მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პროფესიული განათლების ახალი პარადიგმა ნანახია (714) - ჯერ 27 თებერვალი 2017

    ამ პუბლიკაციის მიზეზი გახდა საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის საიტზე - GVEF.ge მიმდინარე   ელექტონული გამოკითხვა, რომლის   ანალიზმა საკმაოდ   დაგვაფიქრა: 180 რესპოდენტიდან: 74% - მიაჩნია, რომ ქვეყანაში გაგვაჩნია   დაბალი დონის/ხარისხის პროფესიული განათლება, 7% -   ფიქრობს, რომ ამ სახის განათლება არ   არსებობს, 4% - საერთოდ არც აინტერესებს და მხოლოდ 13% -მა აღნიშნა, რომ ჩვენი პროფესიული განათლება მაღალი ხარისხისაა.

    თავიდან ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა გამოკითხულთა რაოდენობა და კატეგორია არ იძლევიან სრულ და ობიექტურ სურათს. დავფიქრდით ამ კრიტერიუმებზეც, მაგრამ გაგვაოცა იმ ფაქტმა, რომ მიღებული სურათი დიდად არ განსხვავდება ხუთი წლის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის შედეგებისგან. მაშინ გამოკითხვაში   სამჯერ მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება და მისი ხარისხის შეფასება იდენტურად გამოიყურებოდა.

    გავაანალიზეთ რესპონდენტთა შესაძლო კატეგორიაც და მივედით დასკვნამდე, რომ მსგავსი მიმართულების, დარგობრივ საიტებზე გართობის ან ჭორის მოყვარულები არ შემოდიან და ანალოგიური თემატიკის გამოკითხვებში ისინი არ მონაწილეობენ, ანუ კითხვებს პასუხი გასცეს დაინტერესებულმა, პროფესიულ განათლებასთან შეხების მქონე პირებმა.

    რას გვეუბნებიან გამოკითხვის შედეგები? რატომ არ იცვლება მოქალაქეთა დამოკიდებულება? რასთან გვაქვს საქმე?

    პროფესიული განათლების რეფორმა   არ იძლევა საგრძნობ შედეგებს? ან შესაძლოა რეფორმის გეზი, ან მისი განხორციელების გზები არ პასუხობენ მოქალაქეთა მოლოდინს? თუ ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე უცნობი დარჩა საზოგადოების ფართო წრეებისათვის? რა დააკლდა: თვით სარეფორმო გარდაქმნები, თუ მხოლოდ პიარი?

    რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელებას და შედეგის მიღწევას ესაჭიროება გარკვეული დრო და საზოგადოების მხარდაჭერა. მთავარია რეფორმის გეზი, მისი რეალიზაციის გზები და ინსტრუმენტები სწორად იქნას გააზრებული, განხილული და შერჩეული.

    ვფიქრობთ, რომ საქართველოს პროფესიული განათლების მდგომარეობასა და რეფორმირებას ესაჭიროება სერიოზული საჯარო განხილვა.   მით უფრო, რომ მისი მოდერნიზაციის აუცილებლობას გვკარნახობენ ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ევოლუციური განვითარება, ტექნოლოგიების ცვლა, შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

    საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში,   წარმოებისადა მომსახურების სფეროები ითხოვენ არა მხოლოდ განათლებულ ხალხს,   არამედ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დასახოს ამოცანა, დაგეგმოს გადაწყვეტის მიდგომები და საჭირო რესურსები. ..მოთხოვნილი ხდება ადამიანი, რომელსაც გააჩნია ევრისტიკული პროცედურების განხორციელების უნარი, შეუძლია "ნოუ-ჰაუ"- გენერირება, გუნდში მუშაობა და თანამოაზრეების გუნდური მუშაობის ორგანიზება.

    მართალია ჩვენი ქვეყნის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ბიზნესის ნაწილს უჭირს კომპეტენციების გარკვეული მარაგის მქონე პერსონალზე მოთხოვნილების პროგნოზირება, იმავდროულად ბიზნეს-საზოგადოება მხარს უჭერს პროფესიონალთა მომზადების ხანგრძლივობის "შემცირებას", რა თქმა უნდა, სწავლების ხარისხის დონის დათმობის გარეშე და სამსახურში მიღებული კურს დამთავრებულებისგან კომპანიები   რამდენიმე თვეში ელიან უკუგებას.

