მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფინეთის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ© ნანახია (335) - ჯერ 28 აგვისტო 2017

    ბათუმის საერთაშორისო ფორუმი(ფორუმი ჩატარდა მსოფლიო უნივერსიტეტების- პრეშოვის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, კიოტო-სანგიოს უნივერსიტეტი, მიდლბერის უნივერსიტეტის თაოსნობით),,გეო-კულტურული სივრცე: სმარტ-ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში’’, რომელიც 30 ივნისიდან 5 ივლისამდე მიმდინარეობდა,გაიმართა როგორც რეალურ,ასევე ვირტუალურ რეჟიმში. ფორუმის  მიზანი იყო:სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტების, მეთოდისტების, კულტურულოგების, ლიტერატურათმცოდნეებისა და პედაგოგების გაერთიანება ჰუმანიტარულ სფეროში წარმოქმნილი აქტუალური პრობლემების განსახილველად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის გაუმჯობესება და ვირტუალურ და რეალურ ფორმატში ურთიერთობის კულტურის ამაღლება.გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების სოლიდური კრებული,გაშუქდა ფორუმის მიმდინარეობა მას-მედიაში.მოხსენებები ძირითადად ასახავდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო სიახლეებს .©

                  რუსი ექსპერტ-პედაგოგების ნ.სტეპანოვას და ი.პოლიანსკაიას სტატია   სათაურით -,,Применение  информационных   технологий в  системе школьного  образования Финляндии. В чем  залог успеха?’’  ფინეთში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებს ეხებოდა.ფინეთი  დამსახურებულად ითვლება ლიდერად სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში.იმისათვის რომ ჩაწვდნენ ამ წარმატების საიდუმლოს და  გაერკვნენ მასში, ფინეთში ყოველწლიურად ჩადის  მასწავლებლების   და ასევე  განათლების სისტემის  ჩინოვნიკების დელეგაციები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, იმართება კონფერენციები და ა.შ.რუსი ექსპერტ-პედაგოგების მოსაზრებები, რომლებსაც აქვთ, ერთის მხრივ, რუსული  ფილოლოგიური განათლება საბჭოთა დიპლომით და მეორეს მხრივ,  ფინეთში აღიარებული   პედაგოგიური დიპლომი, და ამჟამად დაკავებულნი არიან პედაგოგიური მოღვაწეობით ფინეთში,საინტერესო აღმოჩნდა.გთავაზობთ  ფინური საგანმანათლებლო რეფორმების გაცნობის მიზნით რამდენიმე ამონარიდს ამ სტატიიდან  კომენტარებით.(დასაწყისისათვის შეგახსენებთ,რომ S.M.A.R.T.   ნიშნავს (self monitoring, analysis and reporting technology)– მყარი დისკის მდგომარეობის თვითშეფასებისა და დიაგნოსტიკის ტექნოლოგიას).

                   40 წლის წინათ ფინეთში დაიწყო  განათლების რეფორმა,  რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამჟამად არსებულ საგანმანათლებლო სისტემას.  ეს რეფორმა გულისხმობდა  სკოლის,როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის, გათავისუფლებას შემოწმებისაგან  და მთლიანად გაუქმდა სასკოლო ინსპექტორების უფლებამოსილებანი სკოლის დირექტორების სასარგებლოდ.  ამ რეფორმებმა შექმნა ეგრეთ წოდებული ,,მომავლის სკოლა’’,  სადაც თითოეულ  მოსწავლეს განიხილავდნენ  როგორც ინდივიდს, თანასწორობისა და პატივისცემის კონტექსტში.  ფინური საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი მიღწევა იყო  ორიენტაცია მასწავლებელთა მომზადებაზე. განვმარტავთ,რომ  მასწავლებლის სტატუსი ფინურ საზოგადოებაში არის  საკმაოდ მაღალი, ის რეგულირდება სახელმწიფო პოლიტიკით,  და დიდი მხარდაჭერა აქვს მასწავლებელთა პროფ.კავშირიდანაც, რომელიც იცავს და ასევე მხარს  უჭერს პედაგოგთა დიდ არმიას ფინეთში.

