მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    რეფორმის წახნაგები ნანახია (4847) - ჯერ 20 აპრილი 2014

    ყველა თავმოყვარე და შორსმჭვრეტელი ქვეყნის მთავარზე მთავარი საზრუნავი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა განათლების სისტემა, მისი ტრადიციული საკუთხედის თითოეული კომპონენტის – მასწავლებელი, მოსწავლე და სწავლების ორგანიზაცია.

     

    Reform Facets

     

    როგორც ცნობილია, უცვლელი მხოლოდ ის ფაქტია, რომ ყველაფერი ცვალებადია. გამონაკლისი ამ მარადისობის კანონიდან მით უმეტეს ვერ იქნება განათლების სისტემა, რომელიც არსებული საზოგადოების სარკე და მომავალი საზოგადოების აკვანია.

     

    აქედან გამომდინარე, ყველა თავმოყვარე და შორსმჭვრეტელი ქვეყნის მთავარზე მთავარი საზრუნავი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა განათლების სისტემა, მისი ტრადიციული საკუთხედის თითოეული კომპონენტის – მასწავლებელი, მოსწავლე და სწავლების ორგანიზაცია.  

     

    მასწავლებელი, პედაგოგი დღესაც ახალი თაობის მატარებელია, მაგრამ ახლა უკვე, როგორც იტყვიან, “მეცნიერების ვიწრო ბილიკებზე”, რაც მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა და მაშასადამე, მასწავლებელი ისეთ მატერიალურ და სულიერ კომფორტში უნდა ვაცხოვროთ, რომ იგი მასზე მინდობილი ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულების გარდა, არაფერზე არ უნდა ფიქრობდეს.

     

     

    პირველყოვლისა, დასადგენია მასწავლებლის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიონალის იდეალური მოდელი, ერთგვარი “ტერმინალები”, საითკენაც განათლების სისტემის “მატარებლები” უნდა მიისწრაფოდნენ.

     

    სავალდებულო კი ყველა პროფესიონალისათვის, ყველა სპეციალისტისათვის მხოლოდ ერთია – თავისი საქმის ცოდნა და სიყვარული, რამეთუ კაცს თუ სამსახურში არ მიუხარია, თვითონაც ცოდვაა და სამსახურიც. მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეთა ჟრიამული და სტუდენტთა აჟიტირებული დისპუტები არ სიამოვნებს და ნერვებს უშლის, თვითონაც დატანჯულია და სასურველ პროდუქციასაც ვერ მოგვცემს.  

     

    განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხო ენის მასწავლებელი, რომელსაც ცოტაც არის, ენციკლოპედიური ხასიათის განათლება უნდა ჰქონდეს, რამეთუ ენა, როგორც ურთიერთობის საშუალება, ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

     

    ასეთი განათლების მისაღებად კი, კითხვასთან ერთად, საჭიროა უცხო ენის მასწავლებელი თავისი არდადეგების მეტ ნაწილს ამ ენის მოლაპარაკე ქვეყანაში ატარებდეს.

     

    მაგრამ რადგანაც დღეს, ჩვენი მასწავლებლობა მოკლებულია ასეთ შესაძლებლობას, განათლების სამინისტრომ ადგილზე უნდა უზრუნველჰყოს უცხო ენის მასწავლებელთა უფასო საზაფხულო საკოლების და შეღავათფასიანი დასასვენებელი ბანაკების ფუნქციონირება უცხოელ მოხალისეთა გამოყენებით.

     

    ეჭვს არ უნდა იწვევდეს რომ აღნიშნული სამკუთხედის ცენტრალური კომპონენტი, ცენტრალური ფიგურა მოსწავლე და სტუდენტია – საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი, რომელთა აღზრდასაც დანარჩენი ორი კომპონენტი ე.ი. მასწავლებელი და სწავლების ორგანიზაცია ემსახურება.

     

    ნიჭი, როგორც ვიცით, არ იბადება, იბადება მხოლოდ ტვინის მზაობა, “განწყობა”, პოტენციალი ამა თუ იმ ნიჭის უპირატესი განვითარებისათვის. ნებისმიერი ნიჭისა და უნარის განვითარება შეიძლება, მაგრამ ხშირად, რაც ერთისათვის ღვთით მომადლებული სტარტია, მეორისათვის იგი ის უმაღლესი ნიშნულია, რომლის იქითაც იგი ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამს.

     

    სტვირი არ კეთდება ნებისმიერი ხისაგან, კომპოზიტორსა და პოეტს მხოლოდ კონსერვატორია და უნივერსიტეტი ვერ გაზრდის. აკი ჩვენი “უგვირგვინო მეფე” აკაკიც ბრძანებს – მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო.

     

    როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საერთოდ, ჰუმანიტარული მიმართულების ბავშვები ბევრად სჭარბობენ “მათემატიკოსებს”.

     

    უთუოდ დადგება დრო, როცა ემბრიონშივე დაპროგრამდება სასურველი ნიჭი, დღეს კი ის მაინც უნდა შევძლოთ რომ სათანადო ტესტების საშუალებით დროზე დავადგინოთ თითოეული ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემები, რათა არ გადავტვირთოთ, არ გავტანჯოთ და არ დავაჩლუნგოთ იგი ზედმეტი საგნებით და თავიდანვე მიზანშეწონილად წარვმართოთ მისი სწავლა-განათლების პროცესი.

