მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში 01 თებერვალი 2010

    სად შეგვიძლია ვისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
    განათლების მიღების არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მრავალ ფეროვანია. ენის შემსწავლელი კურსებისა და სკოლების, უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და ბიზნეს-სკოლების მდიდარი ნაირსახეობა მთელ მსოფლიოდან იზიდავს უცხოელ სტუდენტებს. ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები შეესაბამებიან ყველაზე მოწინავე მოთხოვნებს როგორც თეორიულ აგრეთვე პრაქტიკულ ნაწილში, ისინი განსხვავდებიან სასწავლო პროგრამების თანამედროვე, უახლესი აღჭურვით, ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იწვევენ ყველაზე გამოჩენილ მეცნიერებს, სპეციალისთებსა და პედაგოგებს. განათლებაში მიღწეული წარმატებების გამო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების ასეულში მათ უკავიათ 80-მდე მოწინავე პოზიცია. ამიტომაცაა, რომ ამერიკაში მიღებული განათლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იძლევა წარმატებული კარიერის კარგ პერსპექტივას.

    სამთავრობო დონეზე ამერიკის უნივერსიტეტების ოფიციალური რეიტინგი არ არსებობს. მაგრამ სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად აქვეყნებენ უმაღლესი სასწავლებლების კოტირების თავისებურ ანგარიშს. (მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ ”კარნეგის კლასიფიკაცია”). ტრადიციულად საუკეთესოთა რიცხვში ითვლებიან - ჰარვარდის, პრინსტონის, იეილის, კოლამბიის, ბრაუნის, დართსმუტის, კორნალისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები. მაღალი კოტირებით გამოირჩევიან - მიჩიგანის, სტენფორდის, ჩიკაგოს, კალიფორნიის, ბერკლის, ილლინოისის უნივერსიტეტები, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აგრეთვე უილიამს-კოლეჯი, ამხერსტკოლეჯი, უელლსლი- კოლეჯი (მასაჩუსეტსი), პომონა-კოლეჯი (კალიფორნია), სუორტმორ-კოლეჯი (პენსილვანია), მიდდლბერი-კოლეჯი (ვერმონტი), ბოუდენ-კოლეჯი (მენის შტატი). ყველაზე პოპულარული მიმართულებები, რომლებსაც ირჩევენ სტუდენტები - ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, ფინანსები, დიზაინი, ასტრონომია, ასტროფიზიკა, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიოქიმია და მოლეკულარული ბიოლოგია, მედიცინა და ბიო მედიცინა, მოლეკულარული გენეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ოკეანოგრაფია, პოლიტოლოგია, სტატისტიკა და   სხვა მიმართულებებია.

    მოკლეთ ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემის შესახებ
     ზოგადი საშუალო განათლება :
    - სკოლამდელი დაწესებულებები;
    - ელემენტარული სკოლა;
    - საშუალო სკოლა      
    უმაღლესი განათლება:
    -       კოლეჯები;
    -       ტექნიკური და პროფესიული სკოლები;
    -       ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში.
    -       ოთხწლიანი კოლეჯები და უნივერსიტეტები;
    -       უმაღლესის შემდგომი განათლება.
    სკოლამდელ ეტაპს ემსახურება მრავალი სახის სახელმწიფო და კერძო სკოლამდელი დაწესებულება, სადაც აქცენტი კეთდება აღმზრდელობით ასპექტზე და სკოლისათვის მომზადებაზე.

    სასკოლო ცხოვრება იწყება ელემენტარული სკოლით (ჩვენი დაწყებითი სკოლის მსგავსი). ყველა გაკვეთილს ატარებს ერთი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს - წერა, კითხვა, ლიტერატურა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, არითმეტიკა, ისტორია, გეოგრაფია. კლასების ფორმირება (A, B, C ტიპის კლასებად) ხორციელდება მოსწავლეთა მიდრეკილების, უნარისა და ნიჭის გათვალისწინებით, რისი დადგენაც ხდება IQ ტესტების მეშვეობით. ითვლება, რომ А ტიპის კლასებში სწავლა გაანგარიშებულია შემდგომში უმაღლესი განათლების მიღებაზე.

