მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ბრძანდებით კვალიფიცირებული პოლიტოლოგი ან სოციოლოგი? ამ გვერდის მეშვეობით აცნობეთ თქვენი საქმიანობის შესახებ პოტენციალურ მომხმარებელს. გაეცანით საიტის სარგებლობის წესებს და იქ მითითებულ შეღავათებს, აქტიურად ითანამშრომლეთ და თქვენი რეიტინგის გათვალისწინებით საიტი მიზნობრივად გაგიწევთ რეკომენდაციას. გისურვებთ წარმატებას!
    .

                                                 
    პოლიტიკური არქიტექტურა. ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ასათიანთან. (ჰამბურგი) ნანახია (7713) - ჯერ 28 ნოემბერი 2009

    - თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენი საქმიანობის შესახებ.

    - დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და რომანისტიკის ფაკულტეტები. ვარ დოცენტი ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების კათედრაზე. ამჟამად ვწერ დისერტაციას პოლიტიკური არქიტექტურის სფეროში, თემაზე - ბერლინისა და ვაშინგტონის სინოფსისი, მათი ტოპოგრაფიული და არქიტექტურული თავისებურებებზე.      


    - რა არის პოლიტიკური არქიტექტურა, რა არის ამ კვლევების ინტერესების სფერო?
    აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიზიარო სიხარული თქვენი ბოლო დროინდელი წარმატებების გამო, როდესაც თქვენ მიგიწვიეს ჰამბურგის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ, თუ როგორია ინტერესი თქვენი ლექციის და თემის მიმართ.

    - პოლიტიკურ არქიტექტურაში გულისხმობენ განაშენიანებულ სივრცესა და ცალკეულ შენობებს, რომლებიც ძირითადად პოლიტიკურ სისტემას ემსახურება და პოლიტიკური და სოციო-კულტურული პროცესების ანარეკლს წარმოადგენს. ამ დარგის შესწავლა ხდება ცალკეული განაშენიანებული სივრცისა თუ შენობების, ქალაქგეგმარებისა და ზოგადად პოლტიკის ვიზუალური ინსცენირების მრავალფეროვანი შესაძლებლობების ინტერპრეტაციით.
    პოლიტიკური არქიტექტურის კვლევების ინტერესების სფეროც სწორედ გარკვეული კულტურული და სოციალური ფენომენებით განპირობებული პოლიტიკური განაშენიანებული სივრცეა (როგორც შენობებს გარეთ – მოედნები, ქუჩები, შენობებს შორის სივრცე, ასევე შენობებს შიგნით – რეპრეზენტაციული დარბაზები, ოთახები და ა. შ.), რომელიც სიმბოლოებით წარმოაჩენს საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს და ამ სიმბოლოების დახმარებით კომუნიცირებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ პოლტიკური არქიტექტურის განმარტება არაა ერთმნიშვნელოვანი და ვერც იქნება ბევრი მიზეზის გამო.

    რაც შეეხება თემის მიმართ ინტერესს, მოხარული ვარ, რომ კურსის მონაწილეები არა მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტები არიან, არამედ სხვადასხვა დისციპლინებს წარმოადგენენ. ამის მიზეზი თვითონ თემის არაპოლიტოლოგიური შინაარსია. ვფიქრობ, თემის სწორედ ფართო კონტექსტში განხილვა არის სტუდენტებისათვის მომხიბვლელი, რადგან ასეთი ტიპის სემინარების შეთავაზება გერმანიაში აკადემიური საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების შემდეგ სამწუხაროდ იშვიათობა გახდა.      

    - ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი კვლევების სფერო ფართო ისტორიულ-კულტურულ ანტროპოლოგიურ კონტექსტშია მოქცეული და პოლიტიკას, მის გავლენას სხვადასხვა კუთხით, ამ შემთხვევაში არქიტექტურაში ასახვით განიხილავთ. Aრქიტექტურა ეპოქების ერთერთი ყველაზეგამოკვეთილოი ფორმაა ადამიანების დამოკიდებულებებისა მათ სოციუმთან მიმართებაში. შეგიძლიათ ეს უფრო განავრცოთ და მოგვიყვეთ იმის შესახებ, თუ რა ტრადიცია არსებობს პოლიტიკური არქიტექტურის კვლევებისათვის და როგორია მისი მეთოდოლოგია?

