მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    განათლება დიდ ბრიტანეთში 23 დეკემბერი 2009

    დიდი ბრიტანეთი მრავალფეროვანია და კონტრასტებით აღსავსეა: ინგლისი, შოტლანდია და ჩრდილოეთი ირლანდია განსხვავებული ტრადიციების, ჩვეულებებისა და კულტურის მქონე უნიკალური ქვეყნებია. დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს 61 მილიონი სხვა და სხვა ეროვნებისა და რასის წარმომადგენელი. მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩასულმა მრავალმა ათასმა ადამიანმა და ათასობით ოჯახმა აღიარეს ის საკუთარ სახლად და შექმნეს კულტურული და რასობრივი ინტეგრაციისა და ერთიანობის მახასიათებლების მქონე ღია საზოგადოება. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ქვეყანა - ინგლისი დღეს თვალნათლივ განასახიერებს ამ პროცესებს.

    ინგლისის დედაქალაქი ლონდონი - საბანკო საქმის, დაზღვევისა და ვაჭრობის უმსხვილესი საერთაშორისო ცენტრია. საყოველთაოდ ცნობილია მსოფლიო პრესტიჟის მქონე მაღაზიები, რესტორნები, ღამის კლუბები და მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური თუ თეატრალური სცენები. იმავდროულად დიდი ბრიტანეთი მაგნიტივით იზიდავს ახალგაზრდობას მთელ მსოფლიოდან: დღეისთვის აქ სწავლობს 250 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი.   600 ათასი ახალგაზრდა ყოველწლიურად ჩადის დიდ ბრიტანეთში     მშობლიურ გარემოში ინგლისური ენის შესასწავლად, შემდგომი განათლების შანსის მოსაპოვებლად   და კარიერული ამბიციების რეალიზაციისთვის. ამას განაპირობებს ის, რომ ამ ქვეყნის კვალიფიკაციებს და სასწავლებლების ხარისხის სტანდარტებს აღიარებს და პატივს სცემს მთელი მსოფლიო.

    სად შეგვიძლია ვისწავლოთ.
    დიდი ბრიტანეთის 3000 - ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მიესალმება უცხოელი სტუდენტების სწავლის სურვილს. მოქნილი განათლების სისტემა სთავაზობს არჩევანის დიდ დიაპაზონს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აირჩიოს მისი მოთხოვნილების, ინტერესისა და შესაძლებლობის შესატყვისი განათლების გზა. (იხილეთ ქვემოთ მითითებულ საიტებზე). სასწავლო კურსების ნაწილის გავლა შესაძლებელია დაუსწრებლადაც.

    ენის კურსები
    დიდი ბრიტანეთის აკრედიტაციის მქონე დაახლოებით 1500 სასწავლო დაწესებულებას გააჩნიათ ინგლისურის, როგორც უცხოური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება და ტრადიცია, მათი დიპლომები სარგებლობენ საერთაშორისო აღიარებით. ენის შესასწავლად მრავალფეროვანია სასწავლო სასწავლო დაწესებულებების არჩევანი: სპეციალიზებული ენობრივი სკოლები, შემდგომი განათლების კოლეჯები, უნივერსიტეტები. სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში შესაძლებელია ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად სხვა საგნების შესწავლაც. კერძო ენობრივ სკოლებში, როგორც წესია, მოსწავლეთა (მ.შ. ბრიტანელთა) რაოდენობა კლასებში უფრო მცირერიცხოვანია და სწავლებისადმი მიდგომა უფრო ინდივიდუალურია. თექვსმეტი წლის ასაკამდე ენის სწავლა შესაძლებელია ენის შესწავლის ცენტრებში, რომლებიც ატარებენ საზაფხულო კურსებსაც. ენის კურსებს აგრეთვე ატარებენ დამოუკიდებელი სკოლები.

    დამოუკიდებელი სკოლები / Independent Schools/
    დამოუკიდებელი სკოლები, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება დამყარებულია მრავალ საუკუნოვან ტრადიციებზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლის აკადემიურ მხარეს, რათა მოამზადონ მოსწავლეები უნივერსიტეტში სასწავლებლად. A-Levels პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში და დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც იყენებენ მათ მიდგომებსა და პროგრამებს.

    წინა საუნივერსიტეტო და პროფესიული კურსები / Career based and pre-university /
    ეს კურსები, სწავლის მსურველის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, სთავაზობენ დიდ არჩევანს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში - კომპიუტერული ტექნიკის, ბიზნესის, ხელოვნების, დიზაინის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მრავალი სხვა მიმართულებებით სწავლებას.