                 მომავალი მასწავლებელი  უნივერსიტეტში  მხოლოდ იმ შემთხვევაში ირიცხება, თუ გაივლის  დამადასტურებელ ფსიქოლოგიურ ტესტირებას  სკოლაში მუშაობისათვის შესაბამისობაზე.  ამის შემდგომ გადის სავალდებულო სტაჟირებას მკაცრად განსაზღვრულ  საუნივერსიტეტო სკოლებში(ფინეთში თითოეულ უნივერსიტეტთან,რომლებსაც გააჩნიათ პედაგოგიური ფაკულტეტები, ასეთი რვა სკოლაა) , და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი-დამწყებ პედაგოგს აქვს მაღალი ხელფასი, რომელიც მას საშუალებას აძლევს კომფორტულად იცხოვროს  და პროფესიულად განვითარდეს.  ეს ხელფასი, რა თქმა უნდა, ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ პედაგოგების საშუალო ხელფასთან შედარებით არ არის მაღალი , მაგრამ  აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პედაგოგად მუშაობა  ფინეთში საკმაოდ ძნელია და შესაბამისად პრესტიჟულია.მაგალითად,რამდენიმე წლის წინათ აღმოსავლეთ  ფინეთის   ქალაქ იონსუს უნივერსიტეტის 1-6 კლასის მასწავლებლების  მოსამზადებელ სპეციალობაზე საკონკურსო  ერთ ადგილზე იყო  45  კონკურსანტი.  დამწყები პედაგოგი იღებს ძალიან დიდ ნდობის კრედიტს,  ის მაღალმოტივირებულია,მთლიანად გათავისუფლებულია შემოწმებებისაგან და საქაღალდო ბიუროკრატიისაგან, ის ენდობა მოსწავლეებს, მოსწავლეები მას. სკოლის ხელმძღვანელობისათვის მასწავლებელთა კარგი მუშაობის კრიტერიუმად ითვლება   მოსწავლეთა და მათი მშობლების მიერ  მასწავლებლის მუშაობის დადებითი შეფასებები.       მაგალითად, ერთმა ბოსტონელმა პედაგოგმა  ტ.უოკერმა შეაფასა  ფინეთის სასკოლო  სისტემის მუშაობა   აკრონიმით(შეგახსენებთ აკრონიმი-Gk. akros მაღალი+onyma სახელი სიტყვის ან სიტყვათშეთანხმების საწყისი ასოებიდან წარმოქმნილი სპეც. აბრევიატურაა.წყარო- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - (ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.])SIMPLE  (უბრალო, სადა, მარტივი)  და გაშიფრა ის ასე- Sensible(გონივრული),Indefendent(დამოუკიდებელი),Modest(მოკრძალებული),Playful(მოთამაშე-ლაღი),Low-stress(სტრესის მინიმალიზება)  და Equitable(თანასწორუფლებიანი). თუმცა ამ აკრონიმს მიესადაგება აგრეთვე- შემოქმედებითი,  რომელიც, სამწუხაროდ, ალბათ ბოსტონელი პედაგოგის აკრონიმში ვერ ჩაჯდება როგორც კომპონენტი, მაგრამ ავტორის აზრით კარგად ახასიათებს ფინურ საგანმანათლებლო სისტემას.

