მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დემენცია ნანახია (18808) - ჯერ 17 თებერვალი 2014
    დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები. კოგნიტური ფუნქციის მოშლას თან სდევს, ან წინ უსწრებს სოციალური დეზადაპტაცია. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.
    უნდა ითქვას, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა თავისი არსით წარმოადგენს არა დამოუკიდებელ დაავადებას, არამედ სხვა დაავადების სიმპტომს. დემენცია შეიძლება გამოვლინდეს:
    ·         ნევროლოგიურ და სისხლძარღვოვან დაავადებასთან (მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადებასთან ან თავის ტვინის ათეროსკლეროზთან) ერთად;
    ·         შიანაგანი ორგანოების დაავადების დროს (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის);
    ·         ინტოქსიკაციის დროს (მაგალითად, ალკოჰოლით, დარიშხანით, აზოტის ნარევებით მოწამვლით)
    მოხუცებულებში დემენციის მიზეზი ხშირად წამლების ხანგრძლივი გამოყენებაა. ჩვეულებრივ, ასეთი რამ შეიმჩნევა რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად, თანაც არაადეკვატურად დიდი დოზით მოხმარებისას. ასეთი დემენცია არ შეუქცევადია – წამლების მოხსნის შემდეგ გაივლის. ინტელექტისა და მახსოვრობის დროებითი შესუსტება, ყველაზე ხშირად, საძილე საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული პრეპარატებით არის განპირობებული.

    რაც შეეხება ICD-10 ის კლასიფიკაციას, მის  მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:
    1.      დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს (F00)
    2.      სისხლძარღვოვანი დემენცია (F01)
    3.      დემენცია სხვა დაავადებების დროს (F02)
    ·         დემენცია პიკის დაავადების დროს
    ·         დემენცია Creutzfeldt-Jakob დაავადების დროს
    ·         დემენცია ჰანტიქტონის დაავადების დროს
    ·         დემენცია პარკინსონის დაავადების დროს
    ·         დემენცია აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციით განპირობებული
    ·         დემენცია სხვა სპეციფიკური დაავადებების დროს ( მაგ: ცერებრალური ლიპიზოდი, ეპილეფსია, ჰიპერლაცემია და ა.შ)
    4.      დაუზუსტებელი დემენცია (F03)
    დაავადების გამომწვევი მიზეზები- ეტიოპათოგენეზი
    დემენციის გამომწვევ მიზეზებს ჰყოფენ იმის მიხედვით, იწვევს ის შეუქცევად დემენციას, თუ დროებითს, შექცევადს.
    შექცევად დემენციას იწვევს: ავთვისებიანი სიმსივნეები, მეტაბოლური დარღვევები, ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია), ტრავმა, ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, მძიმე ლითონით, ორგანული შხამებით), ინფექციური დაავადებები, აუტოიმუნური დარღვევები, მედიკამენტები, კვებითი დარღვევები, ანემია.
    შეუქცევადი დემენციის მიზეზებია: ცნს-ის დეგენერაციული დაავადებები (ალცჰაიმერი, ლევის სხეულაკებთან ასოცირებული დემენცია, პიკი, ჰანტინგტონი, პარკინსონი), ვასკულური დემენცია ( თავის ტვინი სისხლძარღვთა ემბოლია, არტერიიტი, ტრავმა, კრანიოცერებრული ტრავმა), ინფექცია (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ოპორტუნისტული ინფექცია)

    სიპმტომები
    საინტერესო იქნება იმ დაავადების განხილვა, რომლის დროსაც ვხვდებით დემენციის გამოვლინებას.
    ალცჰაიმერის დაავადება იწყება თანდათანობით, 65 წლის შემდეგ, თუმცა ბოლო ხანს დაავადება განსაკუთრებით გაახალგაზრდავდა და ფიქსირდება 45 წლის ასაკიდან. მიმდინარეობს პროგრესულად და შეუქცევადად. ქალებში უფრო ხშირია.
