მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    თუ გსურთ მოიძიოთ საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციები, მოსაზრება და რეკომენდაციები - პერიოდულად გაეცანით ამ გვერდს. მოხარულნი ვიქნებით, თუ   თქვენ გამოაქვეყნებთ ასეთი ხასიათის მასალებს და კოლეგებს გაუზიარებთ პრაქტიკული გამოცდილებას. მათ მაგიერ წინასწარ გიხდით მადლობას.


                                                           
    პედაგოგის წარმატებულობის თვითანალიზი და თვითშეფასება ნანახია (46533) - ჯერ 19 მარტი 2010

    ყველა პედაგოგისთვის კარგად არის ცნობილი, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ სპეციალური ცოდნა არ არის   საკმარისი. ცნობილია ისიც, რომ   ყოველი გაკვეთილის მსვლელობის თუ მოსწავლესთან ურთიერთობის ნებისმიერ,   უმნიშვნელო ეპიზოდშიც კი, მასწავლებელს მოეთხოვება დიდი ოსტატობა. მაგრამ სწავლისა და აღზრდის მრავალწახნაგოვან და ურთულეს პროცესში მასწავლებლის ქმედების, განწყობის,     მოსწავლის მიმართ დამოკიდებულების, ინდივიდუალური მიდგომისა და ურთიერთ კავშირის დამყარების ფორმალური წესით გაანალიზება ნაკლებად ეფექტური და შედეგის მომტანია. ალბათ თვით მასწავლებელზე უკეთ ვერავინ ვერ შესძლებს სუსტი და ძლიერი მხარეების, ხარვეზების ან პირიქით წარმატებულობის გაანალიზებას. ვიცით, რომ საკუთარი ხედვით და შეფასების განსხვავებული კრიტერიუმით ბევრ სპეციალისტს უცდია ამგვარი ანალიზის გაკეთება. მრავალი პრაქტიკოსი პედაგოგიც არა ერთხელ დაფიქრებულა ამის თაობაზე. როდესაც ერთ-ერთ საკმაო გამოცდილების მქონე მასწავლებელს მივმართეთ პედაგოგის საქმიანობის ანალიზისა და შეფასების შესაძლო კრიტერიუმების თაობაზე განმარტებისთვის, მან ასე გვიპასუხა:

    ”პედაგოგის შრომისა და წარმატებულობის შეფასების ყველაზე ობიექტურ კრიტერიუმად ალბათ რეალური შედეგი უნდა მივიჩნიოთ და ის არა მხოლოდ დღევანდელი გაკვეთილის შედეგში უნდა დავინახოთ. მრავალი წლის შემდეგ ეს შედეგი უფრო თვალნათლივ გამოჩნდება და ან სიამაყეს და ბედნიერებას მოგგვრის ან გულს გატკენს.” განსხვავებული ასაკის, გამოცდილებისა და სპეციალობის შვიდ პედაგოგს შევთავაზეთ რამდენიმე წუთში, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე მოკლე ფრაზის სახით ჩამოეთვალათ 5 ან 6 მოსაზრება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პედაგოგის წარმატებულობის თვითანალიზისა და თვითშეფასებისთვის. ავკრიფეთ მოწოდებული წინადადებები, არ მოგვიხდენია მათი რედაქტირება და არც ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგება და გვსურს შემოგთავაზოთ, ძვირფასო პედაგოგებო, თვითანალიზის მიზნით გასცეთ პასუხი ყველა ამ მოსაზრებას და თვითონვე მოძებნოთ მათ შორის არსებული ორგანული კავშირი.

