მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პროფესიული განათლება - აქტუალური საკითხები ნანახია (687) - ჯერ 03 მარტი 2017

    რამდენად პასუხობს   ჩვენი პროფესიული განათლება თანამედროვე ეპოქის, ქვეყნის ეკონომიკის, საზოგადოებისა და უშუალოდ პიროვნების რეალურ მოთხოვნებს? ვფიქრობ, რომ ეს ძალზე აქტუალური საკითხია და არა მხოლოდ განათლების ამ სფეროსათვის. ამის გათვალისწინებით ვეცდებით შემოთავაზებულ პუბლიკაციაში გაშლილად გავცეთ პასუხი საკითხის მრავალ ასპექტს.

    თუ დავრწმუნდეთ იმაში, რომ კითხვა არ არის   საფუძველს მოკლებული გთავაზობთ კვლავ     დავუბრუნდეთ საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის საიტზე   (GVEF.ge) მიმდინარე   ელექტონული გამოკითხვის შედეგებს:  211 რესპოდენტიდან  -   74% მიაჩნია, რომ   დაბალი დონის/ხარისხის პროფესიული განათლება გაგვაჩნია  , 7 % ფიქრობს, რომ ამ სახის განათლება საერთოდ არ არსებობს, 4%   არც აინტერესებს და მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ჩვენი პროფესიული განათლება მაღალი ხარისხისაა.

    ბოლო წლების დაკვირვება გვიჩვენებს, რომ რესპონდენტთა ამგავრი დამოკიდებულება არ არის საფუძველმოკებული. ზედმეტი ცენტრალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული   ფორმალური განათლების მოუქნელობამ   ხელი შეუწყო იმას, რომ თითქოს ჩანაფიქრში, ზოგადად   კარგი სტრატეგიები და პრინციპები დაშორდნენ რეალობას, პრაქტიკაში ნაკლებად ეფუქტური გახადა მათი რეალიზაცია.

    ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის შედეგად   განათლება - მთლიანად, პროფესიული განათლება კი -კონკრეტულად აღმოჩნდნენ   გარდაქმნის რთულ პირობებში. პროფესიულ   განათლებას ფაქტიურად ჩაეშალა მეწარმეებთან ურთიერთობა     სპეციალისტების მომზადების ერთობლივი დაგეგმვის, საწარმოო პრაქტიკის   ორგანიზებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხებში, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტაბილურობილურ ფუნქციონირებაზე   და კვალიფიციური მუშახელის   მომზადების ხარისხზე. დღესაც ახალგაზრდობას, რომლესაც   არ გააჩნია საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში უჭირს იმაში გარკვევა თუ   რა არის მოთხოვნილი შრომის ბაზარზე, სად და როგორ მიიღოს სათანადო კვალიფიკაცია, რათა მოიპოვოს ღირსეული ადგილი ცვალებად სამყაროში და ტრანსფორმირებულ საზოგადოებაში.

    შექმნილ პირობაბში, ობიექტური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, სასწავლებლები იმ პერიოდში და დღესაც თითქოს ცდილობენ ადკვატური საგანმანათლებლო მომსახურებით პირველ რიგში   დააკმაყოფილონ არა   ეკონომიკის, მისი სტაბილური ან განვითარებადი დარგების მოთხოვნილიბები,   კონცენტრირებული არიან არა სტრატეგიულად პერსპექტიულ მიმართულებებზე, არამედ   ინდივიდების მცირე ჯგუფების მოთვნილებზე, იმ პირობით, რომ კურსდამთავრებული ვერ იმუშებს   მოცემული პროფესიით, მაგრამ მიღებული განათლების მეშვეობით თავად შეძლებს იპოვოს სამუშაო.

    ადამიანის მოთხოვნილებს იგნორირება, რა თქმა უნდა, არასასურველია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი შეიძლება დაკმაყოფილდეს   არაფორმალური პროფესიული განათლების მეშვეობითაც და არა საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. სახელმწიფო მიდგომები კი პროფესიული განათლების სფეროში, პირველ რიგში, უნდა ეყრდნობოდნენ რეგიონალურ -დარგობრივ პრინციპებს, და ამ მოითხოვნილების გათვალისწინებით, მაკოორდინირებელი ფუნქციით   პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიურად უნდა ჩაერთონ ადგილობრივი და რეგიონული მართვის ორგანოები.

    საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან ახლდა დასაქმების სფეროს კრიზისი, რომელიც როგორც წესია, ითხოვს   საერთაშორისოდ   აღიარებული მოსახლეობის უწყვეტი განათლების   სისტემის   ფორმირებას, ღია და დინამიური სისტემის, რომელიც რეგიონის სოციალური და ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მოთხოვნებიდან გამომდინარე     სხვადასხვა ეტაპზე ადეკვატურად უპსაუხებს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და   პიროვნების პროფესიულ     საჭიროებებს.

