მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ამ გვერდზე გაერთიანებებს გამოაქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ან აქტუალური პრობლემები, რომლებიც ითხოვენ საზოგადოებრივ განხილვას. აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში,   გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და   წინადადებები.


                                                           
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი”- ს დებულება ნანახია (16731) - ჯერ 24 თებერვალი 2010

    კონკურსის ინიციატორები და ჩატარების ორგანიზატორები
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” ცხადდება პორტალის Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის, DVV International საქართველოში წარმომადგენლობის, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის, საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა ასოციაცია "პირამიდა", პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრის “One World”, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ინიციატივით. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დახმარებით.
    კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით იქმნება კოლეგიალური ორგანოები ჟიურისა და ნომინაციების შესაბამისი სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიების სახით, რომლებშიც მოწვეულნი იქნებიან დარგის, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კომპეტენტური და ავტორიტეტული წარმომადგენლები.
    კონკურსის   საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ პორტალი Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი საიტები, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და ელექტრონული მედია.

    კონკურსის სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიები
    კონკურსის ნომინაციების შესაბამისად იქმნება ხუთი სარედაქციო - შემფასებელი კოლეგია. აღნიშნული კოლეგიების წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ნომინაციაში წარმოდგენილ ნამუშევართა რაოდენობის გათვალისწინებით. სარედაქციო - შემფასებელი კოლეგიები პირველივე სხდომაზე ირჩევენ ხელმძღვანელებს ღია კენჭისყრის წესით.

    სარედაქციო - შემფასებელი კოლეგიის უფლებები და მოვალეობები:
    -       ნამუშევრის სტრუქტურისა და შინაარსის განხილვის შედეგად და იმის გათვალისწინებით თუ რამდენად პასუხობს ის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს სარედაქციო - შემფასებელი კოლეგია ღებულობს გადაწყვეტილებას ნამუშევრის კონკურსზე   დაშვების თაობაზე;
    -       კონკურსის დებულებით გათვალისწინებულ ვადებში ახდენს ნამუშევრების შეფასებასა და   ჟიურისთან ერთობლივად თითოეულ   ნომინაციაში ხუთი გამარჯვებულის გამოვლენას;
    -       ნამუშევრის ობიექტური შეფასების აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში   უფლებამოსილია ავტორისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

    კონკურსის ჟიური
    კონკურსის ჟიური   შესდგება 15 წევრისგან. ჟიურის შემადგენლობაში შედიან: კონკურსის ინიციატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიების ხელმძღვანელები. თავმჯდომარეს ირჩევს ჟიური პირველივე სხდომაზე ღია კენჭისყრის წესით.

    კონკურსის ჟიურის უფლებები და მოვალეობები:
    -       სასწავლო დაწესებულებებთან და რესურსცენტრებთან ერთობლივად ორგანიზაციას უწევს   კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის ჩატარებას;
    -       კონკურსის მესამე ეტაპზე პორტალის Education.ge -ს ადმინისტრაციასთან ერთობლივად ახორციელებს წარმოდგენილი მასალების გამოქვეყნების და საჯარო განხილვის შედეგების შეჯამების, ხოლო სარედაქციო - შემფასებელ კოლეგიებთან ერთობლივად ნამუშევრების განხილვისა და შეფასების     ორგანიზაციას;
    -       კონკურსის დასრულების ეტაპზე სარედაქციო - შემფასებელ კოლეგიებთან ერთობლივად ახდენს საჯარო განხილვისა და კოლეგიების მიერ ჩატარებული შეფასების შეჯერებას, ნომინაციების შესაბამისად გამარჯვებულთა   და ლაურეატთა გამოვლენას და დასაჯილდოებლად წარდგენას;
    -       აჯამებს კონკურსის შედეგებს და მათი ანალიზის საფუძველზე მიღებულ დასკვნებს აწვდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციის სახით.
    ჟიურის მიერ ნამუშევართა შეფასების შეჯერებისთანავე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება პორტალზე Education.ge.
         
