მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნანახია (10415) - ჯერ 23 ოქტომბერი 2014

    შშმპ სამართლებრივი სტატუსი

    ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად ,,ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“. მას ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. როგორც ვხედავთ, საქართველოს უზენაესი კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს განათლება და აარჩიოს მისი ფორმა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს   განათლების ხელმისაწვდომობას. ამ ვალდებულების საფუძველზე შექმნილია კანონები, რომლებიც უფრო ზუსტად ახდენენ მოცემული საკითხის რეგულირებას (მაგალითად: ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორსო დეკლარაცია“, ,,კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ და ა.შ.). ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ ხელმისაწვდომობაზე უმაღლესი განათლების მხრივ.

    აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველივე სიტყვას ,,ყველა“ რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერ ადამიანს ექნება განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს პირობების შექმნას შშმპ სტუდენტებისათვისაც. გარდა ამისა, მთლიანად განათლების საკითხს ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მე-4 თავი, რის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუქმნას განათლების მიიღების აუცილებელი პირობები, გაითვალისწინოს მათი საჭიროებები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4 მუხლის 1 ქვეპუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას“. ასევე,   ,,კანონში უმაღლესი განათლების შესახებ“ მესამე მუხლის მესამე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის პირობების შესაქმნელად“. რაც გამოიხატება გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობით უნივერსიტეტებში. ეს აისახება ავტორიზაციის სტანდარტებშიც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტებს.

    უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის“. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დეპარტამენტში გვითხრეს ,,ადაპტირებულ გარემოში“ იგულისხმება მხოლოდ პანდუსები და სველი წერტილები, ხოლო ლიტერატურასა და სხვა დანარჩენს რაც საჭიროა შშმპ სტუდენტისათვის უზრუნველყოფს უნივერსიტეტი. ამას ეხმიანება უნივერსიტეტების წესდებაც. ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების ბრძანებაში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 235/ნ, თავი 1, მუხლი 3) ვკითხულობთ, რომ უნივერსიტეტი ,,ზრუნავს შშმ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად“. ასევე, თსუს წესდებაში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 208/ნ, თავი 6, მუხლი 56)   ვკითხულობთ, რომ ,, უნივერსიტეტი შშმ სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ - ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში“. ამ კანონებისა და ბრძანებების მიხედვით, უნივერსიტეტებში შშმ სტუდენტთათვის უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომი განათლება და გარემო. თუმცა რეალურად ისინი არ / ვერ ზრუნავენ მათთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. რაც ფინანსების უქუნლობით შეიძლება აიხსნას. იმ ფონზე, როცა შშმპ სტუდენტს გრანტის შემთხვევაში სამინისტრო წლიურად უფინანსებს მხოლოდ 2250 ლარს, ძნელია მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რაც გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

    როგორც განათლებისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის (იურიდიული სტატუსის ცვლილება და უნივერსიტეტები საქართველოში: სტატუს კვო და სტრატეგიული გეგმის პერსპექტივები) შედეგები გვაჩვენებს 2012 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ავტორიზებული 57 უმაღლესი დაწესებულება. მათ შორის ერთ-ერთი პირველია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცის საბჭოს სხდომაზე, ოქმ N 12-ში ვკითხულობთ: ,,ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა დაწესებულების პირობების რეალური მდგომარეობა და წარმოადგინა ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების სასწავლო ფართების რაოდენობა. ამ ფართთან დაკავშირებით დაფიქსირებულია შემდეგი ხასიათის შენიშვნები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (სასწავლო ფართი   6665 კვ.) საავტორიზაციო ვიზიტის დროისათვის არ იყო აღჭურვილი სასწავლო ინვენტარით (სარემონტო სამუშაოები ძირითადად დასრულებული იყო,   თუმცა კოსმეტიკური რემონტი, განათების მონტაჟი, აუდიტორიების აღჭურვა და ..) დასრულებული არ იყო. იგივე საკითხი შეეხებოდა სასწავლო კორპუსების აღჭურვას შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიერ   სარგებლობისათვის, რომლის შესაბამისი სარემონტო სამუშაოები ყველა სასწავლო კორპუსში არ იყო დასრულებული“. თუმცა, ამის მიუხედავად ამავე ოქმში ვკითხულობთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად შშმ სტუდენტებისათვის ადაპტირებული გარემოს არარსებობისა მაინც მიენიჭა უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ავტორიზაციის სტანდარტი მოითხოვს შშმ სტუდენტებისათვის ადაპტირებულ გარემოს და არა ნახევრად დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს. გარდა ამისა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიის დეპარტამენტში ქალბატონმა მარიკა ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც გააკონტორლებს ამ მხირვ უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობას. როგორც ჩანს, კანონი მხოლოდ ფურცლებზე წერია და მისი რეალურად განხორციელება არ ხდება. ამის ფონზე, ძნელია თქვა რამდენად ადაპტირებული გარემოა იმ 57 უმაღლეს სასწავლებელში, რომლებმაც გაიარეს ავტორიზაცია.  

