მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    რა რიგ გათვითცნობიერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაინც ყველაზე ნაკლები ცოდნა გაგვაჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახში ხასიათისა თუ   მისი გამოვლენის შეფასებაში ვხელმძღვანელობთ უფროსი თაობის გამოცდილებით. ეს კი საკმაოდ სერიოზული და რთული მეცნიერება, რომლის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა სავალდებულოა ყველა მშობლისათვის. გაეცანით სპეციალისტების რეკომენდაციებს, შეეხმიანეთ მათ, მიიღეთ განმარტება.


                                                           

    ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ (მიმოხილვა) ნანახია (27836) - ჯერ 29 აგვისტო 2009

     დაბადების მომენტიდან ბავშვი აქტიურად იკვლევს უშუალოდ მის გარშემო მყოფ სამყაროს, პირველ რიგში მის სიახლოვეში მოძრავ ან ცვალებად ობიექტებს. პარალელურად მიმდინარეობს მისი სმენითი და ვიზუალური აღქმის კოორდინაცია. ანუ ამ ეტაპზე ბავშვისათვის დამახასიათებელია კვლევითი ქცევა.
        ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპის მახასიათებელია მისი მოტორული განვითარება. სხვა და სხვა ასაკის ბავშვთა მოძრაობითი ქცევის დაფიქსირებისა და ანალიზის საფუძველზე იელის (ა.შ.შ.) უნივერსიტეტის მკვლევარმა ა. გეზელმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს ბავშვის ასაკის შესაბამისი მოტორული განვითარების კანონზომიერებები. ამის გარდა მათ გამოიკვლიეს ბავშვის მეტყველებითი და ადაპტიური ქცევა, მისი ქცევა ჯგუფში. ამ კვლევებს ძირითადად ეყრდნობა ფსიქიკური განვითარების თანამედროვე სკალები, მათ შორის ბეილის სახელწოდებით ცნობილი სკალები, რომლებიც იძლევიან საშუალებას შევაფასოთ ორი წლის ასაკამდე ბავშვის მოტორული, მეტყველებითი და ადაპტიური განვითარება.
        ემოციური განვითარება. ერთ ერთი საინტერესო ჰიპოთეზის თანახმად ბავშვის განვითარების საწყის ხანას ახასიათებს შეზღუდული რაოდენობის, ეგრეთწოდებული, საბაზისო თანდაყოლილი ემოციები, რომლებსაც იგი ავლენს თანდათან. ამ ემოციათა რიცხვს მიეკუთვნება შიში, უკმაყოფილება, განრისხება, სიხარული, გაკვირვება და რიგი სხვა.
    - მათ იწვევენ სპეციფიკური სიტუაციები
    - ისინი ხასიათდებიან შესატყვისი (გამოსაცნობი) სპეციფიკური მიმიკური გამომეტყველებით
    - მათ თან ახლავთ ასევე შესატყვისი ქცევა
    მაგალითად, ბავშვის მოძრაობაში ან ქმედებაში ჩარევა იწვევს მის გარისხვას და ამ ემოციას თან მოჰყვება შესატყვისი მიმიკა და ქცევა, რომელთა ამოცნობაც ადვილია ადრეული ასაკიდანვე.
        სოციალური განვითარება. ორი თვის ასაკიდან ბავშვი ღიმილით ასახავს იმას, რომ იცნო დედა ან ახლობელი ადამიანები, ხოლო ექვსი,შვიდი წლის ასაკში ის ღიმილით ასახავს მხოლოდ მისთვის კარგად ცნობილი ადამიანების დანახვას, უცნობებს კი უკვე თავშეკავებულად ხვდება. უცნობი ადამიანის გამოჩენა მის სიახლოვეში შესაძლებელია შიშიც კი გამოიწვიოს. ამ სახის გამოვლენები ადასტურებენ სოციალურად მნიშვნელოვან უნარს - გამოიცნოს ”ახლობელი” და ”უცხო”. ბავშვთა შორის ურთიერთობების პროცესი ვითარდება შემდგომ ასაკებში. თუ ერთ წლამდე ასაკის ერთად მყოფი ორი ბავშვი, როგორც წესია, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ერთმანეთს, შემდეგ ასაკებში უკვე იწყებენ ურთიერთობას. ორი წლის ასაკის ბავშვის თამაში თავისი არსით არ წარმოადგენს ერთობლივ ქმედებას და თვითოეული მათგანი თამაშობს თავისთვის ცალკე, შემდგომ ასაკებში თამაში ნელ-ნელა ხდება სოციალურად ორიენტირებული. მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი მარტოხელა თამაშობს   მხოლოდ ნახევარ დროს, მეორე ნახევარს უთმობს სხვა ბავშვთან ურთიერთ ქმედებას. ანუ ამ ასაკში მათ უკვე უჩნდებათ ერთობლივი და ჯგუფური თამაშის სურვილი. წინა სასკოლო ასაკში თამაშების სოციალური სტრუქტურა უფრო რთულდება და ამ თამაშებში წარმოჩნდება და მტკიცდება უკვე გამოკვეთილი სოციალური როლი.