    საშუალო სკოლა უმეტეს შემთხვევაში შესდგება ორი 3 - წლიანი საფეხურისგან - უმცროსი და უფროსი. სწავლების პროგრამა სხვა და სხვა სასწავლო ოლქში შეიძლება განსხვავდებოდეს. მე-8 კლასში გარდა სავალდებულო საგნებისა შესაძლებელია არჩევითი საგნების დამატება. უფროს საშუალო სკოლაში, როგორც წესი, სავალდებულო საგნებია - მათემატიკა, ინგლისური, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები, ინფორმატიკა. უმაღლესისათვის საჭიროა უცხო ენაც. საშუალო სკოლა შეიძლება იყოს - აკადემიური, მრავალ პროფილიანი და პროფესიული. აკადემიური ამზადებს უნივერსიტეტისთვის (90 IQ მქონეებს), პროფესიული - პრაქტიკული საქმიანობისთვის, მრავალპროფილურს შეიძლება გააჩნდეს აკადემიური, კომერციული, ინდუსტრიალური, სოფლის მეურნეობისა და სხვა განყოფილებები. არსებობს აგრეთვე საერთო სკოლაც, რომელიც არ ამზადებს კონკრეტული საქმიანობისთვის და არც საკმარის მომზადებას იძლევა უმაღლესში ჩასაბარებლად. ამერიკული სკოლები უფრო მეტ წილად მოსწავლეებს აწვდიან ცოდნის დაუფლების ალგორითმს, ასწავლიან დამოუკიდებლად აზროვნებასა და საჭირო ინფორმაციის მოპოებას.   სპეციალიზაცია იწყება დაწყებითი კლასებიდან და ბოლომდე მიჰყვება სწავლის მთელ პროცესს. სკოლა შეიძლება იყოს სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ან საეკლესიო. სკოლის დამთავრების დროს ბარდება ორ საფეხურიანი გამოცდა - SAT I , რომელიც მოიცავს ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს და SAT II , რომლითაც მოწმდება ცოდნის დონე სამ საგანში, რომელთა არჩევა შეიძლება შეთავაზებული სიიდან. უმეტეს კოლეჯში ჩასაბარებლად საკმარისია - SAT I, ხოლო ყველაზე პრესტიჟულები ითხოვენ SAT II დონეს.

    უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება სახელმწიფო ან კერძო კოლეჯში და უნივერსიტეტში, მათ შორის ორწლიან კოლეჯებში, პროფესიულ სკოლებში, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში. ა.შ.შ. ნებისმიერ შტატს გააჩნია არა ნაკლებ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და რამდენიმე კოლეჯი მაინც. ა.შ.შ.-ი ყველა სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს სკოლის შემდგომ განათლებას შეიძლება ეწოდებოდეს ”კოლეჯი”,”სკოლა”,”ინსტიტუტი” ან უნივერსიტეტი.

    კოლეჯები:
    - ორწლიანი ტექნიკური /Technical/ კოლეჯი,
    - უმცროსი ასაკობრივი ჯგუფებისთვის კოლეჯი /Junior Colleges/,
    - საზოგადოებრივი(სათემო) კოლეჯი /Community Colleges/,
    -   ოთხწლიანი სწავლების კოლეჯი.
    ორწლიანი კოლეჯში ღებულობენ სკოლა დამთავრებულებს. ამ ტიპის კოლეჯის კურსდამთავრებულები უმეტეს შემთხვევაში სწავლას აგრძელებენ ოთხწლიან კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში ორ და მეტ წლიან საბაკალავრო პროგრამებზე.
    ოთხწლიანი სწავლების კოლეჯი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ნაწილი ან დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი. აშშ - ის კანონმდებლობა არ ახდენს იმის რეგლამენტირებას თუ რომელ უმაღლესს უნდა ეწოდოს ”უნივერსიტეტი” და რომელს - ”კოლეჯი”.

    საზოგადოებრივი (სათემო) კოლეჯი - უმეტეს წილად ეს ორწლიანი კოლეჯებია, რომლებიც ემსახურებიან რეგიონსა ან ქალაქს, რომლის ტერიტორიაზეც არიან განთავსებული. ტრადიციულად ამ კოლეჯებში დღის მეორე ნახევარში სწავლობს მომუშავე ახალგაზრდობა. ეს კოლეჯები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ სპეციალურ მომსახურებას, მათ შორის უფასო სწავლებას, ESL - ს ან ინგლისური ენის შესწავლის ინტენსიურ პროგრამებს. ამის გამო ეს კოლეჯები სარგებლობენ დიდი პოპულარობით უცხოელ სტუდენტებში.

