მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    შური > ბოღმა > ღვარძლი > მტრობა ნანახია (163) - ჯერ 29 ოქტომბერი 2021

    წინა პუბლიკაციებში ჩვენ   უკვე ვისაუბრეთ  ადამიანის ბუნებისა და ხასიათის  რიგი თვისებებისა და ნეგატიური გამოვლინებების თაობაზე. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ისინი უეცრად, ცალ-ცალკე და მოკლე ხნით კი არ "შემოირბენენ” ხოლმე  ჩვენს ცხოვრებაში, არამედ  დაწყვილებულად ან  ერთიან ჯაჭვში გადაბმულები შემოიპარებიან მალულად და სამუდამოდ მკვიდრდებიან  ადამიანის სულში.

    ამიტომაც, ამ პუბლიკაციაშიც კვლავ წამოვწევთ შურის საკითხს, რომელთანაც განუყოფელ ჯაჭვად შეკრულები არიან ბოღმა, ღვარძლი, სიბოროტე და მტრობა. შურის თემას  ვუბრუნდებით  იმის გამოც, რომ  ეს ჯაჭვი ამჟამად ალბათ ყველაზე აქტუალურია ჩვენს  ყოფიერებაში. მას ყოველდღიურად ვაწყდებით - საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ან თუნდაც ქუჩაში. ეს ჯაჭვი მკაფიოდ გამოიკვეთა თანამედროვე ადამიანის ბუნების ყველა განზომილებაში, გამსჭვალა მისი ცხოვრება, ის ჟანგივით აღწევს უმეტეს სფეროში და   ყველგან სტოვებს აღუვსებელ ხვრელებს. ამ მოვლენის დასტურის ძებნა არ მოგიწევთ შორს და დიდი ხნის განმავლობაში - საკმარისია ერთი  წუთითაც შეჩერდეთ ჩვენს რუტინულ, უღიმღამო ყოველდღიურობაში, მიმოიხედოთ გარშემო, დააკვირდეთ და თვალნათლივ დაინახავთ ყველაფერს.

    შური, როგორც უკვე ვთქვით წინა განხილვაში, იწყება იმით, რომ ადამიანი სხვას ადარებს საკუთარ თავს   და ეს შედარება  უქმნის სოციალური  სტატუსის, საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმატებულობის თაობაზე დასკვნის   საფუძველს. იმავდროულად,   სხვისი კეთილდღეობისა თუ წარმატების გამო წარმოშობს გაღიზიანებას,  ჯავრსა ან სხვა ამგვარ განცდას. არანაკლები სიხშიროთ ამ ტანდემში ჯაჭვურად ებმებიან გულისწყრომა, ღვარძლი, ბრაზი, ბოღმა, სიბოროტე და მტრობა.

    ცხოვრებისეული პრაქტიკა აგრეთვე ცხადჰყობს, რომ ყველაზე შურიან კატეგორიას წარმოადგენენ საზოგადოებრივ იერარქიაში, ფინანსურად, ქონებრივად   და პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები. გარემოცვის, ზოგჯერ კი, სამწუხაროდ,   მშობლების გავლენის შედეგად ეს ნეგატიური თვისება შეიძლება ინერგებოდეს ადამიანში ბავშვობიდან. დაკვირვებაც გვიჩვენებს, რომ შურიანობის თვალსაზრისით   განსაკუთრებით აქტიურია ჩამოუყალიბებული და ჯერ კიდევ არ  შემდგარი ახალგაზრდობა. თუმცა, თუ ვიხელმძღვანელებთ შეერთებული შტატების მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ რამოდენიმე ასეული ადამიანის მიზანმიმართული გამოკითხვის შედეგით, მომდევნო ასაკში ამგვარი განცდის სიმძაფრე შედარებით კლებულობს.

    წარმატებულ, შემდგარ, ან თვითკმარ ადამიანებს, როგორც წესი, ნაკლებად სჭირთ შურის ისეთი მიდრეკილება, რომელსაც შემდგომ ებმის ღვარძლიანობა, სიბოროტე და აგრესიულობა. ბედნიერ, ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანს თავად შეუძლია შურის წარმოქმნის გაკონტროლება და ნეგატიური გამოვლინებების ჩახშობა.