    - სავსებით მართალია.
    როგორც სისტემატიური დისციპლინა და სამეცნირერო დარგი პოლიტიკური არქიტექტურა ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ევროპის შუაგულში მდებარე გერმანიის ურბანული ცენტრების დიდი ნაწილი ომის შედეგად მიწასთან იყო გასწორებული და ქალაქების აღდგენასთან დაკავშირებით საჭირო გახდა ნაციონალსოციალიზმისაგან ვიზუალური დისტანცირება. პოლიტიკური ატქიტექტურა მოიცავდა სამი ფენის ანალიზს: ქალაქების დაგეგმარებას, ქალაქთა ცალკეული რაიონებისა და არქიტექტურული შენობების კვლევას. მეტნაკლებად ამ სამი დონის (მეტწილად ქალაქთა დაგეგმარების) ანალიზი კეთდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. პოლიტიკური არქიტექტურის განსაკუთრებული კვლევის საგანია რა თქმა უნდა დედაქალაქები, როგორც სახელმწიფოებრივი თვითრეპრეზენტაციის სიმბოლოები.
    რაც ამ სფეროს ანალიზის მეთოდებს შეეხება, ისინი შეიძლება მკვლევარების ინდივიდუალურობის მიხედვით მკვეთრად განსახვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მაგალითად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზის ისტორიული პერსპექტივა; ვგულისხმობ იმის აუცილებელ გათვალისწინებას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში, რა ამოძრავებდათ მათ. მათი ქმედებები და გარემოს აღქმა ძალიან განსხვავებულია თანამედროვე ადამიანის ქმედებებისა და გარემოს აღქმისაგან. საჭიროა, ამ განსხავებების მიზეზების გაგება.
    საერთოდ მცდარი არ იქნებოდა, თუ გარდასულ ეპოქებს ისტორიულ უწყვეტობაში განვიხილავდით, რაც კაცობრიობის სულიერი განვითარების ასევე უწყვეტი პროცესის ასახვაა. ადამიანთა ცნობიერების ჩამოყალიბება, აზროვნების განვითარების თავისებურებები და რწმენა აუცილებლად ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკურ არქიტექტურაზეც; ამიტომ ამ სფეროში კვლევა სრულფასოვნად მოხერხდება საკითხისადმი მხოლოდ ინტერდისციპლინარული მიდგომით და დისციპლინებს შორის კავშირების დანახვით. ჩემი სადოქტორო ნამუშევრის მეთოდოლოგიაც   ინტერდისციპლინარულ სფეროებს – ისტორიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის, კულტურული ანტროპოლოგიის, ხელოვნების დისციპლინებს – შორის კავშირების დანახვის აუცილებლობაზეა აგებული.

    - ჩვენი საუბრისას მინდა ასევე შევეხოთ ჩვენს სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს. რომელ საყურადღებო მომენტებს გამოყოფდით საქართველოში პოლიტიკური არქიტერქტურის თვალსაზრისით ჩვენს უახლეს ისტორიაში? რა ტენდენციებია თქვენთვის შესამჩნევი საქართველოში ამ მიმართულებით?

    -       პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში ბევრი მიზეზის გამო განსხვავებულია დასავლეთში ამ დარგისადმი დამოკიდებულებისაგან. საქართველოში   სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესს და ამ საზოგადოებაში აღზრდისა და განათლების ხარისხს რა თქმა უნდა თავისი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად ცნობიერი დამოკიდებულება არსებობს პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებში იმ გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამას პირდაპირი კავშირი აქვს არქიტექტურასთან როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის კომპონენტთან, მის ხარისხთან.

    -       დიდი ხნის დემოკრატიული გამოცდილების სახელმწიფოში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, სადაც მოქალაქის ცნობიერებაც მაღალია, არქიტექტურას როგორც წესი რამდენიმე ფუნქცია აქვს: ის ცნობიერად შექმნილი სიმბოლოებით ერთგვარ სიგნალს აგზავნის ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის სტუმრების მისამართით. ქვეყნის შიგნით კი მას მოქალაქეებისა და ორგანიზაციების თვითიდენტიფიცირებისა და მოტივირების ფუნქცია აქვს. გარდა ამისა ის ასახავს პოლიტიკურ სისტემაში არსებული ძალების ერთმანეთთან დამოკიდებულებებს.´´რაც მთავარია, თანამედროვე დემოკრატიებში პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი არქიტექტურა ამ ფუნქციებს ცნობიერად იძენს მოქალაქეთა მხრიდან საზოგადოებრივი პროცესების მიმართ პასუხისმგებლობის აღებისა და ამ პროცესებში ცივილური ჩართულობის ფონზე. ამას რა თქმა უნდა გავლენა აქვს პოლიტიკოსების საქმიანობაზე და ასახვას ჰპოვებს ჩამოყალიბებულ დახვეწილ პოლიტიკურ კომუნიკაციაში. პოლიტიკური არქიტექტურა ასეთ პირობებში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების საქმიანობისა და ქცევების ურთიერთგავლენის შედეგია და გარდა ამისა ხშირად იმისათვისაა კონციპირებული, რომ პოლიტიკურმა არტეფაქტებმა თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურული თუ სხვა კომუნიკაციური ხერხით დიდაქტიკური ფუნქცია შეასრულოს და პოლიტიკურ სისტემასთან მოქალაქეების მაქსიმალურად შესაძლებელი სიახლოვე უზრუნველყოს.