                რას გულისხმობს ფინური საგანმანათლებლო სისტემის ეს პუნქტი?-განვმარტავთ:კრიტიკულ აზროვნებას,   თავისუფალ არჩევანს,   რომელიც განაპირობებს მასწავლებლის საქმიანობას კლასში,  ეხმარება მას  სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალების და სწავლების მეთოდიკის თავისუფალ არჩევაში. ერთადერთ პედაგოგიურ  მნიშვნელოვან დოკუმენტად ითვლება  სასწავლო გეგმა(რუსეთში შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტები),  რომლის საფუძვლები დგება ფინეთის განათლების მართვის სპეციალისტების მიერ  ათ წელიწადში ერთხელ. მაგრამ, დავაზუსტებთ, თითოეულ სკოლას უფლება აქვს არსებული გეგმა  მოარგოს   თავის საგანმანათლებლო სივრცეს, დახვეწოს  და გაამაგროს ის.  ამგვარად, სასწავლო გეგმის ძალაში შესვლამდე  დაახლოებით ნახევარი წლით ადრე,  მიდის ინტენსიური მუშაობა საგნის პედაგოგებთან  სასწავლო  გეგმის  საკუთარ  ვერსიებზე,  რის შედეგადაც სასწავლო გეგმები ხდება სკოლის მუშაობის ძირითადი მოქმედი დოკუმენტი. ამის შემდეგ, ერთიანი სასკოლო გეგმის არსებობის ფონზე, თითოეულ  მასწავლებელს აქვს უფლება მეთოდიკების არჩევის და აგრეთვე იმისაც,  თუ როგორ იმუშავებს თითოეულ  კონკრეტულ ჯგუფთან.

                 ასევე  ფინური საგანმანათლებლო სკოლის წარმატების გარანტად ითვლება  სახელმწიფო პრიორიტეტები, რომლებიც გულისხმობს ხარისხიანი  მომსახურების  შეთავაზებას ყველა მოსწავლეთათვის  თანაბრად  მათი ადგილსამყოფელისა და საცხოვრებელი არეალის მიუხედავად.  მაგალითად, შორეულ ლაპლანდიაში მოსწავლეებს ისეთივე უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სახელმძღვანელოებით, სასკოლო ნივთებით,  მიიღონ უფასო სასკოლო სადილი, როგორც დედაქალაქის რეგიონის  მოსწავლეებს.  ფინეთში არ არის ფასიანი კერძო სკოლები,  ხოლო სასკოლო  სისტემა მხარდაჭერილია  ძირითადად  ისევ და ისევ  თანასწორობის პრინციპით.

                  გიმნაზიის კურსდამთავრებულები(რუსული სკოლის 10-12 კლასის კურსდამთავრებულების შესაბამისი)  მათი გეოგრაფიული ადგილსამყოფელის მიუხედავად  გამოცდების წარმატების ჩაბარების შემდგომ, ირიცხება,  ყოველგვარი სიძნელეების გარეშე ,  ქვეყნის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.  ამას ხელს უწყობს კომპეტენტურად შედგენილი სასწავლო პროგრამა,  რომელიც განაპირობებს მოსწავლის გონივრულ დატვირთვას,სასწავლო პრიორიტეტების გადანაწილებას სასწავლო საფეხურების შესაბამისად.  მეცხრე კლასამდე პროგრამა  გადატვირთულია გამოყენებითი საგნებით,  თამაშებით,  უცხოური ენებით, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით არჩევითი და ფაკულტატიური კურსებით, რომლებიც ისევ და ისევ არჩევითობის პრინციპს ემყარება. სასკოლო საშინაო დავალებებს თითქმის არა აქვს დათმობილი დრო,  უფრო სწორედ ისინი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროგრამების გამეორების მიზნით. ფინელ პედაგოგებს აქვთ უფლება საგნების კომბინირების და პროპაგანდას უწევენ   ,,ყურადღების განტვირთვის სტრატეგიას’’,მშვიდ   კონცენტრაციას,ანუ ყურადღება მთლიანად გადატანილია სტრესიდან თავისუფალ,ან დაძლევად სტრესზე ორიენტირებულ სწავლებაზე-პოზიტიურ, ჯანსაღ განვითარებაზე.  ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების მაღალ საფეხურზე არ არის გამოცდები, რაც  იმის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება, რომ სწავლება არ იყოს    ორიენტირებული ტესტების დაზეპირებისკენ. კურსდამთავრებულები,ასევე ათკლასდამთავრებულები,  ირიცხებიან  გიმნაზიებსა და პროფესიულ სასწავლებლებში  სკოლის დამთავრების ატესტატის საშუალო ქულების შესაბამისად.  ამასთან ერთად ყველა სკოლაში მუშაობს მასწავლებელი-ტიუტორი,  რომელიც პროფესიულად, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი,  ეხმარება მოსწავლეებს  სწორი არჩევანის გაკეთებაში.  საინფორმაციო ტექნოლოგიები ასევე აქტიურად გამოიყენება ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში.რა თქმა უნდა ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს ყველა მოსწავლის  თანაბარ წვდომას  სმარტ-ტექნოლოგიებზე.