    მთლიანობაშიპროფესიული განათლება   უნდა განიხილებოდეს არა   როგორც ერთ უწყებას დაქვემდებარებული სისტემა ან   საქვეუწყებო დაწესებულებების ქსელი, არამედ   როგორც ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური განათლების ყოვლისმომცველი და ხელმისაწვდომი სფერო მრავალი მონაწილით   და დაინტერესებული მხარეებით, როგორიცაა:   სახელმწიფო -   დამსაქმებელი მეწარმე -   საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებელი და უშუალოდ   პიროვნება.

    სახელმწიფოს საზრუნავს   უნდა წარმოადგენდეს ფორმალური   პროფესიული განათლება და იმ მიმართულებებში, რომლებიც შეესაბამებიან მის მიმდინარე და სტრატეგიულ ინტერესებს. მისი მონაწილეობა უნდა განიხილებოდეს როგორც ინვესტიცია რეგიონის და დარგის განვითარებაში,   რაც სამწუხაროდ, როგორც პრინციპი, დღეს არ არის დაცული. გარდა ამისა საჭიროა პროფესიული განათლების ტვირთის სხვა დაინტერესებულ მხარეებზე (მეწარმე, საზოგადოება, პიროვნება) გონიერი გადანაწილება. მხარსაჭერი და გასაზრდელია არაფორმალური განათლების ფუქცია და დანიშნულება.

    ამ პირობებში ერთი სახელმწიფო უწყებისათვის, რომელსაც ფორმალორ განათლებში უკვე მიკუთვნებული აქვს   დამკვეთის, შემსრულებლის, სწავლის შედეგების   შემფასებლისა და კვალიფიკაციის მიმნიჭებლის   მონოპოლია, არაფორმალურ განათლებაში შეძენილი კომპეტენციების   აღიარების შეუზღუდავი მონოპოლური უფლებების მინიჭება     - ყოვლად დაუშვებელია, ეს მხოლოდ დესტრუქციულ ეფექტს მოგვცემს. ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ ამ უწყების ჩინოსანი, ან   ფორმალური განათლების სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი წარმოების სპეციალისტზე, უკეთ შეძლებს პროფესიული კომპეტენციების შეფასებას. სამინისტრომ უნდა გადალახოს   მუნდირის პრესტიჟის პრობლემა და საქმის ინტერესბიდან გამომდინარე ახალი კანონოპროექტის მეშვეობით მოახდინოს კომპეტენციების აღიარების მეწარმეთა სექტორალურ გაერთიანებებზე და ობიექტურ არადაინტერესებულ ორგანიზაციებზე დელეგირება.

    არ გამოვრიცხავთ, რომ მონოპოლია წარმოქმნის ამ უწყების მისწრაფებას მოახდინოს ყველა ტიპისა და სახის   პროვაიდერის, საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების პირდარირი თუ ფარული დამორჩილება და არა ლიბერალური რეგულაციების მეშვეობით მათი ავტონომიურობის გაძლიერება, გამოიწვევს კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის აღიარების ყველა პროცესისა და პროცედურის ჭარბ და არაპროდუქტიულ ფორმალიზაციას. ამგვარი მიდგომა ქმნის მხოლოდ დაბრკოლებებს და ხელს უშლის პროფესიული განათლების   სფეროს განვითარების ისედაც რთულად მიმდინარე პროცესს.

    მრავალი ექსპერტისა და ჩვენი აზრით, თანამედროვე პროფესიული განათლება უნდა გახდეს მაქსიმალურად მოქნილი, მრავალსახოვანი და მრავალდონიანი.   ვერტიკალში უზრუნველყოფდეს   ორგანულ უწყვეტობას ზოგად განათლებასთან, უშუალოდ საკუთარ სხვადასხვა საფეხურებთან, სწავლების ეტეპებთან (სამუშაო ადგილზე სწავლება - მოწაფეობა - შეგირდობა - პროფესიული მომზადება და გადამზადება - პროფესიული და უმაღლესი განათლება). ჰორიზონტალში - ამყარებდეს ორგანულად უწყვეტ კავშირს მის განსხვავებულ ფორმრბს, რგოლებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის.

    აქტუალური შეიძლება გახდეს ფორმალური განათლებისა   და არაფორმალური პროფესიული სწავლება-მომზადების სასწავლო პროგრამების ინტეგრირება. თუმცა, არსებული საკანონმდებლო ბაზა და ამჟამად მომზადებული კანონპროექტი სრულყოფილად არ ახდენენ არაფორმალური განათლების მსმენელის საკვალიფიკაციო   მახასიათებლების ფორმულირებას და ეკონომიკის დარგებისათვის სრულფასოვნად არ განსაზღვრავენ კურსდამთავრებულის   ადგილს სპეციალოსტების ნუსხაში.

    არსებული ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო მთლიანობაში ნაკლებად ითვალისწინებს და იყენებს არაფორმალური განათლების პოტენციალს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალური პოლიტიკის რეალიზაციაში, მოსახლეობისათვის აქტუალური ცოდნისა და უნარების მიწოდებაში. სამწუხაროდ არაფორმალურ პროფესიულ განათლებას არ გააჩნია   სათანადო სამართლებრივი სტატუსი, რაც გარკვეულ წილად აფერხებს ამ ფორმის საგანმანათლებლო მომსახურების მოთხოვნილების სრულყოფილ ლეგალიზებას. "პროფესიული განათლების შესახებ"კანონის ახალ პროექტშიც ყველაფერი მთავრდება არაფორმალური განათლების თემაზე დეკლამაციით. პროექტი ახდენს მხოლოდ ცნების რეგლამენტაციას და სიმბოლურად უთითებს სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ და სავალდებულო სტანდარტებისკენ, პროგრამებისკენ, არ ანიჭებს ფორმალური მეთოდური მიდგომებისგან თავისუფლებას.