    უმაღლესი განათლება / Undergraduate/
    უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებები სტუდენტს უქმნიან არჩევის უდიდეს შესაძლებლობებს. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგების შესწავლის შემოთავაზება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად მოძებნის მისთვის საინტერესო მიმართულებას. (იხილეთ ქვემოთ მითითებულ საიტებზე) სწავლის კურსის ხანგრძლიობა შეადგენს 3 – 4 წელს (მეოთხე უშუალოდ წარმოებაში ან კომპანიაში)

    დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების Top 20 :
    1 Cambridge
    2 Oxford
    3 Imperial College
    4 Soas
    5 LSE
    6 University College London
    7 King's College London
    8 Warwick
    9 York
    10 Manchester
    11 Nottingham
    12 Durham
    13 Aston
    14 St Andrews
    15 Edinburgh
    16 Bristol
    17 Royal Holloway
    18 Bath
    19 Middlesex
    20 Sheffield

    უმაღლესის შემდგომი განათლება / Postgraduate/
    განათლების ამ საფეხურზე ნებისმიერ ადამიანს ექმნება თავისი სპეციალობით ინტერესის დაკმაყოფილების სრული შესაძლებლობა, სპეციალიზაციის შესაბამის სფეროებში დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერების ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით ორიგინალური კვლევების ჩატარება ან მონაწილეობა.   მიმართულებები უამრავი და მრავალფეროვანია (ინტერესის შესაბამისად დეტალურად გაეცანით ქვემოთ მითითებულ საიტებზე).  

    სწავლის ღირებულება / Tuition fees /
    ენობრივ კურსებზე 8 – 12 კაციან ჯგუფში სწავლა (სასწავლებლის გათვალისწინებით) დაახლოებით დაგიჯდებათ 100 ფუნტი კვირაში, ინტენსიური კურსი მცირე ჯგუფში 300 ფუნტი, აკადემიური ანუ უმაღლესისთვის მოსამზადებელი კურსი 200 ფუნტამდე. ზოგ უნივერსიტეტში, სწავლების სხვა კურსის გამვლელი სტუდენტები, თავისუფლდებიან ენობრივი კურსის გადასახადიდან.
    სკოლა-პანსიონების მოსწავლეები და ამ სახის ზოგი კოლეჯის სტუდენტები არ იხდიან ცხოვრების, კვებისა და სამრეცხაოს მომსახურების გადასახადს. სხვა სახის სკოლებში სწავლის გადასახადი განსხვავებულია: სრული პანსიონით (გააჩნია სკოლის ტიპს) 3000 – 7000 ფუნტამდე, ხოლო განთავსების გარეშე, ანუ ნაწილობრივი პანსიონით, 1500 – 4000 ფუნტ სტერლინგამდე სემესტრში.
    პროფესიულ კურსებზე სწავლის საშუალო ღირებულება მერყეობს 3300 – 4150 ფუნტამდე წელიწადში, გარდა ამისა ყოველთვიურად დაახლოებით 600 ფუნტი საჭირო იქნება ცხოვრებისთვის.

    ბრიტანეთში ყველა უნივერსიტეტი თვითონ ადგენს სწავლების ღირებულებას. გარდა ამისა სწავლის საფასური განსხვავდება დარგებისა და სპეციალობების მიხედვითაც. ბაკალავრიატი მიახლოებით: ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამები 6250 – 7650 ფუნტი წელიწადში; საბუნებისმეტყველო პროგრამები 6500 – 9700; მედიცინა 6960 – 18000 ფუნტი სტერლინგი წელიწადში. მაგისტრატურა დაახლოებით: ჰუმანიტარული მეცნირებები 6750 – 8200; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები 6500 – 9950; მედიცინა 6200 – 17400 ფუნტი სტერლინგი წელიწადში. MBA ერთწლიანი კურსი 7500 – 11500 ფუნტი, პრივილეგირებულ ბიზნეს-სკოლებში 20000 ფუნტ სტერლინგამდე.

    ნახეთ ვიდეო რგოლი: Video Slide show showcasing study abroad in the United Kingdom.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ფიზიკური კულტურა/სპორტი განათლება/სწავლება ტენდერები/გრანტები სასწავლო პროგრამები კონფერენციები/ღონისძიებები ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი მომსახურება ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ სხვა ვარ სპეციალისტი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვყიდი ვცვლი სტიპენდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019