                     სწავლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების რა სტრატეგიული პოზიციებია  : პირველწყაროების ძებნა და კრიტიკა; ინტერნეტის დახურული და უსაფრთხო სარგებლობა; საავტორო უფლებებს დაცვა და ინფორმაციის წვდომადობის ასაკობრივი შეზღუდვა; ქსელური პედაგოგიკა,რომელიც გულისხმობს  იმ  წყაროების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას,რითაც შეუძლიათ პედაგოგებს ინფორმაციის მოძიება და გამოყენება;  სოციალური მედია- გულისხმობს სოციალური მედიის ეთიკური მხარის გამოყენებას სწავლებაში;. KenGuru -ნიშნავს საინფორმაციო ტექნოლოგიებს პედაგოგებისათვის, რომელიც მათ ეხმარება გაერკვნენ  სწრაფად ცვალებად მოთხოვნებში; ინტერაქტიური დაფა,  ვალოს მეთოდიკა,რაც გულისხმობს  კომპიუტერული პროგრამირების სწავლების დახვეწას და  ა.შ.

          და ბოლოს  უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინური საგანმანათლებლო სისტემა მუდმივი განახლების, ზრდის  და განვითარების  არეალშია და, რა თქმა უნდა,  არ კმაყოფილდება მიღწეული, საკმაოდ  შთამბეჭდავი, გამარჯვებებით.   ის რომ PISA-ს რეიტინგით  წამყვანი პოზიციები უჭირავთ, შემთხვევითი არაა,ეს ყველაფერი მრავალწლიანი,  დაგეგმილი   შრომის შედეგია.  საინფორმაციო ტექნოლოგიები შერწყმული პედაგოგიურ მეცნიერებასთან -ეს არის ფინური საგანმანათლებლო სისტემის პრიორიტეტი.

        აღნიშნულ ფორუმზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც გაშუქდა,(მაგ.მიგრაციის, ბილინგვიზმის, ტრელინგვას(სამენოვანი სწავლება) და სხვ.). საკმაოდ ავტორიტეტული მოსაზრებანი მოვისმინეთ.მათ შესახებ გიამბობთ მომდევნო პუბლიკაციებში.   გამოხმაურებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ  ელექტროფოსტით,მისამართზე: sesili62@mail.ru.

    საინფორმაციო უზრუნველყოფა:

    1.Степанова Н. Полянская И. ,,Применение  информационных   технологий в  системе школьного  образования Финляндии. В чем  залог успеха?’’  Финско-русская школа Восточной Финляндии. Акционерное общество   INRduexoprtoy,эксперт образовательных услуг. Финляндия.   IX Международный форум в реальном и виртуальном режиме «ГЕОКУЛЬТУРНОЕ ПРОСТРАНСТВО: СМАРТ-ТЕХНОЛОГИИ В ОБРАЗОВАНИИ И СОЦИУМ». Сборник научных докладов. Батуми 2017.стр.337.                                                                                          

    ავტორი :ნანა ხახუტაიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017