          ყრმობა და წინა სასკოლო ასაკი. სამ წლამდე ბავშვი აღწევს დიდ წარმატებებს თავის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში. დაბადებიდან   გაჩენილი რიგი უპირობო რეფლექსების (კვებითი და სატაცი რეფლექსები) საფუძველზე ბავშვებს უვითარდება დროებითი პირობით - რეფლექტორული კავშირები და საკვების მიღებასთან დაკავშირებული (სუნი, ფერი, ბგერა, ხმა, შეხება და ა.შ.) დადებითი რეაქციები. ბავშვი იწყებს შიდა და გარე გამაღიზიანებლების ანალიზს, მას უჩნდება გარშემო არსებული გარემოს რეალობის აღქმა. განსაკუთრებულად ის აღიქვავს დედასთან ურთიერთობას. დედა მისთვის წარმოადგენს არსებას, რომელსაც ის უკავშირებს დადებითი ზეგავლენების შეგრძნებასა და უარყოფითების მოცილებას. დედის მიმართ მისი დადებითი რეაქცია გამოიხატება ღიმილით, ჩუმი, სიხარულით აღსავსე ბგერების გამოცემით, ხელების მოძრაობებით. ამ რეაქციას სპეციალისტთა ნაწილი პირობითად ეძახის ”გამოცოცხლების” რეაქციას, მას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ბავშვის შემდგომი ფსიქიკური განვითარების პროცესში: ბავშვი ავითარებს ემოციურ კონტაქტს გარშემო მყოფ ადამიანებთან, ყურადღებით აღიქვავს მათ ხმებსა და ქმედებებს, ის იძენს ბავშვურ გამოცდილებას და მას უჩნდება მეტყველების განვითარების წინაპირობები.

            სკოლამდელი ასაკი. ამ ასაკში ბავშვის ფსიქიკა აღზრდის მეშვეობით აგრძელებს განვითარებას , მისი ზეგავლენით იზრდება და შინაარსობლივად მრავალფეროვანი ხდება დროებითი კავშირების მარაგი. ახალი დროებითი კავშირების განვითარებაზე და ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს წინა ეტაპებზე დაგროვებული გამოცდილება. მისი ქცევა და მოქმედება ხდება უფრო გააზრებული. საკმაოდ სწრაფად და ადვილად სკოლამდელ ასაკში წარმოიქმნება დადებითი პირობითი რეფლექსები. მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება ”პირობითი შეკავების (დამუხრუჭების)” განვითარებაში. ბავშვები სწავლობენ თავშეკავებას, უფროსების მიერ აკრძალული ან თანატოლებში მიუღებელი ქცევისაგან.   იზრდება ემოციათა მრავალფეროვნება და მათი სირთულე. განსაკუთრებულად იკვეთება ”მეორე სასიგნალო სისტემის” - სიტყვის როლი ბავშვის მიერ გარემოს შესწავლის პროცესში, მის ქცევასა და მოქმედებაში.