    კონკურსში მონაწილეობის   პირობები:
    კონკურსის მონაწილეები:
    კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს:
    -       საჯარო ან კერძო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი;
    -       საზოგადოებრივი ან არასამთავრობო ორგანიზაციის არაფორმალური, დამატებითი და ზრდასრულთა განათლების სასწავლო დაწესებულების პედაგოგი;
    -       პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი;
    -       პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;    
    -       პედაგოგიკის საკითხებზე მომუშავე ავტორთა ჯგუფი.

    კონკურსის ნომინაციები:
    ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”  
    კონკურსზე მიღებული იქნება:
    - სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების პრაქტიკული გამოყენების მიზნით შექმნილი სასწავლო-მეთოდური ნამუშევარი, რომელიც ითვალისწინებს ამ მეთოდებით   მეცადინეობის (გაკვეთილის) ჩატარებას ან ნებისმიერი სასწავლო საგნის რომელიმე თემის შესწავლას (საბუნებისმეტყველო, სოციალურ-ჰუმანიტარული, ზოგად-ტექნიკური, სპეციალური საგნები და ა.შ.);
    - მასწავლებლებზე ორიენტირებული მეთოდური ნამუშევარი, რომელიც ემსახურება ინტერაქტიული მეთოდების ეფექტურობის ამაღლებას ცალკეული საგნების   სწავლებაში;
    - სხვა სასწავლო-მეთოდური ნამუშევრები, რომლებიც პასუხობენ კონკურსის ამ ნომინაციის მიზნებს.

    ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”  
    კონკურსზე მიღებული იქნება:
    - საბუნებისმეტყველო, სოციალურ-ჰუმანიტარული, ზოგად-ტექნიკური, სპეციალური და სხვა საგნების   სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტერნეტში   ხელმისაწვდომი ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პრაქტიკული გამოყენების მიზნით შექმნილი სასწავლო-მეთოდური ნამუშევარი;
    - მეთოდური ნამუშევარი, რომელიც ემსახურება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით   საგანთა შორის კავშირის დამყარებას;
    - მოსწავლეთა მიერ ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებთან დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზაციის მეთოდური რეკომენდაცია;
    - მასწავლებლებზე ორიენტირებული მეთოდური ნამუშევარი, რომელიც ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის ამაღლებას ცალკეული საგნების სწავლების პროცესში;
    - სხვა სასწავლო-მეთოდური ნამუშევრები, რომლებიც პასუხობენ კონკურსის ამ ნომინაციის მიზნებს.
     
    ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”
    ანუ გაკვეთილი კლასისა და სკოლის გარეთ და კლასგარეშე მუშაობა, რომლებიც ამდიდრებენ სასწავლო პროცესს, ემსახურებიან მოსწავლეთა შემეცნებითი მოტივაციის გააქტიურებას და ხელს უწყობენ მათ სასწავლო საგნით გატაცებას.
    ამ ნომინაციაში   ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიებით:
    -       გასვლითი გაკვეთილი დაწყებითი სკოლისთვის;
    -       გასვლითი გაკვეთილი უფროსი კლასებისთვის;
    -       კლასგარეშე მუშაობა - გაკვეთილის სახით.

    ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”
    -       სტანდარტული თვალსაჩინოების და მოწყობილობების - არასტანდარტული, გამოყენების მეთოდიკა;
    -       ახალი, (მ.შ. პირადად შექმნილი) არასტანდარტული თვალსაჩინოება ან მოწყობილობა და მისი გამოყენების მეთოდიკა;
    -       მასწავლებლის შრომის ორგანიზაციის ხელშემწყობი, დამხმარე მოწყობილობა.

    ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”
    ამ ნომინაციაში კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა ემსახურებოდეს მასწავლებლებს, ტრენერებს, ინსტრუქტორებს, კლასის დამრიგებლებსა და მშობლებს იმაში თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული მოსწავლის (აღსაზრდელის) თავისუფალი დრო,   რათა მოვახდინოთ მოსწავლეებში შემეცნებითი და შემოქმედებითი ინტერესებისა და მისწრაფებების სტიმულირება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
    ნამუშევრების გრადაცია შესაძლებელია ინტერესთა მიხედვით:
    -       მეცნიერება;
    -       ტექნიკა;
    -       ხელოვნება;
    -       სპორტი;
    -       ბუნება, ეკოლოგია;
    -       ახალგაზრდული კლუბები და გაერთიანებები;
    - აუდიო და ვიდეო ელექტრონული საშუალებები, ინტერნეტი, სოციალური ქსელები.

    კონკურსის ყველა ნომინაციაში ნამუშევრის წარდგენა შესაძლებელია:
    პედაგოგიური კვლევის ან პრაქტიკული დაკვირვებისა და გამოცდილების, სასწავლო-კვლევითი პროექტის, სახელმძღვანელოს ან მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს, მეთოდური მითითებისა და რეკომენდაციის, საავტორო პროგრამის, სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტის, შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამის, ამოცანათა კრებულის, შემსწავლელი და შემფასებელი ტესტების, ლაბორატორიული სამუშაოების ციკლის, დიდაქტიკური მასალების პაკეტის, მეცადინეობის ჩატარების სცენარების, სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალების სახით.   ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს როგორც კონკრეტული საგნის სფეროს, აგრეთვე იყოს ინტეგრირებული.

    კონკურსის ჩატარების ეტაპები:
    პირველი - საწყისი ეტაპი, ტარდება უშუალოდ სასწავლო დაწესებულებაში, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და პედაგოგიური კოლექტივების   მხარდაჭერით;
    მეორე - შერჩევითი ეტაპი, ტარდება რაიონულ დონეზე, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელობით და მისი სპეციალისტების მონაწილეობით;
    მესამე - დასკვნით ეტაპს, ატარებენ კონკურსის ინიციატორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები, ჟიური და სარედაქციო - შემფასებელი კოლეგიები.

    კონკურსის ჩატარების ვადები:
    კონკურსი ტარდება 2010 წლის 20 თებერვლიდან - 20 ივნისამდე:
    -       რესურს - ცენტრების მიერ კონკურსის დებულებისა და პირობების დაყვანა სასწავლო დაწესებულებამდე ხორციელდება     25 თებერვლიდან - 5 მარტამდე;
    -       კონკურსის პირველი, საწყისი ეტაპი ტარდება სასწავლო დაწესებულებებში   - 5 მარტიდან - 6 აპრილამდე;
    -       კონკურსის მეორე, შერჩევით ეტაპს რესურს - ცენტრები   ატარებენ რაიონულ   დონეზე 6 აპრილიდან -   20 აპრილამდე;
    -       რესურს - ცენტრების მიერ კონკურსის მესამე ეტაპის მონაწილეთა ანკეტა-განაცხადების, ნამუშევრების მოკლე თეზისური აღწერილობის (ანოტაცია) და სრული ვერსიის   წარმოდგენის ვადა -   20 აპრილიდან - 26 აპრილამდე;
    -       წარმოდგენილი ნამუშევრების პორტალზე განთავსდება და ნომიაციების მიხედვით სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიებისთვის მიწოდება -   30 აპრილი – 10 მაისი;
    -       კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების პორტალზე Education.ge   საჯარო განხილვა და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებში შეფასება - 10 მაისი - 10 ივნისი;
    -       ნომინაციების მიხედვით ნამუშევართა საჯარო განხილვის შედეგების შეჯამება და კონკურსის ჟიურისთვის მიწოდება   15 ივნისი;
    -       ნომინაციების შესაბამისად ნამუშევართა შედეგების სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებში შეფასების შეჯამება და კონკურსის ჟიურისთვის მიწოდება     15 ივნისი;
    -       პორტალზე საჯარო განხილვისა და სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიების შეფასების შეჯერება ჟიურის მიერ   და ნომინაციების მიხედვით კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა - 15-25 ივნისი;
    -       გამარჯვებული ნამუშევრების ავტორების მიერ ფართო პედაგოგიური საზოგადოების წინაშე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ნამუშევართა საჯარო პრეზენტაცია - ივნისის მესამე დეკადა;
    -       ნომინაციების მიხედვით კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების პორტალზე Education.ge, ჟურნალ ”მასწავლებელში” გამოქვყნება - ივნისი, სექტემბერი - დეკემბერი;
    -        ნოვატორ-პედაგოგებისა და კონკურსში ყველაზე აქტიურად მონაწილე - ”ინოვაციური სკოლების” შესახებ პორტალზე Education.ge, ჟურნალ ”მასწავლებელში”, პრესისა და ელექტრონული მედიის მეშვეობით მასალების გამოქვეყნება -   ივნისი - სექტემბერი;
    -       გამარჯვებულებისა და ლაურეატების დაჯილდოება - ივნისი.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია:
    1)       კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი;
    2)       საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია (თეზისური აღწერილობის სახით);
    3)       საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსია.