    არაფორმალური პროფესიული   განათლების განვითარების მხარდაჭერისათვის გამოკვეთილად მნიშვნელოვანია მისი საჯარო აღიარება, რაც განათლების სხვა ფორმებთან ერთად   საშუალებას მისცემს ღიად წარდგეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და სხვადასხვა სპეციალიზაციის პროვაიდერების მეშვეობით თამამად შეთავაზოს საზოგადოებისათვის აქტუალური საგანმანათლებლო მომსახურება.  

    ამ საკითხების გადასაწყვეტად საკანონმდებლო სივრცეში აუცილებელია   არაფორმალური პროფესიული სწავლების მეშვეობით შეძენილი კომპეტენციების   სტატუსის როგორც სპეციალისტის კვალიფიკაციის შესაბამისი დონის/საფეხურის დადგენა. განსაკუთრებით   ეს აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

    წესით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება   მნიშვნელოვნად უნდა ამცირებდეს ინსტიტუტების და უწყებების როლს. ამავე დროს, მისი განვითარება გარკვეულ წილად დამოკიდებულია   ადგილობრივი ეკონომიკისა და შრომითი რესურსების დაბალანსებულობაზე. ამის გამო საბაზრო ეკონომიკის პირობებში იწყება   შრომის ბაზარის და შესაბამისად   საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე მიწოდების ფორმირება.შრომითი რესურსების მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით მობილურობის პირობებში შრომის ბაზარს არ ახასიათებს გამოკვეთილი რეგიონალური ორიენტაცია, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აძლევს იმის შესაძლებლობას,   რომ მკაფიოდ განსაზღვრონ კადრების მომზადების მოთხოვნილებები საჭირო პროფესიების და კვალიფიკაციების დონეების მთელი სპექტრით.

    ვფიქრობთ, რომ შრომის ბაზარის განმსაზღვრელი ფაქტორებზე,     პროფესიული სასწავლების დისლოკაციასა და არაფორმალურ განათლებაში არსებულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს კომპლექსური პროგრამა, სადაც აგრეთვე იდენტიფიცირებული და გათვალისწინებული იქნება   დარგობრივი და რეგიონული განვითარების პრიორიტეტები   და   სამუშაო ადგილების შექმნის   გრძელვადიანი პერსპექტივები.

    რეგიონალური პროგრამების დებულებებიდან გამომდინარე თითოეული რაიონისათვის   შემდგომ შესადგენი იქნება ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამები.

    ამ პროგრამების შემუშავის დროს პირველ რიგში უნდა ვითვალისწინებდეთ:

    -   ადგილობრივი შრომის ბაზრის მდგომარეობას.

    - რეალურად არსებულ სამუშაო ადგილებს, ვითარებას დასაქმებაში და   საწარმოების პერსონალის დაბერებას.

    - ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას და კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე მოსალოდნელ მოთხოვნილებას.  

    - სოფლად სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების შესაზლებლობას.

    - არსებული სასწავლო დაწესებულებების წინადადებების შესაბამისობას რეალურ მოთხოვნილებებთან. დარგობრივ და პროფესიულ ჭრილში   შეუსაბამობის შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას არაფორმალური პროფესიული განათლების ფორმირების (სამუშაო   ადგილზე სწავლების ორგანიზების)   მეშვეობით.

    - ქალაქსბისა და სოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის განსხვავებულ ჯგუფებში სხვადასხვა პროფესიების პრესტიჟის დინამიკას და ისეთი მნიშვნელოვანი თავისებურების შეაფსებას, როგორიცაა ფიძიკური შრომის პროფესიების პრესტიჟის მკვეთრი შემცირება.

    - პროფორიენტაციულ მუშაობაში ფორმალური (ფორმალიზებული) მიდგომების უარყოფას და ამ მიმართულებით საქმიანობის მრავალფეროვნებას.

    - მრავალ საფეხურიანი, ეტაპიანი სწავლების ისეთი სისტემის ფორმირებას,   რომელიც შესაძლებელს გახდის შრომის ბაზრის, ისევე სტუდენტის კონკრეტული მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისად მის პროფილირებას.

    დარწმუნებულად გვსურს განვაცხადოთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციას, უნდა აღვიქვავდეთ როგორც განათლების ინდივიდუალური ტრაექტორიის ელემენტებს და მათი რეალიზაცია შეაძლებელია არა მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტების (კოლეჯი,უმაღლესი), არამედ არაინსტიტუციონალური საგანმანათლებლო სტრუქტურების (არაფორმალური განათლების პროვაიდერები, ქსელური საზოგადოებები, სექტორალური გაერთიანებები და ..)   მეშვეობითაც.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017