     ღნიშნულ მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირებისათვის საჭირო და გარდაუვალი ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიზნეს - წრეებთან არა მხოლოდსოციალურ დიალოგში“, არამედ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ საქმიან, პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლა. პროფესიული სასწავლებელი უფრო დინამიურად უნდა რეაგირებდეს   დაინტერესებული მხარეების მოთხოვნილებებზე. ვინაიდან პროფესიონალად ისინი მიიჩნევენ მას, ვისაც შეუძლია   ურთიერთობაში შესვლა და დიალოგის გამართვა, ინფორმაციის (ცოდნის) და კომუნიკაციის აქტუალიზაცია, ანალიზი, სინთეზი, ვისაც გააჩნია შემოქმედებითი პოტენციალი,   მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ანუ პროფესიონალად თვლიან ღრმა ცოდნის, მაღალი   პროფესიული კომპეტენციების სრული კომპლექტის მქონე სპეციალისტს.

     ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაღალი ტექნოლოგიების   სამყაროში სწრაფად იზრდება ცოდნისა და უნარ-ჩვევების მორალური მოძველების ტემპი. წინად   პროფესიულ განათლებაში ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმაზე თუ „ვინ“ და „რას“ ასწავლის. ცალსახად იყო მიჩნეული, რომ ეს საკმარისია პროფესიულ განათლებაში მაღალი შედეგის მისაღწევად.

     თანამედროვე პარადიგმის მიხედვით კი აქტუალური ხდება იძულებაზე და   მენტორულ მიდგომებზე დაფუძნებული სწავლების ნაცვლად საგანმანათლებლო პროცესის უმაღლესი საფეხურის (თვითსწავლების, თვითგანათლების) მხარდაჭერა,   რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნილია ღია განათლების, ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების პირობებში. პროფესიული განათლების ეფექტურობისა და მოქნილობის მიმართ მოთხოვნების გათვალისწინებით დიდ მნიშვნელობას იძენენ: კომპეტენციები და მოდულურ - დამაგროვებელი სისტემა, დისტანციური სწავლება, e-learning - ი და სამუშქაო ადგილზე სტაჟირება, სიტუაციური და მოდელირებაზე აგებული მეთოდოლოგიები.  

     ამ ფონზე უფრო აქტუალური ხდებ არაფორმალური პროფესიული განათლება, და მოთხოვნილი იქნება  მისი მეშვეობით შეძენილი კომპეტენციების არაბიუროკრატიული და ჭარბად ფორმალიზებული, არამედ მოქნილი და ლიბერალიზებული სისტემის მეშვეობით   აღიარება, რომელიც დაბრკოლებებს კი არ შექმნის, არამედ მისაღები იქნება     ყველა დაინტერესებული მხარისათვის.  

     თანამედროვე სამყაროში სწრაფად მიმდინარეობს ახალი ინფორმაციული სტრუქტურების და სისტემების ფორმირება, ხდება მათი თვითორგანიზება, სასწავლო-საგანმანათლებლო უპირატესობების (პრიორიტეტების) მოდიფიცირება, სწავლების ღია და არაფორმალური განათლების ფორმების განვითარება. იქმნება სოციალური და საგანმანათლებლო  (სასწავლო/შემსწავლელი/შემეცნებითი) ვირტუალური   გაერთიანებები. მათ ძირითად მიზნებს წარმოადგენენ - სინერგეტიკული თვითგამორკვევა (თვითშემეცნება თვითშეფასება), თვითგანვითარება, თვითაღზრდა, თვითსწავლება და ა.შ.

     აქედან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია, რომლებიც უნდა აღვიქვათ როგორც განათლების ინდივიდუალური ტრაექტორიის ელემენტები, ხორციელდება არა მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა (უმაღლესი, კოლეჯი), არამედ არაინსტიტუციონალური საგანმანათლებლო სტრუქტურების (არაფორმალური განათლების პროვაიდერები, ქსელური საზოგადოებები, სექტორალური გაერთიანებები და ა.შ.)   მეშვეობითაც.

     ჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი პარადიგმის მთავარ და მნიშვნელოვან ამოცანებად გვესახება:

    • პირველი --  უნდა გავაცნობიეროთ (არა მარტო   დეკლარირების დონეზე), რომ პროფესიული განათლება - არის უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე      სფერო    და  არა მხოლოდ სახელმწოფო უწყებას დაქვემდებარებული,  ფორმალური განათლების სასწავლებელთა  ქსელი,    რომლის  მეშვეობითაც შეუძლებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარი ყველა აქტუალური პრობლემის დაფარვა.   სფეროს საკმაოდ მნიშვნელოვან  სეგმენტს   წარმოადგენს მრავალსახოვანი, მზარდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონე არაფორმალური პროფესიული განათლება. ხელობის შეგირდობით დაუფლების სახით ის იღებს სათავეს    კაცობრიობის   უძველესი დროიდან, ყველა ეტაპზე განიცდიდა გათანამედროვებას და   დღესაც არაფორმალური განათლება აქტუალურია, ოღონდ უკვე თავისი თანამედროვე ფორმებით. განვითარებული ქვეყნების გამცდილება გვიჩვენებს რამდენად  აუცილებელია მისი განვითარების ხელშეწყობა.
    • მეორე -  რეგულირების  (და არა პირდაპირი  მართვის) მოქნილი ფორმების, ფინანსირების დივერსიფიკაციის, პრაქტიკული სოციალური პარტნიორობის (და არა მხოლოდ   სოციალური დიალოგის), პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ახლებურად გააზრების შედეგად და საგანმანათლებლო პროგრამების   დივერსიფიცირების, სწავლების ადაპტირებული ტექნოლოგიებისა   და სპეციალობების ინტეგრაციის გზით დინამიური და მდგრადი, ადაპტური პროფესიული განათლების სისტემების ფორმირება, რასაც დაჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით უზრუნველყოფა.
    • მესამე -   კომპეტენციებზე ორიენტირებული, აქტუალურად კომუნიკაციური, საინფორმაციო, კოგნიტიური (შემეცნებითი), სოციალური და სპეციალური უნარებით აღჭურვილი   პროფესიონალების მომზადებაზე გადასვლა.
    • მეოთხე - წინმსწრებ პროფესიულ განათლებასა და უშუალოდ პიროვნების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია, რაც გულისხმობს მის მიერ ახალი ტექნოლოგიების, სფეროებისა და პროფესიების ათვისების მუდმივი მზაობის ფორმირებას.

    უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ განათლების კლასიკური პარადიგმის სქემებს, როგორიცაა:

    ·                 ცოდნა - უნარი - ჩვევა“;

    ·                 სწავლების ტექნოლოგიის ცენტრიმასწავლებელია";

    ·                 სწავლების მიზანი - ცოდნის, უნარ-ჩვევების გადაცემა“;

    ·                 მასწავლებლის ფუნქცია -   ახალი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნა-უნარ-ჩვევების საკმარისობის შემოწმება

    შეავსებენ და ნაწილობრივ ჩაანაცვლებენ ახალი პარადიგმის ისეთი სქემები, როგორიცაა:

    •  „სწავლების ტექნოლოგიის ცენტრი - თვით მოწაფე/მსმენელია
    • სწავლების მიზანია - თვითსწავლება/ვასწავლოთ თვითგანათლება
    • "დრო/ხანგრძლივობასაგანმანათლებლო პროცესის არსებითი პარამეტრია;
    • ცოდნის წყაროს ნებისმიერი სახის ლოკალიზაციაარაარსებითია“;
    • მასწავლებლის/ტიუტორის ფუნქცია - ცოდნის მიღების, სტრუქტურირებისა და აქტუალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და წარმართვაა“.

    ახალი პარადიგმის რეალიზაციისათვის საჭირო იქნება მითითებული სქემების, აგრეთვე ევოლიციურ-დიალექტიკური საგანმანათლებლო სპირალის („ცოდნა- უნარი - ჩვევა- აქტუალიზაცია- ახალი ცოდნის წარმოქმნა“) და აუცილებელი ურყევი პრინციპის - <<ცოდნა - უნდაემსახურებოდესახალი ცოდნის აქტუალიზაციას>> - ცალსახა მხარდაჭერა.

    იმის თაობაზე თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასახულის განსახორციელებლად, დაინტერესების შემთხვევაში, მოგითხრობთ შემდგომ თემატურ პუბლიკაციაში.  

     

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017