მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    “ არასტანდარტული თვალსაჩინოებები და მათი გამოყენების მეთოდიკა”, ნანა ბურძენიძე ნანახია (11225) - ჯერ 17 ივნისი 2010

    ამ მასალას აქვს როგორც ვიზულური, ასევე ინტელექტუალური დატვირთვა, ასეთი მასტიმულირებელი თვალსაჩინოება იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად აისახება შედეგზე _ დიდია მოსწავლეტა აქტივობანი გაკვეთილის პროცესში და ხელს უწყობს სააზროვნო, საკომუნიკაციო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.

    თვალასაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

    20-დან 100-ის ფარგალში რიცხვების სახელდება

    ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში თანრიგების მითითება,ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობის დასახელება და ერთეულის თანრიგში ნულის გამოყენების აზრის განმარტება.

    მოცემული რიცხვების დალაგება ზრდის/კლების მიხედვით

    მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.

    მოცემული რიცხვების უახლოესი ათეულისა და ოცეულის დასახელება.  

    რიცხებზე შეასბამისი არითმეტიკული მოქმედებების შსრულება (გაადიდე-შეამცირე)

    რაოდენობების შედარება.

        ეს მასალა გათვლილია როგორც წყვილებში ასევე ჯგუფებში სამუშაოდ.

        ბავსვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:

    წაიკითხეთ მოცემული რიცხვები  

    დაალაგეთ ზრდის/კლების მიხედვით

    მოძებნეთ რიცხვი რომელიც შედგება 4 ათეულისა და 5 ერთეულისაგან

    მოძებნეთ, ამ რიცხვებიდან რომელია უდიდესი? უმცირესი?

    რა რიცხვია? რას აღნიშნავს 6-იანი? 3-იანი? დაასახელეთ ამ რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები.

    მოძებნეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი რომელშიც ერტეულის აღმნიშვნელი ციფრია 6.

    დაასახელეთ მოცემული რიცხვის უახლოესი ათეული

    მარჯვნივ დაალაგეთ ლუწი რიცხვები მარცხნივ კენტი რიცხვები.

    გაადიდე/შეამცირე 12-ით.

    ზღაპარ-ქალაქი რიცხვეულეთი

    ზღაპარ-ქალაქ რიცხვეულეთში სამი ზღაპრული “დასახლებაა”: ერთეულეთი, სადაც ერთეულები ცხოვრობენ, ათეულეთი, სადაც ათეულები ცხოვრობენ და ოცეულეთი სადაც ოცეულები ბინადრობენ.  

    ყვავილების ფერებად აღებულია სამი ძირითადი ფერი: წითელი ფერის ყვავილები ათეულებია, ლურჯი ფერის - ოცეულები, ყვითელი - ერთეულები.

    ეს მხიარული ყვავილები ხშირად სტუმრობდნენ პატარებს და ერთად მსჯელობდნენ რიცხვთა შედგენილობაზე.  

    მოცემულია რიცხვი 43 მოვწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბმისი რაოდენობა (განვიხილავთ სხადასხვა ვარიანტს)

    ავიღოთ ორი ოცეული, ერთი ათეული და ხუთი ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას  

    ამოხსენით გამოსახულება იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა და ა.შ.

    “ყვავილებს” ბავსვებისათვის მოაქვთ სავარჯიშოები, რომელიც ჯიბაკებში ალაგია. მოსწავლე, რომელიც ბარათზე დაწერილ სავარჯიშოს ამოხსნის, თავის სახელობის ყვავილს დასვავს “მინდორზე”. (ყვავილზე აწერენ სახელებს). თუ მოსწავლეს უკვე აქვს თავის სახელობის ყვავილი გამორჩეული აქტიურობისას ყვავილის გულსა და ფურცლებზე აკრავს ღიმილებს. წარმატებულად ითვლება ის მოსწავლე, ვის ყვავილზეც ყველაზე მეტი ღიმილი მოიყრის თავს.

    ამ თვალსაჩინო მასალას აქვს როგორც ვიზუალური, ასევე მასტიმულირებელი დატვირთვა. ბავშვები ცდილობენ იყვნენ წარმატებულნი.

