოუკიდებლად გაუკლავდეს მძიმე სიტუაციას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ისწავლის სევდის გადალახვის ეფექტურ სტრატეგიას.
     
       სევდის ურთიერთქმედება სხვადასხვა ემოციებზე და კოგნიტურ პროცესებთან.
    სევდის და მრისხანების ურთიერთქმედება. ტომკინსის აზრით სევდა წარმოადგენს მრისხანების აქტივატორს. ყველა, ვისთვისაც ცნობილია სევდის გრძნობა იციან, რომ მას თან ახლავს მრისხანების გამოვლინება, ადამიანი თავის თავს ემდურება, ან სხვას ადანაშაულებს თავის უბედურებაში. მამის მრისხანე რეაქცია ბავშვის სევდაზე განპირობებულია ინტერაქციით ,,სევდა-მრისხანება“. ამ შემთხვევაში მამა ბრაზობს არა ბავშვზე, არამედ სევდის წყაროზე.
    სევდის ურთიერთქმედება სირცხვილის ემოციასთან. თუ მშობლები მუდმივად სჯიან მტირალა ბავშვს, მან შეიძლება განიცადოს სირცხვილი, როცა მას მოუნდება ტირილი. ამრიგად, სევდა სირცხვილის აქტივატორია და მან შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფური მორიდებულობის გრძნობა.
    სევდის ემოცია ურთიერთქმედებს კოგნიტურ პროცესებთან. სხვადასხვა მეცნიერების გამოკვლევებმა აძვენა, რომ კოგნიტური პროცესების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს სევდა, რომელიც თავის მხრივ იწვევს აზრის და აქტივობის შეცვლას.
          სევდის ემოციის სიხშირე და ინტენსიობა მოქმედებს ადამიანის მე-კონცეფციაზე. თუ ადამიანი ხშირად არის მოწყენილი და სევდიანი, მას ჩამოუყალიბდება სევდიანი ადამიანის ხასიათი დაბლი თვითშეფასებით, საკუთარი არაეფექტურობის შეგრძნებით და პრობლემების გადაწყვეტის უუნარობით.
          სევდის რეგულაციის სამი სახე არსებობს:
    1.რეგულაცია სხვა ემოციის მეშვეობით- სხვა ემოციის გააქტიურება იმისთვის, რომ გავაქროთ ან შევამციროთ სევდის ინტენსიობა;
    2. კოგნიტური რეგლაცია- ყურადღების და აზროვნების გადართვა;
    3. მოტორული რეგულაცია-ფიზიკური აქტიურობის გზით.
     
    გამოყენებული ლიტერატურა:
     
    Э. Изард -  Психология эмоций
     
    ავტორი :მარიამი ხონელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სამეცნიერო პორტალები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები უცხო ენები სადღესასწაულო ცენტრები გამოცემები სახელმძღვანელოები პედაგოგები რეპეტიტორები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ავტოსკოლები საბავშვო მაღაზიები წიგნების მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ბიბლიოთეკები კოლეჯი უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020