მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ახალ რეალობაში სოციალური პარტნიორობა იქცა სასწავლო დაწესებულების მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ქმედითუნარიან ინსტრუმენტად. მოდით გაუზიაროთ ერთმანეთს, როგორ გამოვიყენოთ ის პრაქტიკაში.


                                                           

    სოციალური პარტნიორობა - ფასადური ატრიბუტი, თუ ეპოქის გარდაუვალი მოთხოვნაა? ნანახია (5233) - ჯერ 16 ივნისი 2014

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა   ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

    გამართული სოციალური პარტნიორობის   სისტემის პირობებში:                                                                    

    •                 მუშაკების ინტერესებს წარმოადგენენ პროფესიული კავშირები;

    •                 ბიზნესის, ანუ დამსაქმებელთა ინტერესებს - მეწარმეთა სხვადასხვა სახის სექტორალური (დარგობრივი) გაერთიანებები;

    •                 ტრიპარტიზმის პრინციპიდან გამომდინარე პარტნიორთა ინტერესების შეთანხმების უშუალო მონაწილეს, ე.ი. მესამე მხარეს, წარმოადგენს - სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად ასრულებს შეთანხმებების შესრულების გარანტის ფუნქციას.

     

    განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სოციალური პარტნიორობა არ უნდა წარმოადგენდეს „სახემწიფო მანქანის სწრაფი ჩაქროლვის ცალმხრივ მაგისტრალს“. პარტნიორობა   და   თანხმობა მიიღწევა მხოლოდ სოციალური დიალოგის მეშვეობით, მხარეთა ინტერესების თაობაზე მოლაპარაკების შედეგად, ანუ ეს არის „ორმხრივი მოძრაობა“, საკმაოდ რთული და ურთიერთ თანმხვედრი გზა.

     

    ბუნებრივია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების   გარკვეულ ეტაპზე შრომისა და დასაქმების სფეროებთან ერთად სოციალური პარტნიორობის აუცილებლობა წარმოიშობა პროფესიულ განათლებაშიც. ეს პარტნიორობა ყალიბდება მხოლოდ პროცესის თვითოეული მონაწილის ინტერესთა შეთანხმების, უფლება - მოვალეობათა     განსაზღვრის საფუძველზე და კოლექტიური თანამოქმედების პირობებში.

     

    ევროპის   გამოცდილება აგრეთვე გვიჩვენებს, რომ გამართული   პარტნიორობა   ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებას უქმნის   განვითარებისა და სრულყოფის უმძლავრეს შესაძლებლობებს, ის უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების ქმედითუნარიან კავშირს ეკონომიკასთან, უშუალოდ ბიზნესთან და პირველ რიგში   დასაქმების სფეროსთან, შრომის ბაზარზე ამკვიდრებს კვალიფიკაციების, უნარ - ჩვევებისა და კომპეტენციების საჭირო ბალანსს.

     

    ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური პარტნიორობის სისტემის ფორმირება   მიმდინარეობდა   გასული საუკუნის 50 - ნი წლების შუალედიდან - 90 - ნი წლების დასაწყისამდე   და ხორციელდებოდა ფართო სოციალური დიალოგის განვითარების პროცესში. სწორედ ამ დროსათვის ჩამოყალიბდა სოციალური პარტნიორობის ძირითადი მოდელები და მიდგომები პროფესიულ განათლებაშიც. ამ მოდელებში ხაზგასმულად გამოიკვეთა სახელმწიფოს როლის ახლებურად გააზრების აუცილებლობა, მათ შორის პროფესიული განათლების ორგანიზებასა და მართვაში. აღნიშნული მიდგომები და მოდელები   ევროპის ქვეყნებში ყალიბდებოდნენ   შრომის ბაზრის თვისობრივად ახალი სახით და სწრაფი ფორმირების პირობებში, რაც, პირველ რიგში, გამოწვეული იყო ტექნოლოგიების   სწრაფი განვითარებით და, აქედან გამომდინარე, ახალი მოთხოვნილებით უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციების მიმართ, მთლიანობაში კი - ეკონომიკისა და კონკრეტული დარგების მხარდაჭერის აუცილებლობით.

     

    სოციალური დიალოგი ევროპაში ინიცირებული იყო ვალ-დუშესში ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟაკ დელორის მიერ. ამ დიალოგის მონაწილეები გახდნენ:

    -               ევროპის მეწარმეთა და დამსაქმებლებთა კონფედერაციების კავშირი (UNICE);

    -               სახელმწიფო მონაწილეობის მქონე და საერთო ეკონომიკური ინტერესების საწარმოთა ევროპული ცენტრი (СЕЕР);

    -               პროფესიული კავშირების ევროპული კონფედერაცია (ETUC);

    -               სახელობო, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ასოციაცია.

     

    ამ სახით დიალოგის გამართვა ევროპის კავშირში   მიჩნეულ იქნა დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და, აქედან გამომდინარე,   აქტიურად დაიწყო   საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში პარტნიორობის მექანიზმების გაძლიერების შემუშავება.

