მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნაბიჯი მეორე: რეზიუმე, CV - ის შედგენა, მაგალითები ქართულად და ინგლისურად 08 ნოემბერი 2013

    მოგიყვებით იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეადგინოთ CV, რათა პოტენციალურ დამსაქმებელს თქვენ შესახებ შეუქმნათ კარგი შთაბეჭდილება. ინტერნეტში   CV - ის უამრავ შაბლონებს აქვეყნებენ, მაგრამ იშვიათად თუ აგიხსნიან როგორ შეავსოთ ისინი, რათა დამსაქმებელმა ამოგირჩიოთ და უპირატესობა მოგცეთ თქვენ და არა სხვას. სამუშაოს მაძიებლები დიდ დროს ახმარენ სამსახურის მოძებნას   მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად CV - ის გაუმართავად დაწერის გამო მათ არ აქცევენ ყურადღებას. ამის გათვალისწინებით გიღირთ კარგად დაუფიქრდეთ ფორმას და არა ნაკლებად შინაარს. გახსოვდეთ, რომ ამ ქაღალდზე თქვენდა სასარგებლოდ თვითონ (და არა სხვა) წერთ თქვენ (და არა სხვის) შესახებ.
    CV - ის ფორმის შესახებ:
    მისი უამრავი ვარიანტი არსებობს, მათგან ერთიანი და საყოველთაოდ სავალდებულო არც ერთი არ არის. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ცნობილ, კლასიკურ ვარიანტს:
    •       სახელი და გვარი
    •       დაბადების თარიღი
    •       მისამართი, ტელეფონი, E-mail
    •       ოჯახური მდგომარეობა, შვილების მითითებით
    •       განათლება (ყველა სახის გავლილი კურსები უნდა მიუთითოთ აქვე)
    •       პრაქტიკული საქმიანობა და გამოცდილება, სასურველია იმ სპეციალობაში და საქმიანობაში, რომელშიც გსურთ იყოთ პრეტენდენტი
    * განათლების მიღების და სამუშაო ადგილების თარიღები მიუთითეთ უკუ ქრონოლოგიის   თანმიმდევრობით.
    * საწარმო დაწესებულება მისი სპეციალიზაციით უნდა მიეთითოს და აქვე აღინიშნოს თქვენი თანამდებობა.
    •       დამატებითი ინფორმაცია (პირადი თვისებები, ხობი და ა.შ.).

    CV - ის შინაარსის შესახებ:
    შინაარსის განსაზღვრისათვის გააანალიზეთ მოთხოვნილებები, რომლებსაც უყენებენ შემოთავაზებულ თანამდებობას. ამ მოთხოვნილებებს მოძებნით ვაკანსიის თაობაზე განცხადების ტექსტში. უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მითითების თაობაზე დამსაქმებლის მოთხოვნა ეფუძნება თანამდებობრივი კომპეტენციების ნუსხას. აღნიშნული კომპეტენციების შესახებ შეიტყობთ ვაკანსიის თაობაზე განცხადების იმავე ტექსტიდან. გახსოვდეთ, სერიოზულ დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს ის თუ სად სწავლობდით და მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რის გაკეთება შეგიძლიათ. ის ყურადღებით შეისწავლის თქვენი კარიერის ყველა საფეხურს და გაიაზრებს რის გაკეთება გიწევდათ და რამდენად წარმატებულად ართმევდით ამას თავს. სასწავლო დაწესებულების მითითებამ შეიძლება გამოიწვიოს აღტაცება, მაგრამ შესაძლოა გაკვირვებაც კი მისი თანამდებობასთან შესაბამისობის გამო. დიპლომი მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში თუ მას მოსდევს პრაქტიკული გამოცდილებაც. კარგად გაერკვიეთ იმაშიც თუ რა თვისებებს ელის დამსაქმებელი თქვენგან. თანმიმდევრობით ჩამოწერეთ ისინი და ეცადეთ ასახოთ CV - ის ტექსტში.

