მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თაობა X - ზოგადი მახასიათებლები და პიროვნული თავისებურებები ნანახია (1867) - ჯერ 01 თებერვალი 2023

    ამ თაობის სახელწოდებას  საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია. თქვენთვის წინა პუბლიკაციიდან უკვე ნაცნობმა უილიამ შტრაუსმა და ნილ ჰოუვმა მას "თაობა 13" უწოდეს. თავად ტერმინი "X თაობა" პირველად გამოიყენა   სტუდენტი ახალგაზრდობის  მკვლევარმა ინგლისელმა ჯეინ დევერსონმა, შემდეგ თავის წიგნში "Generation X"  ჰოლივუდერმა კორესპონდენტმა ჩარლზ ჰამბლეტმა. ფართოდ   ის გავრცელდა კანადელი მწერლის დუგლას კოპლენდის ამავე სახელწოდების წიგნის წყალობით. მოგვიანებით როგორც ტერმინი ის მყარად დამკვიდრდა დემოგრაფიაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებსა და მარკეტინგში.

    X თაობის ზოგადი მახასიათებლები

    რა თქმა უნდა, თაობათა დაყოფა დაბადების თარიღების მიხედვით არ შეიძლება იყოს უდაო და აბსოლუტურად ზუსტი. სავარაუდოდ, მათ ღირებულებათა  ორიენტირებში  „წყალგამყოფის“ დადგენაც ალბათ უნაკლოდ არ უნდა ჩაითვალოს.

    ამის მიუხედავად, ჩვენი წინა პუბლიკაციიდან გამომდინარე, მაინც გვსურს შეგახსენოთ, რომ მიღებული გრადაციის მიხედვით, X თაობა მოიცავს 1967 წლიდან 1984 წლამდე დაბადებულ და ერთნაირ პირობებში გაზრდილ ადამიანებს. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში თაობები ყალიბდებიან წინა პოპულაციის  ღირებულებათა მიღებისა და გაზიარების, ან კორექტირების თუ უარყოფის პროცესში.

    ერთი და იგივე თაობის (მათ შორის X-ის) ადამიანები აგროვებენ ერთგვაროვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ქმნიან განზოგადებული „მახასიათებლების კოლექტიურ პორტრეტს“ და ცხოვრობენ მსგავსი „ცხოვრებისეული სცენარების“ მიხედვით, ახდენენ ერთნაირ მახასიათებელთა, უპირატესობათა და ფასეულობათა დემონსტრირებას.

    X თაობას, უმეტესწილად, წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, თითქმის სრულიად დაკარგეს რწმენა ყველაფრის   - მშობლების, სოციალური ინსტიტუტების, საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის მიმართ. ისინი უფრო პრაგმატულები, ვიდრე რომანტიკულები არიან.

    მათი მთავარი განმასხვავებელი თვისება გამოიხატება იმაში, რომ ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან, რადგან იზრდებოდნენ სრულიად ავტონომიურ და დამოუკიდებელ პირობებში   - არავის, მათ შორის მშობლებს, არ უთქვამთ, როდის, სად და რა ეკეთებინათ. ამიტომ, ამ თაობის წარმომადგენლები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, საფუძვლიანად იკვლევენ ყველაფერს, რასაც აკეთებენ, ამავდროულად ცდილობენ სასარგებლო კონტაქტების დამყარებას, ოღონდ   არ სურთ ინფორმაციის გაზიარება (მათთვის ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა).

    დაბადების თარიღიდან  გამომდინარე მათი სწავლა-განათლებისა და   კარიერის დაწყების პერიოდი მიმდინარეობდა ინტერნეტის არ არსებობის პირობებში, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებმა მათ ცხოვრებაში  შემოაღწიეს უკვე შემდგომ პერიოდში. ამის მიუხედავად, X თაობის ადამიანებმა შეძლეს გლობალური ცვლილებებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ეპოქაში ღირსეულად შესვლა.

    ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ თაობის წარმომადგენლებს ახასიათებთ და შეუძლიათ ალტერნატიული აზროვნება, მრავალი სიახლისა და შესაძლებლობის ათვისება რათა მოერგონ რეალურ პირობებს.

    კორპორატიულ იერარქიაში კარიერული ზრდისა და სტაბილურობის მისაღწევად X თაობის  უმეტეს წარმომადგელს შეუძლია იშრომოს ყოველდღიურად და დაძაბულად ცხოვრებისეულ ზოგ სიამოვნებაზე უვარის თქმის ხარჯზეც კი.