     UNESCO-ს პროგრამის ,,განათლება ყველასათვის“ ერთ-ერთი მიზანია, რომ 2015 წლისათვის ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი საგანამანათლებლო საჭიროებისა, უნდა ჰქონდეს საშუალება ისწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას, ქვეყნებმა ამ პროგრამით უნდა იხელმძღვანელონ. საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სწავლა ერთადერთი არაა, რასაც იუნესკო ქვეყნებს უსახავს მიზნად. ასეთ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა:

    ·                 მიიღოს ცოდნა მრავალფეროვან, მოქნილი აკადემიურ და სოციალურ უნარებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებს მეშვეობით;

    ·                 ჩაერთოს განათლების უწყვეტ პროცესში, სკოლამდელი განათლებიდან სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ჩათვლით;

    ·                 სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს   სკოლისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში;

    ·                 იყოს თანასწორუფლებიანი მოსწავლე და მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი.

    ამ დეკლარაციის მიხედვით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, ე.წ. მულტიდისციპლინარული გუნდის დაფინანსების პროგრამა, რომელიც მხოლოდ ზოგადი განათლების ხელშეწყობას მოიცავს და არაფერია ნათქვამი უმაღლსი განათლების შესახებ. როგორც ჩანს, საქართელოს მთავრობამ არ / ვერ გაითვალისწინა იუნესკოს პროგრამის მეორე ქვეპუნქტი, რომ შშმ ბავშვი უნდა ,, ჩაერთოს განათლების უწყვეტ პროცესში, სკოლამდელი განათლებიდან სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ჩათვლით“. რაზეც დაგვეთანხმა ქალბატონი მარიკა ზაქარეიშვლი და თქვა, რომ სამინისტრო არ უწყობს ხელს შშმ სტუდენტებს მიიღონ უმაღლესი განათლება. ზემოთ აღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არსებობს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა შშმ სტუდენტებისათვის.

    საინტერესოა, როგორ პოლიტიკას ატარებენ ამ მხრივ საზღვარგარეთის ქვეყნები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითზე წარმოგიდგენთ არსებული კანონმდებლობის საფუძვლებს მსოფლიოს მიმართულებით. საფრანგეთში პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის ეკისრება სახელმწიფოს და არა უმაღლეს სასწავლებლებს. 1991 წლის 13 ივლისს მიღებული კანონი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. იგი ავალდებულებს განათლების სამინისტროს უზრუნველყოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირება და უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობა. მართალია, ქვეყნის კანონმდებლობა პირდაპირ არ ავალდებულებს უმაღლეს სასწავლებლებს სამუშაო გეგმებში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვისა და მათი მომსახურების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებლობის წესით ინიშნება პასუხისმგებელი პირი, რომლის ძირითადი მოვალეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საჭიროებებზე მიმართული ინიციატივების კოორდინაცია და სტუდენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

    დიდ ბრიტანეთში კანონი სპეციალური განათლებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ 2001 წლიდან არეგულირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს. კანონის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვა მოქალაქეების თანაბრად აქვთ განათლებისა და ყველა სხვა სიკეთის ხელმისაწვდომობის უფლება. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას შესაძლებლობის შეზღუდულობის ნიშნით. უნივერსიტეტები და კოლეჯები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სათანადო მომსახურებით. ისინი პასუხს აგებენ თავიანთი თანამშრომლების მუშაობის დისკრიმინაციული სტილისთვის, თუკი ასეთ რამეს აქვს ადგილი. უმაღლესი სასწავლებლებს ეკისრებათ ვალდებულება დანერგონ გონივრული მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სტიმულირებისათვის ღიად განაცხადოს თავისი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ და მეორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში აღმოფხვრან ყველა დაბრკოლება, რომელსაც იგი შეიძლება წააწყდეს სწავლის პროცესში.

    მოქმედი კანონებისა და დებულებების ერთობლიობა საბოლოო ჯამში ავალდებულებს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შექმნან სათანადო პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვისთვის აკადემიური და სოციალური ცხოვრების ყველა პროცესში, მათ შორის, უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს შეღწევადობა სასწავლებლის მთელ ტერიტორიაზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უწევთ სწავლა და ცხოვრება.

    შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ 1995 წელს მიღებული კანონი უმაღლეს სასწავლებლებს ავალდებულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამების ჩართვას თავიანთ სტრატეგიებში. საგანმანათლებლო დაწესებულებამ თავისი მიზნების ჩამონათვალში უნდა შეიტანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა და მკაფიოდ განსაზღვროს, თუ რა გზით აპირებს ამ მიზნის მიღწევას. სტრატეგიული გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის შესახებ უნდა იყოს მოკლე, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ტევადი, დაიბეჭდოს მსხვილი შრიფტით, ბრაილის შრიფტით და მომზადდეს აუდიო- და ვიდეოჩანაწერის სახით. იგი უნდა შეიცავდეს როგორც ერთიანი პოლიტიკის ზოგად აღწერას, ისე ინფორმაციას ამ კონკრეტულ სასწავლებელში არსებული პირობების შესახებ. გეგმა უნდა შეიცავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიღების პროცედურებსა და წესების, სასწავლო პროცესის სხვადასხვა ასპექტების, მომსახურების, დამხმარე მოწყობილობების, აკადემიური მომსახურების ფორმებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების აღწერილობას.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებშისტუდენტიდაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტიარის ორი სხვადასხვა სტატუსი. პირველ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში აქვს ჩვეულებრივი სტუდენტის სტატუსი მისგან გამომდინარე პლუსებითა და მინუსებით. ამგვარი მიდგომა, პირველ რიგში, ნაკარნახევია და გამართლებული მორალური თვალსაზრისით. ამას ემხრობა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ნაწილი, რადგან მიესწრაფვის თანაბარ მოპყრობას, რეალურ თანასწორობას, მისი ადამიანური ღირსების პატივისცემას. მეორე შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტს აქვს არამხოლოდ სტუდენტის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც, რაც ერთიანდება ერთ ცნებაში - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი.“ ეს აისახება სასწავლო გეგმებზე, მხარდაჭერის სამსახურებზე, სწავლების მეთოდებზე და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის მისადაგებაზე. ამ შემთხვევაში სტუდენტი ახმოვანებს თავის საჭიროებებს, ხოლო უმაღლესი სასწავლებელი იღებს პასუხისმგებლობას განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტის / სტუდენტის მხარდაჭერისთვის.


     

    შშმ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსება

    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიხედვით, შშმ პირთა ფინანსური მხარდაჭერის გაწევა ძირითადად ევალება ორ სამინისტროს. ესენია: საქართველოს ჯანმნრთელობის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ხოლო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა, რომელსაც სამოქმედო გეგმის თანახმად   შემდეგი პრიორიტეტები აქვს დასახული:

    1.           შესწავლილი იქნას ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც აფერხებს შშმ ახალგაზრდების მიერ განათლების მიღებას

    2.           მოხდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პირობების მორგება შშმ პირთა საჭიროებებზე, რისთვისაც მომზადდება სათანადო ნორმატიული აქტები.

    3.           მომზადდეს უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სალექციო კურსი ინკლუზიური განათლების შესახებ.

    აღნიშნულის განსახორციელებლად დაფინანსების წყაროდ მითითებული არის სახელმწიფო ბიუჯეტი.   თუმცა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მოახდინა უფლება-მოვალეობების თავიდან არიდება და სრული პასუხისმგებლობის გადაიტანა თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებზე - უნივერსიტეტებზე. ამ უფლება-მოვალეობებში შედის: ინფრასტრუქტურის შექმნა, კვალიფიციური კადრის მოძიება და გადამზადება, საჭირო აპარატურისა და ტექნიკის შეძენა, სპეციალური ლიტერატურის ბეჭდვა და ა.შ. ამ ყველაფრისთვის კი სავალდებულო და საჭირო დაფინანსების გამოყოფა სამინისტროს მიერ არ ხდება. პასუხისმგებლობის გადაბარება კი   გამოიხატება იმაში, რომ აკრედიტაციის მისაღებად საჭირო ნორმები ავალდებულებს უნივერსიტეტს შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეციალური ლიტერატურის თუ ინტეგრირებული საგაკვეთილო პროცესის ჩატარებისათვის პროფეოსორ მასწავლებლების გადამზადება, მსგავსი უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტის მომზადება ან მსგავსი სპეციალისტის შტატის გამოყოფას უმაღლეს სასწავლებელს არ ავალდებულებს აღნიშნული კანონი.