    Community Colleges - ში შესაძლებელია ნებისმიერი სპეციალობის მიღება (დაწყებული შენობის ტექნიკოს-ზედამხედველიდან დამთავრებული კაზინოს კრუპიეთი). ზოგიერთ სასწავლებელს გააჩნია აკადემიური პროგრამებიც, რომლებიც შეეფარდებიან უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსს. ანუ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კოლეჯს გააჩნია ხელშეკრულება უმაღლეს სასწავლებლებთან, შესაძლებელია უნივერსიტეტის მესამე კურსზე გადასვლა. ასეთ გადასვლას ემსახურება ა.შ.შ. - ი   ტრადიციულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლების დიპლომის მისაღებად საჭიროა გარკვეული რაოდენობის (მაგალითად, ბაკალავრიატში 130 საათი), ”საკრედიტო” საათების აკრეფა აუდიტორულ მეცადინეობებში.

    პროფესიული სკოლა
    ამ ტიპის პროფესიულ სასწავლებლებში ასწავლიან ხელოვნების, მუსიკის, საინჟინრო საქმის, ბიზნესის და ა.შ. სპეციალობებს. ზოგიერთი პროფესიული სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის ნაწილს, ზოგი კი - დამოუკიდებელია.
    ტექნოლოგიური ინსტიტუტი
    ამ ტიპის სასწავლო დაწესებულება სთავაზობს 4 წლიან სწავლებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. ზოგიერთ ინსტიტუტს გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამები, ზოგი უცხოელებს სთავაზობს მოკლევადიან სწავლებას.
    ტექნიკური ინსტიტუტი
    ამ სახის ინსტიტუტები ახორციელებენ სწავლებას სამრეწველო და სამედიცინო ტექნოლოგიებში ან საინჟინრო საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი იძლევა კარიერისთვის საკმარის ცოდნას, მის დიპლომს ყოველთვის არ აღიარებენ კოლეჯისა ან უნივერსიტეტის ექვივალენტურ დიპლომად. ზოგიერთი კოლეჯი და უნივერსიტეტი, სტუდენტების გადასვლის შემთხვევაში, არ ითვალისწინებს მათ მიერ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მიღებულ კრედიტებს.

    უნივერსიტეტები:
    -       სახელმწიფო უნივერსიტეტები /State Universities/. ამ უნივერსიტეტებს ქმნიან და სუბსიდირებას უწევენ შტატის ან ფედერალური დონის სამთავრობო სტრუქტურები. სახელმწიფო უნივერსიტეტები ტრადციულად წარმოდგენილი არიან ორი კატეგორიით: სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტები და უნივერსიტეტები “Land-grant” ან “See-grant”. სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტები ძირითად ყურადღებას უთმობენ სამეცნიერო-კვლევით და აგრეთვე პედაგოგიურ მუშაობას. მათი სწავლების პროგრამები ნაკლებად უკავშირდებიან გამოყენებით და უფრო მეტად ემსახურებიან თეორიულ კვლევებს. ხოლო “Land-grant” ტიპის უნივერსიტეტები ძირითად აქცენტს აკეთებენ სოფლის მეურნეობაზე, ტექნოლოგიაზე, მანქანათმშენებლობაზე, “See-grant” ტიპის უნივერსიტეტები კი - საზღვაო სფეროში იძლევიან სპეციალიზაციას.
    -       კერძო უნივერსიტეტები /Private Universities/. მათი ფინანსირება ხდება სხვა და სხვა კერძო წყაროებიდან, სწავლების ღირებულებიდან, ქველმოქმედებიდან, სამეცნიერო-კვლევითი გრანტებიდან და ა.შ.. სწავლის ღირებულება კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო მაღალია. ორივე ტიპის უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 წლიანია. სწავლის პროცესში გასავლელია დაახლოებით 30 საგანი სემესტრულად. მე-3 კურსიდან იწყება სპეციალიზაცია ანუ რიგი საგნების, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან მომავალ პროფესიასთან, გაღრმავებული შესწავლა. ზოგიერთ სასწავლებელში ერთი-ორი წლის სწავლების შემდეგ ანიჭებენ შუალედურ ხარისხს (Associate Degree). მათ გარდა ზოგიერთი Community Colleges სთავაზობს მომზადებას მხოლოდ ამ სახის პროგრამით. სტუდენტები ხშირად ირჩევენ ამ პროგრამას იმის გამო, რომ მისი დასრულების შემდეგ შეიძლება სპეციალობით მუშაობის დაწყება დაბალ თანამდებობებზე, აგრეთვე მსურველები მას იყენებენ საშუალებად მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის.


