მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მოზარდობის ხანის პიროვნული და სოციალური განვითარება ნანახია (5819) - ჯერ 01 ივნისი 2014

    გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. მოზარდის ემოციები არამდგრადია და დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ხშირად, ის მკვეთრად რეაგირებს გარკვეულ სიტუაციაზე - ხმამაღლა ყვირის, იცინის ან  უმიზეზოდ ტირის. მისი საყვარელი მსჯელობაა - “შენ არაფერი არ გესმის.

    როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდთა დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.

    ავტონომიის განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების ზეგავლენიდან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ გარდამავალ ასაკში ადამიანი არ იყოს მათზე დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს დამოუკიდებლობას. ამასთანავე, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.

    ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებასა და საკუთარი ქცევის რეგულაციას. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახსა თუ სკოლაში შეთვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასებას და გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში, ზოგჯერ წინააღმდეგობებს აწყდებიან უფროსების მხრიდან და ეს იწვევს კონფლიქტს. ხშირია ოჯახური უთანხმოებები, მაგრამ ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის, რა სახის დამოუკიდებლობა შეუძლია მოიპოვოს, რამდენად შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაცვა.

    ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები აფასებენ, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდს. არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთ არის მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

    ხშირად ასეც ხდება, რომ მოზრდილებიც მონაწილეობენ გადაფასების პროცესში, მინიმუმამდე დაჰყავთ ,,კონფლიქტის ზონები" და ეხმარებიან მოზარდებს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და საკუთარი ქცევების მართვის უნარის გავარჯიშებაში. ეს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მოზარდები თანდათან სწავლობენ პიროვნულ დამოუკიდებლობის შეთავსებას იმ მოვალეობებთან და ვალდებულებებთან, რომლებიც ყველა ნორმალური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს.

    აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება კი, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზის საშუალებას იძლევა.

    იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე: ,,ვინ ვარ?", ,,როგორი ვარ?", გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად მოზარდები სხვათა შეცნობას, სხვების აზრის წვდომას ცდილობენ.

    საკუთარი ცვლილებების მიმართ გაძლიერებული ყურადღება იწვევს მოზარდების გარკვეულ ეგოცენტრიზმს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა ისევე საინტერესოა ირგვლივმყოფთათვის, როგორც მათთვის. მოზარდებს პატარებზე მეტად აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები - ისინი, თითქოს,  წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე დგანან. 15-16 წლის ასაკისთვის ასეთი ეგოცენრიზმი იკლებს; მოზარდები თანდათან ხვდებიან, რომ გარშემომყოფები არ არიან ასე დაინტერებული მათი პიროვნებით, და არც ისეთი უნიკალური და განსაკუთრებულები არიან, რომ საყოველთაო ყურადღებას იმსახურებდნენ.

    პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალი­ბებასთან არის დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგა­მორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არც თუ ისე უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი ვარ) და მოახდინოს ამ მრავალრიცხოვანი ,,მე"- ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტობაში. თუ მოზრდი წარმატებით გადაწყვეტს თავის ფსიქო-სოციალურ იდენტიფიკაციას, ის გააცნობიერებს იმას, თუვინარის და რა უნდა.

     

    გამოყენებული ლიტერატურა: მანანა მელიქიშვილის რიდერი მოზარდობის ხანის ასაკობრივი თავისებურებები

    ავტორი :ნინო დვალიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უცხო ენები სპორტული სკოლები, სტუდიები წიგნების მაღაზიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სადღესასწაულო ცენტრები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ავტოსკოლები ბიბლიოთეკები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ხელოვნების სკოლები, სტუდიები გამოცემები საგანმანათლებლო რესურსები სამეცნიერო პორტალები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სახელმძღვანელოები საბავშვო მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები უმაღლესი სასწავლებელი კოლეჯი კომპიუტერული ტექნიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020