მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    რა რიგ გათვითცნობიერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაინც ყველაზე ნაკლები ცოდნა გაგვაჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახში ხასიათისა თუ   მისი გამოვლენის შეფასებაში ვხელმძღვანელობთ უფროსი თაობის გამოცდილებით. ეს კი საკმაოდ სერიოზული და რთული მეცნიერება, რომლის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა სავალდებულოა ყველა მშობლისათვის. გაეცანით სპეციალისტების რეკომენდაციებს, შეეხმიანეთ მათ, მიიღეთ განმარტება.


                                                           

    ბავშვის განვითარების ასაკობრივი კრიზისები ნანახია (18940) - ჯერ 29 აგვისტო 2009

    ჩვილი ბავშვის ასაკობრივი კრიზისი განპირობებულია განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის თავისებურებებით. ის ასევე ცნობილია, როგორც სიარულის, მეტყველებისა და ნებისყოფის ჩამოყალიბების კრიზისი და გამოიხატება იმაში, რომ აკრძალვის ან რაიმეზე უარის თქმის საპასუხოდ ბავშვი ხმამაღალი კივილითა, თუ სრული დაუმორჩილებლობით, ხელის მოქნევითა, თუ ფეხის ბაკუნით, იატაკზე დაცემით   გამოხატავს ძლიერ, ემოციურ პროტესტს. ასეთ გამოვლენებს და ქმედებებს ბავშვი იყენებს აკრძალვებისა და უარების გადასალახავად. მისი პროტესტის სიმძლავრე დამოკიდებულია ოჯახში აღზრდის     არჩეულ და დამკვიდრებულ სტილზე. მშობლების ამოცანაა - არ მოახდინონ ბავშვზე გადამეტებული ზეწოლა და თავის მოთხოვნებში უნდა ინარჩუნებდნენ თანმიმდევრობას, რამის აკრძალვა არ ითმენს შეღავათებს და მას უნდა იცავდეს ოჯახის ყველა წევრი. ხშირად კი აბსოლუტური აკრძალვების დაწესების მაგივრად სჯობს გამორიცხოთ მათი წარმოშობის მიზეზები. მაგალითად, დანისა ან ასანთის ხმარების აკრძალვის ნაცვლად, მოაშორეთ ისინი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ადგილებიდან.

    სკოლამდელი ასაკის კრიზისი - ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა. ის შეიძლება იწყებოდეს 2-2,5 წლიდან და მთავრდებოდეს 4-5 წლის ასაკში. ამ ეტაპის კრიზისი ხასიათდება იმით, რომ ბავშვი უფრო აქტიურად აღიქვავს თავის მეობასა და მშობლებისგან დამოუკიდებლობას. კრიზისული მოვლენები უფრო მწვავედ ვლინდება იმ შემთხვევაში თუ ამ გამოვლენებს ზღუდავენ და მისი აქტიურობა და დამოუკიდებლობის მცდელობა მშობლების მხრიდან არ პოულობენ მხარდაჭერასა და წახალისებას. მშობლების ამოცანაა - ამ კრიზისული მოვლენების დასაღწევად ისაუბრეთ ბავშვთან, როგორც თანატოლთან, ადამიანთან, ვისი აზრიც თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, იყავით უფრო მოქნილნი ურთიერთობაში, გააფართოვეთ და გაამდიდრეთ ბავშვის უფლებები და მოვალეობები, ზედმეტად ნუ ერევით მის საქმეებში, თუ ის თვითონ არ გთხოვთ ამას.არასდროს არ უნდა გავიწყდებოდეთ, რომ ხშირად თქვენი შვილი იმეორებს თქვენს სიტყვებს, ქცევებსა და ქმედებებს. ბავშვის განრისხებისა და სიჯიუტის შემთხვევაში, ეცადეთ მისი ყურადღება გადართოთ რაიმე ნეიტრალურ მოვლენაზე ან ამბავზე.   ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ის ასაკია, როდესაც თქვენ უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და არაერთხელ განუმარტოთ, აუხსნათ, აჩვენოთ ბავშვს, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს მან. ყველაფერ ამას ბავშვი არ უნდა აღიქვავდეს მისი დამოუკიდებლობის და ინიციატივის შეზღუდვად.