    ისინი არ იზიარებენ ბები-ბუმერების თაობის ბევრ კონსერვატიულ ღირებულებას. ხელმძღვანელობენ დევიზით - „ცხოვრებაში ყველაფერი ბრძოლით მიიღწევა“  და საკმაოდ აგრესიულად ცვლიან   ბუმერების თაობის ადამიანებს ხელმძღვანელ თანამდებობზე, მმართველ პოზიციებზე, რის შედეგადაც, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კომპანიების ხელმძღვანელობაში ამჟამად დომინირებს X თაობა, რომელიც, ამავდროულად, არ გამორიცხავს „Y“ თაობის წარმომადგენელთა  რიგით თანამდებობებზე აყვანის შესაძლებლობას.   „X-ები“ აგრეთვე, ინტერპერსონალურ  ურთიერთობათა პრაქტიკული მომგებიანობის გათვალისწინებით, სათანადო ყურადღებას უთმობენ კორპორატიული კულტურისა და ეფექტური გუნდის ჩამოყალიბების ინტერესებს.

    მატერიალური მდგომარეობა X-ებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აწარმოონ საქმიანობა, რომელიც მოსწონთ, უწყვეტად განაგრძონ თვითგანათლება და გააჩნდეთ საკუთარი ჰობი.

    ისინი აქტიურად იყენებენ ელექტრონულ საშუალებებს. მინიმუმ ერთ სოციალურ ქსელში აქვთ აქაუნთი. მუდმივად ადევნებენ თვალყურს  ონლაინ მაღაზიების შეთავაზებებს, თუმცა ფასდაკლების გათვალისწინებით ურჩევნიათ შოპინგი სავაჭრო ცენტრებში, რაც ხშირად იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად  შესასყიდი პროდუქტის თუ ნივთის არჩევისას.

    ემოციურ განზომილებაში X თაობის უმეტესი წარმომადგენელი ისწრაფვის გრძნობების გულწრფელობისკენ, მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ახლობელ ადამიანზე  თუნდაც საკუთარი ინტერესების საზიანოდ. X თაობის უმეტესობა ცდილობს რაც შეიძლება მყარად დაუახლოვდეს  შვილებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ X- მშობლები თავიანთ შვილებს ყველაზე უკეთეს და ახლო მეგობრებად თვლიან.

    X თაობის კუმირებია: ბითლზი, ელვის პრესლი, მაიკლ ჯექსონი, ფრედი მერკური, ჩელენტანო, აბბა, ელტონ ჯონი, მადონა და რიგი კინოსა თუ თეატრის ვარსკვლავები.

    თაობა X - ის პიროვნული თვისებები და თავისებურებები

    X თაობის წარმომადგენლის პირად პორტრეტში ფსიქოლოგები აღნიშნავენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა:

    ·                 თავისუფალი აზროვნება

    ·                 პრაგმატიზმი

    ·                 დამოუკიდებლობა და თვითკმარისობა

    ·                 საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციური ძალების მტკიცე რწმენა

    ·                 მაღალი შრომისუნარიანობა

    ·                 პასუხისმგებლობის გრძნობა

    ·                 იდეალიზაციისკენ მიდრეკილება

    ·                 ტაქტიანობა

    ·                 კომუნიკაბელურობა

    ·                 თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციისა და   დროის მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრების ორგანიზების უნარი

    ·                 პატივისცემა მატერიალური და არა სულიერი ფასეულობების მიმართ

    ·                 საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის სურვილის უქონლობა, არნდომა

    ·                 ემოციური არამდგრადობა

    ·                 დეპრესიულობისადმი მიდრეკილება

    ·                 ამბიციურობა

    X თაობის ადამიანი, როგორც წესი იზოგავს ფულს, იქმნის ფინანსურ ბალიშს და ახდენს ინვესტირებას უძრავ ქონებაში, რათა დაიცვას თავი მოულოდნელი გარემოებებისგან და უზრუნველყოს პენსიაზე გასვლის შემდგომი ცხოვრება. ეს არის რაციონალური და თადარიგიანი თაობა, რომელიც  სახსრებს  ძირითადად ხარჯავს  საკვებზე, მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე. ყიდვამდე საგულდაგულოდ არჩევენ შესასყიდ ნივთსა თუ საგანს. იქიდან გამომდინარე, რომ  საკუთარი თავი მათ მიაჩნიათ უნიკალურ ინდივიდად, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ საქონელსა და მომსახურებას, მზად არიან რაციონალურად გამოიყენონ ფული, რათა დაზოგონ დრო, ან დახარჯონ კომფორტულობისათვის.

    P.S. შემდეგ პუბლიკაციაში მოგიყვებით Y თაობის შესახებ

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვყიდი ტენდერები/გრანტები ტურიზმი/დასვენება/გართობა გავაჩუქებ სტიპენდიები განათლება/სწავლება მომსახურება ვეძებ სპეციალისტს სხვა ფიზიკური კულტურა/სპორტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვცვლი ვიყიდი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები კონფერენციები/ღონისძიებები ვარ სპეციალისტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024