    2012 წელს პირველი გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით გახლავთ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის N 300 დადგენილება, რომლის მიხედვითაც სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყო 1  118  208 ლარი, რომლიდანაც შშმ პირებისათვის გათვალისწინებულია 9 კვოტა. თუმცა შემდეგ გამოიცა, დამატებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 1262 ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაფინანსთაყველა  შშმ პირი რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 წელს და მათმა ციფრმა საბოლოო ჯამში შეადგინა 19.   მთლიანად დახმარების მოცულობა, ამ პროგრამის მიხედვით ითვალისწინებს მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდას, ოღონდაც   სახელმწიფო სასწავლებლებში დაწესებული გადასახადის ოდენობით (2250 ლარი), ხოლო იმ შემთხვევაში თუკი შშმპ მოიპოვებს გრანტს მაშინ სხვაობის დაფარვას გადასახადსა და მოპოვებულ გრანტს შორის (შეზღუდვა აქაც ვრცელდება და იფარება მხოლოდ სხვაობა 2250 ლარსა და მიღებულ გრანტს შორის ).

    ამას გარდა, სხვა სახის შეღავათები, როგორებიცაა საცხოვრებლისა და ტრანსპორტირების ხარჯები, გათვალისწინებული ამ დაფინანსებაში არ არის. ტრანსპორტირებისა და გადაადგილების ხარჯებზე შეღავათი ნაწილობრივ მერიას აქვს აღებული თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ (საზოგადოებრივი ტრასპორტით სარგებლობა მათთვის უფასოა). ასევე 2011 წელს 250  000 ლარი (აქედან 75  000 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის) იყო გამოყოფილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შშმ პირთა ინვენტარით უზრუნველსაყოფად. ინვენტარში ძირითადად ეტლები, ყურსასმენი აპარატები და პროტეზები შედიოდა.

                                                            ყველა ზემოთაღნიშნული მიუხედავად გაურკვეველია, თუ ვინ უზრუნველყოფს სპეციალური ლიტერატურის ბეჭდვას შშმ პირთათვის , სპეციალური სალექციო კურსების შემუშავებას ყრუ-მუნჯთათვის.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია შშმ პირთა დაფინანსებაზე (2250 ლარის ოდენობით) არ აძლევს მათ შესაძლებლობას ისწავლონ კერძო უნივერსიტეტებში, სადაც მაღალია სწავლის საფასური. გარდა ამისა, სტუდენტებს არ ეძლევათ დაფინანსებისთვის ალტერნატიული გზების მოძიების ვარიანტები, მაგალითად შეღავათიანი კრედიტით სარგებლობის საშუალება. არ არის გათვალისწინებული არც ის ფაქტი, რომ თავად უნივერსიტეტს ბევრად მეტი სახსრები სჭირდება შშმ პირის სწავლებისა და განვითარებისათვის, ვიდრე ჩვეულებრივი სტუდენტის სწავლება. შესაბამისად, ეს უსამართლო დამოკიდებულებაა როგორც შშმ სტუდენტის ასევე თავად უნივერსიტეტის მიმართ. რადგან არ არის დათვლილი თუ რა უჯდება უნივერსიტეტს შშმ პირთათვის განათლების მიცემა, იქნებ ის აღემატება გადასახადის დადგენილ ზღვარს?!

    საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითებზე, სხვადასხვა ქვეყანაში დაფინანსების სხვადასხვა სქემებია. განვიხილოთ რამოდენიმე ქვეყანა.

    პოლონეთი. პოლონეთის განათლების სამინისტრომ შექმნა სპეციალური დაფინანსება შშმ სტუდენტებისათვის. ამ დაფინანსების მიღება შეუძლია ყველა პირს, რომელსაც სახელმწიფო კომისია მიიჩნევს უნარშეზღდულად. ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძიათ განაცხადი გააკეთონ შეღზუდული შესაძლებლობების პირების რეაბილიტაციის ნაციონალურ ფონდში, რათა მიიღონ ფინანსური დახმარება შშმ პირებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნისთვის. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუმცაღა დაფინანსების მოპოვება საკმაოდ რთულია. კიდევ ფუნქციონირებს Peron-ის პროგრამა - რომელიც დაფინანსებას გამოყოფს ყრუ ბავშვებისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ყრუ ბავშვებისთვის სპეციალური თარჯიმნები და საჭირო მოწყობილობები.

    სლოვენია. შშმ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ 3 სახის გრანტი.

    ·                 სახემლწიფო დაფინანსება - დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე.აქ შეზღუდვა მოქმედებს ასაკზეც - პირი არ უნდა იყოს 26 წელზე მეტის.საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შშმ სტუდენტები იღებენ 20%-ით გაზრდილ დაფინანსებას ჩვეულებრივ სტუდენტებთან შედარებით.

    ·                 Zois გრანტი - რომელიც აფინანსებს შშმ სტუდენტებს  

    ავტორი :ნინო ჯამბაზიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვყიდი ვიყიდი ვეძებ სპეციალისტს სხვა სტიპენდიები ტურიზმი/დასვენება/გართობა გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვარ სპეციალისტი მომსახურება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტენდერები/გრანტები კონფერენციები/ღონისძიებები ფიზიკური კულტურა/სპორტი სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა განათლება/სწავლება ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019