მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ბავშვი იზრდება ოჯახში. დედასა და მამას მის აღზრდაში განსხვავებული ფუნქციები აკისრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით აღწევს სასურველ შედეგს. ამის თაობაზე გაეცანით მასალებს და გამოაქვეყნეთ თქვენი მოსაზრება საიტის ამ გვერდზე.


                                                           

    ადრეული ქორწინება - მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების თვალსაზრისი. ნანახია (19099) - ჯერ 07 სექტემბერი 2009

     მშობლებს, რომლებიც ჯერ თვითონაც არ არიან ხნიერი ადამიანები, მუშაობენ, მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და მოთხოვნილებები,შვილების ადრეული დაქორწინება უსვამს სერიოზულ ამოცანებს, ზოგჯერ კი უქმნის რთულ პრობლემებსაც.   ახალგაზრდებისთვისაც უჩვეულო გარემო - სიდედრი და სიმამრი, დედამთილი და მამამთილი, უცხო ადამიანებთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებში შესვლა არ არის მარტივი პროცესი. იმავდროულად, მიუხედავად მშობლების მრავალფეროვანი განცდებისა,ახალგაზრდა წყვილის მომავალი და მისი ბედ იღბალი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა მხარდაჭერას და თანადგომას გაუწევს მათ უფროსი თაობა.        
    ადამიანების დამოკიდებულება ქორწინების ასაკის მიმართ სხვა და სხვა ეპოქებში მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ თაობათა გამოცდილებამ დაადგინა ერთი ჭეშმარიტება - ოჯახის შექმნა უმჯობესია მაშინ, როდესაც ადამიანი მომწიფებულია ამისთვის და, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მყარი ოჯახი. მაგრამ როდის დგება ამგვარი სიმწიფის ასაკი? მის დადგენაში პირადობის ან პასპორტის მიღების ეტაპი ალბათ არ შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ კრიტერიუმად. ოჯახური ცხოვრებისთვის მზადყოფნა ხომ არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური სიმწიფით. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ამისათვის ზნეობრივი და სოციალური სიმწიფეც. მაგრამ ცხოვრებისა და განვითარების ამ ეტაპში ადამიანები შედიან განსხვავებულ ასაკში.
    ფიზიკურ სიმწიფეს რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ აქვე წარმოიშობა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - ფსიქოლოგიურად რამდენად მზად არიან ახალგაზრდები ოჯახის შექმნისათვის. ახალგაზრდების ნაწილი 18 წლის ასაკში მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა, იშრომოს და წყვიტოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, რომლებიც 20 წლის და მეტ ასაკშიც კვლავ ავლენენ ინფანტილიზმს, ისინი ვერ აკონტროლებენ ამ წამიერ განზრახვას, აღტყინებას, მოქმედებენ იმპულსურად.
    დაოჯახებისთვის ზნეობრივი და სოციალური მზადყოფნის აბსოლუტური კრიტერიუმის გამოვლენა შეუძლებელია.მაგრამ იმის დადგენა თუ რას ხედავს ახალგაზრდა ქორწინებაში და რა იზიდავს მას ამ მოვლენაში ხომ შესაძლებელია. თუ მისთვის ან ორივესათვის ეს მხოლოდ უდარდელი და მხიარული შეხვედრების გაგრძელების ან ფიზიკური სიახლოვის ლეგალიზების შესაძლებლობაა და მათ ვერ მოასწრეს ან ვერ შესძლეს საკუთარ თავში , გრძნობებში და ურთიერთ დამოკიდებულებაში გარკვევა, ასეთი ახალგაზრდები მზად არ არიან ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. ასეთი შეუღლებისგან ნუ ელით ბედნიერ მომავალს.სამწუხაროთ ახალგაზრდების ნაწილს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მატერიალურ საკითხებზე, ყოველთვის არც კი იციან თუ რა შრომის შედეგად იქმნება ყველაფერი რაც კი მათ გააჩნიათ. დაქორწინების შემდეგაც უსასრულოთ აპირებენ მშობლების დახმარებით სარგებლობას და არ ჩქარობენ ფეხზე დადგომას. ყოველდღიური ყოფის ორგანიზების და უზრუნველმყოფის უცოდინარობა (რაც აღზრდის ნაკლად უნდა მივიჩნიოთ) ხშირად ხდება ახალგაზრდა ოჯახში სერიოზული განხეთქილების მიზეზი.  