    პრაგმატიკოსებს კი საერთოდ არ ახასიათებთ ბოღმა და ღვარძლი, რადგან აქცენტირებულები არ არიან   შურზე. სხვის მიღწევას ისინი  ერთგვარ ორიენტირად მიიჩნევენ და საკუთარი გზით მიისწრაფიან  პირადი წარმატებისკენ.  

    განსხვავებულ კატეგორიას ამ სახის ჩამონათვალში წარმოადგენენ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები. შურის გამო ისინი განიცდიან ემოციების თავისებურ კომპლექსს - უზომო შიშის ჩათვლით, აგრეთვე შურმა  შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სასოწარკვეთა და დაუსრულებელ დარდად ან სევდად ქცეულნი ისინი აღიბეჭდებიან მათ სახეზე.    

    შურს შეიძლება გააჩნდეს ორი დონე. ერთი მათგანი შედარებით რბილია და ის ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი წუხს იმის გამო, რაც გააჩნია სხვას და რაც სურს თვითონაც. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ამ დონის განცდას შეიძლება პოზიტიური მოტივაციაც ახლდეს, რომელიც გამოიხატება იგივე შედეგის მიღწევის ან   მისი გადაჭარბების სურვილში.

    შერის მეორე დონე უფრო კატეგორიული, უმსგავსო და ზოგჯერ სასტიკიცაა. ის ადამიანს უყალიბებს მისწრაფებას, თუნდაც სრულიად დაუშვებელი ხერხით,   წაართვას სხვას ის, რაც ისურვა  და ამასთან უსიამოვენბაც შეუქმნას შურის გამომწვევ პიროვნებას.ამ დონემდე მისულ ადამიანში აუცილებლად იბუდებს ბოღმა და   ერთ ნაბიჯია ღვარძლი და მტრობა. ასეთი მახასიათებლების მქონე პიროვნება განუზომელ კმაყოფილებას განიცდის, თუ შეიტყობს, რომ  ადამიანს, რომელიც იწვევდა  მის შურს, შეექმნა პრობლემები. ამ,  მისთვის გასახარებელ ამბავს, ის აუცილებლად მიაყოლებს ავ სიტყვასაც. ანუ, როგორც თქვა შოთა რუსთაველმა  - „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“.  ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ შოთას სიბრძნის დამადასტურებელი ერთი დაუდგენელი „ბოროტი სულის“გამონათქვამიც - „მეზობელს ძროხა, რომ მოუკვდა - წვრილმანია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა“.   რაც ნიშნავს იმას, რომ  შოთას სიბრძნე მუდამ -აქტუალურია.

    თავის დროზე  ვ. ჰიუგომ აგრეთვე აღნიშნა, რომ - „ბოროტებას შავი სიხარული აქვს“. და რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, ოღონდ  ბოროტების „შავი სიხარული“ ხანმოკლეა. ხომ გახსოვთ რა ბრძანა შ.რუსთაველმა - ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

    მაგრამ შურს არ უნდა ვუყუროთ მარტივად და მიმტევებლურად. ის სულაც არ არის უწყინარი განცდა. ამიტომ ფსიქოლოგებიც, როგორც წესი, მას ნეგატიურად აფასებენ  და  მიიჩნევენ, რომ ის კონტრპროდუქტიულია, სხვა ადამიანებისა და, მით უფრო, მეტოქეების მიმართ, იწვევს აგრესიასა და მტრობას. არც ის უნდა გვავიწყდებოდეს,  რომ კაენმაც თავისი ძმა აბელი ზუსტად შურის შედეგად მოკლა.

    როგორც უკვე ავღნიშნეთ, შურს  კვალდაკვალ მოსდევს ბოღმა და ღვარძლი. ბოღმა - ალბათ უნდა განიმარტოს, როგორც ჯავრი, ნაღველი, ბრაზი, ხოლო ღვარძლი -  შურით წარმოქმნილი სიბოროტე და სიავე.  სულხან საბამაც ასე განმარტა  - ბოღმა შურიც არს, ანუ მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა".