    მოთხოვნები გაფორმებისადმი:
    - კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადის შედგენა ხდება   თანდართული ფორმის შესაბამისად.

    -   საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და უნდა ასახავდეს წარმოდგენილი სასწავლო-მეთოდური ნამუშევრის ზოგად დებულებებსა და დახასიათებას, მის დანიშნულებასა და პრაქტიკული გამოყენების ხერხებს.  

    -   საკონკურსო ნამუშევრის სრულ ვერსიაში მოკლედ უნდა აისახოს სასწავლო-მეთოდური ნამუშევრის ძირითადი არსი, მისი დანიშნულება და გამოყენება. იგი შეიძლება შეიცავდეს გრაფიკულ ილუსტრაციებს, თან შეიძლება დაერთოს დამატებითი მასალები, რომლებიც უფრო დეტალურად ასახავენ ნამუშევარს, სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მისი აპრობაციის შედეგებს (მაგალითად პრეზენტაცია PowerPoint, ვიდეო, ფოტო ან დასარიგებელი მასალები, დავალებები მოსწავლეებისთვის და ა.შ.). საკონკურსო მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი არა უმეტეს 5 Mb მოცულობის ფაილის (zip ან rar) სახით.

    -   საკონკურსო ნამუშევრის მოკლე და სრული ვერსიის ტიტულის ფურცელზე სრულად უნდა იყოს მითითებული ნაშრომის სახელწოდება,   ავტორის სახელი და გვარი, მისი საქმიანობა ან თანამდებობა, სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების დასახელება, მისამართი და   საკონტაქტო   ტელეფონის ნომერი.

    - კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი, ნამუშევრის მოკლე თეზისური   ანოტაცია და ნამუშევრების სრული ვერსია უნდა გამოიგზავნოს MS Word ფორმატის ფაილის სახით (გვერდი A4; შრიფტები AcadNusx ან Unicode Sylfaen (ქართული), შრიფტის ზომა 12, ერთიანი ინტერვალი) ერთიანი გზავნილით ელექტრონულ მისამართზე guest@education.ge.  

    - იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველს არ გააჩნია ელექტრონული   ფოსტის მეშვეობით დასახელებული მასალების გამოგზავნის საშუალება მას შეუძლია   მათი წარდგენა CD დისკის სახით.

    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება:
    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება პირველ და მეორე ეტაპებზე და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებში ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: ”აქტუალობა”, ”გამოყენებადობა”, ”შედეგიანობა”.
    ხოლო პორტალზე Education.ge საჯარო განხილვის შედეგად შეფასება მოხდება:
    -       აქტუალობის კრიტერიუმით - უნიკალური ვიზიტორების მიერ ნამუშევრის ნახვის რაოდენობის გათვალისწინებით;
    -       გამოყენებადობის კრიტერიუმით - ”გამოყენებადი”/”ნაკლებად გამოყენებადი”, ხოლო შედეგიანობის კრიტერიუმით - ”შედეგიანი”/”ნაკლებად შედეგიანი” შეფასების მეშვეობით;
    -       გარდა ამისა ონლაინ-შეფასების მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დატოვოს კომენტარი და შეფასება ”გამოხმაურების” ველში.

    კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება
    კონკურსის შედეგად გამოვლენილი იქნება:
    -       თითოეულ ნომინაციაში ხუთი გამარჯვებული ნამუშევარი;
    -       კონკურსის სამი ლაურეატი: ”ღვაწლმოსილი პედაგოგი-ნოვატორი”, ”ახალგაზრდა პედაგოგი-ნოვატორი”, ”შეუპოვარი პედაგოგი-ნოვატორი”;
    -       კონკურსზე წარმოდგენილი წარმატებული ნამუშევრების რაოდენობისა   და მათი შეფასების გათვალისწინებით   -   ”ინოვაციური სკოლა”.

    კონკურსის თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ხუთი ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპატიო დიპლომით ”პედაგოგი-ნოვატორი”. სკოლა, რომელის წარმოადგენს ყველაზე მეტ წარმატებულ ნამუშევარს დაჯილდოვდება საპატიო დიპლომით ”ინოვაციური სკოლა”.
    კონკურსის სამი ლაურეატი დაჯილდოვდება პორტალის Education.ge საპატიო დიპლომებით: ”ღვაწლმოსილი პედაგოგი-ნოვატორი” და ”ახალგაზრდა პედაგოგი-ნოვატორი”, ხოლო არაორდინალური, ორიგინალური ნამუშევრის ავტორი - დიპლომით ”შეუპოვარი პედაგოგი-ნოვატორი”.
    კონკურსის მესამე, დასკვნითი ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება პორტალის Education.ge საპატიო სიგელით ”შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” მონაწილე”.
    სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს, DVV International წარმომადგენლობას საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციას, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრს “One World” განსაზღვრული აქვთ მათი საქმიანობის შესაბამისად წარმატებული ნამუშევრების ავტორთა მიზნობრივი დაჯილდოება.


    კონკურსის საორგანიზაციო და ინფორმაციული უზრუნველყოფა
    კონკურსის ჩატარების საორგანიზაციო და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ერთობლივად ახორციელებენ კონკურსის ჩატარების ინიციატორი ორგანიზაციები, კონკურსის ჟიური, სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიები.
    მათ ფუნქციებში შედის:
    -       კონკურსის ჩატარებაში მონაწილე ორგანიზაციების პერიოდული ინფორმირება და მოთხოვნილების შემთხვევაში კონკურსის მონაწილეთა კონსულტირება;
    -       შერჩევითი ეტაპის შედეგად კონკურსის   მონაწილეთა განაცხადებისა (ანკეტების) და საკონკურსო ნამუშევრების მიღება, ნომინაციების შესაბამისად პორტალზე Education.ge განთავსება და საჯარო ონლაინ-განხილვისთვის პირობების შექმნა;
    -       საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსიების ნომინაციების შესაბამისი სარედაქციო-შემფასებელი კოლეგიების ექსპერტებისათვის განხილვისა და შეფასებისათვის მიწოდება;
    -       კონკურსის მსვლელობის თაობაზე პორტალის Education.ge   მეშვეობით მონაწილეთა   სისტემატური ინფორმირება;
    -       პორტალზე Education.ge კონკურსში გამარჯვებული   ნამუშევრების ავტორთა   შესახებ   მასალების გამოქვეყნება. პედაგოგთა შორის აზრთა გაზიარების ხელმისაწვდომობისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის სპეციალური სივრცის - თემატური გაერთიანებების შექმნა.  

    კონკურსის დაფინანსება
    კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ფინანსირებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფენ მონაწილე მხარეები,   ფასიან და სამახსოვრო საჩუქრებს   - სპონსორი ორგანიზაციები.

    კონკურსის ინიციატორთა რეკვიზიტები:
    პორტალი Education.ge  
    www.education.ge
    ელ.ფოსტა: guest@education.ge

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
    www.mes.gov.ge
    ელ.ფოსტა: tchkadua@mes.gov.ge

    შეავსეთ კონკურსის მონაწილის ანკეტა

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (5)

    კომენტარები  
    23 ივნისი 2010

    ყოჩაღ,  კოლეგებო !!!  