    იპოვეთ სასწავლებელი ა.შ.შ. - ს შტატების მიხედვით:

    Alabama Alaska Arizona Arkansas California
    Colorado Connecticut Delaware Florida Georgia
    Hawaii Idaho Illinois Indiana Iowa
    Kansas Kentucky Louisiana Maine Maryland
    Massachusetts Michigan Minnesota Mississippi Missouri
    Montana Nebraska Nevada New Hampshire New Jersey
    New Mexico New York North Carolina North Dakota Ohio
    Oklahoma Oregon Pennsylvania Rhode Island South Carolina
    South Dakota Tennessee Texas Utah Vermont
    Virginia Washington West Virginia Wisconsin Wyoming

    ა.შ.შ.-ი ორ ათასზე მეტი   4 წლიანი სახელმწიფო და კერძო კოლეჯი და უნივერსიტეტია. როგორ ირჩევენ სასწავლო დაწესებულებას ა.შ.შ.- ი ? არსებობს (F1 Study -ს) კოტირება მიმართულებების მიხედვით. სანიმუშოთ მოგაწვდით რამდენიმე მიმართულებებით კოტირებული სასწავლებლების პირობით ათეულებს:

    კომპიუტერული ტექნოლოგიები
    1       Stanford University, CA
    2       Massachusets Institute of Technology, MA
    3       University of California – Berkley, CA
    4       Carnegie Mellon University, PA
    5       Cornell University, NY
    6       Princeton University, NJ
    7       University of Texas at Austin
    8       University of Illinois at Urbana-Champaign, IL
    9       University of Washington, WA
    10       University of Wisconsin-Madison
    ეკონომიკა
    1       University of Chicago, IL
    2       Harvard University, MA
    3       Massachusetts Institute of Technology, MA
    4       Stanford University, CA
    5       Princeton University, NJ
    6       Yale University, CT
    7       University of California-Berkeley, CA
    8       University of Pennsylvania, PA
    9       Northwestern University, IL
    10       University of Minnesota
    ფიზიკა
    1       Harvard University, MA
    2       Princeton University, NJ
    3       Massachusetts Institute of Technology, MA
    4       University of California – Berkeley, CA
    5       California Institute Technology, CA
    6       Cornell University, NY
    7       University of Chicago, IL
    8       University of Illinois at Urbana-Champaign, IL
    9       Stanford University, CA
    10       University of California – Santa Barbara
    ბიოქიმია და მოლეკულარული ბიოლოგია
    1       University of California – San Francisco, CA
    2       Massachusets Institute of Technology, MA
    3       Stanford University, CA
    4       University of California – Berkley, CA
    5       Harvard University, MA
    6       Yale University, CT
    7       California Institute of Technology, CA
    8       University of Wisconsin – Madison, WI
    9       University of California – San Diego, CA
    10       John Hopkins University, MD
    მათემატიკა
    1       University of California – Berkley, CA
    2       Princeton University, NJ
    3       Massachusets Institute of Technology, MA
    4       Harvard University, MA
    5       University of Chicago, IL
    6       Stanford University, CA
    7       Yale University, IL
    8       New York University, NY
    9       University of Michigan, MI
    10       Columbia University, NY
    მექანიკა
    1       Stanford University, CA
    2       Massachusets Institute of Technology, MA
    3       University of California-Berkley, CA
    4       California Institute Technology, CA
    5       University of Michigan, MI
    6       Princeton University, NJ
    7       Cornell University, NY
    8       University of Minnesota, MN
    9       University of Illinois at Urbana-Champaign, IL
    10       University of Cafifornia – San Diego, CA
    მუსიკა
    1       Harvard University, MA
    2       University of Chicago, IL
    3       University of California – Berkley, CA
    4       Yale University, CT
    5       Princeton University, NJ
    6       University of Pennsylvania, PA
    7       University of Rochester, NY
    8       University of Michigan, MI
    9       University of Illinois at Urbana-Champaign, IL
    10       Columbia University, NY
    და ასე შემდეგ.