    აღინიშნება:
    ·         მეხსიერების გაუარესება, პირველ ჯერზე ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უუნარობა, შემდეგ ეტაპზე ძველი ინფორმაციის დავიწყება.
    ·         საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე მოგვიანებით შესაძლოა გადაიზარდოს მეტყველების გაუარესებაში.
    ·         სივრცითი მხედველობის და ორიენტაციის გაუარესება.
    ·         აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა; დეპრესიის ნიშნები, ან დეპრესია პირველადი სახით.
    ·         მზის ჩასვლის სინდრომი- ღამის აგზნება, დღე-ღამის ციკლის არევა
    ·         ილუზიები, ან ჰალუცინაციები
    ·         პიროვნების დაქვეითება და სოციალური ქცევის მოშლა
    თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟს, რომელიც დაავადებულია ალცჰაიმერით. მისი მეუღლე, ნოა ცდილობს გაახსენოს მას ყველაფერი, მომენტში ამას ახერხებს კიდეც, ელის გონება გაუნათდება და ყველაფერს იხსენებს, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ კარგავს მეხსიერებას.  
    ფიზიკური პრობლემები, მაგ. შარდის შეუკავებლობა, მოძრაობის შეზღუდვა, ან წონასწორობის დარღვევა გამოიხატება უფრო მეტად ვასკულარული ტიპის დემენციისას, ვიდრე ალცჰაიმერის დროს.
    როტმა მის მიერ ჩატარებული კვლევებით დაადგინა, რომ ეს დაავადება სენიალური დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს მონაცემები დაადასტურა მოსახლეობის შედარებით ახალმა გამოკვლევამაც, რომლის მიხედვით დემენციის მქონე პაციენტების 64%-ს აუტოფსიით ალცჰაიმერის დაავადება დაუდასტურდა.
    განსხვავებული სიმპტომები გვევლინება პიკის დაავადებისას. ამ დროს პირველ ჯერზე არ ქვეითდება ინტელექტუალური და მნემონიკური შესაძლებლობები, არამედ პიროვნება ხდება თავშეუკავებელი და უტაქტო. ახორციელებს სოციალურად მიუღებელ ქცევებს, იზიდავს ალკოჰოლი. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი განტვირთვები, მეტყველების პრობლემები და მნემონიკური დაზიანება.
    ჰანტინგტონის დაავადებით გამოწვეული დემენცია ვითარდება ნელ-ნელა, 10-15 წლის განმავლობაში და ლეტალური შედეგით მთავრდება. სიმპტომები აღმოცენდება მესამე, ან მეოთხე დეკადაში.
    პარკინსონის დაავადება ხასიათდება კუნთების რიგიდობის მომატებით, ტრემორითა და ბრადიკინეზიით. პარკინსონით დაავადებულთა 70%-ს აღენიშნება დემენცია. დემენციის გამოვლენამდე ერთი წლით ადრე ვლინდება მოტორული სიმპტომები.
    აივ ინფექციის ფონზე აღმოცენებული დემენცია ხასიათდება კოგნიტური ფუნქციების და მოტორული დისფუნქციით, ქცევითი აშლილობებით. აღინიშნება კრიტიკის დაკარგვა, ეიფორია და აპათიის მონაცვლეობა. შეიძლება გამოვლინდეს ყლაპვის გაძნელება. დაავადება მთავრდება სიკვდილით.