    ჩამოთვლილ მოსაზრებებს უპასუხეთ: ”დიახ”,”არა” ან "ნაწილობრივ", ამის შემდეგ კვლავ დაუბრუნდით თითოეულ პუნქტს, გააანალიზეთ თქვენივე შეფასება, იპოვეთ თქვენთვის პრობლემატური ასპექტები და გააკეთეთ დასკვნები.
    1.       ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონაყოლს
    2.       მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება
    3.       ადამიანების მიმართ ვარ ყურადღებიანი
    4.       საკუთარ თავს ვგრძნობ ბედნიერ, მხიარულ ადამიანად
    5.       არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება სკოლაში ბავშვებთან   დიდი ხნით დარჩენა საჭირო თუ გახდა
    6.               დიდი სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას სასკოლო მუსიკალურ საღამოებში
    7.       არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისგან, ისინი მუხტს მმატებენ, მათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა
    8.       მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი. დიდი გულმოდგინეობით ვაგროვებ მასალას, რომელიც დამეხმარება მუშაობაში
    9.       ყოველთვის ვცდილობ ბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები
    10.       ყოველთვის ვეცდები თითოეულ ბავშვს მოვექცე პატივისცემით, არ განვასხვაო ერთმანეთისგან და ცალკეულების მიმართ არ გამოვიჩინო ნეგატივური დამოკიდებულება  
    11.       მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობას. ყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება
    12.       მე არ ვარდები პროსტრაციაში, თუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. შემიძლია რჩევის მოსმენა ან   ნაკლოვანების თაობაზე მოცემული რეკომენდაციის გაზიარება და დასკვნის გამოტანა.
    13.       მყოფნის შინაგანი ძალა იმისათვის, რომ გაწონასწორებულად და კეთილმოსურნეობით მოვექცე ახლობელ ადამიანებს და რაც გინდა მოხდეს სკოლაში ჯავრს არ ვიყრი საკუთარ შვილებზე.
    14.       ძალიან მიყვარს საგანში, რომელსაც ვასწავლი, ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში,     სპეციალური ლიტერატურის, აგრეთვე მემუარების, მსოფლიო კლასიკის   კითხვა.
    15.       არაფერი არ მახარებს ისე, როგორც კარგი, მრავალფეროვანი მუსიკა
    16.       შემწევს უნარი კვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები
    17.       დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ფიზიკურ ვარჯიშებს
    18.       არ მიყვარს მონოტონური, ერთფეროვანი საქმის კეთება
    19.       საკუთარი სიხალისით,   სიხარულით, შეუპოვრობით და   დაინტერესებულების პირადი მაგალითით მე შემიძლია საქმეში ჩავაბა ყველა მოსწავლე  
    20.       მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის ვიგონებ რამე ახალს, საინტერესოს ამიტომ ისინი არ მეშვებიან გაგრძელების მოთხოვნით
    21.       ბავშვებთან ერთად   დავდივართ ლაშქრობაში, ვდგამთ სპექტაკლებს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს
    22.       ივლისის თვეში უკვე მოვიწყენ ხოლმე, ველოდები სექტემბრის მოსვლას და   ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრას
    23.       ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ როგორც მეორე დედა, ყოველთვის უხარიათ შეხვედრა, მომმართავენ და მადლიერებით იღებენ რჩევას
    24.       ჩემი მსოფლმხედველობისა და მსოფლშეგრძნობის საფუძველში დევს ბედნიერება და სიხარული
    25.       ყველა გაკვეთილზე ვცდილობ მოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულები, გზები, ბილიკები
    26.       დიფერენცირებული მიდგომა ჩემთვის ნიშნავს გაუგო თითოეულ მოსწავლეს,     მის შესახებ ვიცოდე რაც შეიძლება მეტი, მქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობები, ვეხმარებოდე   ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში, წინსვლისკენ მოძრაობაში.  
    27.       ვცდილობ ადამიანზე არასდროს არ ვილაპარაკო ცუდად
    28.       მე მიყვარს მიმოწერა ჩემს მოსწავლეებთან
    29.       ბევრი საინტერესო რამ ვიცი ჩემს ოჯახზე
    30.       კეთილმოსურნე დამოკიდებულება გამაჩნია ჩემი სკოლის მიმართ და ხშირად ვყვები მის მიღწევასა და უპირატესობაზე
    31.       დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა სტიმულირების მიმართ, შემიძლია დავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი    
    32.       ძალიან ვღელავ,   როდესაც ვატარებ ღია გაკვეთილს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვიცდი კმაყოფილების გრძნობას
    33.       მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს
    34.       ვცდილობ ვიყო გულახდილი, მაგრამ:
    •       ყოველთვის ვამბობ სიმართლეს;
    •       მხოლოდ ნაწილობრივ ვიძახი სიმართლეს
    35.       მე პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესს, მის ინდივიდუალურ და ბავშვთა კოლექტივის აზრს
    36.       არასოდეს არ დავცინი ბავშვებს
    37.       კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას
    38.       გარდა სკოლისა გამაჩნია სხვა მდგრადი შემოქმედებითი ინტერესები
    39.       მიყვარს კარგად ჩაცმა
    40.       თვითგანათლება - ჩემი ძლიერი მხარეა
    41.       შემწევს უნარი გამოვკვეთო   და კონკრეტულად   დავსახო მიზანი
    42.       საერთო საქმიანობას მე ვგეგმავ ბავშვებთან ერთად
    43.       მე შემიძლია შევქმნა ისეთი პირობები ბავშვი, რომ გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი


    ყველას გთავაზობთ კომენტარის სახით გამოხატოთ საკუთარი აზრი წარმატებულობის თვითანალიზისა და თვითშეფასების შემოთავაზებული ფორმის თაობაზე, შეავსოთ აღნიშნული ნუსხა თქვენი მოსაზრებებით ან მოგვაწოდოთ უკვე არსებულის თქვენებური რედაქცია და შემდგომში ერთობლივად ვიმსჯელოთ თვითანალიზისა და თვითშეფასების ამ ფორმაზე.  