    რა თქმა უნდა, სულხან საბას თითიეული სიტყვა დიდი ხანია იქცა ყველა   ქართველისთვის  სიბრძნის წყაროდ. მაგრამ, ამასთან,  სულ უფრო ხშირად მაოცებს  უბრალო გლეხი კაცის გონიერება და აზროვნების ფილოსოფიური სიღრმეც. კერძოდ, სამსჯელო თემასთან დაკავშირებით გამახსენდა ალეგორიულად სიმბოლური  სარეველა ბალახი (Lolium temulentum L.), რომელსაც მიწაზე მომუშავე გლეხმა ღვარძლი დაარქვა და მის  სახელწოდებაში   ღრმა ფილოსოფიური აზრიც ჩადო. რაც არ მოხდა შემთხვევით, ვინაიდან ამ სარეველას ახასითებს სიკეთის   მომტან პურეულის ნათესებში ვერაგული შეღწევა და გარდა ამისა გააჩნია შხამიანი მარცვალი, რომლის შერევა კეთილშობილ   ხორბალთან ყოვლად დაუშვებელია, რადგან დიდ ზიანს მიაყენებს ადამიანის ფსიქიკას, ჯანმრთელობას და სიცოცხლისათვისაც კი სახიფათოა.   ვფიქრობ, დამეთანხმეთ, რომ სარეველას მავნე  თვისებიდან გამომდინარე მას სახელწოდება საოცრად ბრძენმა ადამიანმა შეურჩია და ამით ალეგორიულად შეადარა  ადამიანის ღვარძლს,  რომელიც აგრეთვე მომწავლავია   ადამიანის სულისთვის, ანგრევს მის  ფსიკიქას და ავნებს ჯანმრთელობას.

    როგორც წესი, ბოღმა და ღვარძლი მუდმივად ილექებიან ადამიანის სულში და ადრე თუ  გვიან ქვეწარმავალივით აუცილაბლად ამოყოფენ თავს. ცოტა ხნით შესაძლოა მიიმალონ კიდევაც, მაგრამ მაინც არ მოასვენებენ ამ სენით დაზიანებულ ადამიანს.   შემდეგ მათ მოჰყვება არაკეთილმოსურნეობა, გაბოროტება და სიავე, რომლებიც მოკლე დროში გარდაიქმნებიან   სიძულვილში, შუღლსა და მტრობაში. ისინი მარყუჟივით მიწვდებიან ადამიანის ყელს და ახრჩობენ ფიზიკურად, გუდავენ მის გონიერებას,  ბატონობენ და არ აძლევენ სრულფასოვანი ცხოვრების  შესაძლებელობას, ღრღნიან და, როგორც ჩუმ-ჩუმად მომწავლავი შხამი, შიგნიდან სპობენ  ადამიანს, ანუ  როგორც თქვა ნიზამიმ „ უმოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას“.

    მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ერთ ჯაჭვში ჩაბმული ეს უარყოფითი გამოვლინებები იწვევენ პიროვნების ზნეობრივ და მორალურ გადაგვარებას და უმოწყალოდ კლავენ ღვთისგან ბოძებულ კეთილშობილურ თვისებებს.   სულიერი დასახიჩრების გარდა მათ წარმოუდგენლად უარყოფითი ცვლილებები შეაქვთ ადამიანის ცხოვრების წესსა და წყობაში.

    სამწუხაროდ - ეს ასეა, ვინაიდან  შეუძლებელია არ შეამჩნიო თუ რა შეუქცევადი, უარყოფითი ცვლილებები შემოიტანეს ბოლო ათწლეულების ნეგატიურმა ძვრებმა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, მთლიანად სოციუმის არსში, ადამიანების ერთამანეთისადმი დამოკიდებულებასა და ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე სავსაბით ბუნებრივია, რომ გაჩნდეს იმის განცდა, რომ   საზოგადოების ნაწილს, მავანსა და მავანს სულ უფრო ავიწყდება მაცხოვარის მოცემული წესი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