     

    ამ მიმართულებით უაღესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნული გამოცდები, რომელბიც ახდენენ რა ჩვენი მომავალი ინტელექტუალური კორპუსის სელექციას, ამით სკოლებსაც აიძულებენ ძირშივე აღკვეთონ “ჩაწყობა” და “შპარგალკა”.

     

    სწავლების ორგანიზაციაში მოიაზრება სწავლების მიზნები და მასზე დამოკიდებული სწავლების შინაარსი, პრინციპები, მეთოდები, საშუალებები და ორგანიზაციული ფორმები.

     

    სწავლების მიზნებს გვკარნახობს თვითონ ცხოვრება, მთავარია სწორად წავიკითხოთ ეს გამოწვევები.

     

    სწავლების მიზნებიდან გამომდინარე და გლობალიზაცია-ინტეგრაციისათვის ფეხის ასაწყობად აუცილებელია განათლების სისტემის ყოველი საფეხურის სწავლების შინაარსი შეჯერდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და მიესადაგოს ადგილობრივ რეალობას.

     

    მეტი პრინციპულობა გვმართებს რომ ხეჭეჭურის პატრონებმა პანტა არ შემოვისაღოთ. დაუშვებელია სწავლების პროცესიდან შეგნებულობის პრინციპის გაძევება და ამ ნიშის მექანიკური სავარჯიშოებით “ამოქოლვა”. მოსწავლეს და მითუმეტეს სტუდენტს მარტო ის კი არ უნდა ვასწავლოთ, თუ რა როგორაა, არამედ და უმთავრესად ის თუ რატომ არისე ეს ასე და როგორია მისი განვითარების ტენდენცია, რამეთუ “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.Y

     

    იგივე უნდა ითქვას მეთოდზე. ჩვენთან მოქმედი სწავლების სლავური მეთოდიკა ცუდი რომ ყოფილიყო, რუსეთს და თუნდაც საქართველოს ამხელა დიაპაზონის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი არ ექნებოდა.

     

    ნაბანი წყალი, რა თქმა უნდა, უნდა გადავაქციოთ, მაგრამ ბუნებრივია უნდა შევინარჩუნოთ ბავშვი და მას ახალი, წმინდა წყალიც გადავავლოთ.

     

    სწავლების მთავარი საშუალება ოდითგანვე სახელმძღვანელოა, რომელშიც სწავლების შინაარსია განთავსებული.

     

    დღეს შესაქმნელია თამაშობებზე დაფუძნებული ინტერაქტიული სწავლების სახელმძღვანელოები უფროსკლასელთათვის და სტუდენტებისათვის კი – “თვითმასწავლებლები”, რომლებიც მოხსნიან ახსნას და ლექციას და მოსწავლესა და სტუდენტს გადაიყვანენ წიგნზე დამოუკიდბელად მუშაობის და ცოდნის თავისით მოპოვების რეჟიმში, რა შემთხვევაშიც მათ ერთი სული ექნებათ როდის მივიდნენ სკოლაში და უნივერსიტეტში და თანატოლებს გაეჯიბრონ, თანაც შეამოწმონ და შეაფასონ თავისი თავი.

     

    უცხო ენის სასკოლო კომპლექტში აუცილებლად უნდა შედიოდეს ენის მატარებელთა მეტყველების ფონოგრამები – საყოფაცხოვრებო ხასიათის დიალოგები, მეზღაპრეთა ზღაპრები, დეკლამირებული ლექსები და სიმღერები და ყველაფერი ეს თავისი გრაფიკული ტექსტების თანხლებით.

    უცხო ენის ფაკულტეტის სტუდენტი, პირველ ხანებში წინასწარ ანალიზურად უნდა გადიოდეს იმ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებსაც იგი შემდეგ რამდენიმეჯერ ნახავს ეკრანზე და ზეპირად დაიმახსოვრებს მისთვის საჭირო და საინტერესო ადგილებს.

     

    ბავშვის აღზრდა მართლაც აკვნიდან იწყება, მაგრამ ოჯახის არასათანადო პირობებისა და განათლებულობის გამო, ზოგჯერ ბავშვის ფსიქიკა, ყოფაქცევა და მეტყველება ისე მახინჯდება რომ ამ “შტამპების” წაშლა-გასწორებას ბაღი და სკოლა ძნელად თუ ახერხებს.

     

    ამიტომ ბავშვის ოჯახური სწავლა-განათლება და აღზრდა უნისონში რომ იყოს ბაღისა და სკოლის სტანდარტებთან, საჭიროა დაიწეროს და ყველა დედას მიეყიდოს ან საჩუქრად გადაეცეს ბავშვის მოვლის, კვების, აღზრდისა და საწყისი სწავლება-განათლების პოპულარული ენციკლოპედია.