    Creutzfelt-Jakob-ის დაავადება (CJD) ძალიან იშვიათად გვხვდება, სტატისტიკა მილიონ ადამიანში ერთ გამოვლინებაზე მიუთითებს. იგი შეიძლება იატროგენულად განვითარდეს, მაგ: ჰიპოფიზისგან წარმოებული ზრდის ჰორმონით, დაბინძურებული ნეიროქირურგიული ინსტრუმენტებით, უხარისხო ქირურგიული მასალით ან შესაძლოა სისხლის გადასხმით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 20 წელია. სქესთა შორის განსხვავება არ შეინიშნება. ჩვეულებრივ, 50-60 წლის ასაკში იწყება. პირველი ნიშანი მეხსიერების დაქვეითებაა, რასაც თან სდევს ქცევითი დარღვევები, პიროვნული ცვლილებები, ხშირია ვიზუალური სიმპტომები, ნათხემის დაზიანების ნიშნები, უნებლიე მოძრაობები და სხვა მოტორული გამოვლინებები. დაავადება უწყვეტად და სწრაფად პროგრესიერებს და შესაძლოა 6 თვეში სიკვდილით დასრულდეს.
    დიაგნოზი
    მიღებულია, რომ დემენციის დიაგნოზი ემყარებოდეს პაციენტის ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვას, ფსიქიკურ შეფასებასა და კოგნიტური ფუნქციების შეფასებას. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების გამოკითხვა, რადგან პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს სიმპტომების ზუსტად აღწერა. რადგან, დემენცია სხვადასხვა დაავადებებთან ერთად განსხვავებული სიმპტომატიკით ხასიათდება, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებიც თითოეულ გამოვლინებაზე განსხვავებულია. ამიტომ განვიხილავ დემენციის ზოგად დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს
    1.      პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ნიშანი:
    ·         მეხსიერების გაუარესება, რაც განსაკუთრებით ვლინდება ახალი მასალის დასწავლისას. უფრო მძიმე ფორმაში, ვერ ხერხდება ათვისებული მასალის გახსენებაც. ეს ეხება, როგორც ვერბალურ, ასევე-არავერბალურ მასალასაც.
    ·         სხვა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, როგორებიცაა; მსჯელობის, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადად ინფორმაციის დამუშავების უნარის დაქვეითება.
    2.      ცნობიერების შენარჩუნება, რაც საშუალებას იძლევა დავადგინოთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობა.
    3.      აღენიშნება ემოციათა კონტროლის, ან მოტივაციის დაქვეითება, ან სოციალური ქცევის შეცვლა, რაც ვლინდება რომელიმე შემდეგი ნიშნით:
    ·         ემოციური ლაბილობა
    ·         ადვილად გაღიზიანება
    ·         აპათია
    ·         სოციალური ქცევის მოშლა.
    4.      დემენციის კლინიკური დიაგნოზის დასადასტურებლად სიმპტომების გამოხატული უნდა იყოს არანაკლებს ექვსი თვის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზის დასმა.  
     
    ეპიდემოლოგია
    მსოფლიოში დემენციით დაავადებულია 24.3 მილიონი ადამიანი, ხოლო ყოვლეწლიურად 4.6 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 2005 წელს დემენციის გლობალური კვლევით გამოვლინდა, რომ მსოფლიოში დემენციის გავრცელების მაჩვენებელი 65–69 ასაკობრივ ჯგუფში 0.6–1.9%, 70–74 წლის პირებში 1.3– 3.9%, 75-79 წლამდე კი 4.3–14.8%. 85 წლის შემდეგ 9.7 –33.2%-ის ფარგლებში მერყეობს. უნდა აღინოშნოს,  რომ გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები განვითარებად ქვეყნებში აღინიშნება.
     
    გამოყენებული ლიტერატურა
    საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი; 2009 „დემენციის გამოვლენა და მართვა ზოგადსაექიმო პრაქტიკაში“
    Comer R. 2010; “Abnormal Psychology”
     ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=nTTXFEZ7Wfc
     ტრემორი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=_L_WF6gv5BI
    ავტორი :მარიამ ხონელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტენდერები/გრანტები ვცვლი სასწავლო პროგრამები სხვა სტიპენდიები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა გავაჩუქებ კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები ფიზიკური კულტურა/სპორტი განათლება/სწავლება ვეძებ სპეციალისტს ვარ სპეციალისტი ვიყიდი ხელოვნება/კულტურა ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022