     სასკოლო ასაკი. ბავშვები სწავლას იწყებენ სკოლამდე, მაგრამ სასკოლო ასაკამდე ის არ წარმოადგენს მათ დამოუკიდებელ ქმედებას: საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში, ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობაში ბავშვი უფროსი ადამიანის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. სკოლამდელი ასაკის სწავლების პროცესი,   რა თქმა უნდა, რთული ხასიათისაა. აქ ახალი ინფორმაციის (მასალის) აღქმასთან ერთად თამაშსა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში მას უყენებენ ახალ სასწავლო ამოცანებს, როგორიცაა, მაგალითად, დიდაქტიკური ხასიათის თამაშები და დავალებები. მაგრამ ამ ეტაპზე სწავლა ჯერ კიდე არ გამხდარა მის ძირითად მოვალეობად და არ იქცა მისი ცხოვრების ძირითად შინაარსად. ეს თავის თავად იცვლება სასკოლო სწავლის პროცესში ჩართვის მომენტიდან. მის გარემოში არსებული საგნებისა თუ მოვლენების თაობაზე ზოგადი და კონკრეტული წარმოდგენებიდან მის წინაშე დგება თვისობრივად   ახალი ამოცანები: უნდა ეუფლებოდეს მეცნიერების საწყის საფუძვლებს,მეცნიერულ ცნებათა განსაზღვრულ სისტემას. ბავშვის სწავლა უკვე არ წარმოადგენს მხოლოდ მის პირად საქმეს, ის იძენს უფრო მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო დანიშნულებას. სწავლის პროცესი, მოთხოვნები, რომლებსაც უყენებს ბავშვს სკოლა, დიდ წილად განსაზღვრავენ ცვლილებებს მის ნერვიულ სისტემაში და მის ფსიქიკაში მთლიანად. უფრო დიდ მნიშვნელობას დროებითი კავშირების წარმოქმნაში იძენს სიტყვა, როგორც მეორე სასიგნალო სისტემა. სკოლაში ბავშვის სწავლა წარმოადგენს უდიდეს საზოგადოებრივ და სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას.

        ამ მასალით თქვენ, პატივცემულო მშობელო, მიიღეთ ზოგადი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკის განვითარების თაობაზე. სხვა პუბლიკაციებში, თუ ეს გამოიწვევს თქვენ ინტერესს, მოგეცემათ საშუალება უფრო დეტალურად გაეცნოთ ბავშვის ფსიქიკისა და ფსიქოლოგიის კონკრეტულ ასპექტებს.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კრიმინალისტიკა მუსიკა ლოგიკა ტურიზმი ზოოლოგია პროგრამირება ინვესტიციები მათემატიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საბაჟო სისტემა გადასახადები მენეჯმენტი ფსიქოლოგია მართვა ჟურნალისტიკა და PR ასტრონომია ისტორია მეცნიერება და ტექნიკა საერთაშორისო ურთიერთობები ბუღალტერია და აუდიტი სტატისტიკა ფილოსოფია სექსოლოგია კულტუროლოგია საბანკო საქმე მიფოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ეკოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ავიაცია სოფლის მეურნეობა საბირჟო საქმე მეწარმეობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა მასმედია სამართალი გეოლოგია ვეტერინარია მარკეტინგი და რეკლამა გეოგრაფია სოციოლოგია ბიოლოგია ინფორმატიკა ტრანსპრტი ეკონომიკა გეოდეზია პოლიტოლოგია რელიგია ფიზიკა პედაგოგიკა ფიზკულტურა და სპორტი ფინანსები და კრედიტი უცხოური ლიტერატურა დაზღვევა გეოპოლიტიკა სხვა არქიტექტურა ელექტრონიკა კულინარია ჟურნალისტიკა ლოგისტიკა უცხო ენები მეტალურგია მრეწველობა, წარმოება ქიმია ტექნოლოგია კულტურა და ხელონება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017