მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    რამდენად შესაძლებელია, რომ ფედერალიზმი ერგებოდეს ყველა სახელმწიფოს ნანახია (1181) - ჯერ 19 სექტემბერი 2016

     „მთავრობა ხდება კარგი არა ხელისუფლების კონსოლიდაციით    ან კონცენტრაციით, არამედ მისი სწორად განაწილების შედეგად.”

     

    თომას ჯეფერსონი

     

                სიტყვა ფედერაცია წარმოდგება ლათინური სიტყვისგან            „ფოედუს“ და ნიშნავს „კავშირს“, „გაერთიანებას“. რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზო ლაპარაკობს „foedus sociale“-ზე, რომელშიც იგი საზოგადოებას, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოებრივ სტრუქტურას გულისხმობს. იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, სიტყვა: „ფოედუს“ ნაწარმოებია „fides“-გან, რომელიც ლათინურად ნიშნავს „ნდობას“, „ერთგულებას“.საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა „confoederatio“.ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი პირველად გვხდება 1220 წელს გერმანიაში კაიზერ ფრიდრიხ მეორესთან და განისაზღვრება,როგორც შეთანხმება ორ ან მეტ თანასწორუფლებიან სუბიექტებს შორის.ინგლისში მისი დამკვიდრება უკავშირდება სამოქალაქო ომს,ხოლო საფრანგეთში ჟირონდისტებისა და იაკობიანელების დაპირისპირებას.ფედერალიზმის ცნების ჩამოყალიბება კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

     

    ა)ინსტიტუციურ-ფუნქციონალური ცნება, რომლის მიხედვითაც ფედერალიზმი არის პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, სადაც სახელმწიფო ფუნქციების შესრულება ისეა გადანაწილებული მთლიანად სახელმწიფოსა და მის რეგიონალურ შემადგენელ წევრებს შორის, რომ თითოეულ ამ დონეს შეუძლია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ფუნქციებთან მიმართებაში.  

    ბ) კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების მიხედვით პოლიტიკური სისტემა მაშინაა ფედერაციული, როდესაც სახელმწიფოს არსებითი სტრუქტურული ელემენტები (კანონმდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება) გვხვდება როგორც მთლიანად სახელმწიფოში, ასევე მის შემადგენლობაში მყოფ სუბიექტებშიც და მათი არსებობა დაცულია კონსტიტუციურ-სამართლებრივად.  

    გ)სოციალურ-ფილოსოფიური ცნება ფედერალიზმს განმარტავს ფართო სოციალურ და ფილოსოფიურ კონტექსტში და არ შემოიფარგლება სახელმწიფო-სამართლებრივი ფორმის იურიდიული ანალიზით.

     

               ტერმინს „ფედერალიზმი“ მონტესკიე ხშირად იყენებდა როგორც რამდენიმე საზოგადოების (სახელმწიფოს) სამართლებრივი თანაარსებობის ორგანიზაციულ პრინციპს. „მმართველობის ეს ფორმა, ისეთი შეთანხმებაა (une covention), რომლის ძალითაც მრავალი პოლიტიკური არსი თანახმაა გახდეს მოქალაქე უფრო დიდი სახელმწიფოსი, რომლის შექმნაც მათ განუზრახავთ. ეს არის საზოგადოებათა საზოგადოება, რომლებიც ქმნიან კიდევ ახალ საზოგადოებას ახალ წევრთა შემომატების გზით”, ამბობს იგი. თავის დროზე, დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებიდან განიხილავდნენ ფედერალიზმს ამერიკასა და ევროპაში. მაშინ, როცა 1787-1788 წლებში შექმნილ „ფედერალისტურ ჩანაწერებში” ალექსანდრე ჰამილტონი, ჯონ ჯეი და ჯეიმს მედისონი ფედერალიზმში პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის დაძლევის საშუალებას, უფრო კონკრეტულად, ფედერალური ორგანოების განმტკიცების საშუალებას ხედავდნენ, ამ დროს ევროპაში პირიქით, ფედერალიზმს სახელმწიფოს ცენტრალიზაციისათვის მეტად საშიშ მოვლენად განიხილავდნენ და საკავშირო სახელმწიფოების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. აღნიშნულ საკითხს, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს ფორმის ცნებაში იყრის თავს, უმნიშვნელოვანესი პრაქტიკულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე.

     

    პრუდონი ფედერალიზმს განიხილავდა, როგორც უნივერსალურ, სინთეზურ მოვლენას, როგორც თავისუფალი საზოგადოებრივი გაერთიანების პრინციპს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს სახელმწიფო წესრიგს, ეკონომიკას და კულტურას. ალტუზიუსთან და ფრანცთან ერთად, პრუდონი მიჩნეულია სოციეტარული ფედერალიზმის კლასიკოსად.პრუდონი იყო ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომელმაც ფედერალიზმი განიხილა არა როგორც მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის მოდელი, არამედ როგორც საზოგადოების სტრუქტურული პრინციპი.