    უპრიანი იქნებოდა, რომ დაქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდებმა გულწრფელად უპასუხონ საკუთარ თავს და ერთმანეთს კითხვებზე: რას ელიან შეუღლების შედეგად? თვითოეულ მათგანს სურს მხოლოდ თვითონ იყოს ბედნიერი თუ ბედნიერება მოუტანოს თავის არჩეულს? მზად არიან თუ არა ერთმანეთს დაუდგნენ მხარ და მხარ ნებისმიერ გასაჭირში? ერთმანეთის მიმართ თუ განიცდიან პატივისცემასა და სრულ ნდობას? თუ გააჩნიათ შეხედულების ერთიანობა უმთავრეს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილების აღზრდაზე? თუ უფიქრიათ რა სახსრებით, სად და როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში? დაოჯახებისთვის სოციალური მზადყოფნა დიდ წილად განისაზღვრება ამ კითხვებში და მათ პასუხებში ასახული გარემოებებით. უმჯობესია,რომ ქორწინების მომენტისათვის უკვე დამთავრებული თუ არა დასრულების ფაზაში მაინც იყოს განათლების მიღება ან გააჩნდეთ პროფესია,     ვინაიდან დაქორწინება და ბავშვის გაჩენა ხშირად ხდება განათლების მიღების შეწყვეტის მიზეზად. თუ ამ შეკითხვებზე პასუხების ან მათზე მოსაზრებების მშობლებთან გაზიარებას ახალგაზრდები შესაძლოდ მიიჩნევენ ეს უფრო წაადგება მათ და საერთო საქმეს.

    არ გვსურს ყველაფერი წარმოვადგინოთ მხოლოდ მუქ ან უხალისო რუხ ფერებში. თუ ახალგაზრდები შეაერთა სუფთა და ძლიერმა გრძნობამ - ყველა სიძნელე ან დაბრკოლება იქნება გადალახული. ოჯახის სიმყარეში დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლეების ფსიქოლოგიურ შეთავსებადობას და ის არ გამოიხატება მხოლოდ ხასიათისა და ჩვევების ადვილ შერწყმაში, არამედ არანაკლებად პიროვნების ფსიქოლოგიურ საფუძვლებში - რეაქციების ტემპში, ემოციურობის ტიპში, ნებისყოფის ხარისხში და ა.შ.   მაგრამ იმაშიც კი ახალგაზრდულ ასაკს დადებითი მხარე გააჩნია: ახალგაზრდების ფსიქიკის პლასტიკურობა აიოლებს შეთავსების გამომუშავებას და თუ ყოველთვის არსებობს ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის მზადყოფნა, შეთავსება მიიღწევა უფრო სწრაფად, ვიდრე ”დაღვინებული” ასაკის ქორწინებაში.
    ადრეულ ქორწინებებს კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია: ახალგაზრდა მშობლები ჯერ არ არიან დახუნძული მავნე ჩვევებითა და ქრონიკული სენებით, ამიტომ შთამომავლობა ჯანმრთელი და ჯანსაღი უჩნდება.გარდა ამისა ახალგაზრდა დედას ბავშვები, რომ წამოიზრდებიან, კიდევ გააჩნია დრო პროფესიული საქმიანობისა და ზრდისათვის.

    ახალგაზრდობა ენერგიით, ცხოვრების წყურვილითა და სიხალისით აღსავსეა. ხოლო კარგი განწყობისა და სიხალისის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა და თანხმობა ოჯახში.    

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გავაჩუქებ ფიზიკური კულტურა/სპორტი ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვყიდი სასწავლო პროგრამები განათლება/სწავლება ვიყიდი ვცვლი მომსახურება სტიპენდიები კონფერენციები/ღონისძიებები ტენდერები/გრანტები ხელოვნება/კულტურა სხვა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017