მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნინო  
ოლეგ ეჯიბაძე  
თაკო  
ნიკა  
მაია ქავთარაშვილი  
ნინო გერგედავა  
ვასო თხელიძე  
ანუკა  
 

თუ გსურთ მოიძიოთ საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციები, მოსაზრება და რეკომენდაციები - პერიოდულად გაეცანით ამ გვერდს. მოხარულნი ვიქნებით, თუ   თქვენ გამოაქვეყნებთ ასეთი ხასიათის მასალებს და კოლეგებს გაუზიარებთ პრაქტიკული გამოცდილებას. მათ მაგიერ წინასწარ გიხდით მადლობას.


                                                       

ტიმოტი ლირის ტესტი ”უცხო თვალით (გარედან) დანახული თქვენი თავი” ნანახია (9359) - ჯერ 28 მარტი 2010

ტიმოტი ლირიმ (ინგლ.Timothy Leary; 22 ოქტომბერი - 31 მაისი 1996) განათლება მიიღო ალაბამის და ბერკლის უნივერსიტეტებში. 1960 წლიდან ასწავლიდა ჰარვარდში. შექმნა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკა - ”ლირის პიროვნებათა შორის ურთიერთობების ტესტი”, რომელიც ცნობილია ფსიქოლოგებში და აქტიურად გამოიყენება ა.შ.შ. სპეცსამსახურების მიერ. სკანდალური პოპულარობას მიაღწია ადამიანის ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე ფსიქოდელიკური პრეპარატების ზეგავლენის კვლევის შედეგად. ამ კვლევებს მან შესწირა საკუთარი პროფესიონალური კარიერა და აკადემიური მეცნიერის რეპუტაცია. ტიმოტი ლირი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ”ჰიპების” მოძრაობის დროს. მას მრავალ ჯერ ჰქონდა ძალზე სერიოზული გართულებები კანონთან და ხელისუფლებასთან. ერთ-ერთი ამ სახის ეპიზოდის შემდეგ მან განაცხადა, რომ კენჭს იყრის კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე, ამით გამოწვევა განუცხადა სხვა პრეტენდენტს - რონალდ რეიგანს. ტ.ლირის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ლოზუნგით: ”შეიკრიბეთ და მოვაწყოთ წვეულება” (ინგლ."Come together, join the party"). 80-ან წლებში ტ.ლირი გატაცებული იყო კომპიუტერებით და შექმნა რიგი პროგრამული პროდუქტი. მძიმედ ავადმყოფი, მომაკვდავი ტ.ლირის თხოვნით მისი გარდაცვალების პროცესი ჩაწერილი იყო ვიდეოზე. უკანასკნელი ფრაზა, რომელიც წარმოთქვა მან სიკვდილის წინ იყო: ”რატომაც არა?” (ტიმოტი ლირი: ”ცდუნება მომავლით”). ცნობილი ამერიკული Progressive Rock ჯგუფი ” Tool” კონცერტებზე სიმღერის ” Third Eye” შესრულების დროს იყენებს ტ.ლირის გამოსვლის ჩანაწერს, რომელიც იწყება სიტყვებით "Think for yourself, question authorities..."    

დიდი აღიარებისა და ხშირად სკანდალური პოპულარობის მქონე ამერიკელი ფსიქოლოგის ტიმოტი ლირის ტესტი (ეგრეთ წოდებული ლირის კითხვარი) ჩატარების მოხერხებულობითა და ინფორმატიულობით საყოველთაოდ არის ცნობილი. ტესტის მოხერხებულობა გამოიხატება იმაში, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე სხვა ადამიანიც. ჯერ გამოსცადეთ თვითონ: შეაფასეთ საკუთარი თავი, შემდეგ კი სთხოვეთ ახლობელს, რომ მან შეგაფასოთ თქვენ. ტესტი შესდგება 128 კითხვისგან, რომლებიც ავტორმა დაყო 8 დამოუკიდებელ, მაგრამ დაკავშირებულ ნაწილად (ოქტანტად). სრული სურათის მისაღებად უნდა გაიაროთ ყველა ოქტანტა და შეაჯამოთ მათი შედეგები. ეს ტესტი შეიძლება იყოს გამოყენებული პიროვნებათა შორის ურთიერთობათა დიაგნოსტიკისთვის და მას გააჩნია სხვა ინტერპრეტაციებიც, რომელთა განხილვა შეიძლება გავაგრძელოთ შემდგომში, თუ ეს გამოიწვევს თქვენს ინტერესს.

I ოქტანტა (16 კითხვა): მბრძანებლურობა - ლიდერობა.

II ოქტანტა (16 კითხვა):   დამოუკიდებლობა - დომინირება.

III ოქტანტა (16 კითხვა):   პირუთვნელობა - აგრესიულობა.

IV ოქტანტა (16 კითხვა): უნდობლობა - სკეპტიციზმი.

V ოქტანტა (16 კითხვა): მორჩილება - მორიდებულობა.

VI ოქტანტა (16 კითხვა): დამოკიდებულება (შეპირობება) - მორჩილება.

VII ოქტანტა (16 კითხვა): თანამშრომლობა - შემთანხმებლობა.

VIII ოქტანტა (16 კითხვა): პასუხისმგებლობა - დიდსულოვნება.

კომენტარები (2)

კომენტარები  
ანი ქრისტესიაშვილი 12 მაისი 2010

საკმაოდ  მკაცრი  ტესტია.და  სწორედ  ეს  იზიდავს  ადამიანებს,  გეუბნება  იმას  რისი  აღიარებაც  გიჭირს  მაგრამ  ეს  სინამდვილეა,ასე  რომ  მოემზადეთ სარკეში ჩასახედად

ნარი 29 მარტი 2010

საინტერესო  ტესტია,შედეგმა  ოდნავ  გამაკვირვა,როგორც  ჩანს,ზუსტად  ვერ  ვაფასებდი  საკუთარ  თავს,  ზოგიერთ  შეფასებაში არ ვეთანხმები,მაგრამ დამაფიქრა.ახლა სხვებსაც გამოვცდი და ახლობლებსაც ვურჩევ გაიარონ ეს ტესტი. გმადლობთ!

მსგავსი თემები :
| ფსიქოლოგია |
გაზიარება
   
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2010
    TOP.GE
    გასართობი პორთალი