    უმცროსი სასკოლო ასაკის კრიზისი სხვა ასაკობრივი კრიზისების ფონზე, ის შედარებით უფრო წყნარია. ძირითადი მისი გამომწვევი მიზეზი   გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ამ ასაკის ბავშვებს ხაზგასმულად ექცევიან, როგორც მცირეწლოვან ბიჭუნასა და გოგონას, ხოლო სკოლაში მათ უყენებენ მაღალ მოთხოვნებს, როგორც სწავლის, ასევე ქცევის ხარისხის მიმართ და ეპყრობიან როგორც მოწაფეს, რომელსაც აკისრია მთელი რიგი ამ ასაკისათვის საკმაოდ სერიოზული მოვალეობები. ამ მიდგომებში და მოთხოვნებში გამოკვეთილი თვისობრივი სხვაობები ქმნიან კრიზისულ გარემოს, მშობელთა დამოკიდებულება და პოზიცია იწვევს ბავშვებში პროტესტს. მშობლების ამოცანაა - მის ხელთ არსებული ყველა ხერხით გამოხატეთ თქვენი თანადგომა და მხარი დაუჭირეთ ბავშვის მისწრაფებას ”სერიოზული”, ”ზრდასრული”   ადამიანის სტატუსის მისაღწევად, ხელი შეუწყვეთ მისი ინიციატივის და ინტელექტის განვითარებას. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დამოუკიდებელი ქმედების მცდელობა სრულდება მარცხით, ნუ დასჯით მას მკაცრად, ვინაიდან მარცხის მიზეზებზე გამოთქმულმა თქვენმა ბრალდებამ შეიძლება შეუქმნას მას მხოლოდ ბრალეულობის შეგრძნება და ჩაუხშოს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობისაკენ მისწრაფება.

    უფროსი სასკოლო ასაკის კრიზისი - ცნობილია, როგორც სიყმაწვილის ასაკის კრიზისი,   კრიზისი, რომელიც ხასიათდება სულიერი, პიროვნული, სოციალური, პრაქტიკული და პროფესიონალური თვითგამორკვევის პრობლემებით. მათ ინტერესებში და მისწრაფებაში წამყვან ადგილს იკავებენ თვითგამორკვევის მოტივები და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება. ნაწილი ახალგაზრდებისა ამ თვითგამორკვევაში ხელმძღვანელობს ზოგადად მიღებული ღირებულებებით, ეყრდნობა გარემოცვის შეფასებას, მოზრდილთა ავტორიტეტს. უფროსკლასელთა ნაწილი აუჩქარებლად იძვრის განვითარების შემდეგ ეტაპისთვის და შედარებით ადვილად ერთვება ურთიერთობათა   ახალ სისტემაში. მაგრამ შეიძლება სიყმაწვილის ეტაპი იყოს ძალია მღელვარე და დაძაბული, რაც გამოწვეული იქნება ცხოვრების არსისა და ამ სამყაროში თავის ადგილის მოძებნის უსისტემო მიდგომებით. თუ მოზარდი მომავალს უყურებს აწმყოს პოზიციიდან, ყმაწვილი აწმყოს ხედავს მომავლის თვალით. ცხოვრების პერსპექტივის განსაზღვრაში მთავარ წინააღმდეგობებს წარმოქმნის მათი არა საკმარისი დამოუკიდებლობა ხოლო დასახული მიზნების მისაღწევად აგრეთვე არასაკმარისი მიზანსწრაფულობა. მშობლების ამოცანაა - ამ გადამწყვეტ ეტაპზე რეალურად გვერდში დაუდგეს ყმაწვილს. უნდა გახსოვდეთ, რომ კრიზისის მიმდინარეობა შეიძლება შერბილდეს თქვენი მხრიდან ყმაწვილის განვითარებაში მიმდინარე ცვლილებების ღრმად შეგრძნების შემთხვევაში. თქვენ უეჭველად დაეხმარებით ერთმანეთს, თუ შეუქმნით მოზარდს აზრის გულწრფელად გამოხატვის და ურთიერთობის ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე აგებულ გარემოს.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა კოლეჯში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017