    სიმინდის გროვები

    ამ თვალსაჩინო მასალისთვი გამოვიყენე სამი ფერის სიმინდის გროვრბი: წითელი, ყვითელი და თეთრი. ეს მარცვლებიუ მოთავსებულია პატარა პარკებში გარკვეული რაოდენობის მიხედვით. წითელი სიმინდის მარცვლები ოცეულებია, ყვითელი – ათეულები, თეთრი – ერთეულები.

        ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ორნიშნა რიცხვების შედგენილობას, ეცნობიან ოცეულს, როგორც სათვლელ ერთეულს.

        მასწავლებელი ამოწმებს შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:

    ორნიშნა რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება  

    რაოდენობის დადგენა და ოცეულის ათეულისა და ერIეულის გამოყენება შესაბამისი რაოდენობის აღსანიშნავად.

    ეს მასალა ძირითადად გათვლილია წყვილებში სამუშაოდ.

        ბავშვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:

    ვაჩვენებთ ორნიშნა რიცხვს. მოვაწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბამისი გროვა.

    ავიღოთ 5 ათეული და 3 ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ გროვას (53). კიდევ როგორ შეიძლება ამ რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება? (განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი).  

    მარჯვნივ დაალაგეთ 1 ოცეული 2 ათეული და 6 ერეთეული, მარცხნივ 3 ათეული და 6 ერთეული. შევადაროთ რომელია მეტი. (ტოლია)

    ავიღოთ 3 ოცეული  1 ათეული და 2 ერთეული. მოცემული გროვა გავადიდოთ/ შევამციროთ 1 ათეულით. რა რიცხვი მიიღება? ჩაწერე ეს რიცხვი და მიუწერე წინა და  მომდევნო რიცხვები.

         მოცემული თვალსაჩინიება ეფექტურად გამოვიყენე შეკრება – გამოკლების სწავლების პროცესში.  

    ფერადი კოჭები

    ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები მსჯელობენ და სწავლობენ სამნიშნა რიცხვების შედგენილობას.

    რადგან ბუნებაში სამი ძირითადი ფერია და ეს კარგად იციან პატარებმა, პირობითად ავიღე რომ წითელი ფერის კოჭები აღნიშნავდნენ ათეულებს,  ყვითელი ფერის – ერთეულებს, ლურჯი ფერის – ასეულებს,  

    თვალსაჩინეობას ვიყენებთ როგორც კლასთან მუშაობისას ასევე ჯგუფური მუშაობის დროსაც.

    სრულდება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები

    მოაწესრიგეთ მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობა კოჭების საშუალებით,.  

    ავიღოთ 2 ერთეული 7 ასეული 5 ათეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას.( 752)

    ამოხსენით გამოსახულება, იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა.

    მთვარის მოტანილი გამოსახულებები

    მოცემული თვალსაჩინო მასალის გამოყენების მიზანია შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მისწავლეები შეძენილ ცოდნას.

    გამოსახულება, რომლის შედეგი ლუწი რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება, რომლის შედეგი კენტი რიცხვია – ვარდისფერი ვარსკვლავით

    გამოსახულება, რომლის შედეგი ორნიშნა რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება რომლის შედეგი სამნიშნა რიცხვია – ყვითელი ვარსკვლავით. (III კლასი)

     “ჩვენი მეგობარი ნაფნაფი”

    ნაფნაფი ბავშვების უსაყვარლესი მეგობარია. იგი ხშირად სტუმრობს პატარებს, ბავშვები მას ეხმარებიან ღობის აწყობაში. ნაფნაფიც არ იზარებს და პატარებისათვის ათასგვარი სავარჯიშოები მოაქვს, რომელსაც თავის სახლში ათავსებს ხოლმე. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან მეგობარი გოჭის დავალებებს და ცდილობენ თავი არ შეირცხვინონ მასთან:

    დაუიკვირდით როგორი თანმიმდევრობით უნდა ნაფნაფს ღობის აწყობა და დაეხმარეთ.

    შეავსეთ გამოტოვებული პოზიციები.

    ღობეებზე მიკრულია გამოსახულებები. დაალაგეთ გამოსახულებები მათი მნიშვნელობის ზრდის მიხედვით და ააწყვეთ ღობე.

