მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნინო  
ოლეგ ეჯიბაძე  
თაკო  
ნიკა  
ნინო გერგედავა  
მაია ქავთარაშვილი  
მარია  
მარინა მეტრეველი  
 

ამ გვერდზე გაერთიანებებს გამოაქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ან აქტუალური პრობლემები, რომლებიც ითხოვენ საზოგადოებრივ განხილვას. აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში,   გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და   წინადადებები.


                                                       
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” შედეგები ნანახია (1073) - ჯერ 27 ივნისი 2010

I.  ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”

1. მათემატიკის ტესტები ზოგადი უნარების გამოყენებით - იზა ხულელიძე, ნუნუ მერაბიშვილი - (თბილისის #60 საჯარო სკოლა; სკოლა ”ჯი-ელ-სი”)

2. სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტი თემაზე"ოპტიკა" -   ნინო შენგელია - (რუსთავის #25 საჯარო სკოლა)

3. “ეკოგლობლიზაცია” -  მაია გოგოლაძე  - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

4. ეკონომიკა-სამეწარმეო საქმიანობა - შორენა მჭედლიშვილი - (თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი ”სპექტრი”)

5. ტესტების კრებული - იზო ჯანგავაძე, ფიქრია გიორხელიძე, თეა ბობოხიძე - (წყალტუბო, #1 საჯარო სკოლა)

II.  ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”

1. ინტერაქტიული გაკვეთილები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიაში - კამელია მინდაძე - (ქუთაისის #37 საჯარო სკოლა)

2. ,,მათემატიკის თვალით’’  - სოფიკო ჩანტლაძე - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

3. ,,დედამიწა ჩემი სახლია” - ირმა კუჭავა - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

4. „ვეფხისტყაოსანი“ თამაში–ვიქტორინა - მანანა რაზმაძე - (რუსთავის #25 საჯარო სკოლა)

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა - ია გიგიბერია - (ქ.თბილისი, სკოლა”ცისკარი”)

III.  ნომინაცია:”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”

1. “რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების” - სოფიკო ჩანტლაძე - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

2. "ნუთუ მართლა მიცნობ" – ქეთევან ლომიძე - (ხაშურის რაიონის სოფ იტრიის სკოლა)

3. "ყველაზე საუკეთესონი "სამყაროში" - ნინო შენგელია - (რუსთავის #25 საჯარო სკოლა)

4. „მზე ყველას თანაბრად გვანათებს“ – ნუნუ სარჯველაძე - (სამტრედია, კორმაღლის საჯარო სკოლა)

5. "ტყე-საარსებო გარემო" – იზოლდა მიქიაშვილი-ჩაჩანიძე - (ამბროლაურის #1 საჯარო სკოლა)

IV.   ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”

1. „მარტივი ელექტრული წრედის აწყობა“ – ციური ინასარიძე - (ხაშურის #7 საჯარო სკოლა)

2. ,,სოპრანო გურული ოდიდან” - ეკატერინე დიხამინჯია - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

3. ,,აზოტის ნაერთები” - ნინო კუპრაშვილი - (თბილისი, სკოლა ”ჯი-ელ-სი”)

4. ,, ამიაკის მიღებისა და თვისებების სადემონსტრაციო თვითნაკეთი კომბინირებული ხელსაწყო” - ნატრული ტაბიძე - (ფოთის #1 საჯარო სკოლა)

5. თვითნაკეთი თვალსაჩინოებები დაწყებითი საფეხურისათვის  - იზოლდა ჯოხაძე - (ამბროლაურის #1 საჯარო სკოლა)

V.   ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”

1. ”თქვენ ხართ ამ ქვეყნის სამკაულები” – ცისანა კურტანიძე - (ხაშურის რაიონის სოფ იტრიის სკოლა)

2. "ეს ჩვენი მაძიებელთა კლუბია" - მაია ყულიჯანიშვილი - (რუსთავის #25 საჯარო სკოლა)

3. სკოლის ეკოკლუბი - ნაზი ბერძენიშვილი - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)

4. ,,ჩვენი დიდი წინაპარი სულხან–საბა ორბელიანი“ – ნანი შენგელია - (სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლა)  

5. "3 მ –ს პრინციპი"- სოფიკო ჩანტლაძე - (ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა)  

კონკურსის ლაურეატები:

1. ”ყველაზე ახალგაზრდა  პედაგოგ-ნოვატორი”

სახელი, გვარი:  ნათია თურმანიძე  

დაბადების თარიღი: 1984 6 დეკემბერი

სასწავლო დაწესებულება: საერო ელიტარული სკოლა შ.პ.ს. ”გორდა”, ბათუმი

ინგლისური ენის მასწავლებელი

პედაგოგიური სტაჟი: 1 წელი

ნომინაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა

ნამუშევრის სახელწოდება: Teaching and Testing Book

2. ”ყველაზე ღვაწლმოსილი  პედაგოგ-ნოვატორი

სახელი, გვარი:  ლიანა გამსახურდია–გელოვანი

დაბადების თარიღი: 1935 წლის 31 აგვისტო

სასწავლო დაწესებულება: ქ.თბილისის 151–ე საჯარო სკოლა

ფრანგული ენის მასწავლებელი

პედაგოგიური სტაჟი: 38 წელი

ნომინაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა

ნამუშევრის სახელწოდება: ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი’’

