მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    გაკვეთილებზე დასწრება გამკაცრდა ნანახია (10079) - ჯერ 09 ნოემბერი 2009

    ახალციხე როგორც ჩანს, მოსწავლეების მიერ გაკვეთილების გაცდენა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ განათლების სამინისტროში სპეციალური ბრძანებულების მიღება გახდა საჭირო. დოკუმენტში ჩამოთვლილია, ვისი პასუხისმგებლობაა მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრებადობის ანალიზი. ვინ, როგორ და რა სიხშირით უნდა გააკონტროლოს მოსწავლეთა აღრიცხვა და ვისი პრეროგატივაა დამრიგებელთა მიერ მოსწავლეთა დასწრებაარდასწრების აღრიცხვის მონიტორინგი . დოკუმენტი ცხადია, სხვა არაერთ ქვეთავს მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც მოსწავლეთა დასწრებიანობის აღრიცხვაზეა გამახვილებული. დღევანდელი მდგომარეობით სკოლას განსაკუთრებით ხშირად უფროსკლასელები აცდენენ. ამათგან, კიდევ უფრო ხშირად აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე საგანში რეპეტიტორებთან ემზადებიან და სკოლისთვის დრო აღარ რჩებათ.  
    ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება მკაცრად კონტროლდება . აღრიცხვის ჟურნალს ყველა სკოლაში ყველა პედაგოგი აწარმოებს, გაცდენები დღის ბოლოს ჯამდება. ჟურნალში ჩამატება, გადასწორება ან შტრიხის გამოყენება აკრძალულია. ამაზე სკოლის დირექციაა პასუხისმგებელი.
    მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გუდაძე განმარტავს, რომ ჟურნალში პირველივე გრაფა მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვას ეთმობა: “ჟურნალშივე წერია, რომ თუკი ბავშვი 20 პროცენტს აცდენს არასაპატიო მიზეზით, მას გარკვეული სანქცია ეკისრება. რება. ანუ ის აბარებს გამოცდას იმ საგანში, სადაც მეცადინეობა გააცდინა”.
    ამავე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ზედგინიძე ამბობს, რომ გასულ წელს ხუთ საგანში მოუწია გამოცდის ჩაბარება: “ იმიტომ, რომ გავაცდინე”. გაცდენა ან საპატიო მიზეზით ხდება, ან არასაპატიოა. საპატიოდ ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე წარადგენს მშობლის განცხადებას ან ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან.
    „თუ მხოლოდ ერთი დღე აცდენს მოსწავლე სკოლას, მაშინ მშობლის განცხადება უნდა მოიტანოს. ხოლო თუ სამი და მეტი დღე არ გამოცხადდება გაკვეთილზე, მაშინ უკვე ექიმის ცნობას ვითხოვთ”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.
    ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ გაკვეთილების გარკვეული რაოდენობის გაცდენის შემთხვევაში გამოცდის ჩაბარების გარეშე, მოსწავლეები ატესტატს ვერ მიიღებენ.
    გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით სოფლის სკოლების მოსწავლეებს უწევთ სკოლის გაცდენა. “გვესმის, რომ მშობელს თუ მოზარდი შვილი ჰყავს, ის აუცილებლად უნდა წაიყვანოს ყანაში. ხანდახან ამინდს ეშურებიან და ამის გამო შეიძლება გააცდინოს მოსწავლემ სკოლა.
    მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ვცდილობთ. ხელი შევუწყოთ და სამუშაოების დროს რამდენიმედღიან დასვენებას ვიღებთ.. თუმცა შემდეგ, შაბათის ხარჯზე, აუცილებლად ვანაზღაურებთ გაცდენილ საათებს”, - განმარტავს სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე.
     უფროსკლასელების უმეტესობას აღრიცხვის ჟურნალის ასე გამკაცრება არ მოსწონს. განსაკუთრებით აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებისთვის ემზადებიან. გართულებული ეროვნული გამოცდების ფონზე, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მათ ჩაბარება უჭირთ. გარდა ამისა, რეპეტიტორებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდიან და მეცადინეობის გაცდენას მათ სკოლის გაცდენა ურჩევნიათ. სათანადო მომზადების გარეშე კი სასწავლო გრანტს ვერ მიიღებენ და მომავალი მინიმუმ, ოთხი წლის განმავლობაშიც საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებში. რეპეტიტორობის ინსტიტუტი კი ამ დრომდე “არ მოიშალა”, როგორც ჩანს, მდგომარეობა არც სკოლებში გამკაცრებულმა დისციპლინამ მოაგვარა და არც დამატებულმა მეთორმეტე კლასმა, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა არაფერია, თუ არა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.  