     

     

     

              ზოგადი ნიშნის მიხედვით ფედერაცია შემდეგნაირად ხასიათდება:ეროვნული ნიშანი,ეროვნულ-ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაცია.ეროვნული ნიშნის მიხედვით განიხილავს მის არსს ფედერაციის ორგანოების ეროვნულ და ტერიტორიულ საფუძველზე.ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ფედერაციას ადგილი აქვს მრავალეროვან სახელმწიფოში, სადაც ერები ნებაყოფლობით არიან გაერთიანებული ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში,ხოლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფედერაციას საფუძვლად უდევს ეკონომიკური, გეოგრაფიული, ენობრივი, კულტურული და სხვა მსგავსი ფაქტორები.

     

        ნიშნის მიხედვით ასევე გამოყოფენ სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფედერაციას.სიმეტრიული ფედერაცია გულისხმობს,რომ ფედერაციის ყოველი სუბიექტი სარგებლობს თანაბარი უფლებებით ცენტრთან მიმართებით და ეკონომიკური,სოციალური თუ პოლიტიკური ასპექტებით თანაბარია სხვა სუბიექტთან.პრაქტიკაში ფედერაციის ასეთი სახე არ არსებობს.რაც შეეხება ასიმეტრიულ ფედერაციას,ასეთ სახელმწიფოში, თანაბარი უფლებების მქონე სუბიექტების გარდა, არსებობენ ფედერაციის სხვა ტერიტორიული ერთეულებიც. ამის მაგალითს გვაძლევს აშშ-ს 50 შტატისა და კოლუმბიის ფედერალური ოლქის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის შედარება. კოლუმბიის ოკრუგს არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი სენატში და იგი სათათბირო ხმის უფლების მქონე დეპუტატით არის წარმოდგენილი წარმომადგენელთა პალატაში.ასიმეტრიული ფედერაციის დროს სახელმწიფოში შეიძლება არ არსებობდეს სხვა ტერიტორიული ერთეულები. ამასთან, ფედერაციის სუბიექტები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსით. მაგალითია რუსეთი, სადაც ფედერაციის სუბიექტთა 6 სახეა წარმოდგენილი: რესპუბლიკა, მხარე, ოლქი, ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი, ავტონომიური ოლქი და ავტონომიური ოკრუგი.

     

                  სახელმწიფოსთან მიმართებით,ერგება თუარა მას ფედერალაზმი რადიკალური დასკვნის გაკეთება ტრივიალურია და აზრს მოკლებული,კერძოდ ჰიპოთეზა ,,დეცენტრალიზაცია კარგია,ცენტრალიზაცია ცუდი“ ან პირიქით-მცდარია,ისევე როგორც დებულება "ინსულინი დიაბეტიანისთვის კარგია" (სინამდვილეში, თუ ავადმყოფი გლიკემიურ კომაშია, ინსულინი მას გადაარჩენს, თუ ჰიპოგლიკემიურშია - მაშინვე მოკლავს. ასევე, დეცენტრალიზაცია მენაგვეების დანიშვნის საქმეში კარგია, თავდაცვის ან გზათა მშენებლობის სტრატეგიაში - სასიკვდილოა).რეალურ მაგალითზე დაყრდნობით ასევე უსაფუძვლოა შემდეგი სახის ლოგიკა-,,ამერიკა და გერმანია ძლიერი ქვეყნებია,ორივე ფედერალისტური სახელმწიფოა,შესაბამისად ფედერალიზმი ყოველივე კარგის ნიშაა“.გერმანია და ამერიკა იმიტომ კიარ არიან განვითარებული ქვეყნები,რომ ფედერალიზმი კარგია და სხვა რიგი ტერიტორიული მოწყობის თეორიები ცუდი,არამედ ისტორიული ფონმა და საზოგადოების ფორმირების თავისებურებამ ოპტიმალურ ვარიანტად ფედერალიზმი მიიჩნია.

     

       ფედერალიზმის მორგებასთან მიმართებით თავს იჩენს ორი პრობლემა კერძოდ,  რამდენად მოხერხებულია სახელმწიფოს ტერიტორიული და უფლებრივი მოწყობის ესა თუ ის სახე მართვის ტექნოლოგიის თვალსაზრისით და რამდენად მორგებულია იგი ამ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ პირობებს და რამდენად შეესაბამება მოწყობის ესა თუ ის სახე და კონკრეტული ფორმა სახელმწიფოს მთლიან ინტერესებს ანუ მის ქმედუნარიანობას თავისი მთლიანობის, შინაგანი ჰარმონიის, საგარეო ინტერესების, თავდაცვის, ეკონომიკის სადღეისო და საპერსპექტივო ინტერესების თვალსაზრისით და ა.შ. ,უფრო ზუსტად,რომ ვთქვათ რაა ოპტიმალური მანძილი პოლიციელსა და ყველაზე შორს მყოფ ქურდს შორის? საავადმყოფოსა და ყველაზე უშორეს პაციენტს შორის? რამდენი ექიმი უნდა მოდიოდეს რამდენ მოსახლეზე?