     

    თუმცა მარტო წიგნებით, თუნდაც კარგი, ძირითადი და სახალისო დამხმარე სახელმძღვანელოებით შორს ვერ წავალთ თუ მათ სულ უფრო მეტად არ წავაშველეთ თანამედროვე მდიდარი ტექნიკური საშუალებები – მაგნიტოფონი, კომპიუტერი, კინო, სპეციალური სასწავლებო-სააღმზრდელო ტელეარხი და რადიო.

     

    მოკლედ, განათლების სისტემა უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური, მაღალზნეობრივი და მაღალანაზღაურებადი კადრებით და აღიჭურვოს მეცნიერულად და პედაგოგიურად სრულყოფილი სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლებო-სააღმზრდელო საშუალებებით, რათა ბაღის აღსაზრდელს, სკოლის მოსწავლეს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს მიუხაროდეს თავის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში.

     

    სწავლების ძირითადი ორგანიზაციული ფორმა სკოლაში გაკვეთილია, უმაღლეს სასწავლებელში კი – ლექცია და სემინარი.E

     

    დროა წარსულს ჩაბარდეს მონოლოგური და “გადმოგიყარე-გადმომიყარე” გაკვეთილები. გაკვეთილი უნდა იქცეს მოსწავლეთა ცოდნის სისტემაში მოყვანის და მათი სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვის სასიამოვნო ატმოსფეროს საამქროდ, სადაც მასწავლებელს თანდათან მხოლოდ დირიჟორის და მონიტორ-კორექტორის ფუნქცია დარჩება.

     

    როცა მოსწავლისა და სტუდენტის ტვინი დასაქმებულია და მას ეს საქმე გამოსდის, დისციპლინის პრობლემა მოიხსნება.

     

    დრომოჭმული ანაქრონიზმია ლექცია, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, ცოდნის ათვისების მხოლოდ საწყისი ეტაპია, სტუდენტის დროის ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს კი ნთქავს. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

     

    ჩემი წინადადებაა – უარყოფილ იქნას სალექციო მეცადინეობა, რაც კათედრებისათვის საჭირო ხის მასალასაც დაზოგავს და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წიგნებად და კასეტებად გამოიცეს და ინტერნეტში განთავსდეს განახლებული, ინფორმაციულად გაჯერებული და ლოგიკურად და ენობრივად გამართული სხვადასხვა ავტორთა ლექციების კურსები არსობრივი კითხვარებითურთ, რომელთაც სტუდენტი შინ, მყუდრო ატმოსფეროში გაეცნობა და დაამუშავებს, ცოდნის სისტემაში მოყვანა და ათვისება კი მოხდება სემინარულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მსჯელობა-კამათისა და სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით. გამოსაშვებ გამოცდებს კათედრებთან ერთად უნდა იბარებდნენ დარგის მოწვეული ექსპერტებიც.

     

    რა ახალი სახელიც არ უნდა დავარქვათ კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობას სკოლაში და მათ ბადალ ღონისძიებებს უმაღლეს სასწავლებელში, ისინი აუცილებლად უნდა გამოვაცოცხლოთ და სრულვყოთ რათა “სწავლა ძირშივე გატკბილდეს”.

    თუ არა უცხოეთისა და ტრადიციის ზეგავლენა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ დეკანატი, როგორც ასეთი, განათლების სისტემის სრულიად ზედმეტი რგოლია, და მისი ფუნქციები უნდა დაეკისროს მაპროფილებელ კათედრებს, რომლებიც სწორედ პასუხისმგებელი არიან სასწავლო პროცესის შედეგებზე.

     

    და ბოლოს, ჩემი აზრით, აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების სისტემის ინტეგრაცია, როგორც ამ ორივე სფეროს წარმატებული განვითარების საწინდარი.

     

    სამეცნიერო კვლევებში სტუდენტის აქტიური მონაწილეობა მისი მაღაკლკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა და ეს “შეჯვარება” დიდად წაადგება მეცნიერსაც, რომლისთვისაც სტუდენტთა აუდიტორია მისი იდეების სასინჯ ლაბორატორიად და მათი ხორცშესხმის მაორგანიზებელ სტიმულატორად იქცევა.

     

    სახელდობრ, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე უნდა დაარსდეს ენათა კვლევისა და სწავლების ცენტრი, ბოტანიკისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებისა და შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე – ბიოლოგიის კვლევისა და სწავლების ცენტრი, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და აგრარული და სუბტროპიკული (აკადემიისა) უნივერსიტეტების ბაზაზე – სოფლის მეურნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე – მსოფლიომცოდნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი, ჯერ მხოლოდ დასავლეთმცოდნეობისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებებით

     

    პატივისცემით, აკაკი მუმლაძე


    სოხუმელი პედაგოგი

    ავტორი :აკაკი მუმლაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა | | ფილოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ავტოსკოლები კომპიუტერული ტექნიკა სადღესასწაულო ცენტრები საბავშვო მაღაზიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სამეცნიერო პორტალები სპორტული სკოლები, სტუდიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები წიგნების მაღაზიები გამოცემები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უმაღლესი სასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელოები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ბიბლიოთეკები განათლება საზღვარგარეთ მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები კოლეჯი საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020