    -       საქართველოს პოლიტიკური არქიტექტურა ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის თვითრეპრეზენტაციის ერთ-ერთი   საშუალება გახდა, რაც კარგ ნიშნად მესახება. მიუხედავად ამისა, ის მიდგომები პოლიტიკური არქიტექტურის კვლევაში, რომლებიც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში აუცილელობას წარმოადგენს, საქართველოს მაგალითზე შეიძლება ხშირად გამოსადეგი არ იყოს, რადგან ამ მიდგომებისათვის ა დემოკრატიული გამოცდილება არ არსებობს. აგრეთვე არ არსებობს ჩვენი საზოგადოების განვითარების ისტორიაში უწყვეტობა, რაც ზოგადად საზოგადოების ყოველი ისტორიული ეპოქისადმი ცნობიერი დამოკიდებულების აუცილებელი წინაპირობაა.


    ბოლო დროს ჩვენს სამშობლოში ჩნდება თემები, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პოლიტიკურ არქიტექტურასთან, რომლებიც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დადებითი ძვრების მომასწავებელია. ვახსენებ მხოლოდ რამდენიმე მათგანს: გახმაურებული დისკუსიები სტალინის ძეგლთან, ბაგრატის ტაძარსა და ატენის სიონთან დაკავშირებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების იდეურ-კონცეპტუალურ მიდგომასა და მათ არქიტექტურულ ღირსებებთან დაკავშირებული საუბრები; და რა თქმა უნდა საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობაში ცნობიერად თანდართული ნაციონალური იდენტიფიკაციის სიმბოლოები. იმედი მაქვს, მომავალში ეს სიმბოლოები საქართველოს მოქალაქეთა ცნობიერებაში მათი ღირსების გამოვლენის მედიუმად იქცევა, რაც არის კიდეც პოლიტიკური არქიტექტურის მთავარი დანიშნულება. და ბოლოს, რაც მთავარია, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ნაწილობრივ ქუთაისში გადატანის გეგმა და ამასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი იდეა, პირველად საქართველოს ისტორიაში იმის აუცილებლობის წარმოქმნა, რომ მოხდეს ქალაქის როგორც ქვეყნის მეორე პოლიტიკური ცენტრის რაციონალური დაგეგმვა და დაგეგმარება, როდესაც განსაკუთრებით ქუთაისის ცენტრალური არეალის, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი განლაგდება, ფუნქციონალური მოწყობისა და არქიტექტურული სიმბოლიკის გააზრებას უნდა ენიჭებოდეს დიდი მნიშვნელობა.
    არსებობს კიდევ ერთი თემა, რომელიც საქართველოში ურბანული დაგეგმარებისა და განშენების სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს ეხება. ეს თემა გაცილებით რთული გასაანალიზებელია, რაც საქრთველოს ამჟამინდელი კულტურული და სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული და ინდუსტრიული დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი როგორც განვითარებადი ქვეყნისადმი გარკვეული პოლიტიკის გატარების შედეგებით აიხსნება.

    - ბოლოს, როგორც პოლიტოლოგი, როგორ შეაფასებდით საქართველოში წარმოებულ პოლიტიკურ ბატალიებს გასულ გაზაფხულზე და მისი განვითარების აქტუალურ მდგომარეობას?                                                                                  

    - ეს უზარმაზარი თემაა. მოკლედ ვიტყოდი, რომ საპროტესტო ტალღა, რომელმაც ჩვენი საზოგადოების ნაწილი მოიცვა, თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის ბევრი მიზეზის გამო, რომელთაგან ძირითადი თვითონ ამ საზოგადოებაშია საძიებელი, მათ შორის სუსტი კონსოლიდაციის ფაქტორიც. საქართველოში არ არსებობს უწყვეტი პარტიული ტრადიციები მყარი იდეოლოგიური საფუძვლებით. ეს შიდაპარტიული განხეთქილებებისა და პარტიელებს შორის ნდობის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზია. შესაბამისად ხშირი იყო ხელისუფლების კადრების ცვლა, რასაც თან სდევდა მთავრობაში რაციონალურობისა და კომპეტენტურობის პრობლემაც. ეს ყველაფერი ზრდიდა საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილოების გრძნობას, რომლის საპროტესტო მანიფესტაციებით დაგვირგვინებაც შემდგომ გარკვეული წრეების რევანშისტულ მიზნებს ემსახურებოდა.

    დასაწყისში ვახსენე, რომ პოლიტიკური არქიტექტურა ინდიკატორია ქვეყანაში მიმდინარე სოციო-კულტურული პროცესების დინამიკისა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს იგივე პროცესები საქართველოშიც ჰოვებს ახალ პროექტებში თავის ასხვას.    
    3 აპრილს, საპროტესტო გამოსვლების წინ, მე და ჩემს სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებთანაც მარტის თვეში ერთთვიანი სემინარი მქონდა პოლიტიკურ არქიტექტურაში, შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვენახულებინა მშენებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია. ვიზიტის სურვილის ოფიციალური განაცხადის გაკეთებიდან ამ ვიზიტის შედეგების ჩათვლით ჩემთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ საქართველოში სამოქალაქო შეგნებაში ცვლილებებია. ესაა ჩვენს საზოგადოებაში დადებითი ძვრების განმსაზღვრელი ფაქტორი.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    სოციოლოგია, პოლიტოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019