     

            განვიხილოთ საქართველოს მაგალითზე:

     

          ა) ადამიანის, როგორც სოციუმის ელემენტისა და როგორც მოქალაქის, პრაქტიკულ მოქმედებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სოციო-ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელსაც ეწოდება "იდენტიფიკაცია": ყოველი ადამიანი თავისთავს აიდენტიფიცირებს (აიგივებს) რაღაცა ჯგუფთან, ანუ თავს რაცხს ამ დიდი ჯგუფის წევრად (ელემენტად) და მიაჩნია, რომ მის მიმართ რაღაცა უფლებები აქვს და მის წინაშე რაღაცა მოვალეობები გააჩნია (ასეთი ჯგუფებია ერი, სოციალური კლასი, რელიგიური კრებული, რასა და სხვა მრავალი. ჩამოთვლილთა შორის ყველაზე ღრმა და, შესაბამისად, ადამიანთა სოციალური ქცევისათვის ყველაზე უფრო განმსაზღვრელი არის ეროვნება, რელიგია, მოქალაქეობა, რასა. სხვები ნაკლებ ძლიერად ითვლებიან).

     

    თუ ეს თვითიდენტიფიკაცია  კანონითა და სათანადო დოკუმენტაციით ფდადასტურებულია, ეს არის დიდი ფაქტორი მოცემულ ადამიანში მისი ამ თვითიდენტიფიკაციის გაძლიერებისა და გაღრმავებისათვის. კონკრეტულად, საქართველოს პირობებში ეს იმას ნიშნავს, რომ თუ განხორციელდება დივერსიული გეგმა საქართველოს დაყოფისა ისტორიული პროვინციების სახელების მატარებელ და გეოგრაფიულ საზღვრებზე დამყარებულ რეგიონებად, ამას ერთ-ორ თაობაში მოჰყვება ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკური დაშლა ფაქტობრივად ისტორიულ პროვინციებად, არამედ ეროვნული თვითცნობიერების ფსიქოლოგიური დაშლაც კუთხურ ცნობიერებებად. პრაქტიკულად: ბავშვს რომ ჰკითხავენ, "ჯონი ინგლისელია, ვანია რუსია, ხაჩიკა სომეხია. შენ ვინა ხარ?" იგი აღარ იტყვის "ქართველი ვარ", არამედ იტყვის "კახელი ვარ", "იმერელი ვარ", და ასე შემდეგ.

     

    ბ)ეკონომოკური მდგომარეობის მიხედვით, ზოგიერთი ასპექტი ტრანსცენდეტურიც კია,კერძოდ რამდენიმე სამხარეო ერთეული მკაფიო გავლენას ახდენს ქვეყნის ექსპორტზე და ზოგადად ბიზნესზეც. (მაგ:აჭარა,რომელიც კალიფორნიის მსგავსად ციტრუსის ერთადერთი მიმწოდებელია ქვეყნისთვის განსხვავდება სვანეთისგან,რომელიც არავითარ სახასიათო რესურს არ ატარებს ექსპორტისთვის,ასევე თბილისი უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი სამედიცინო დაწესებულებით,ვიდრე სხვა რომელიმე ქალაქი).

     

     

     

    შესაბამისად დასკვნა ერთია არ შეიძლება ფედერალიზმი ერგებოდეს ყველა ქვეყანას.

     

     

     

    გამოყენებული ლიტერატუა: ნოდარ ნათაძე ,,ფედერალიზმი საქართველოსთვის დამღუპველია"

     

                                       ჯონ მილი ,,თავისუფლების შესახებ"

     

                                      სამოქალაქო ენციკლოპედია -Civil

    ავტორი :დავით შაქარიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბუნება/ეკოლოგია რელიგია ინტერესები/კონკურსები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სარეკლამო მომსახურება მომზადება/ტესტირება/ჩაბარება გართობა/თამაშები კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ფიზიკური კულტურა და სპორტი ბავშვის აღზრდა სასწავლო დაწესებულების მართვა გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მედიცინა და პროფილაქტიკა მშობელი და ოჯახი განათლება საქართველოში და მსოფლიოში საზოგადოებრივი ურთიერთობები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სიახლე განათლების სფეროში სასარგებლო რჩევები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბავშვის კვება და მოვლა მეცნიერება/ტექნიკა სხვა გამოცემები/პუბლიკაციები დასვენება/ტურიზმი ადამიანთაშორის ურთიერთობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017