    საილუსტრაციოდ, უნებურად, მახსენდება უახლოესი წარსული, კერძოდ, ოდესღაც ტრადიციად ქცეული თბილისელების გასეირნება რუსთაველის გამზირზე, როცა ყოველ საღამოს, ღია, მეგობრული, კეთილგანწყობილი სახეების მქონე ადამიანები წყვილ-წყვილად, ან მეგობრების წრეში, გვერდიგვერდ სეირინობდენ საყვარელ გამზირზე. გასასეირნებლად მოსულების განსაკუთრებულად დიდი სიმრავლე შეიმჩნეოდა ზაფხულის საღამოობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველანი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ სეირნობენ მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები, რომლიბიც პატივს სცემენ ერთმანეთს და საკუთარ თავზე მეტად უყვართ მოყვასი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ   ამგვარი ურთიერთობა არ მთავრდებოდა შებათ-კვირის ლაღი და მოლხენილი გასეირნებით. ცხოვრებისეული სირთულეების   მიუხედავად  ადამიანების კეთილმოსურნე დამოკიდებულება და ურთიერთობა გრძელდებოდა მომდევნო  სადაგ, საქმი დღეებშიც და გამოიხატებოდა რეალური ერთობით, მხარდაჭერითა და თანადგომით ბედნიერებასა თუ გაჭირვებაში.

    არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ვსულდგმულობ მხოლოდ წარსულით და      ამიტომ ვადიდებ მას, რომ მხოლოდ ამის გამო ვცდილობ ეს ტრადიცია წარმოგისახოთ ლამაზ ფერებში  და შეგიყვანოთ ილუზორულ, ოდესღაც ვითომ არსებულ სამყაროში. მერწმუნეთ, კარგად მესმის, რომ ბევრი რამ, მათ შორის ზნეობის თვალსაზრისითაც იცვლება, ან იკარგება,   ნაწილი ვითარდება, ხოლო რაღაც მიეცემა  დავიწყებას.  ამავდროულად, მაინტერესებს და მაწუხებს - რა გველის?  რას ვთმობთ, რის სანაცვლოდ და რა ფასად? ჩვენ, ხომ როგორც მცირერიცხოვანმა ერმა, სხვებისგან განსახვავებით,  ადათ-წესისა და ტრადიციების წყალობით გავიარეთ ურთულესი ისტორიული გზა. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც კი შევინარჩუნეთ მეობა, თვითმყოფადობა და არ დავკარგეთ სახე.

    ამიტომ სავსებით კანონზომიერად მებადება კითხვა - რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ადამიანის ხასიათის ისეთი უარყოფითი თვისებების გააქტიურება, როგორიცაა შური, ბრაზი, განცალკევება და მტრობა - ეს ევოლუციის გვერდითი ეფექტია, თუ მორალურ-ზნეობრივი  დეგრადაციისა და სულიერი დაკნინების შედეგია? სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხს ჯერ ვერ მოვიპოვებთ, თუმცა, დიდი ალბათობით -  დრო გვიჩვენებს.

    ვფიქრობ არ დაგვჭირდება „კომპიუტერული ტომოგრაფია“, რათა დავინახოთ და დავრწმუნდეთ, რომ შურით, ბოღმით,   ღვარძლიანობითა და გაბოროტებით ნაშობმა პროცესმა ყველა განზომილებაში ღრმად განსჭვალა ჩვენი ყოფა, აისახა ადამიანთა ქცევაში, ცხოვრების წესსა და სტილში, მანერებსა და მეტყველებაშიც კი, უფრო მეტიც  დაანგრია საოცარი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა,   მყიფე ტრადიციები და  დამამახინჯებელი   სტიგმით აღიბეჭდა მავანის სულსა და სახეზე.