    ”სამხრეთის კარიბჭე” თამარ თოთაძე

    აგრეთვე წაიკითხეთ: გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?!

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (2)

    კომენტარები  
    ჯემალ კიკნაძე 28 მაისი 2010

    გავეცანი ყველასათვის ძალიან ნაცნობ პრობლემას (განათლების სფეროში პრობლემები უამრავია...), რომელიც იმდენად აუტანელი გახდა, რომ მთავრობამ სკოლის დამამთავრებელ კლასებში 10 თუ 8 საგანში გამოცდები შემოიღო! მაგრამ ჩვენ (პირადად მე კარგად ვიცი და ხშირად დიდი უსიამოვნებებიც შემხვედრია ...) ხომ ვიცით საქართველოს სკოლებში როგორი "ობიექტურობით"  იწერება ნიშნები? სადაც უდისციპლინობა, თვალთმაქცობა  და სიყალბეა გამეფებლი კარგი არაფერი არ გაკეთდება...

    -ბატონი კახი კავსაძის სიტყვები გამახსენდა, ერთ-ერთი ქალბატონი რომ ეკითხება: "ბატონო კახი, გვეშველება რამე?"...    

    მანანა რაზმაძე 22 მაისი 2010

    გავეცანი ამ სტატიას.    ეს პრობლემა მართლაც არის დღეს,რაც არ უნდა შევალამაზოთ.  ჩემი აზრით, აქ რამოდენიმე საკითხია მოსაგვარებელი       და  პრობლემაც აგარ იქნება.  გაცდენები ძირითადად მე-11 კლასიდან იწყება.ამის მიზეზია: 1. მოსწავლეები იწყებენ მომზადებას უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად; 2. სპორტსმენი მოსწავლეები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიღწევები აქვთ,სისტემატიურად უტარდებათ  ვარჯიშები, შეჯიბრები  . 3. სოციალურად გაჭირვებული ოჯახის ბავშვები უკვე მე-10 კლასიდან იწყებენ მუშაობას,რადგან ოჯახს აღარა აქვს მათი შენახვის თავი. უნდა შეიქმნას მათთვის სპეციალური საღამოს სკოლები, რომ იმუშაონ და თან ისწავლონ. სპორტსმენებისათვისაც უნდა შემუშავდეს პროგრამა.

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ელექტრონიკა ბიოლოგია მიფოლოგია მრეწველობა, წარმოება მუსიკა მეტალურგია ფსიქოლოგია სექსოლოგია პედაგოგიკა ჟურნალისტიკა და PR ავიაცია სხვა ბუღალტერია და აუდიტი უცხოური ლიტერატურა მარკეტინგი და რეკლამა ვეტერინარია ინვესტიციები მედიცინა, ჯანმთელობა სოფლის მეურნეობა სამართალი გეოპოლიტიკა ტურიზმი ფიზიკა მასმედია სტატისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები ქიმია გეოდეზია კულტურა და ხელონება გეოგრაფია ეკონომიკა კულტუროლოგია ასტრონომია ტექნოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ინფორმატიკა ისტორია მეცნიერება და ტექნიკა ფიზკულტურა და სპორტი მართვა ეკოლოგია გადასახადები დაზღვევა მშობლიური ენა და ლიტერატურა საბაჟო სისტემა ზოოლოგია მეწარმეობა მათემატიკა სოციოლოგია ლოგიკა ფილოსოფია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მენეჯმენტი კულინარია უცხო ენები ლოგისტიკა ტრანსპრტი არქიტექტურა რელიგია ფინანსები და კრედიტი საბანკო საქმე გეოლოგია პროგრამირება კრიმინალისტიკა პოლიტოლოგია ჟურნალისტიკა საბირჟო საქმე
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019