    გარდა ამისა გთავაზობთ გაეცნოთ ონლაინ სწავლების შესაძლებლობებს ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში http://college.us.com

    უმაღლესის შემდგომი განათლება /Graduate Degrees/
    უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხური შეიძლება განხორციელდეს სამაგისტრო   (MSc ან МА), ან და დოქტორის (PhD) ხარისხის   მოსაპოვებლად. PhD მოსაპოვებლად საჭიროა დიპლომის შემდგომი 3 წლიანი სწავლების გავლა და დისერტაციის დაცვა. უცხოელი სტუდენტებისათვის   ზოგ შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა შეიძლება იკავებდეს 5 – 6 წელს. ამ პროგრამას ირჩევენ შემდგომში უნივერსიტეტებში პედაგოგიური ან სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად. სხვა სახის საქმიანობისათვის საკმარისია დიპლომის შემდგომი 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა.

    აკადემიური (სასწავლო) წელი
    სასწავლო წელი ამერიკულ სკოლებში არის 170-186 დღიანი, ანუ   5,5 – 6 თვე, კვირაში ბავშვები სწავლობენ 5 დღის განმავლობაში. საერთოდ კი უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიური წელი იწყება აგვისტო-სექტემბერში და სრულდება მაის-ივნისში. უცხოელი სტუდენტების(თვის სწავლის დაწყების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია - შემოდგომა, ვინაიდან კურსების უმეტესობა აკადემიური წლის ხანგრძლიობისაა, ანუ იწყება შემოდგომაზე და მთავრდება გაზაფხულზე.

    მიღება
    ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებს არ გააჩნიათ მისაღები გამოცდების პრაქტიკა და ჩარიცხვა ხდება სასკოლო ტესტების SAT (Scholastic Aptitude Test ) ჩაბარების შედეგების მიხედვით. ზოგი უმაღლესი ითხოვს არა მხოლოდ SAT I არამედ SAT II საც.
    ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებს გააჩნიათ მიღების განსხვავებული პირობები. ზოგიერთი მიღებას ახორციელებს საკონკურსო გამოცდების, გასაუბრების, ტესტირების მეშვეობით, ზოგი კი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. საერთო მოთხოვნა სკოლის დასრულების თაობაზე დოკუმენტების წარმოდგენა, შესწავლილი საგნების ნუსხისა და შეფასების მითითებით და ტესტირების შედეგად მიღებული ქულები. ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები ახორციელებენ საკონკურსო შერჩევას.

    დოკუმენტები, რომელთა წარდგენას ითხოვენ ჩასარიცხად.
    ბაკალავრიატი: საშუალო სკოლის ატესტატი, მიმდინარე ნიშნების ცნობას, სკოლის დირექტორის რეკომენდაციას, ინგლისური ენის მასწავლებლის რეკომენდაციას, TOEFL ტესტის ჩაბარების შედეგებს;
    მაგისტრატურა და MBA: უმაღლესი განათლების დიპლომი, დიპლომის დანართი, ორი რეკომენდაცია უნივერსიტეტიდან, ხოლო МВА პროგრამისათვის - პროფესიონალურ რეკომენდაციასაც, რეზიუმე, TOEFL ტესტის ჩაბარების შედეგი. ზოგი უმაღლესი კმაყოფილდება ტესტის ჩაბარების   წარდგენილი შედეგებით, ზოგი კი მოითხოვს ინგლისური ენის დასადასტურებლად TOEFL ან IELTS ტესტების ჩაბარებას.