    სამწუხაროდ,  ხალისიანი ტრადიციაც, ჩვეული,  კეთილი მისალმებით, საუბრით და სტუმრად გულწრფელი მიწვევით, შეუქცევადად დაიკარგა. ხოლო გამზირზე  მაინც თუ შეამჩნევ   ერთ მუჭა გაუგებარ, ნაცრისფერ ადამიანებს, დაინახავ, რომ ისინი არ სეირნობენ   თბილისელებისთვის დამახასიათებელი ლაღი არისტოკრატიზმით, ფილიგრანული არტისტიზმით და დახვეწილი (და არა ვულგარული) იუმორით. ჩვენ შევიცვალეთ? თუ უკვე სულ სახვა აუხსნელი ერთობით შეკრული ადამიანები უბრალოდ ზომავენ ნაბიჯებს და გამზირზე ყოფნით არ გამოხატავენ არაფერს გარდა იმასა,  რომ უკვე აქ არიან და დაიპყრეს ეს სივრცეც. მათი ნაწილი კი წყვილ-წყვილად, ან ცალ-ცალკე , ქუდმოგლეჯილები დაწრწიან მაღაზიიდან მაღაზიაში, მხოლოდ ერთი ოცნებით - მოასწრონ, იყიდონ რამე და რაც შეიძლება „იეფათ“, ან პირიქით „თუ გინდ ძვირად“, ოღონდაც იყოს „ესკლუზივი“ და „ბუწიკში ნაყიდი ბრენდი“, რათა დაანახონ სხვას, რომ მასზე მდიდრები არიან და გააჩნიათ ასეთი ნივთის შეძენის შესაძლებლობა.

    პირადად, რომ გავრკვევოდი იმაში თუ რა ხდება, ჩამოვჯექი პირველივე თავისუფალ სკამზე,   დავაკვირდი გამვლელებს და აღმოვაჩინე, რომ არც ის აღფრთოვანება და არც ჩვეული სახეები ნამდვილად არ ჩანან.  შეიცვალა  არა მხოლოდ ქცევისა და მეტყველების მანერა, არამედ საუბრის თემებიც. უყურებ და რწმუნდები იმაშიც, თუ რამდენად შეუძლია თურმე შურს, ბოღმასა და ღვარძლიანობას შეცვალოს ადამიანი, სახე გაუხადოს ცბიერი, მზერა კი მძიმე და ბრაზიანი.   ღვარძლიანი   ადამიანი ხომ აღსავსეა   ნეგატივით, არაკეთილმოსურნეობითა და სისასტიკით.

    მართლაც რასთან გვაქვს საქმე? გავხდით საკუთარი ნეგატიური თვისებების მსხვერპლი?  კვლავაც თუ ვივლით ამ გზათ, ხომ შესაძლოა, რომ  დავთმოთ ყველაფერი და საერთოდ დავკარგოთ სახე. ვის დავემგავსებით თუ დაუშვებთ შურის, ღვარძლისა და მტრობის მონობას ან თუნდაც მძევლობას? ეს ხომ ძალიან სერიოზული და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო კითხვებია!

    თქვენც თუ გაღელვებთ და, რა თქმა უნდა, გაწუხებთ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს თავს,  ალბათ გაგიჩნდებათ ეს კითხვები?  ხოლო თუ არა და ყველანი დავრჩებით გულგრილები  - დე იყოს ისე, როგორც არს!

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    რელიგია ფსიქოლოგია ფინანსები და კრედიტი ინვესტიციები ბუღალტერია და აუდიტი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია პოლიტოლოგია პედაგოგიკა დაზღვევა გეოლოგია მუსიკა საბირჟო საქმე სხვა ტრანსპრტი მათემატიკა ქიმია სამართალი სტატისტიკა ტექნოლოგია მეცნიერება და ტექნიკა გეოგრაფია ლოგიკა ფილოსოფია გეოპოლიტიკა კულტურა და ხელონება ვეტერინარია მასმედია სოციოლოგია მართვა ჟურნალისტიკა და PR მრეწველობა, წარმოება საბანკო საქმე პროგრამირება არქიტექტურა სოფლის მეურნეობა მეტალურგია მარკეტინგი და რეკლამა კულტუროლოგია კულინარია უცხო ენები ბიოლოგია ეკონომიკა ინფორმატიკა ასტრონომია მენეჯმენტი საბაჟო სისტემა კრიმინალისტიკა გადასახადები ფიზიკა ჟურნალისტიკა ტურიზმი მეწარმეობა მშობლიური ენა და ლიტერატურა საერთაშორისო ურთიერთობები ავიაცია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ეკოლოგია სექსოლოგია ელექტრონიკა ლოგისტიკა მიფოლოგია ზოოლოგია გეოდეზია ისტორია მედიცინა, ჯანმთელობა ფიზკულტურა და სპორტი უცხოური ლიტერატურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2021