მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    თუ გსურთ მოიძიოთ საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციები, მოსაზრება და რეკომენდაციები - პერიოდულად გაეცანით ამ გვერდს. მოხარულნი ვიქნებით, თუ   თქვენ გამოაქვეყნებთ ასეთი ხასიათის მასალებს და კოლეგებს გაუზიარებთ პრაქტიკული გამოცდილებას. მათ მაგიერ წინასწარ გიხდით მადლობას.


                                                           
    უჩვეულო ანდერძების ისტორია / მაგალითები პარადოქსების რუბრიკიდან/ ნანახია (8746) - ჯერ 20 იანვარი 2010

    ანდერძი - უნიკალური მნიშვნელობის დოკუმენტია. ზოგჯერ ის მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენაც კი გამხდარა. ისტორიას ახსოვს მრავალი ფაქტი, როდესაც ანდერძის მიზეზით ომები   დაწყებულა ან   ნაანდერძევი მეფის გვირგვინის გამო გადატრიალებები მოუწყვიათ, ხოლო ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული ანდერძების ირგვლივ უამრავი ლეგენდა შექმნილა. ამ პუბლიკაციაში მოგითხრობთ ყველაზე უჩვეულო ანდერძების შესახებ, რომლებიც თავისი უჩვეულოების დამსახურებით მოხვდნენ ისტორიაში.

    ყველაზე ცნობილი ანდერძი ალფრედ ნობელმა დატოვა. ნათესავებმა ის გაასაჩივრეს სასამართლოში, მაგრამ მემკვიდრეობიდან მხოლოდ ნახევარი მილიონი კრონა ხვდათ წილად, ხოლო დანარჩენი 30 მილიონი მოხმარდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი - ნობელის პრემიის დაფუძნებას.

    ისტორიისათვის ყველაზე სასარგებლო ანდერძი დატოვა უილიამ შექსპირმა. მან დეტალური დაველებები დატოვა თავისი ქონების (დაწყებული ავეჯიდან და დამთავრებული ფეხსაცმლით) განკარგვის თაობაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მითითებები, არამედ ანდერძის არსებობა, ვინაიდან ის აბათილებს ეჭვებს და ადასტურებს თვით შექსპირის (და არა ფსევდონიმის) რეალურად არსებობის ფაქტს.

    ყველაზე ვრცელი ანდერძი შეადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თომას ჯეფერსონმა. ქონებასთან დაკავშირებულ მითითებების გარდა მან დეტალურად აღწერა საკუთარი მოსაზრება და მსჯელობა ამერიკის ისტორიის თაობაზე. მემკვიდრეები კი, ანდერძის შესაბამისად, კუთვნილ წილს   მიიღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაათავისუფლებდნენ მათ საკუთრებაში მყოფ ყველა მონას.

    ყველაზე მოკლე ანდერძი   ერთ ლონდონელ ბანკირმს ეკუთვნის. ის შესდგება მხოლოდ სამი სიტყვისაგან: ”მე სრულიად გაკოტრებული ვარ”.

    გასაგებად ყველაზე რთული ანდერძი დაწერა ცნობილი ფიზიკოსის ნილს ბორის ლაბორანტმა. მან ტექსტში იხმარა იმდენი სპეციალური ტერმინი და სპეციფიკური ფრაზეოლოგია, რომ ანდერძის გაშიფვრისათვის საჭირო გახდა ფიზიკოსებისა და ლინგვისტიკის ექსპერტების მოწვევა.

    ყველაზე საიდუმლო ანდერძი დატოვა ცნობილმა მილიარდერმა მიშელ როტშილდმა. მისი ძირითადი მოთხოვნა იყო: ”... კატეგორიულად და ცალსახად ვკრძალავ ჩემი მემკვიდრეობის ნებისმიერ აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და ჩემი ქონების გამოქვეყნებას...” ამის გამო მის მიერ დატოვებული ქონების საერთო მოცულობა დღემდე რჩება უცნობი.

    ანდერძით გათვალისწინებული ნაღდი ფულის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც დატოვა ერთმა ადამიანმა ეკუთვნოდა საყოველთაოდ ცნობილ ჰენრი ფორდს. მან დატოვა განკარგულება იმის თაობაზე, რომ 500 მილიონი დოლარი გაენაწილებინათ 4157 სასწავლო და საქველმოქმედო ორგანიზაციათა შორის.

    ყველაზე დიდი ქონება, რომელიც ანდერძით დაუტოვეს ცხოველს ეკუთვნის მილიონერ კინო პროდიუსერს როჯერ დორკასს. 65 მილიონი დოლარი მან უანდერძა თავის საყვარელ ძაღლს - მაქსიმილიანს, ხოლო მეუღლეს მან დაუტოვა მხოლოდ 1 ცენტი. სასამართლომ კანონიერად ცნო ეს ანდერძი, ვინაიდან მის შედგენამდე   პატრონმა ძაღლს გაუფორმა ყველა საჭირო სრულიად ”ადამიანური” საბუთი. მაგრამ იგივე ”ადამიანური” საბუთების საფუძველზე მილიონერის მეუღლე გათხოვდა მაქსიმილიანზე და მისი სიკვდილის მერე, ვინაიდან ძაღლმა არ დატოვა   ანდერძი, გახდა მისი ქონების სრულუფლებიანი მემკვიდრე.

    ყველაზე შეურაცხმყოფელი ანდერძი შუა საუკუნეებში საკუთარ ცოლს ერთმა ფერმერმა დაუტოვა. მან მეუღლეს უანდერძა 100 ლივრი, მაგრამ დატოვა განკარგულება, რომ მისი გათხოვების შემთხვევაში კიდევ 100 ლივრი გადაეცეს იმ უბედურს ვინც მას ცოლად შეირთავს, ვინაიდან საცოდავს ეს ფული ნამდვილად დასჭირდება. ასეთი სახის ანდერძი ალბათ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იმ საუკუნეებში ამ ქვეყანაში განქორწინება აკრძალული იყო.

    ყველაზე უხამსი ანდერძი ქ. მარსელში შეადგინა ერთმა მეწაღემ. მისი ანდერძის 123 სიტყვიდან 94- ის წარმოთქმა შეუძლებელია ნებისმიერ შედარებით წესიერ საზოგადოებაშიც კი.

    როგორ ფიქრობთ, ამ მასალაში აღწერილი მაგალითები მართლაც ხომ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პარადოქსების რუბრიკას?

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | | იურისპრუდენცია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვარ სპეციალისტი ტენდერები/გრანტები ვცვლი სტიპენდიები განათლება/სწავლება სხვა ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები ვიყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვეძებ სპეციალისტს კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ფიზიკური კულტურა/სპორტი მომსახურება კონფერენციები/ღონისძიებები ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019