მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ავტომობილების მიმდინარე რემონტისათვის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა კომპლექსების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა ნანახია (1367) - ჯერ 25 სექტემბერი 2016

    რეზიუმე: ჩვენს ქვეყანაში ავტომობილიზაციის დონის, და კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მნიშვნელოვნად სწრაფი ტემპებით ზრდამ ახალი, თანამდეროვე მოთხოვნები წაუყენა მათ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს. შესაბამისად შეიცვალა მოძველებული რეკომენდაციები მათი რემონტში დაყენების თვალსაზრისით, რამაც წარმოშვა ობიექტური აუცილებლობა ავტოსერვისულ საწარმოებს შესაბამისი მომსახურება განეხორციელებინათ მათდამი წაყენებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
    ჩვენს მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებულ მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭიროა ავტოსერვისული მომსახურების სრულყოფის მექანიზმების განზოგადება.
    შესავალი
    საქართველოში ავტოსერვისულ საწარმოთა ქსელის განვითარებასთან, შერეული ტიპის ავტოსატრანსპორტო საწარმოთა დაწვრილერთეულებასა და როგორც დსთ- სივრცეში, ასევე მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყნებში წარმოებული ახალი მოდელებით გარაჟის მოწყობილობის ნომენკლატურის უწყვეტ შევსებასთან დაკავშირებით ავტომობილების მიმდინარე რემონტისათვის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა კომპლექსების   შერჩევის კრიტერიუმების დამუშავებაში ობიექტური აუცილებლობა წარმოიშვა.  
    ძირითადი ნაწილი
    დამტკიცებული ტაბელის მიხედვით გარაჟის მოწყობილობის კომპლექსების შერჩევა ჩვენს მიერ   მიჩნეულ უნდა იქნეს წინასწარ განსაზღვრულად [1].
    კონკრეტულ საწარმოო სიტუაციაში, კომპლექსში, ტაბ-ში [1] არსებული ამა თუ იმ ტექნოლოგიური მოწყობილობის შეტანის შესახებ საკითხის გადაწყვეტის დროს მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს მოწყობილობის (ავტომობილის) მწარმოებლურობის, საიმედოობის, ეკონომიკური ეფექტურობის, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების, ერგონომიკის, ეკოლოგიისა   და შრომის დაცვის კრიტერიუმები (მაჩვენებლები).
    ავტომობილების მიმდინარე რემონტის მიხედვით საწარმოს მოწყობილობის კომპლექსი ფორმირდება სამუშაოთა ცალკეული სახეებისათვის საჭირო მოწყობილობათა მთელი რიგი კომპლექსებისაგან. ამასთან, ძირითადად გამოიყენება მოწყობილობათა შემდეგი სახეები, კერძოდ:
    •                     სარეცხ-საწმენდი;
    •                     დიაგნოსტიკური;
    •                     დასაშლელ-ასაწყობი;
    •                     სარემონტო (საავტომობილო ნაწილების მექანიკური დამუშავებისათვის);
    •                     საცდელი;
    •                     ასაწევ-სატრანსპორტო.
    კომპლექსების შერჩევის დროს ძირითად გამთვალისწინებელ ფაქტორად გვევლინება:
            სამუშაოთა ტექნოლოგია მიმდინარე რემონტის მიხედვით;
    •         სამუშაოთა მოცემული სახის საწარმოო პროგრამა და მათი შრომატევადობა;
    •         ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მაჩვენებლები.
    პირველ ეტაპზე, კომპლექსებში მოწყობილობის შერჩევა უნდა განხორციელდეს   დანიშნულების მაჩვენებლებისა და მწარმოებლურობის მიხედვით.
    კომპლექსში შემავალი მოწყობილობის ცალკეულ სახეობათა მწარმოებლურობა შეიძლება განსაზღვრულ იქნეს   ფორმულით:
      (1)
    სადაც, Wi    - არის I - ური ტექნოლოგიური ოპერაციის მიხედვით ტექნოლოგიური მოწყობილობის მწარმოებლურობა;
    1.1                           – 1.3 - მოსამზადებელ-დასკვნითი დროის გამთვალისწინებელი კოეფიციენტი;
    1.2                     toi - i- ური ტექნოლოგიური ოპერაციის დროის ტექნიკური ნორმა.
    ყოველი ზემოხსენებულის შემდგომ ფორმირებული კომპლექსები შეფასებულ უნდა იქნეს საიმედოობის, ეკონომიკის, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების, ერგონომიკისა და შრომის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით.
    მოწყობილობის საიმედოობის მაჩვენებელი გამოითვლება ფორმულით:
      (2)
    სადაც, არის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების დროს მოწყობილობის გაცდენის (მოცდენის) კუთრი სიდიდე;
    ტმ და ციკლში ტექნიკურ მომსახურებაზე და რემონტში ჯამური გაცდენა;
       - სარემონტო ციკლის სიდიდე.
    ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი შესაბამისად   გამოითვლება ფორმულით:
    სადაც, ე - ეკონომიკური ეფექტურობა, ლარი; C1 და C2  - ერთ ოპერაციაზე დაყვანილი დანახარჯები, შესაბამისად, პირველი და მეორე სახის მოწყობილობის მიხედვით, ლარი; Kn – კაპიტალდაბანდებათა ეფექტურობის ნორმატიული კოეფიციენტი; kd1  და kd2 – შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის შეძენასა და დადგმაზე გაწეული კუთრი კაპიტალდაბანდებები; W1 და W2  - შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის მწარმოებლურობა.    (3)
    სადაც, - ეკონომიკური ეფექტურობა, ლარი;
    C1 და C2   - ერთ ოპერაციაზე დაყვანილი დანახარჯები, შესაბამისად, პირველი და მეორე სახის მოწყობილობის მიხედვით, ლარი;
    Kn კაპიტალდაბანდებათა ეფექტურობის ნორმატიული კოეფიციენტი;
    kd1  და kd2 შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის შეძენასა და დადგმაზე გაწეული კუთრი კაპიტალდაბანდებები;
    W1 და W2   - შესაბამისად, ტექნოლოგიური მოწყობილობის პირველი და მეორე კომპლექსის მწარმოებლურობა.
    ავტომობილის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებისათვის ევროპის მრავალ წამყვან ქვეყანაში, და, კერძოდ, საფრანგეთში გამოიყენება,   გარბენის 1 კმ. თვითღირებულების განმსაზღვრელი K მაჩვენებელი, რომლის პრაქტიკული გამოყენებაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ როგორც ჩვენი ქვეყნის საავტომობილო პარკის სტრუქტურა, ასევე მისი გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. მის გამოსათვლელ ფორმულას გააჩნია სახე [2]:
    სადაც, E –  არის 1 ლ. საწვავის ღირებულება, ლარი; C –  საწვავის ფაქტიური ხარჯი 100 კმ-ზე, ლიტრი; H – საავტომობილო ზეთის 1 ლიტრის ღირებულება, ლარი; m – ზეთის ხარჯი მომსახურებებს შორის გარბენის დროს, ლიტრი;  T – ავტომობილის შეზეთვის ღირებულება, ლარი; Q – კილომეტრაჟი ზეთის ორ შეცვლას შორის, კმ; A – ავტომობილის ღირებულება, ლარი; R – ავტოფარეხის თვიური ღირებულება, ლარი; Z – ეკონომიკური ეფექტი ავტომობილის გამოყენებისაგან, ლარი; q – კილომეტრაჟი, რომელიც არჩეულია მასშტაბური ერთეულის სახით თვითღირებულების გამოთვლისათვის, კმ; F – რემონტისა და ძარას შეკეთების პროგნოზირებადი ღირებულება ერთ კილომეტრზე, ლარი; X – წლიური დაზღვევა, ლარი; j – წლიური პროცენტი კაპიტალისაგან ავტომობილის შეძენაზე; Y – წლიური დაბეგვრა, ლარი; P – საბურავის ღირებულება, ლარი; N – საბურავების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კილომეტრებში გამოსახული გარკვეული განარბენისათვის, ცალი.   (4)
    სადაც, E  არის 1 . საწვავის ღირებულება, ლარი;
    C –  საწვავის ფაქტიური ხარჯი 100 კმ-ზე, ლიტრი;
    H – საავტომობილო ზეთის 1 ლიტრის ღირებულება, ლარი;
    m – ზეთის ხარჯი მომსახურებებს შორის გარბენის დროს, ლიტრი;
     T – ავტომობილის შეზეთვის ღირებულება, ლარი;
    Q – კილომეტრაჟი ზეთის ორ შეცვლას შორის, კმ;
    A – ავტომობილის ღირებულება, ლარი;
    R – ავტოფარეხის თვიური ღირებულება, ლარი;
    Z – ეკონომიკური ეფექტი ავტომობილის გამოყენებისაგან, ლარი;
    q – კილომეტრაჟი, რომელიც არჩეულია მასშტაბური ერთეულის სახით თვითღირებულების გამოთვლისათვის, კმ;
    F – რემონტისა და ძარას შეკეთების პროგნოზირებადი ღირებულება ერთ კილომეტრზე, ლარი >>>>>>  <
    ავტორი :დავით777 კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ტრანსპორტის ტექნოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტურიზმი/დასვენება/გართობა ვარ სპეციალისტი სხვა ვცვლი ტენდერები/გრანტები მომსახურება სტიპენდიები კონფერენციები/ღონისძიებები სასწავლო პროგრამები განათლება/სწავლება ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება გავაჩუქებ ხელოვნება/კულტურა ვიყიდი ვეძებ სპეციალისტს
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017