    ღობეებზე გამოსახულებებია გააკარით მხოლოდ ის ღობე, რომლის შედეგი ლუწი/კენტი რიცხვია.

    ნაფნაფს აწყობილი აქვს რამდენიმე ღობე, რომელზედაც მაგალითებია განთავსებული. დაუკვირდით მიმდევრობას, დაადგინეთ რა იქნება შემდეგი გამოსახელების შედეგი, იპოვეთ შესაბამისი გამოსახულებიანი ღობე და გააგრძელეთ მიმდევრობა.

    ჩუტყვავილა

    თვალსაჩინოებას ძირითადად ვიყენებ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები სეძენილ ცოდნას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის მობილიზება და გამოყენება.თვალსაჩინოება ხელს უწყობს სააზროვნო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.

                   გათვლილია წყვილებში ჯგუფებსა და კლასთან სამუშაოდ.

                   ყვავილის გულსა და ფურცლებზე ჩალაგებულია რიცხვები მოქმედებათა ნიშნებით.

                  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მონაცემების მიხედვით გამოსახულებების შედგენა და ამოხსნა. გამოსახულებები შეიძლება ამიხსნას როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.

                 ყვავილის გულსა და ფურცლებზე განთავსებული ჯიბაკები საშუალებას იძლევა თვალსაჩინო მასალი მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას, ერთნიშნა, ორნიშნა , მრავალნიშნა რიცხვების შეკრება _ გამოკლების, გამრავლება _ გაყოფის შესწავლის დროს.

                   თუ ყვავილის ფურცლებში ჩავალაგებთ გამოსახულებებს შესაძლებლობა იქნება მოცემული თვალსაჩინოებით გამოსახულებების შედგენაც.

    ამოცანები

    თვალსაჩინოება გათვლილია წყვილებსა და ჯგუფებში სამუშაოდ.

    მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

    ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი არითმეტიკული მოქმედების შერჩევა და შესრულება  

    ამოცანის შესადგენად შესაბამისი მონაცემების მოძიება, შერჩევა და ამოხსნა.

    მარტივი და შედგენილი ამოცანების განსხვავება  

    ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა

    შეძლონ მონაცემთა დალაგება ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ერთი ან ორი მოქმედებით.

     ბავშვებს ეძლევათ შემდეგი ტიპის დავალებები:

    შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა  

    დასვით კითხვა, ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ორი მოქმედებით.

    ბავსვებს ურიგდებათ თვალსაჩინო მასალა და ცალკე მონაცემები. (30 ლარი, 15 ლარით მეტი, 45 ლარი, თოჯინა? ორივე?). ბავშვებმა უნდა შეძლონ მონაცემები ჩაალაგონ ჯიბაკებში ისე, რომ მიიღონ ერთმოქმედებიანი, ორმოქმედებიანი ამოცანები. განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი.

       “ტუკი-ტუკი”

    თუთიყუში ტუკი-ტუკი პატარების უსაყვარლესი მეგობარია. მას ბავშვებისათვის ,რომლებიც გაკვეთილზე გამოირჩევიან აქტიურობითა და ჩართულობით, ყოველთვის აქვს კვერცხებში ჩალაგებული სავარჯიშოები და ვარსკვლავები. მოსწავლე, რომელიც სრულყოფილად ამოხსნის სავარჯიშოს, იმსახურებს ვარსკვლავს, რომელსაც აკრავს სახელმძღვანელო წიგნში. მოსწავლე, რომელიც თვიდან–თვემდე ყველაზე მეტ ვარსკვლავს მოიპოვებს ამ თვის გამარჯვებულად ითვლება და მოიპოვებს ღიმილს.

     ქართული ანბანი და მხიარული რიცხვები

    თვალსაჩინოების გამოყენების მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ დაადგინონ ასოს შესაბამისობა რიცხვთან.

    სავარჯიშო სრულდება ჯგუფებში.

    მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემულ რიცხვებს შეუსაბამონ ასოები ისე, რომ მიიღონ სიტყვები. ეს სიტყვები იწერება დაფაზე.  

    ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება: დაალაგონ სიტყვები ისე, რომ მიიღონ წინადადება. წარმატებულად ითვლება ის ჯგუფი, რომელიც დროულად და უშეცდომოდ შეასრულებს მოცემულ დავალებას.

    ასეთი ტიპის სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში დაკვირვებას, მსჯელობა-დასაბუთების, პრობლემის გადაჭრის, სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

    პიქტოგრამა

    პიქტოგრამები ბავშვების საყვარელი სავარჯიშოა. ამ თვალსაჩინო მასალის საშუალებით ბავშვებმა გაიგეს, ვის რომელი ხილი და მულტიფლიკაციური ფილმი უყვარს, გაარკვიეს რა არის პიქტოგრამა, როგორ შეავსონ ან წაიკითხონ იგი.

    თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პიქტოგრამის შევსება, ზეპირსიტყვიერი აღწერა,იმის გარკვევა, თუ რას გვიჩვენებს მოცემული პიქტოგრამა.

    თვალსაჩინოების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში სააზროვნო, საკომუნიკაციო სა შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

    ხილი და გეომეტრიული ფიგურები

    ამ თვალსაჩინოების გამოყენებით მასწავლებელი ამოწმებს, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:

    ერთი კლასის ობიექტთა შესახებ მონაცემების მოწესრიგება რაიმე წესით.

    რაოდენობის დასადგენადთვლის სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

    მოცემული რაოდენობის განახევრება-გაორმაგება და მისი დაკავშირება შეკრება/გამოკლებასთან.

    მეტ-ნაკლებობის დასადგენად დაწყვილების ხერხის გამოყენება.

    მონაცემთა მიხედვით ამოცანების შედგენა

    არეები და საზღვრები

    თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

    განასხვავონ ფიგურის შიდა და გარე არე

    მიუთითონ ფიგურის შიგნით გარეთ და საზღვარზე მდებარე საგნებზე

    მონაცემთა მიხედვით შეავსონ ცხრილი, შეადგინონ გამოსახულებები და ამოცანები

    სავარჯიშოები გათვლილია ჯგუფებში სამუშაოდ:

    შიდა არეში დადევით 5 რგოლი, გარე არეში-7, საზღვარზე-3

    რამდენი ჭიამაიაა შიდა არეში? გარე არეში? საზღვარზე? შეავსე ცხრილი.

    შიდა არეში ჩაწერე 20-ზე მეტი ექვსი რიცხვი, გარე არეში-20-ზე ნაკლები.

    შიდა არეში დადევი 12 რგოლი, გარე არეში 7-ით ნაკლები, შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა.

    შეადგინეთ გამოსახულებები მონაცემთა მიხედვით

    მოცემულია რიცხვები. შიდა არეში დაალაგე რიცხვები, რომლის უახლოესი ათეულია 70, გარე არესი – რომლის უახლოესი ათეულია 80, საზღვარზე დადევით ისეთი რიცხვი, რომლისთვისაც 70 და 80 უახლოესი ათეულია. (75).

    ნაძვის ხე

    ეს არის შეფასების ნაძვის ხე

    ხელოვნების გაკვეტილზე ბავშვებმა თავიანთი თითები დახატეს მწვანე ფერის ქაღალდზე, ეს თითები გამოვჭერით და ავაწყვეთ ნაძვის ხე. გადავწყვიტეთ ახალ წლამდე მაძვის ხე მოგვერთო.დავამზადე ფერადი სათამაშოები, რომელზეც მოსწავლეთა სურათები განვათავსე. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე წარმატებულად ჩაითვლებოდა, თავის სათამაშოს კიდებდა ნაძვის ხეზე.  

    ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საახალწლოდ ყველას სათამაშო ყოფილიყო ნაძვის ხეზე

    მოძრავი მაგნიტური საგნები_ პეპლები,  ჭიამაიები, ყვავილები

    თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლე არკვევს ჯგუფებში საგანთა რაოდენობას, საგანთა ჯგუფებს შორის დამოკიდებულებას ( მეტი, ნაკლები , იმდენივე) საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მოცემული საგნის რიგს, მოცემულ მიმდევრობაში ავსებს გამოტოვებულ პოზიციას, ან აგრძელებს მოცემულ მიმდევრობას., საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში.

    შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ტიპის დავალებები.  

    მოცემულია 3 საგანი დავალაგოთ სხვადასხვანაირად.

    რომელია ზედმეტი?

    გააგრძელეთ ან შეავსეთ მიმდევრობა

    ფერი, ფორმა , ზომა

    გაზარდეთ / შეამცირეთ მოცემული რაოდენობა 3_ით. შეადგინეთ ამოცანა.

    ავიღოთ 3 ფერის ყვავილების გარკვეული რაოდენობა, შევადგინოთ ყველა შესაძლო ტოლობები და უტოლობები.

    ერთ მხარეს მაგნიტური საგნებია, მეორე მხარეს გამოსახულებები. დააკავშირეთ შესაბამისი რაოდენობა გამოსახულებებთან.

    სამი გოჭი  

    სამი გოჭი ჩემი პატარების უსაყვარლესი სტუმარი და მეგობარია. მათთან შეხვედრა მათ ყოველთვის დიდი სიხარულით ავსებთ.  

    მოცემული თვალსაჩინოების გამოყენებით ბავშვები აგროვებენ მონაცემებს რეალურ ობიექტზე დაკვირვებით, ამოკრებენ საჭირო მონაცემებს, საგნების რაოდენობას და ადგენენ მოცემული საგნის შესაბამისობას რიცხვთან ან პირიქით, რიცხვს ურჩევენ შესაბამის რაოდენობას. ორსტრიქონიანი ცხრილის პირველ სტრიქონში ჩაწყობილია ბარათები, რომელზედაც თვალსაჩინოებაზე განთავსებული საგნები ხატია.

    მეორე სტრიქონში ბავშვებმა უნდა შეძლონ ჩააწყონ რაოდენობის შესაბამისი რიცხვი. სამი გოჭი რომ მრავალჯერადი გამოყენების ყოფილიყო გოჭების სახლებში ჩავაწყვე ბარათები. ბავშვები ყოველთვის ინტერესით და ხალისით ელოდებიან ახალ _ ახალ ამოცანებასადა დავალებებს გოჭებისაგან.

    ჩვენი მხიარული კლოუნი “კიკო”

    კიკო _ ეს სახელი ბავშვებმა თვითონ შეურჩიეს ამ მხიარულ კლოუნს, რომელიც არასოდებს იზარებს და ბავშვებისათვის ახალ –ახალი რიცხვები გამოსახულებები და სიტყვები მოაქვს.  

            დავალებები სხვადასხვანაირია.

    იპოვეთ მინდორში გაბნეული და ყვავილის გულებში ჩამალული გამოსახულებების პასუხები.

    მიღებული რიცხვები დავალაგოთ ზრდის/ კლების მიხედვით.

          ყველაზე მეტად ბავშვებს იმის ამოცნობა უყვართ თუ რა სიტყვა მოგვიტანა კიკომ. სავარჯიშოს შინაარსი ასეთია: ყვავილებში გაბნეული გამოსახულებების უკან ასოები წერია. ორსტრიქონია ცხრილის პირველს სვეტში ჩალაგებულია რიცხვები, ამიოხსნება გამოსახულებები და ასოს მხრიდან ჩალაგდება შესაბამისი რიცხვის ქვეშ. აიწყობა სიტყვა.

          აქვე ბავშვებთან ერთად ვმჯელობთ თუ რატომ მოიტანა ესა თუ ის სიტყვა კიკომ და რისი თქმა სურს ამით ბავშვების მხიარულ მეგობარს.

    ავაყვავილოთ ხე

    მოცემული მასალა ეფექტური აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც მან მომცა კონკრეტული მასალის შეფასების საშულება. საუბარია გამრავლება _ გაყოფის შესწავლაზე. გაზაფხულის დადგომას დაემთხვა მესამე კლასში გამრავლება _ გაყოფის შესწავლა, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა “აგვეყვავილებინა” ხე. ხეზე კი იმ ბავსვის სახელობის ყვავილი გაიშლებოდა, ვინც უშეცდომოდ შეძლებდა გამრავლება _ გაყოფას. ყვავილის გულში მოსწავლეების თავის ხელით წერენ სახელს და თავისივე ხელით აკრავენ ხეზე.