    სწავლების ენა
    ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში ოფიციალური სწავლების ენა ინგლისურია.
    ენის კურსები
    კოლეჯებისა და უნივერსიტეტების უმეტესი ნაწილში უცხოელ სტუდენტებს გარდა უმაღლესი განათლებისა სთავაზობენ ინგლისური ენის კურსებს. ეგრეთ წოდებულ ELS სთავაზობენ ა.შ.შ.- ს 50 ქალაქში. გარდა ამისა არსებობს საარდადეგებო კურსების პრაქტიკა. მაგალითად;      
    Access to Language Studies       - ბოსტონი, ტამპა       2010 წლის ივლისი
    ELS - კალიფორნია, ნიუიორკი, როდ-აილენდი 2010 წლის ივლისი-აგვისტო
    FLS International -   ლოს-ანჟელესი, სან-დიეგო, ლოკ ჰეივენი, ბოსტონი 2010 წლის აპრილი-აგვისტო      
    University of California, Los-Angeles - 2010 წლის ივნისი-აგვისტო       და ა.შ.      

    ენობრივი პროგრამების ნაირსახეობა შეიძლება დაიყოს რამდენიმე პირობით კატეგორიაზე: სტანდარტული ან ინტენსიური ინგლისური - 20 -დან 40 საათამდე კვირაში. მათ გავლის დროს სწავლობენ ინგლისურ ენაზე საუბარს, ზეპირი მეტყველების აღქმას, წერა-კითხვას. სპეციალიზებული კუსები - ინგლისური, აკადემიური მიზნებისათვის და საქმიანი ინგლისური. არსებობს აგრეთვე საარდადეგებო პროგრამა ბავშვებისათვის, რომელიც მოიცავს ენის შესწავლას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. გარდა ამისა მომზადება ხდება საგამოცდო კურსით საერთაშორისო გამოცდებისთვის (IELTS ან TOEFL).      

    სწავლის ღირებულება
    უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძვირია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ შტატში და ქალაქში განთავსებულია სასწავლო დაწესებულება, აგრეთვე რამდენად პრესტიჟულია ის და მრავალ სხვა ფაქტორზე.
    ამ საკითხებთან დაკავშირებით გირჩევთ გაეცნოთ პუბლიკაციას მსოფლიოს ყველაზე ძვირი უნივერსიტეტები ჟურნალ ”Forbes” - ის ვერსიით
    ყველა ცალკეულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია სწავლების ღირებულების დადგენა კონკრეტულად შერჩეული უმაღლესი სასწავლებლის მიხედვით.

    საცხოვრებელი
    ამერიკელი და უცხოელი სტუდენტების საცხოვრებელი ძირითადი ტრადიციული ადგილია - კამპუსი. კამპუსი - სტუდენტური ცხოვრების განსხვავებული ატმოსფერო, ტრადიცია და სახეა. სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზეა საცხოვრებელი ადგილი, სპორტული კლუბები და მოედნები, ბასეინები, სალექციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული ცენტრები, სტუდენტური კაფეები, ბარები, დისკოტეკები. საცხოვრებლის მოძებნა შეიძლება კამპუსის გარეთაც კერძო ბინების სახით, გარდა ამისა ტრადიციულია ისეთი ინსტიტუტიც, როგორიცაა მიმღები ოჯახი, რომელიც ხელს უწყობს უცხოელს სწრაფად აღიქვას და შეეგუოს ამერიკულ კულტურას.

    რამდენიმე საჭირო და სასარგებლო ფაქტი:
    კლიმატი ამერიკაში განსხვავდება სუბტროპიკული - წყნარი ოკეანეს სანაპიროზე, კონტინენტალური - ქვეყნის შუაგულში და არქტიკული - ალასკაზე.
    ამერიკაში 6 დროის სარტყელია.

    დღესასწაულები და უქმე დღეები: 1 და 15 იანვარი, თებერვლის მესამე ორშაბათი, მაისის ბოლო ორშაბათი, 4ივლისი, სექტემბრის პირველი ორშაბათი, ოქტომბრის მეორე ორშაბათი, 11 ნოემბერი, 25 დეკემბერი.  

    ცხოვრების ღირებულება.
    ამერიკაში სტუდენტისათვის კვებისა და ცხოვრების ღირებულება განსხვავდება გამომდინარე იქიდან თუ სად იცხოვრებს ის, რომელ შტატსა და ქალაქში და შეიძლება მერყეობდეს 5 000 დან - 11 000 დოლარამდე წელიწადში. გარდა ამისა საჭირო სახსრები სასწავლო ლიტერატურისა და პირადი ხარჯებისათვის. რჩევას გაძლევთ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კარგად გაითვალოთ ხარჯების საკუთარი ბიუჯეტი და დარწმუნდეთ, რომ ის საკმარისია. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად კვლავ გირჩევთ მიმართოთ ზემოთ უკვე მოცემულ უმაღლეს სასწავლებელთა სიასა და ლინკებს.

