მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სტუდენტური აზროვნების სტადიები ნანახია (5217) - ჯერ 09 აპრილი 2020

     

    1970 წელს უილიამ პერიმ(Perry) ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ჰარვარდისა და რადკლიფის 140 სტუდენტი. კვლევის მიზანი იყო, აზროვნების პროცესებში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა. კვლევა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერის აინტერესებდა, თუ როგორ იგებენ სტუდენტები განსხავებულ მოსაზრებებს და როგორ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას.

     მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიმ გამოყო აზროვნების განვითარების 3 საფეხური:

    ავტორიტარული, დუალისტური მიდგომა. თავიდან სტუდენტები სამყაროს ავტორი­ტარულად, დუალისტურად აღიქვამდნენ. ეძებდნენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. მათთვის სამყარო დაყოფილი იყო - შავად და თეთრად, ცუდად და კარგად, სწორად და არასწორად. პედაგოგის როლი ამ დროს გახლდათ სტუდენტების სწავლება, ხოლო სტუდენტებისა - ამ ცოდნის ათვისება. განსხვავებული კონცეფციები და შეხედულებები კი მათში იწვევდა  დაბნეულობასა და გაურკვევლობას.

    კონცეპტუალური რელატივიზმი (კონცეფცია- შეხედულებათა სისტემა; რელატივიზმი- შეფარდება).  თანდათან სტუდენტები უშვებდნენ, რომ ერთი და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეხედულებები. შესაძლებელია ამის მიზეზი არის ის, რომ პედაგოგები ისე აწვდიდნენ მასალას, რომ სტუდენტებს თვითონ მოეძებნათ პასუხები ან თვითონ პროფესორებს არ ჰქონდათ ზუსტი პასუხი დასმულ კითხვებზე.

    საკუთარი მოსაზრება. სტუდენტს უყალიბდება საკუთარი აზრი საკამათო საკითხებთან დაკავშირებით.

     კლაუს რიგელმა (Klaus Riegel) განსხავებული შეხედულებების წვდომის უნარი შეაფასა როგორც კოგნიტური განვითარების მე - 5 სტადია (პიაჟეს მიერ გამოყოფილი 4 სტადიის შემდგომი სტადია), რომელსაც დიალექტიკური აზროვნება უწოდა. ინდივიდი ამ  სტადიაზე იაზრებს განსხვავებულ (ზოგჯერ ურთიერთსაპისრისპირო) მოსაზრებებს,   ახდენს საპირისპირო აზრების სინთეზირებას ან ინტეგრაციას.  ამ სტადიის მნიშვნელოვანი ასპექტი არის იდეალისა და რეალობის ინტეგრაცია. პრაქტიკული, რეალური სამყარო ახდენს აბსტაქტული, ფორმალურ-ოპერაციული აზროვნების   (იდეალური) კორექციას. რიგელის თანახმად, სწორედ ამაში მდგომარეობს მოზრდილი ადამიანის აზროვნების ძლიერი მხარე.

    პერისა და რიგელის მოსაზრებები   ფორმირებულია კოლეჯის სტუდენტებზე დაკვირვების შედეგად, ამიტომ შესაძლებელია ცვლილებები განპირობებული ყოფილიყო კოლეჯში სწავლის გამოცდილებასთან და არა უბრალოდ მოზრდილობის ასაკში შესვლასთან.

    სხვა თეორეტიკოსი, გიზელა ლეიბოუვი-ვიფი(Gisela Labouvie-Vief), აზროვნების განვითარების კრიტერიუმად მიიჩნევს - ,,ვალდებულებას და პასუხიმგებლობას“. მისი აზრით, კოგნიტური განვითარება მოიცავს, როგორც ლოგიკის განვითარებას (პიაჟე), ასევე აზროვნების თვითრეგულაციას.  ის მიიჩნევდა, რომ ლოგიკური აზროვნება თავის პიკს აღწევს ფორმალური ოპერაციების სტადიაზე. მაგრამ ვინაიდან ზრდასრულ ადამიანებს შეჯახება უწევთ სოციალურ პრობლემებთან, განსხავებულ შეხედულებებთან, რეალურ (პრაქტიკულ) სამყაროსთან, ეს ეხმარება მათ თავი დააღწიონ დუალისტურ აზროვნებას. მან აღწერა ეს პერიოდი, როგორც ხანგრძლივი პროცესი, სადაც ადამიანი იძენს დამოუ­კიდებლობას და არაერთგვაროვან, რთულ  ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების უნარს. კოგნიტური სიმწიფე ეს არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

    ყველა მკვლევარი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებობს კოგნიტური განვითარების მე-5 სტადია. უორნერ შაის (Warner Shaie) თანახმად, მოზრდილი ადამიანის აზროვნების თავისებურება არის არსებული კოგნიტური უნარების მოქნილი გამოყენება.

    ბავშვობაში და მოზარდობაში ჩვენ ვიძენთ სულ უფრო და უფრო რთულ კოგნიტურ სტრუქტურებს, ხოლო ფორმალური ოპერაციები არის ამ პერიოდის უმაღლესი მონაპოვარი. სწორედ ამიტომ შაი ამ პერიოდს უწოდებს, შეძენის პერიოდს.

    ადრეული მოზრდილობის ხანაში ჩვენ ვიყენებთ ინტელექტუალურ უნარებს, რათა მივაღწიოთ წარმატებას და ავირჩიოთ ცხოვრების სტილი. ამ პერიოდს შაი მიღწევის პერიოდს უწოდებდს. ადამიანი იყენებს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს რათა გადაჭრას პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილება. აქ არ იგულისხმება აბსტრაქტული პრობლემების და   ინტელექტის ტესტების გადაწყვეტა, არამედ ის, რომ მოზრდილმა ადამიანმა უნდა მიიღოს მის პირად პრობლემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ამ ამოცანების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ადამიანები იძენენ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

     შუა ხანი კი არის სოციალური ვალდებულებების პერიოდი. მოზრდილი კოგნიტურ უნარებს იყენებს სხვა ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად (ოჯახში, საზოგადოებაში, სამსახურში).  ამ პერიოდში ადამიანმა შეიძლება თავისი კოგნიტურ უნარები გამოიყენოს ადმინიტრაციული ფუნქციების შესრულებისას და სოციალური პასუხიმგებლობების აღებით.

    გვიან მოზრდილობაში გადასაჭრელი პრობლემების ბუნება კვლავ იცვლება. მთავარი ამოცანაა გავლილი ცხოვრების რეინტეგრაცია, პირადი ცხოვრების გააზრება და შეფასება.

     

    გამოყენებული ლიტერატურია: მანანა მელიქიშვილი  ადრეული მოზრდილობა

     

     

     

    ავტორი :ნინო კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქიმია გართობა და თამაშები ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მათემატიკა სოციოლოგია, პოლიტოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება უცხო ენები სპორტი და ექსტრიმი სიახლე განათლების სფეროში გეოგრაფია სკოლა და მოსწავლე განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ეკონომიკა ბუნება, ეკოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული დასაქმება და კარიერა ფიზიკა კინო და მუსიკა ფინანსები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია პრესა განათლების შესახებ სხვა ბავშვის მოვლა და აღზრდა ფსიქოლოგია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ხელოვნება და კულტურა რელიგია ჟურნალისტიკა, PR პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ოჯახი, მშობლები და ბავშვი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბიოლოგია მოდა და დიზაინი იურისპრუდენცია განათლება საქართველოში და მსოფლიოში აბიტურიენტი და გამოცდები მშობლიური ენა და ლიტერატურა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი საგანმანათლებლო დაწესებულება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020