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (9)

    კომენტარები  
    ალექსანდრე ეჯიბაძე 04 ნოემბერი 2011

    ქალბატონი ნინო ზურაბიშვილის და ქალბატონი ნარის მოსაზრება გაზიარებულია და  პედაგოგის წარმატებულობის თვითანალიზსა და თვითშეფასებაში დამატებულია კიდევ ერთი კრიტერიუმი - "ნაწილობრივ".

    04 ნოემბერი 2011

    მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, თქვენი საიტი ბევრ ახალ ინფორმაციას შეიცავს, რასაც სიამოვნებით ვკითხულობ. რაც შეეხება თვითშეფასებას, ვეთანხმები ნარის გამოხმაურებას.

    მაია ეკალაძე 13 სექტემბერი 2011

    momewona, kargi iyo, magram mimaCnia, maswavlebeli Semoqmedi unda iyos da TviTon SeZlos kriteriumebis Seqmna maswavleblis eTikis kodeqsis gaTvaliswinebiT.

    Cemi azriT 34-e punqti sakamaToa, aseve ar mesmis, ratom unda vusmino musikas, kargi mascavlebeli rom merqvas..musikis sawinaagmdego araferi maqvs, magram iqneb ufro natlad axsnat ratom? damainteresa 29-e muxlmac, sakutar ojaxze unda icodes mascavlebelma saintereso ambebi?albat iqulisxmeba, rom saintereso ojaxi unda hqondes maswavlebels?

    erTi survili maqvs, mokrZalebiT,iqneb iTanamSromloT filologTan?

    laTinuri Sriftistvis bodiSs vixdi, qartuli ver davayene, kompiuters aqvs problema.

    ელენე ფუტკარაძე 11 სექტემბერი 2011

    საინტერესო თვითშეფასების ფორმაა მოცემული, თუმცა მგონია, რომ ყველა კრიტერიუმს ერთი ადამიანი ვერ დააკმაყოფილებს...ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გათავისებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც ბავშვებთან მუშაობა აკისრებს, მახსენდება დუმბაძის სიტყვები – "მასწავლებელი უნდა იყოს მუდამ თანამედროვე...", თან ისეთი, რომელიც მაღალ ღირებულებებს შეინარჩუნებს...კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას – ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ ახალი თაობისაგან

    სოფიო ბარბაქაძე 18 იანვარი 2011
    <p>პედაგოგისათვის გასაზიარებელია ეს რჩევები<span style="white-space: pre;"> </span>სოფიო ბარბაქაძე</p> <p>&nbsp;</p>
    27 აგვისტო 2010

    რაც  წავიკითხე  ძალიან  საინტერესო  და  სასარგებლოა  პედაგოგებისათვის,

     აქ  ყველა  ის  სასურველი  თვისებაა

    მოცემული,  რაც  აუცილებელია  თანამედროვე  მასწავლებლისათვის.

    გიორგი ჭაუჭიძე 22 მარტი 2010

       ერთი  შეხედვით,  ზედმეტი  და  უადგილო  ფრაზებიც  არის,  მაგრამ  დაკვირვების

    შემდეგ მომეჩვენა, რომ საინტერესოა ყველა მათგანი. აუცილებელია რამოდენიმე მუხლი გაერთიანდეს. არის გრამატიკული შეცდომებიც.

    ნარი 20 მარტი 2010

    მოგესალმებით. მინდა გითხრათ,რომ თვითშეფასების ამ ფორმას დავამატებდი კიდევ ერთ კრიტერიუმს,"ნაწილობრივ", რადგან ზოგიერთ კითხვაზე მხოლოდ "კი" და "არა" მთლად რეალურად არ ასახავს მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს პირადი აზრია, სხვისი აზრიც საინტერესო იქნება.

    '

    '

    ცისანა კურტანიძე 19 მარტი 2010

    ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მიხედვით სწავლება  ორიენტირებულია  მოსწავლეზე,  ჩამოთვლილი  მოსაზრებები  კი  სრულყოფილად  ასახავს  მასწავლებლის  წინაშე  მდგარ  უდიდეს  პასუხისმგებლობას

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები საბავშვო მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ პედაგოგები რეპეტიტორები კომპიუტერული ტექნიკა სამეცნიერო პორტალები უმაღლესი სასწავლებელი გამოცემები სახელმძღვანელოები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ბიბლიოთეკები ავტოსკოლები წიგნების მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები კოლეჯი ხელოვნების სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024