    სტიპენდიები
    რას წარმოადგენს სტიპენდია ამერიკულად?
    ამერიკაში ყველა სტიპენდია შეიძლება გავყოთ ორ კატეგორიად: სტიპენდიები, რომლებსაც გამოყოფენ სახელმწიფო და კერძო ფონდები და ორგანიზაციები და თვით უნივერსიტეტების სტიპენდიები. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიის მიღების შანსი უფრო მაღალია, ვიდრე საბაკალავროზე. პირველ რიგში ყურადღება ექცევა პრეტენდენტის პირად აკადემიურ, საზოგადოებრივ, სპორტულ მიღწევებს.
    გრანტები და სტიპენდიები

    განვითარებისა და რეფორმების ფონდი

    ფორდის ფონდის სტიპენდიების საერთაშორისო პროგრამა (Ford Foundation International Fellowships Program) წლების განმავლობაში ატარებს კონკურსებს ფინანსირების მოსაპოვებლად სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში.

    AAUW საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო პროგრამა მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტუდენტ ქალებს ა.შ.შ. - ი ან სხვა ქვეყნებში სწავლისათვის. გრანტი ეძლევა ქალებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ან არ არიან ა.შ.შ. მოქალაქეები.

    ფულბრაიტის პროგრამა (The Fulbright Program) ითვლება ა.შ.შ. მთავრობის ყველაზე ავტორიტეტულ პროგრამად საერთაშორისო აკედემიური გაცვლების სფეროში.

    საინჟინრო ინფორმაციის ფონდის გრანტი ფარავს პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო ხარჯებს თუ მას ითხოვენ განვითარებადი ქვეყნების მეცნიერები და სპეციალისტები.

    საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო. IREX წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, თავისუფალი მედიის გაძლიერებისა და საზოგადოების პლურალისტური განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ და ლიდერულ პროგრამებს.

    •       ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie)
    •       ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD)
    •       ინდივიდუალური კვლევების შესაძლებლობების პროგამა (IARO)
    •       ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA)
    •       უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა (UASP) - ჩინეთი
    •       აშშ-ს ბიზნესის სფეროში სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა ქალებისათვის

    მუშაობა სწავლის პერიოდში
    სწავლების პირველ წელიწადში სტუდენტებისათვის მუშაობა ნებადართულია   კამპუსის ტერიტორიაზე. შემდგომ ეტაპებზე მისაღებია სამუშაო ნებართვა (Work permit). შესაძლებელია განაცხადის შეტანა პრაქტიკული სტაჟირების თაობაზე. სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს. აგრეთვე შეიძლება განაცხადის შეტანა ფაკულტატიური პრაქტიკული მომზადების თაობაზე, რომელიც იძლევა საშუალებას ერთი წლის განმავლობაში მუშაობის უფლებას. ვადის გაგრძელება შესაძლებელია, თუ დამსაქმებელი დაადასტურებს თქვენი მუშაობის შესაძლებლობას.  

    ვიზა / Visas/
    სტუდენტური ვიზის და ამასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ ამერიკის შეერთებული შტატის საელჩოს.
    http://georgian.georgia.usembassy.gov/ge/Consular/visas.html

    სასწავლო დაწესებულებების, პროგრამებისა და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მისამართებზე:
    http://educationusa.state.gov

     

    ავტორი :ნინო გერგედავა

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    საზოგადოებრივი ურთიერთობები მედიცინა და პროფილაქტიკა გამოცემები/პუბლიკაციები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა სასარგებლო რჩევები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება ბავშვის აღზრდა ფიზიკური კულტურა და სპორტი მშობელი და ოჯახი სიახლე განათლების სფეროში სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სარეკლამო მომსახურება გაერთიანებები/სოციალური ქცელები გართობა/თამაშები მეცნიერება/ტექნიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო დაწესებულების მართვა რელიგია საგანმანათლებლო დაწესებულებები ინტერესები/კონკურსები ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები დასვენება/ტურიზმი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბუნება/ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019