მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    კულინარიული ფესტივალი "ქართული სამზარეულო" - ზამთარი 2018”. 19 თებერვალი 2018

    2018 წლის 24 – 28 თებერვალს საქართველოში ტარდება კულინარული ფესტივალიქართული სამზარეულო - ზამთარი 2018“. ფესტივალის პირობების გასაცნობად გთავაზობთ გადახვიდეთ ფეისბუკის გვერდზე:  https://www.facebook.com/GeorgianCuisineFest/.

     

    თუ გიყვართ ქართული სამზარეულო და  გსურთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის უგემრიელესი კერძების დაგემოვნება? ხართქართული გემოსერთგული და მისი შენარჩუნების მომხრე? თუ ქართული კულინარია გაინტერესებთ როგორც პირადად თქვენი ან თქვენი ოჯახის ბიზნესი?   ფესტივალის პირობების გასაცნობად გთავაზობთ გადახვიდეთ ფეისბუკის გვერდზე:  https://www.facebook.com/GeorgianCuisineFest/  .

    ამ სახისა და ფორმატის ქართული სამზარეულოს ფესტივალი ჩვენს ქვეყანაში ტარდება პირველად.    წლის განმავლობაში ის   ჩატარდება ოთხჯერ: ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.  მისიორგანიზატორია  საერთაშორისო  ასოციაცია  "ქართული  სამზარეულო", ხოლო მომზადებასა და ჩატარებაში დახმარებას  გაუწევენ პრაქტიკოსი რესტორატორები,  ქართული    კულინარიის    პროფესიონალი სპეციალისტები, ერთგული ენთუზიასტები და  PR  ვოლონტიორები.

    ფესტივალში წარმოდგენილი იქნება ქართული რეგიონალური სამზარეულოების ყველაზე   პოპულარული მიმართულება: აჭარიდან - კახეთამდე; სვანეთიდან - ქვემო ქართლამდე, ღირსეულად წარმოჩენილი იქნება მეგრული და იმერული სამზარეულოები.

     ფესტივალი არაკომერციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს:  

    -                  საქართველოს სხვადასხვა მხარისა და კუთხის სამზარეულოს უნიკალური კერძების  პოპულარიზაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ;

    -                  საქართველოში გასტრონომიული შიდა და გარე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;

    -                  მზარეულების პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების ამაღლებისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას;

    -                  ფესტივალში მონაწილე კვების ობიექტების პოპულარიზაციასა და სარეკლამო მხარდაჭერას;

    -                  ახალგაზრდობისათვის მზარეულის პროფესიის არჩევაში დახმარებას.  

    ფესტივალის ორგანიზატორები ამზადებენ ხუთდღიან კულინარიულ მარათონს. მის ფარგლებში რესტორნები სტუმრებს შეთავაზებენ  25 ლარიან უნიკალურ სადეგუსტაციო სეტ-მენიუს, გარდა ამისა ჩატარდება შეფ-მზრეულების მასტერ-კლასები და მრგვალი მაგიდები.

     ქართული სამზარეულო   დღეისათვის ცნობილია მრავალ ქვეყანაში და   საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ერის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც წარმოიქმნა და მოგვყვება ჩვენ უძველესი დროიდან. საუკუნეების განმავლობაში, ის დამოუკიდებლად  ყალიბდებოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ამჟამად მსოფლიოში ცნობილია ერთიანი ბრენდის - „Georgian  Cuisine“ -  სახით. იმავდოულად უკანასკნელ წლებში ევროპიდან - აზიამდე, ამერიკიდან - ავსტრალიამდე იზრდება ქართული რესტორნების ქსელიც. ამის გამო ძალზე მნიშვნელოვანი გახდა ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ მივაღწიოთ იმას, რომ    ქართული სამზარეულოს კონცეფცია ყველგან ეფუძნებოდეს ტრადიციულ, ეროვნულ გემოს. ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი სპეციალისტების დახმარებით ვეცდებით, რომ წარმოების უახლესი ტექნოლოგიებისა და კერძების მიწოდების ადგილობრივი კოლორიტის შერწმით მოვახდინოთ ამის დემონსტრირება.

    ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ხშირად ადამიანები უკვე ცნობილშიც ეძებენ ახალს, ჯერ კიდევ უცნობსა და საინტერესოს და როგორც გვარწმუნებენ ფესტივალის მონაწილეები თითოეული სადეგუსტაციო სეტ - მენიუ იქნება უნიკალური, რომელსაც მზარეულები სპეციალურად შეადგენენ თავისი სამზარეულოს წარმოსაჩენად.

     „წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტული ტრაფიკის ტენდენციებში გამოიკვეთა ფრიად მნიშვნელოვანი და საყურადღებო ასპექტი: უნიკალური ისტორიული, არქიტექტორული ძეგლებისა და მიმზიდველი ბუნებრივი ლადშაფტების სილამაზის გარდა ჩამოსულ სტუმრებს კოლორიტითა და გემოთი განსაკუთრებით ხიბლავენ და იზიდავენ ქართული  კერძები  და ღვინო. ამიტომ    ინფორმაცია მონაწილე რესტორნებზე და მათ სადეგუსტაციო კერძებზე გაეგზავნება სხვა და სხვა ტუროპერატორებსა და კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ანუ ტურისტულ ბაზარზე შეღწევის მსურველებს ფესტივალი თავაზობს ქართული გემოს  ახალ, თანამედროვე  ხედვას,  რესტორნების ბრენდების არასტანდარტულ, კრეატიულ, ეფექტურ და დასამახსოვრებელ მრავალფეროვნებას. რესტორნებიც უკეთ მოემზადებიან აქტიური ტურისტული სეზონისათვის და ჩამოსული  სტუმრებიც ხელმისაწვდომ ფასში დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებს.

    ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისათვის და ბედნიერები ვიქნებით, თუ ფესტივალი შექმნის პოზიტიურ განწყობას, ერთიანობის ატმოსფეროს, რომელსაც, გამონაკლისის გარეშე, საკმაო ხანია ელიან ყველანი: რესტორატორებიც, მზარეულებიც და სტუმრებიც და გიწვევთ კულინარიულ  ფესტივალზე  „ქართული სამზარეულო - ზამთარი 2018.  ქართული სამზარეულოს ფესტივალი - ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია! ეს ის სივრცეა, სადაც შევძლებთ დავისვენოთ, დავიმუხტოთ კარგი განწყობით და მივირთვათ კრეატიულად მომზადებული უგემრიელესი ქართული გემოს კერძები.  

    ავტორი :მზია გიგუაშვილი

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    ოჯახი, მშობლები და ბავშვი |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018