3. ”ყველაზე აქტიური  პედაგოგ-ნოვატორი

სახელი, გვარი:  ჯემალ კიკნაძე

დაბადების თარიღი: 1939 წლის 27 ნოემბერი

სასწავლო დაწესებულება: თბილისის 199-ე საჯარო  სკოლა-პანსიონი  

მათემატიკა, ფიზიკის მასწავლებელი

პედაგოგიური სტაჟი: 46 წელი

ნომინაცია:  ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”

1. სასწავლო/განმავითარებელი ვებ გვერდი http://analemma.ge/

2. ვირტუალური ლაბორატორია: “ომის კანონის შემოწმებას სრული წრედისათვის“

ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”    

3. თვითნაკეთი „ფიზიკის მიკროლაბორატორია“

4. ელექტროსტატიკა: კელვინის მწვეთარა ანუ კელვინის ჭექა-ქუხილი

5. ატმოსფეროს წნევა

6. „ფარადეის უმარტივესი ელექტროძრავა“ (ორი ვარიანტი)

4. ”ინოვაციური სკოლა”  

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა - დირექტორი მანანა ჯინჭარაძე

ავტორი :კონკურსის ჟიური კომენტარები (7)

კომენტარები  
ფიქრია გიორხელიძე 07 ივლისი 2010

 პროექტ ,,ნოვატორის,, სულისჩამდგმელებს, ჟიურის, მადლობას მოგახსენებთ, გულისხმიერებისა და წახალისებისათვის. მასწავლებელთა შემოქმედებითობის წარმოჩენის საქმეში ნამდვილი ნოვატორები ხართ. კვლავაც ველოდები ახალს და საინტერესოს!

 ყველა მონაწილეს, გამარჯვებულს და გულშემატკივარს ვუსურვებ წარმატებებს!

 

ციური ინასარიძე 06 ივლისი 2010

ვულოცავ ყველას,

ორგანიზატორებს, გამარჯვებულ ავტორებს, ლაურეატებს და გულშემატკივრებს!!!

ნუნუ მერაბიშვილი 30 ივნისი 2010
ქვეყნისა და სკოლის ცხოვრებაში მიმდინარე გარდაქმნების საერთო სპექტრში მართლაც გამორჩეულია პროექტია ,,ნოვატორი,,. დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს , რომლებმაც პედაგოგებს მისცეს საშუალება ფართო საზოგადოებისათვის წარმოედგინათ საკუთარი ნაშრომები. ბევრ პედაგოგს კი გაუჩინა სურვილი ახალი იდეებისთვის.ვულოცავ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს! ვფიქრობ ეს პროექტი გახდება კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებული საგანმანათლებლო სფეროში.
ნუნუ სარჯველაძე 30 ივნისი 2010

მართლაც შრომატევადი და დამღლელია მასწავლებლობა, მაგრამ მოსწავლის თვალებში შენით ანთებული ცოდნის ცეცხლის დანახვა ღირს ამად. ვთვლი, რომ კონკურსი წარმატებული იყო. ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს გილოცავთ წარმატებას!  წრფელი გულით ვულოცავ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლას, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!    

კამელია მინდაძე 29 ივნისი 2010

აღნიშნული პროექტი, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე იყო მართლაც ნოვატორული და ახალი სიტყვა განათლების სისტემაში, პედაგოგთა და მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების წარმოჩენის თვალსაზრისით, თუმც ეს პირველად მოხდა და ალბათ ორგანიზატორები, რომელთაც დიდ მადლობას ვუხდი, კიდევ უფრო დახვეწენ მექანიზმს  და უფრო საინტერესოს გახდიან პროექტს მომავალი წლებისათვის. ვულოცავ ყველას ვინც წარმატებას მიაღწია კონკურსის ფარგლებში და ვუსურვებ, რომ კიდევ უამრავი სიხარული და წინსვლა განეცადოთ შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებაში.

ლელა 28 ივნისი 2010

ვულოცავ  გამარჯვებულებს.

ამ კონკურსში მონაწილე ყველა პედაგოგი ისედაც გამარჯვებულია.

ყოჩაღ მასწავლებლებო!!!

მანანა ჯინჭარაძე 28 ივნისი 2010

ქალბატონებო  და ბატონებო! გზა, რომელმაც მე და ჩემი 130-წლოვანი  სკოლა ამ გამარჯვებამდე მიგვიყვანა დამღლელია, მაგრამ სასიამოვნოდ და შემოქმედებითად. ინოვაციური სკოლის  ტიტული ღირდა ამად.  ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის  ყველა მასწავლებელი მიესალმება და მადლობას უხდის    ჟიურის, რომელმაც ობიექტურად და მაღალ პროფესიულ დონეზე გააშუქა თითოეული  ნამუშევარი,  გამარჯვებას ულოცავს  ავტორებსა  და კონკურსის ლაურეატებს.

 

გაზიარება
   
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2010
    TOP.GE
    გასართობი პორთალი