მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    თვითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია მრავალნაირი პრობლემები და არ დავკვირვებივართ იმას, რომ ისინი აწუხებენ სხვებსაც. ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე ვეძებთ   მათ გადაწყვეტის გზებს. მიიღეთ სპეციალისტების რჩევა პრობლემათა დაძლევის თაობაზე.


                                                           

    „კონფლიქტური ქცევისადმი პიროვნების მიდრეკილების დიაგნოსტიკა” /კ.ტომასის (Kenneth W. Thomas) და რ.კილმანის (Ralph N. Kilmann) მეთოდიკა/ ნანახია (20666) - ჯერ 15 ივნისი 2010

    კონფლიქტოლოგიის სფეროში ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტებმა კ. თომასმა და რ,კილმანმა შეიმუშავეს კონფლიქტურ სიტუაციაში ადამიანების ქცევის დიაგნოსტიკისა და კონფლიქტების რეგულირების ორიგინალური მეთოდიკა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ამ სფეროში აღიარებული იყო ლიდერად და განსაკუთრებული მომზადების გარეშე აქტიურად გამოიყენება ადმინისტრატორების მიერ პერსონალთან მუშაობაში (HR) და კონსულტანტების ორგანიზაციულ განვითარებაში (OD).

    კენეტ ტომასი (Kenneth W. Thomas) - კალიფორნიის, Temple University, პიტსბუგის უნივერსიტეტების პროფესორია და მენეჯმენტის აკადემიის, კონფლიქტების მართვის საერთაშორისო ასოციაციის, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრია. ის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორია.