    პატარები მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის , რომ ყველა სახელობის ყვავილი გაიშალოს ხეზე.

    ნანა ბურძენიძე,    ჭიათურის #5 საჯარო სკოლა

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (10)

    კომენტარები  
    25 სექტემბერი 2011

    SHIZLEBA TU ARA AMTVALSACHINOEBEBIS SHEZENA DA SAD?

     

    ნათია იაკობიძე 23 სექტემბერი 2011

    ნანა გილოცავ, შენ უკვე წარმატებული პედაგოგი ხარ.ძალიან მომეწონა

    შენი წარმოდგენილი ნიმუშები.ბევრს გამოვიყენებ სასწავლო

    პროცესში.გისურვებ შემდგომ წარმატებებს.

    10 დეკემბერი 2010

    ქალბატონო ნანა აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნაშრომით. წავიკითხე, გავეცანი და გავაანალიზე თითოეული მათგანი და დავრწმუნდი თუ რამხელა ნიჭის მფლობელი ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ დღედაღამ ფიქრობთ,  რომ რაც შეიძლება  საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო გახადო სასწავლო პროცესი. აუცილებლად ჩემს კოლეგებს გავაცნობ ამ თქვენს შედევრს და თითოეულ მათგანს აქტუალურად გამოვიყენებთ პატარებთან. მე პირადად გიხდით დიდ მადლობას ამ ნაშრომისთვის, დიდ დახმარებას გამიწევს მომავალ სასწავლო წელს, თქვენ კი გისურვებთ წინსვლას ცხოვრებაში და კიდევ უფრო დიდ ასპარეზზე მენახეთ!!!

    05 ივლისი 2010

    უდაოდ   დიდი   შრომა,   ნიჭი   და   ენერგიაა   ჩადებული   ნანას   ნაშროიმში.ეს   ის   თვალსაჩინო   მასალაა   რომლის   გამოყენება   საინტერესოს   ხდის   საგაკვეტილო   პროცესს   და   ხელს   უწყობს   მოსწავლეტა   მაქსიმალური   რაოდენობის   შართვას     საგაკვეტილო   პროცესში,   რაც, დამეტანხმებით,   მეტად   მნიშვნელოვანია...                 ნანა!   როცა   შენს   მიერ   შექმნილი   სასწავლო   რესურსი   ასეტი   საჯარო   განხილვისა   და     შეფასების   საგანი   ხდება,   ეს   უკვე   დიდი   წარმატებაა.   და თუ   ჩვენი   კოლეგები   ამ   რესურსს   პრაქტიკაში   გამოიყენებენ,ეს   უკვე   გამარჯვებაზე   ბევრად   მეტია!

    05 ივლისი 2010

    ახფრთოვანებული   ვარ   ნანას   ნიჩითა   და   შემოქმედებითი   უნარით... ეს   მართლაც   დიდი   შრომის   ნაყოფია,   რომელსაც   მხოლოდ   თავის   საქმეზე   უზომოდ   შეყვარებული   ადამიანი   თუ   შეძლებს!   ასეთი   დიდი   შრომა   ნამდვილად   დასაფასებელია!                                                                                                პატივისცემით    თქვენი   კოლეგა              ირმა       სამხარაძე                                                                                                                              

    05 ივლისი 2010

    მართლაც   დიდი   შრომაა   ჩადებული   ამ   ნაშრომში და   მისი   არდანახვა   და   არშეფასება   მართლაც   წარმოუდგენელია. თვალსაჩინო   მასალა   მრავალფეროვანი   და   საინტერესოა.მისი   გამოყენება   ნამდვილად   დააინტერესებს   პატარებს   და   ხელს   შეუწყობს   მათ   გააქტიურებას,მოსწავლეთა   ჩართულობას   სწავლების   პროცესში.   გაკვეთილი   კი   იქნება   სახალისო,   საინტერესო   და   შედეგიანი. ვუსურვებ   ნანა   მასწავლებელს   წარმატებებს!