    მაგალითად, თუ თანამდებობა ითხოვს ორგანიზაციულ თვისებებს - CV - ში ასახეთ კარიერის ის საფეხური, რომელზეც წარმატებულად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. თუ თანამდებობისათვის საჭიროა ლიდერი, აუცილებლად მიუთითეთ ასეთი ეპიზოდი თქვენი შრომითი ბიოგრაფიიდან. CV არ არის მხოლოდ შრომითი საქმიანობისა და მიღწევების მშრალი და უხალისო ჩამონათვალი. მან მკაფიოდ უნდა თქვას - ვინ ხართ თქვენ დღეს და ვინ გინდათ გახდეთ ხვალ და ეს მოახერხოთ ისე, რომ დაარწმუნოთ CV - ის წამკითხავი იმაში, რომ პრეტენდენტებიდან უნდა აგირჩიოს მხოლოდ თქვენ. უპასუხისმგებლოდ ნუ მოექცევით ამ დოკუმენტის შინაარსს. როგორც წესია მას ეცნობიან ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა   კარგად აღიქვას თქვენი პიროვნება: თუ კი რეალურად გაგაჩნდათ მიღწევები, ნუ მოერიდებით, ასახეთ ისინი. ყოვლად დაუშვებელია ტყუილებით დაიწყოთ თქვენი საქმიანობა ახალ სამსახურებრივ გარემოში. სიცრუე მაინც გამომჟღავნდება და შეიძლება თქვენთვის გახდეს სტიქიური უბედურების ტოლფასი. ნუ იტყუებით წვრილმანებშიც კი. მაგალითად, პირად თვისებებში არ გიღირთ უნიკალური კომუნიკაბელურობის მითითება მხოლოდ იმის აღსანიშნავად, რომ ადვილად ეგუებით კოლექტივს. ყველა თვისებას დაარქვით თავისი სახელი. სპეციალისტებმა დათვალეს, რომ ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასებაში მხოლოდ პირველი სამი შეესაბამება სიმართლეს, ყველა დანარჩენი კი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გამოიყურებოდეს უკეთ იმასთან შედარებით, რაც არის სინამდვილეში. ამიტომ დამატებითი ინფორმაციის პუნქტში ნუ ჩამოწერთ დადებითი მორალური თვისებების უგრძელეს სიას, ასეთი მიდგომა წამკითხავს გაუჩენს აზრს, რომ თქვენ იტყუებით. უპრიანია, მაგალითად, ხობის თაობაზე მიუთითოთ რომელიმე ნეიტრალური გატაცება.
    CV - ის გაფორმების შესახებ:
    CV უმჯობესია დაეტიოს ერთ გვერდზე. სპეციალისტების აზრით მისი წაკითხვა იკავებს მაქსიმუმ ერთ წუთს. მეორე გვერდს უმეტესწილად არც კითხულობენ. ამიტომ ეცადეთ იყოთ ლაკონური. რაც შეეხება შრიფტს -   მსხვილი შრიფტით ღირს მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პუნქტების დასახელების გამოყოფა, მაგალითად განათლება ან ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.. ტექსტში მსხვილი კურსივით დასაშვებია იმ აზრის ხაზგასმა, რომელიც მიუთითებს თქვენ უპირატესობაზე. მაგალითად თუ ხართ თარჯიმნის თანამდებობაზე პრეტენდენტი - მსხვილი კურსივით შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი უნარ-ჩვევები სინქრონულ თარგმანში. გაფორმებაში გირჩევთ ყველანაირი ექსტრავაგანტულობისაგან შეიკავოთ თავი. სხვა პრეტენდენტთან ფონზე თქვენ გამოიკვეთებით იმ შემთხვევაშიც თუ CV - ისთვის შეარჩევთ ხარისხიან ქაღალდს. დადებითად შეგიფასებენ იმასაც თუ კი CV - ის ჩადებთ ფაილში.

    CV მაგალითი ქართულად

    უამრავი მაგალითები ინგლისურ ენაზე

    Curriculum Vitae

    How to write a Curriculum Vitae, when you should use a CV, plus curriculum vitae samples, examples and templates.

    Curriculum Vitae Guide

    Why, when and how to use a CV, plus samples and additional job search resources.

    Curriculum Vitae Samples

    Curriculum vitae samples, formats, and templates.

    Top 10 CV Tips

    CV writing tips including using a curriculum vitae template, writing covering letters for curriculum vitae, formatting your CV, what to include in a CV, and more CV writing tips and examples.

    Curriculum Vitae

    Curriculum Vitae - when to use a CV, what to include and how to write a curriculum vitae.

    Writing Curriculum Vitae

    When should job seekers use a curriculum vitae, commonly referred to as CV, rather than a resume? Here are the details on when to use a CV, what to include and how to write it.

    Curriculum Vitae Content

    List of content you should include in your curriculum vitae.

    CV Covering Letters

    A covering letter should be included with every curriculum vitae you send. Your covering letter provides detailed information on why are you are qualified for the job and explains the reasons for your interest in the company.

    Europass CV

    Your Europass Curriculum Vitae - "Europass CV" - is the most important step in your job search process in any of the member states of the European Union. Read on for tips on writing your Europass CV, from Guest Author Alex Sakota, founder of GetResume.com.
    Review our collection of free sample resumes, cover letters, curriculum vitae, resignation letters, thank you letters, letters to accept, or decline a new job, and more career-related letters you can use for your job search correspondence.
    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | დასაქმება და კარიერა |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში უმაღლეს სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019