    რალფ  კილმანი (Ralph N. Kilmann)  - ფილოსოფიის დოქტორია, „ნიუპორტ კოსტ“- ის (კალიფორნია) აღმასრულებელი დირექტორია და კონფლიქტების რეგულირების, ორგანიზაციული სტრუქტურის, პრობლემათა მართვის თემატიკის 20 წიგნის და 100 - ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია.
    დაკვირვებისა  და კვლევის შედეგად ამ მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს კონფლიქტების შესწავლისა და რეგულირების სტრუქტურირებული სისტემა. მათი აზრით, რეალობაში არ არსებობს ორი ისეთი პიროვნება, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში გააჩნია აბსოლუტურად ერთნაირი მოლოდინი და სურვილი, ამის გამო კონფლიქტი წარმოადგენს სხვა ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობის ბუნებრივ შემადგენელს ნაწილს. აღნიშნული თეორიის ავტორებს მიიჩნია, რომ ადამიანების უკონფლიქტო არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კონფლიქტს გააჩნია არა მხოლოდ ნეგატივური, არამედ პოზიტიური შემადგენელიც და კონფლიქტურ სიტუაციაში ადამიანის ქცევის დიაგნოსტიკის მეთოდიკა იძლევა იმის გარკვევის შესაძლებლობას, თუ რომელ შემთხვევაში მისი მოქმედება კონსტრუქტიული ხასიათისაა, ხოლო რომელში ის - დესტრუქტიულია.
    კონფლიქტური მოვლენების შესწავლის მიდგომებში მათ აქცენტი გააკეთეს  პრობლემისადმი ტრადიციული დამოკიდებულების შეცვლის მიმართულებით ვინაიდან საკითხის შესწავლის ადრეულ ეტაპზე სხვა მკვლევარები აქტიურად იყენებდნენ ტერმინს - „კონფლიქტების გადაწყვეტა“, რომელიც გულისხმობდა კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას და საჭიროებას, ანუ მათ სავალდებულო ელიმინირებას. მიზნად ისახებოდა ისეთი სახის იდეალური  უკონფლიქტო ვითარების შექმნა, რომელშიც ადამიანები იარსებებენ და იმოღვაწებენ სრული ჰარმონიის პირობებში. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტების კვლევის ამ ასპექტის მიმართ სპეციალისტების მოსაზრებები პრინციპულად შეიცვალა. კენეტ ტომასის და რალფ კილმანის აზრით, ეს ცვლილება განპირობებული იყო ორი ძირითადი გარემოებით: პირველი - ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონფლიქტების აბსოლუტური და სრული ელიმინაცია თითქმის შეუძლებელია; მეორე - გაიზარდა იმ სახის კვლევების რაოდენობა, რომლებმაც  უარყოფითის გარდა აღიარეს კონფლიქტების პოზიტიური ფუნქციებიც. ამის გათვალისწინებით ტომასმა და კილმანმა მიიჩნიეს, რომ ძალისხმევა კონფლიქტების ელიმინირებიდან უნდა იყოს გადატანილი მათ გააზრებულ მართვაზე, ხოლო  შესწავლაში ყურადღების აქცენტირება უნდა   გაკეთდეს შემდეგ ასპექტებზე: კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის რომელი ფორმები უფრო ახასიათებთ ადამიანებს, ქცევის რომელი ფორმაა პროდუქტიული, ხოლო რომელია - დესტრუქტიული და რის მეშვეობითაა შესაძლებელი პროდუქტიული ქცევის სტიმულირება?
    კონფლიქტურ  სიტუაციაში ადამიანების  ქცევის ტიპების აღწერისთვის მათ ეფექტურად მიიჩნიეს ორ განზომილიანი მოდელის გამოყენება: პირველი განზომილებაა - კონფლიქტის რეგულირებისთვის ერთი ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ინტერესის დანახვა და გათვალისწინება; მეორე - იმ სახის შეუპოვრობა, რომელიც აქცენტირებულია მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე. ამ განზომილებების გათვალისწინებით მათ აღწერეს ადამიანის ქცევისა 5 ტიპი და კონფლიქტების რეგულირების ხერხი:
    მეტოქეობა (კონკურენცია): მისწრაფება სხვა ადამიანის საზიანოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. (მის უკიდურეს ფორმას ალბათ ასახავს ფრაზა - „გადუვლი ყველას მაგრამ ჩემსას მაინც მივაღწევ!“). ამგვარი მიდგომის  შემთხვევაში მოგებაში რჩება კონფლიქტში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარე;
    შეუგუებლობა:  რომელიც მეტოქეობისგან განსხვავებით გულისხმობს სხვა ადამიანის ინტერესების გათვალისწინებას საკუთარი ინტერესების უგულველყოფის ხარჯზე. (ალბათ მოგისმენიათ ფრაზა - „ შენი ხათრით დავთმობ . . .“ ). ასეთი მიდგომის მომხრე რჩება წაგებული;
    კომპრომისი : ურთიერთ დათმობისათვის მზადყოფნა. ამ შემთხვევაში აგებს ორივე მხარე, ვინაიდან ნებაყოფლობით დათმო საკუთარი ინტერესების გარკვეული ნაწილი;
    თავის არიდება: ვლინდება როგორც კოოპერაციისკენ მისწრაფების, აგრეთვე საკუთარი მიზნების მიღწევის უარმყოფის ტენდენციაში. (ალბათ მოგისმენიათ დამახასიათებელი ფრაზა - „შენი დახმარების გარეშე არ გამომივა ..., თხოვნით არ მოგმართავ, შევეგუები იმას რაც მოხდება“). ასეთი მიდგომის შემთხვევაში არც ერთი მხარე არ აღწევს წარმატებას;
    თანამშრომლობა: განხილვისა და მოლაპარაკების, კოოპერირების შედეგად მონაწილეები მოძებნიან ალტერნატივას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს კონფლიქტში მონაწილე მხარეების ინტერესებს.  (ცხოვრებაში მოგისმენიათ ამ ვითარების დამახასიათებელი ფრაზა - „შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ, რომ არ დავზარალდეთ“). ამგვარი მიდგომის შედეგად მოგებული რჩება ორივე მხარე.
    რეალურ პრაქტიკაში ადამიანს არ ახასიათებს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლის  მხოლოდ ერთი, ცალსახა მიდგომა. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ქცევის ხუთივე მოდელის გამოყენება. მაგრამ ნაწილი, საკუთარი გამოცდილების, ტემპერამენტისა თუ სხვა ფაქტორების გამო უპირატესობას ანიჭებს რომელიმე მიდგომას ან ქცევის რამდენიმე მოდელების ჯგუფს. კონფლიქტური ქცევისადმი პიროვნების მიდრეკილების დასადგენად და  იმისთვის, რომ გამოვლინდეს კონფლიქტიდან გამოსვლის ამ პიროვნების ხედვით პრიორიტეტული ხერხი, მეთოდიკის ავტორებმა შეიმუშავეს შესაბამისი კითხვარი, რომლის გავლას ადაპტირებული ტესტის სახით შემოგთავაზებთ ამ მასალის გაცნობის შემდეგ. ყურდღებით გაეცანით პუბლიკაციას? გაიარეთ კ.ტომასის და რ.კილმანის ტესტი და გააკეთეთ თქვენთვის სასარგებლო დასკვნები.
    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    რელიგია იურისპრუდენცია სპორტი და ექსტრიმი ოჯახი, მშობლები და ბავშვი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სიახლე განათლების სფეროში უცხო ენები ფსიქოლოგია გეოგრაფია კინო და მუსიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა ბუნება, ეკოლოგია ფინანსები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ქიმია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული მათემატიკა მოდა და დიზაინი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი მშობლიური ენა და ლიტერატურა აბიტურიენტი და გამოცდები გართობა და თამაშები განათლება საქართველოში და მსოფლიოში პრესა განათლების შესახებ ბიოლოგია დასაქმება და კარიერა ფიზიკა ჟურნალისტიკა, PR მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სკოლა და მოსწავლე პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სხვა ეკონომიკა ხელოვნება და კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულება სოციოლოგია, პოლიტოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017