მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    სკოლების ფინანსური მართვის განვითარება საქართველოში /ტრენინგი სკოლის მენეჯმენტისათვის/ ნანახია (6804) - ჯერ 26 იანვარი 2010

    "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" გთავაზობთ სპეციალურ სატრენინგო პროგრამას თბილისის და რეგიონების სკოლების მენეჯმენტისათვის.

    დაგეგმილი სატრენინგო პროგრამის შესახებ

    2009 წლის ნოემბრიდან “ღია საზოგადიების ინსტიტუტის” მხარდაჭერით (უნგრეთი) სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა დაიწო ახალი პროექტის – "სკოლების ფინანსური მართვის განვითარება საქართველოში" - განხორციელება, რომლის მიზანია სკოლის ფინანსური მართვის გაუმჯობესება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება თბილისსა და რეგიონებში სკოლების დირექტორებისთვის და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის.
    კერძოდ, დაგეგმილია შემდეგი ტრენინგები:
    1.  სკოლების ფინანსური მართვა - 2 დღე (დირექტორებისათვის)
    2.  სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები - 2 დღე (სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის)  
    აღნიშნული პროექტი “ღია საზოგადიების ინსტიტუტის" (უნგრეთი) მხარდაჭერით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებული პროექტის “განათლების დაფინანსების რეფორმა საქართველოში” შედეგებზეა აგებული. ამ პროექტის ფარგლებში ცენტრმა შეიმუშავა სპეციალური ტრენინგ კურსები დირექტორებისთვის და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის: ეფექტიანი მენეჯმენტი სკოლის დირექტორებისათვის; ეფექტიანი სამეურვეო საბჭოები; სკოლის ფინანსური მენეჯმენტი. ტრენინგები წარმატებით ჩაუტარდა 48 სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელს: დირექტორებსა და სამეურვეო საბჭოების წევრებს.

    ინფორმაცია სტრატეგიული კვლევებისა და განითარების ცენტრზე

    სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1995 წლის ივლისში.
    ჩვენი მომსახურება განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის, რომელიც მიისწრაფის საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გამდიდრებისკენ, საქმიანობის გაფართოებისა და წარმატებისკენ.
    2006 წლიდან ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპეციალური სერვისის განვითარებას სკოლების მმართველი რგოლებისათვის. დამუშავებულია სკოლის სპეციფიკაზე მორგებული ტრენინგ კურსები, აპრობირებულია საკონსულტაციო მომსახურება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სკოლების საჭიროებათა კვლევა, სტრატეგიული დაგეგმვა, სტრუქტურის სრულყოფა და სხვა.

    ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე www.csrdg.ge

    ვისთვის არის პროგრამა საინტერესო?
     
    •  “სკოლის ფინანსების ეფექტიანი მართვა” - სკოლის დირექტორებისათვის
    •  “სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები” - სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის

    ტრენინგ კურსების სასწავლო ამოცანების მოკლე აღწერა

    •  ტრენინგი – ფინანსური მართვა სკოლებისათვის

    ეს ტრენინგ კურსი მონაწილეებს მიაწვდის ცოდნას ფინანსური მართვის საფუძვლებში.
    ტრენინგზე მონაწილეობის შედეგად მონაწილეები:
    - მიიღებენ ცოდნას ფინანსური მართვის თანამედროვე თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
    - მკაფიოდ გამიჯნავენ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის ფინანსური მართვის სფეროში;
    - შეიძენენ ცოდნას საგადასახადო პროცედურებისა და გადასახადების გაანგარიშების შესახებ;
    - განასხვავებენ შემოსავლების სხვადასხვა ტიპებს და გააანალიზებენ მათ შორის ძირითად განსხვავებებს;
    - შეისწავლიან შესყიდვების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს;
    - შეისწავლიან ფინანსური დაგეგმვის მეთოდს 3 ძირითადი მონაცემის მიხედვით.

    •  ტრენინგი – სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები

    სკოლების სამეურვეო საბჭოები საქართველოში სკოლის მმართველობის ახალი სტრუქტურული ერთეულია. ეს ტრენინგ კურსი სპეციალურად შემუშავდა სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებისათვის, რათა მათ უკეთ გააანალიზონ საკუთარი როლი, პასუხისმგებლობები და უფლებამოსილება სკოლის ეფექტიანი მართვის პროცესში.

    ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
    - შეიძენენ ცოდნას, თუ რას წარმოადგენს სკოლის სამეურვეო საბჭო და რა უფლებამოსილებას ფლობს იგი;
    - განასხვავებენ სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს როლებსა და პასუხისმგებლობებს;
    - შეიძენენ ცოდნას სკოლის ფინანსურ მართვაში სამეურვეო საბჭოს როლის შესახებ;
    - გააანალიზებენ ფინანსური კომიტეტის პასუხისმგებლობებს;
    - შეისწავლიან ბიუჯეტის ფორმირების პრინციპებს და გააანალიზებენ კავშირს სტრატეგიულ გეგმასა და ბიუჯეტის დაგეგმვას შორის;
    - ერთმანეთისაგან განასხვავებენ სკოლის შემოსავლების სხვადასხვა ტიპებს, ასევე სკოლის ხარჯების სხვადასხვა ტიპებს;
    - მიღებენ ინფორმაციას შესყიდვების პროცედურების შესახებ;
    - შეიძენენ უნარებს სამეურვეო საბჭოს შეხვედრების ეფექტიანად წარმართვისათვის;
    - მიიღებენ ინფორმაციას თანამონაწილეობითი მეთოდების შესახებ, სკოლის მართვაში თემის (მშობლები, მასწავლებლები) ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

    როგორ მოგვმართონ დაინტერესებულმა პირებმა

    თებერვალში  ჩატარდება ორი ტრენინგი, თემაზე “სკოლის ფინანსების ეფექტიანი მართვა”. ტრენინგების ჩატარდების თარიღებია:

    I.  17-18 თებერვალი
    II.  19-20 თებერვალი

    იანვარ-თებერვალში კი ჩატარდება ორი ტრენინგი, თემაზე“სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები”. ტრენინგების ჩატარდების თარიღებია:

    I.  6-7  თებერვალი
    II.  13-14 თბერვალი

    დაგეგმილი ტრენინგების განრიგი

    ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ტრენინგის მონაწილის განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. შევსებული მონაწილის ანკეტის შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე apply@csrdg.ge, ან მოიტანოთ ორგანიზაციის ოფისში.
    ტრენინგ კურსებზე დასწრების მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმები უნდა წარმოადგინონ ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ ხუთი დღით ადრე.
    ინფორმაცია შემდგომი ტრენინგ კურსების განრიგის შესახებ შეიძლება მიიღოთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე, ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://csrdg.ge/index.php?module=text&link_id=141⟨=geo   ან ტელეფონით. საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგიკა/ფსიქოლოგია შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სხვა დასვენება/ტურიზმი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სიახლე განათლების სფეროში ინტერესები/კონკურსები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბავშვის აღზრდა რელიგია კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბუნება/ეკოლოგია სარეკლამო მომსახურება სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასარგებლო რჩევები საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოცემები/პუბლიკაციები მშობელი და ოჯახი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები მეცნიერება/ტექნიკა ფიზიკური კულტურა და სპორტი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბავშვის კვება და მოვლა გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები განათლება საქართველოში და მსოფლიოში გართობა/თამაშები სასწავლო დაწესებულების მართვა მედიცინა და პროფილაქტიკა კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანთაშორის ურთიერთობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        
    ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  
    საბანკო, ოფის მენეჯერის, ტურიზმის და სხვა
    კურსები და ტრენინგები

    alt



    alt
     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014