     კონკურსმა   კიდევ  ერთხელ  დაამტკიცა   -   საქართველოში  კვლავ   უამრავი  ნიჭიერი  შემოქმედი  პედაგოგი  მოღვაწეობს...

    უდიდესი მადლობის ღირსია   აღნიშნული  კონკურსის  ინიციატორი  და  ყველა , ვინც მხარი აუბა და  დაეხმარა  მის  ორგანიზებულად  ჩატარებაში ...

    სულ  გამარჯვებით  გევლოთ  !!!  

    ნინო შენგელია 30 მაისი 2010

    თუ შეიძლება, ზუსტად გვაცნობეთ,როდის  მთავრდება  ნოვატორის  კონკურსზე  გამოგზავნილი  მასალების  საჯარო  განხილვა

    მანანა ჯინჭარაძე 23 მაისი 2010

    გამარჯობათ. ძალიან მომწონს საიტი და  კონკურსი. ვფიქრობ კიდევ უფრო  საინტერესო გახდება იგი ყველა მოტივირებული მასწავლებლისათვის. კონკურსის ორგანიზატორებს საშუალება ეძლევათ  პედაგოგთა მასიდან გამოყოს ყველაზე აქტიურები, შემოქმდებითები, ნოვატორები, რეფორმატორები და ნიჭიერები. 2002 წლიდან სხვადასხვა რეგიონში ვატარებდი პროფესიული გადამზადების ტრენინგებს. იმ დროის ყველა საუკეთესო მსმენელი თქვენს კონკურსში იღებს მონაწილეობას _ შემხვდა უამრავი ნაცნობი სახელ-გვარი.ძალიან მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუეს.  დებულების გამოქვეყნებიდან დღემდე ვადევნებ თვალს კონკურსის მიმდინარეობას. მაინტერესებს შედეგებიც. არაოფიციალური მონიტორიგისას დამიგროვდა გარკვეული წინადადებებიც: ალბათ  სასურველია მონათესავე ან ცალკეული საგნების  ერთად განთავსება, კარგი იქნება თუ თეორიების განხილვა, ინტერაქტივების როლის ჩვენება პედაგოგებისათვის და საერთოდ პედაგოგიური,  ფსიქოლოგიური კვლევები და მითითებები ცალკე განთავსდება. ვფიქრობ მეტი კატეგორიზაცია დაინტერესებულთათვის  უფრო მისაწვდომს გახდის მონაწილეთა თემებს, გაკვეთილებს, ნაშრომებს. პირადად მე ძალიან მაინტერესებს ქართული ენისა და ლიტერატურის ყველა გაკვეთილი. რამდენიმეს გავეცანი. თუმცა ყველა არ დამიძებნია უდროობის გამო.  ერთად რომ იყოს განთავსებული მოძიების,  შეფასების და შედარების მეტი საშუალება მექნებოდა. ფორუმზე შემოვედი, მაგრამ გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

    მზია გიგუაშვილი 12 მაისი 2010

    ქალბატონო მანანა, შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის”ნოვატორი” მასალები  ნომინაციების მიხედვით  იხილეთ პედაგოგთა გაერთიანებების გვერდზე  http://www.education.ge/index.php?do=teacher&call=group&type=4

    მანანა ჯინჭარაძე 11 მაისი 2010

    სად და როგორ შეიძლება ვნახოთ ,,ნოვატორის'' მასალები _ პედაგოგთა გაკვეთილები?

     

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები განათლება საზღვარგარეთ სამეცნიერო პორტალები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა წიგნების მაღაზიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სპორტული სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საგანმანათლებლო რესურსები გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) უმაღლესი სასწავლებელი საბავშვო მაღაზიები კოლეჯი სახელმძღვანელოები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები ავტოსკოლები ხელოვნების სკოლები, სტუდიები ბიბლიოთეკები პედაგოგები რეპეტიტორები სადღესასწაულო ცენტრები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017