    ნანა ბურძენიძე 01 ივლისი 2010

    კონკურს "ნოვატორში'' მონაწილეობის მიღება ჩემთვის ძალია ბევრს ნიშნავდა, რადგან ასეთი სახის კონკურსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას გამოვავლინოთ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი , უნარი და შესაძლებლობები.

    აქ წარმოდგენილია ნაწილი იმ თვალსაჩინო მასალისა,  რომელსაც ძალიან  ეფექტურად და შედეგიანად ვიყენებ სწავლების პროცესში. მოხარული ვიქნები თუ  ჩემი კოლეგები გაეცნობიან, შეაფასებენ და პრაქტიკაში გამოიყენებენ ამ რესურსს.

    დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს!

    ჩემს კოლეგებს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!

    01 ივლისი 2010

    ძალიან დიდი შრომაა ჩადებული წინამდებარე ნაშრომში. მართლაც ბედნიერია სკოლა და ის მოსწავლეები, რომელთაც ასეთი შემოქმედი მასწავლებელი ჰყავს. თითოეული თვალსაჩინო მასალა საოცარი მიგნებაა... ეს ის რესუესია,რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია მოსწავლეთა დაინტერესებაზე საგნის მიმართ და რომლის გამოყენებაც საოცრად ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რაც თავისთავად აისახება შედეგზე!

          ნანა გისურვებ შემდგომ წარმატებებს!

    01 ივლისი 2010

    დიდი  ხანია  ნანა ჩვენი  ქალაქის  ნოვატორი  პედაგოგია.ეჭვიც  არ  გვეპარებოდა,  რომ  მის  შემოქმედებით  ნიჭს  კონკურსი  ,,ნოვატორი"  კიდევ  ერთხელ  აღიარებულს გახდიდა. ნანა,  შენი  თქმის არ  იყოს,  ამ  კონკურსის  მონაწილე ყველა  პედაგოგი  გამარჯვებულია. ჩვენთვის  და  ჩვენი  სკოლის  პედაგოგიური  კოლექტივისათვის შენ  გამარჯვებული  ხარ.  გისურვებ  წარმატებებს, წარმატებებს  და  კიდევ  წარმატებებს!!!

    30 ივნისი 2010

    მიკვირს  და  საოცრად  გული დამწყდა როცა ნანას  ეს ნამუშევარი  გამარჯვებულთა  შორის  არ  აღმოჩნდა,  რადგან  ისეთი  შემოქმედი  პედაგოგი,  როგორიც  ნანაა, თითქმის  ერთეულებია და  ნამდვილად  იმსახურებენ  მიიღონ  და  გაიხარონ  იმ  ჯილდოთი, რასაც  ისინი იმსახურებენ. აქ  წარმოდგენილი,  ნანას  მიერ  შექმნილი თვალსაჩინო  მასალის  გამოყენება  სწავლების  პროცესში,ამაღლებს  მოსწავლეთა  მოტივაციას და  სწავლას  მეტად  სახალისოს, საინტერესოსა  და  შედეგიანს  ხდის.გამოიყენეტ  ეს  თვალსაჩინოებები  და  დარწმუნდებით  რამდენად  ეფექტურია იგი.(გამორჩეულად  გამოვყოფდი შეფასების  სხვადასხვა  ფორმებს)                                                                                           ნანა, გული  არ  გაიტეხო, გისურვებ  შემდგომ  წარმატებებს!        

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქიმია ოჯახი, მშობლები და ბავშვი ბავშვის მოვლა და აღზრდა ხელოვნება და კულტურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში მათემატიკა სიახლე განათლების სფეროში სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი დასაქმება და კარიერა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია უცხო ენები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ბუნება, ეკოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები სხვა ეკონომიკა ბიოლოგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მშობლიური ენა და ლიტერატურა სკოლა და მოსწავლე ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პრესა განათლების შესახებ იურისპრუდენცია ჟურნალისტიკა, PR სოციოლოგია, პოლიტოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული გართობა და თამაშები ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება გეოგრაფია ფინანსები ფიზიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სპორტი და ექსტრიმი კინო და მუსიკა მოდა და დიზაინი რელიგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        
    ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  
    საბანკო, ოფის მენეჯერის, ტურიზმის და სხვა
    კურსები და ტრენინგები

    alt



     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014