     

    ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისთვისაც აგრეთვე სავალდებულო ხდება სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის ფუძემდებლური მოთხოვნების გაზიარება და ევროპაში აღიარებული პრინციპების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების მრავალ სფეროში   პრაქტიკული რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკაში დამკვიდრება.

     

    სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივი   დეკლარირების მიუხედავად,   ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში, მათ შორის პროფესიული განათლებაშიც, სოციალური პარტნიორობა კვლავ რჩება სახელმწიფოს ფორმალურ, ფასადურ   ატრიბუტად. ამ ინსტიტუტმა   საქართველოში ვერა და ვერ შეიძინა ქმედითუნარიანი სახე.   განათლებისა და   მეცნიერების სამინისტრომ, მეწარმეთა და   დამსაქმებელთა გაერთიანებებმა, პროფესიულმა კავშირებმა ვერ მოახერხეს მიზნობრივი, ფართო სოციალური დიალოგის განვითარება და სოციალური პარტნიორობის თვითოეული მონაწილის რეალური ინტერესების, პრაქტიკული როლისა და ფუნქციების გამოკვეთა-განსაზღვრა და ამ ინსტიტუტის მექანიზმების სრულფასოვანი ამოქმედება როგორც ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე მისი ვერტიკალის ყველა საფეხურზე. წლების განმავლობაში აქცენტი უფრო მეტად კეთდებოდა სოციალური პარტნიორობის საბჭოს (ფორმალური ორგანოს), როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტის შექმნასა და მუდმივ გადახალისებაზე, პერსონიფიცირებული ინტერესების ლობირებაზე და არა   ურთიერთ დაინტერესების პრინციპებზე აგებული, ქმედითუნარიანი ინსტიტუციური სტრუქტურების ფორმირებაზე.                                                                                                                                                           თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ ჩვენი   ქვეყანა არ წარმოადგენს უნიკალურ გამონაკლისს და ამ სახის პრობლემები შეინიშნება როგორც საბაზრო მდგრადი   ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარკვეულ ნაწილში, აგრეთვე მთელ რიგ განვითარებად და მით უფრო პოსტ-საბჭოურ ქვეყნებშიც. მაგრამ ეს ვითარება არ ამართლებს ამ მეტად აქტუალური საკითხისადმი ჩვენს ფორმალურ მიდგომებს და   უშედეგო ძალისხმევას სოციალური დიალოგის გამართვისა და პარტნიორობის ინსტიტუტის დამკვიდრებისა და განვითარების მიმართ.

     

    საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი მოუწოდებს განათლებისა და   მეცნიერების სამინისტროს:

     

    -                 გადახედოს თავის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიდგომებს სოციალური პარტნიორობის მიმართ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით;

     

    -                  გამართოს რეალური დიალოგი უშუალოდ ბიზნესის სექტორალურ გაერთიანებებთან, დარგობრივ პროფკავშირებთან და შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

     

    -                 მიაღწიოს დარგობრივი პრინციპით მეწარმეთა აქტიურ ჩართულობას: საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, სასწავლო დაწესებულებების დაფუძნების საკითხების განხილვაში, სტანდარტების შედგენის, სწავლებისა და მომზადების შინაარსის განსაზღვრის, ხარისხის შეფასების, კვალიფიკაციის მინიჭების და აღიარების საკითხებში.

    ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია   საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა   და   დადებითი მაგალითების ადაპტაციის შესაძლებლობის  განხილვა საქართველოში არსებული ვითარების გათვალიწინებით.

     

    წყარო: w.w.w. gvef.ge

    ამასთან დაკავშირებით აგრეთვე გთავაზობთ გაეცნოთ პუბლიკაციას: „სოციალური პარტნიორობის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გეოგრაფია სექსოლოგია კულინარია ფინანსები და კრედიტი სოფლის მეურნეობა ბიოლოგია დაზღვევა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ფიზიკა ელექტრონიკა ფსიქოლოგია საბაჟო სისტემა პოლიტოლოგია ტექნოლოგია მიფოლოგია საბირჟო საქმე საბანკო საქმე ჟურნალისტიკა ბუღალტერია და აუდიტი ტრანსპრტი მეცნიერება და ტექნიკა ქიმია ავიაცია ფიზკულტურა და სპორტი პროგრამირება მეტალურგია კულტუროლოგია მათემატიკა ტურიზმი კულტურა და ხელონება ჟურნალისტიკა და PR ინფორმატიკა ზოოლოგია უცხო ენები ფილოსოფია სოციოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ინვესტიციები გადასახადები ლოგისტიკა ლოგიკა ისტორია სხვა არქიტექტურა სტატისტიკა მარკეტინგი და რეკლამა რელიგია მეწარმეობა მშობლიური ენა და ლიტერატურა მრეწველობა, წარმოება გეოლოგია მუსიკა გეოპოლიტიკა ასტრონომია გეოდეზია მედიცინა, ჯანმთელობა ეკოლოგია ეკონომიკა სამართალი უცხოური ლიტერატურა კრიმინალისტიკა მართვა საერთაშორისო ურთიერთობები მასმედია ვეტერინარია მენეჯმენტი პედაგოგიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018