მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    კონკურსი “მე - ახალგაზრდა მეცნიერი” 12 თებერვალი 2010

    შესავალი

    1989 წლიდან ევროკავშირის ეგიდით ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება კონკურსი სახელწოდებით "ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში. საქართველო (ასოცირებული წევრის სტატუსით) პირველად მიწვეული იქნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1998 წელს.

    მოცემული კონკურსი გამიზნულია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც შემუშავებული აქვთ ინოვაციური სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის კონკურსში ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2010 წელს ევროკავშირის 22-ე კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის ჩატარდება პორტუგალიაში სექტემბერში.

    კონკურსი "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" განკუთვნილია საქართველოს ყველა რეგიონის საშუალო სკოლების ბოლო კლასის, კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის (15-დან - 20 წლამდე). უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც მეორე კურსზე გადადიან 2010 წლის სექტემბერში. აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და დაიცვან საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.

    ევროკავშირის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ადგილობრივი კონკურსის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" მეშვეობით 2010 წლის აპრილში და გამარჯვებული პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ევროკონკურსზე მათი პროექტების წარსადგენად. დაშვებულია არაუმეტეს 3 პროექტის ნომინირება და ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

    კონკურსის მიზანი

    რამდენადაც სკოლებში დღეს არ არის საკმარისი პირობები იმისათვის, რომ მოზარდმა ჩაატაროს კვლევა და/ან შექმნას ახალი ხელსაწყო/დანადგარი, კონკურსის მიზანია დააფინანსოს ამგვარი საინტერესო და ინოვაციური პროექტები.

    ეს არის წინასწარი კონკურსი მოზადებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ დახმარება მათი იდეის განხორციელების და/ან კვლევის ჩატარებისათვის.

    კონკურსი დააფინანსებს

    აუცილებელი დანადგარების/იარაღების, მასალების, აუცილებელი მგზავრობის (საქართველოს ფარგლებში), ლიტერატურის შეძენას და სხვას შესაბამისი აუცილებლობისა და დასაბუთების შემთხვევაში.

    კონკურსი არ დააფინანსებს

    • ხელფასებს;
    • ასლგადამღებ ტექნიკას;
    • პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისთვის სახიფათო მასალების გამოყენებასთან.

    კონკურსის ბიუჯეტი

    კონკურსის საერთო ბიუჯეტია 750 აშშ დოლარი.

    თითოეული გრანტი არ აღემატება 250 აშშ დოლარს.

    როგორ უნდა დაიწეროს საკონკურსო  პროექტი

    საკონკურსო პროექტი უნდა დაიწეროს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის შესაბამისად.

    პროექტი უნდა დაიწეროს თვითონ მოზარდის მიერ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰყავს თუ არა მას ხელმძღვანელი და თუკი ასეთი არსებობს, პროექტს თან უნდა დაერთოს ხელმძღვანელის რეცენზია. პროექტში ასევე მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირი (ეს როლი შეიძლება ხელმძღვანელმაც შეასრულოს). თუკი პროექტს ხელმძღვანელი არ ჰყავს უნდა დასაბუთებული იქნას, როგორ განხორციელდება პროექტი ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაშიც   მითითებული უნდა იყოს  მოზარდის ნდობით აღჭურვილი პირი.

    შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელი (თავის რეცენზიაში) ან ნდობით აღჭურვილი პირი  (ცალკე წერილში) პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს პროექტის უსაფრთხოებაზე.

    პროექტს თან უნდა ერთვოდეს 2 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის ერთი სკოლის დირექტორისგან, ხოლო მეორე - პროექტის სფეროში მომუშავე სპეციალისტისაგან.  

    კონკურსის განხორციელების ეტაპები:

    • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი, 2010, 17:30.
    • პროექტების განხილვა, პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და შერჩევა - 10 აპრილამდე, 2010 წ.

    დამატებითი ინფორმაცია

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდ სსსსპ-ის დირექტორს თამარ ხულორდავას ტელეფონზე 877 40 64 09 ან ელ. ფოსტით: tkhulordava@osgf.ge

    პროექტების ჩაბარებისთვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10, საკონტაქტო პირი: მარინა გვიმრაძე, ტელ: 25 05 92, დამატებითი 225, 899 26 17 18, ელ. ფოსტა: marina@osgf.ge

    სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმა განთავსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებსაითზე http://www.osgf.ge/, მისი მიღება ასევე შესაძლებელია ფონდის ოფისის მისაღებში.

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    ავიაცია ბიოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ფსიქოლოგია ეკოლოგია სოფლის მეურნეობა ფილოსოფია მეწარმეობა მეტალურგია მათემატიკა სამართალი მრეწველობა, წარმოება საერთაშორისო ურთიერთობები მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკონომიკა უცხოური ლიტერატურა საბაჟო სისტემა გადასახადები პედაგოგიკა ბუღალტერია და აუდიტი ტრანსპრტი მარკეტინგი და რეკლამა ჟურნალისტიკა სოციოლოგია ფიზიკა ფიზკულტურა და სპორტი მიფოლოგია ელექტრონიკა ვეტერინარია მენეჯმენტი ტურიზმი დაზღვევა არქიტექტურა კულტუროლოგია სხვა კულინარია სექსოლოგია კრიმინალისტიკა ჟურნალისტიკა და PR ტექნოლოგია გეოდეზია პოლიტოლოგია ლოგიკა ასტრონომია უცხო ენები პროგრამირება სახელმწიფო მოწყობა და მართვა მართვა ზოოლოგია გეოგრაფია კულტურა და ხელონება მუსიკა ქიმია გეოპოლიტიკა საბანკო საქმე საბირჟო საქმე ინფორმატიკა ისტორია მეცნიერება და ტექნიკა რელიგია ინვესტიციები ლოგისტიკა გეოლოგია ფინანსები და კრედიტი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია სტატისტიკა მასმედია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020