მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ინკლუზიური განათლება - პერსპექტივა და გამოწვევები ნანახია (7850) - ჯერ 07 სექტემბერი 2016

    ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად წარმოადგენს განხილვის საგანს როგორც მოსახლეობაში, ისე აკადემიურ სფეროში. საკითხის ასეთი აქტუალურობა გვიბიძგებს სათანადოდ გავაანალიზოთ გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ინკლუზიური განათლება დგას. ასევე დავფიქრდეთ, თუ რა პერსპექტივა აქვს ამგვარ განათლებას თანამედროვე, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

    დეკლარაცია, რომელიც ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის საფუძველს ქმნის, 1994 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო კონფერენციაზე დამტკიცდა. სალამანკას დეკლარაცია ეყრდნობა შემდეგ ძირითად დებულებებს: ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ განათლებულობის გარკვეულ დონეს. ყველა ბავშვს აქვს უნიკალური პიროვნული ნიშნები, ინტერესები და უნარები. შესაბამისად, განათლების სისტემა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებდეს აღნიშნულ ფართო განსხვავებებს ინდივიდებს შორის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებს აქვთ უფლება იარონ საჯარო სკოლებში, სადაც პედაგოგიკა არის მოსწავლეზე ცენტრირებული და ითვალისწინებს მის საჭიროებებს. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ საჯარო სკოლები ინკლუზიური ორიენტაციით არის ყველაზე ეფექტური გზა დისკრიმინაციული ატიტუდების შესამცირებლად, ხელს უწყობს ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებას. ასეთი სკოლები უზრუნველყოფს ბავშვების უმრავლსობისათვის ეფექტური განათლების გადაცემას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე,

    აღნიშნული დებულებები ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიური განათლების დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ის კრიტიკული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია და საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ განსხვავებებზე.

    ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში ცნობილია, რომ ყოველი ადამიანი გარკვეული გენეტიკური მოცემულობით იბადება, თუმცა ადამიანის განვითარებაში თანდაყოლილ პრედისპოზიციებთან ერთად დიდ როლს თამაშობს სოციალური გარემო. ინკლუზიური განათლების მიზანია ბავშვებს შეუქმნას გარემო, სადაც მაქსიმალურად მოხდება მათი შესაძლებლობების რეალიზება.

    როგორც ვხედავთ, ინკლუზიური განათლების ცნება საკმაოდ კომპლექსურ საკითხებს მოიცავს და ეფუძნება ისეთ პრინციპებს, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც, ხშირ შემთხვევაში, მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული: როგორ უნდა იყოს ორგანიზებული საკლასო ოთახები, რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში, რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს პედაგოგი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხიც ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ამოცანაა.

    კვლევის ანგარიში "ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში" მოიცავს ფართო ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურ ფაზაში 2006 წლიდან შევიდა და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა. როგორც კვლევის ანგარიშშია ხაზგასმული:" 2006 წლიდან დაწყებული, ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლის თებერვლიდან პროფესიული განათლების საფეხურზეც, ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად განიხილება."

    ცხადია, ინკლუზიური განათლების მოდელის წინაშე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევები დგას, რამდენადაც განსხვავებულია სოციალური ფონი, ღირებულებათა სისტემა და ეკონომიკური მდგომარეობა.

    პირველი და ყველაზე უფრო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე გამოწვევა, რომელიც ბარიერს უქმნის ინკლუზიური განათლების განვითარებას საქართველოში არის აღნიშნულ თემაზე კვლევათა სიმცირე. სასარგებლო ცვლილებების განხორციელებისათვის   აუცილებელია მიმდინარე პროცესების შეფასება და ანალიზი, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამდენადაც არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები და მონიტორინგის სისტემაც არ ფუნქციონირებს სათანადოდ. კვლევის ანგარიში "ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში" ამბობს, რომ "მართალია სხვადასხვა უწყებებში ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, მაგრამ არ ხდება ამ მონაცემების თვისობრივი ანალიზი, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლები ხშირ შემთხვევაში არაზუსტია." ასევე არ ხდება მატერიალური ხარჯების აღრიცხვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მონიტორინგის ვალდებულება სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებითაა განსაზღვრული.

    ინკლუზიურ განათლებას სირთულეებს უქმნის საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზებიც. მართალია, საქართველოში მოქმედი კანონები არადისკრიმინაციულია, მაგრამ მაინც აწყდება სხვადასხვა პრობლემებს. კერძოდ, არ არის რატიფიცირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია. ასევე, ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით, სსსმ მოსწავლეებისათვის აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმმის შემუშავება, თუმცა რეალურად ამ მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილისათვის არის შემუშავებული აღნიშნული გეგმა.

    ასევე არ არსებობს კანონი სკოლების ფიზიკურ ადაპტაციასთან   დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. მოსწავლეები იძულებულნი არიან იარონ არა მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სკოლაში, არამედ სკოლაში, სადაც რესურსების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. სკოლების უმრავლესობაში არ ფუნქციონირებს ადაპტირებული ტუალეტი, სპეციალური ლიფტები, არ არის დარეგულირებული საკლასო ოთახის ზომები, განათება და აკუსტიკური მახასიათებლები, დეფიციტურია ადაპტური ტექნოლოგიებიც.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული გეგმის თანახმად, მშობელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს შვილის საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაში, მაგრამ ეს უფლება პრაქტიკის დონეზე ნაკლებად ხორციელდება. კვლევების თანახმად, მშობლების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპის სხვა ქვეყნებშიც პრობლემურია.

    პრობლემას ქმნის ადამიანური რესურსებიც, კერძოდ ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, ხოლო ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა მასწავლებლების კომპეტენტურობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ტარდება ტრენინგები მასწავლებელთა უნარების გასაუმჯობესებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მასწავლებლად მუშაობის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს აქვთ, მაინც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელთა საერთო დონე დამაკმაყოფილებელია.

    რაც შეეხება ინკლუზიური განათლების სამომავლო პერსპექტივას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მისი განვითარება არ არის შეფერხებული და ერთ ადგილას გაჩერებული. ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვისათვის აუცილებელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებზე სათანადო მუშაობა. აუცილებელია მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გამართულად ფუნქციონირება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ფიზიკური გარემოს ადაპტაცია. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახდება მხოლოდ სამინისტროების, მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობით.

    ამგვარად, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უზენაესი ფასეულობა თანასწორობა, ტოლერანტულობა და ყოველი ადამიანის უნიკალურობის პატივისცემაა, დიდ მნიშვნელობას იძენს ინკლუზიური განათლების მოდელი, რამდენადაც იგი ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღებ მორალურ-ეთიკურ პრინციპებს, საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს და აქტიურად იცხოვროს.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

                                          გამოყენებული ლიტერატურა:

    Lindsay G. (2003). “inclusive education: a critical perspective” // British Journal of Special Education. Volume 30. Number 1.

     

    Head G., & Pirrie A. (2007). “The Place of Special Schools in a Policy Climate of Inclusion” // Journal of Research in Special Education Needs. Volume 7. Number 2. 90-96.

     

    ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში, კვლევის ანგარიში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

     

     

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამთავრობო გეგმა. (2013).

    ავტორი :თამთა777 კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტიპენდიები ვიყიდი ფიზიკური კულტურა/სპორტი გავაჩუქებ ვეძებ სპეციალისტს კონფერენციები/ღონისძიებები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სხვა მომსახურება განათლება/სწავლება ტურიზმი/დასვენება/გართობა ვარ სპეციალისტი ტენდერები/გრანტები ვცვლი სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017