მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    მულტიმედიური ენციკლოპედია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ III-IV-V ტ./კამელია მინდაძე ნანახია (12679) - ჯერ 15 აგვისტო 2010

    თანამედროვე განათლების რეფორმა ითვალისწინებს მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სადაც მას მიეცემა სტიმული დამოუკიდებლად მოიპოვოს ინფორმაცია, გადაჭრას პრობლემები კვლევისა და ექსპერიმენტის საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის კონსტრუირებას, ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტი) და ის შესაბამისი სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელ უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და ამასთან ეხმარება მასწავლებელს შექმნას საინტერესო საგაკვეთილო გარემო, სადაც თითითოეულ მოსწავლეს მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

    მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირებისა და მასწავლებელთა მიერ საინტერესო საგაკვეთილო პროცესისთვის ხელშეწყობის სურვილმა გვიბიძგა შეგვექმნა მულტიმედიური ენციკლოპედია  ”საქართველო 3000”. იგი სიახლეს წარმოადგენს, რადგან თავისი მოცულობით, შინაარსითა და უახლესი ტექნოლოგიით დამუშავებული მულტიმედიური ენციკლოპედია დღემდე არ განხორციელებულა და მას ანალოგი არ გააჩნია.  

    მულტიმედიური ენციკლოპედია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ მიზნად ისახავს მედიის ყველა საშუალებით გადმოსცეს საქართველოს პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურის ისტორია ქრისტეს წინარე პერიოდიდან დღემდე, ეპოქების მიხედვით. იგი 12 ტომად ანუ 12 ლაზერულ დისკადაა გამიზნული. ჩაფიქრებულია მისი კომპაქტური ინტერნეტვერსიის შექმნა. ამჟამად დასრულებულია სამი ტომი (რიგით III, IV და V), ტომი III (VI-X სს.), ტომი IV (X-XII სს.) და ტომი V (XII-XIII სს.), ლაშა-გიორგის მეფობის ჩათვლით.  ინეტერნეტვერსია განთავსებულია მისამართზე: http://www.mermisi.org.ge. პირველად გამოცემულ იქნა IV ტომი, X-XII სს., პროგრამის ამ პერიოდიდან დაწყება განაპირობა აფხაზეთის ირგვლივ შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმის შევსების სურვილმა და 2003 წელს ბაგრატის ტაძრის 1000 წლოვანმა იუბილემ.  

    ენციკლოპედიის მიზანია:

    1. მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოწვევა და დაინტერესება, მათი ფსიქო-ინტელექტუალური შესაძლებლობების, ემოციონალური მახასიათებლების მაქსიმალური გათვალისწინებით.

    2. მიაწოდოს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით გადმოცემული საქართველოს მდიდარი ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა, დაეხმაროს აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

    3. ხელი შეუწყოს ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას მოსწავლე-ახალგაზრდობაში, საკუთარი "მეს" უკეთ შეცნობასა და სწორ ორიენტაციას. საქართველოს არაქართველ მოსახლეობაში კი სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებას, რაც მეტად საშური საქმეა. ხელს შეუწყობს მათში მოქალაქეობრივი მრწამსის ჩამოყალიბებასა და სიამაყის გრძნობის განცდას ჩვენი გმირული და მრავალფეროვანი წარსულის გამო.

    4. ხელი შეუწყოს საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მისი იმიჯის შექმნას მსოფლიო მასშტაბით (რადგან განსაზღვრულია სხვადასხვა ენებზე თარგმნა. მასალა საინტერესოა არა მარტო მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობისათვის, არამედ საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ყველა პირისათვის).  

    5.  ხელი შეუწყოს საინფორმაციო ვაკუუმის შევსებასა და მსოფლიო საზოგადოებრიობის ინფორმირებას აფხაზეთის ისტორიის ირგვლივ. მას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია აფხაზი და ქართველი ხალხის შემდგომი თანანცხოვრებისათვის.  

    6. "საქართველო 3000" მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ კომპიუტერული მონაცემთა ბანკისა და მისი მართვის სისტემის შექმნას.  

    ენციკლოპედიის ამოცანებია:  

    საქართველოში დაწყებული საყოველთაო კომპიუტერიზაციის, ინტერნეტის, საზოგადოდ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება ეროვნული განათლების სისტემასაც შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის წინაშე აყენებს და უსვამს ამოცანას რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ? – ისე, რომ დროს არ ჩამოვრჩეთ და მზად დავხვდეთ, რომ ტექნიკურმა პროგრესმა უამრავ დადებითთან ერთად უარყოფითი გავლენა არ იქონიოს მოზარდის, ახალგაზრდის ცნობიერებაზე და ხელი არ შეუშალოს თითოეულ მათგანში დაფარული ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას. ენციკლოპედიას შეუძლია დაეხმაროს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს ყველა მიმართულებით.

    პროგრამის ძირითადი ამოცანაა პედაგოგთა შესაბამისი დაოსტატება იმ თვალსაზრისით, რომ საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად გამოიყენონ ახალი ტექნოლოგია. დროის მცირე მონაკვეთში შეძლონ მეცნიერულად და ვიზუალურად სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემა და მოხდეს მოსწავლეთა მიერ აღნიშნული მასალის გაკვეთილზევე ათვისება, რადგან თანამედროვე მოსწავლე-ახალგაზრდობა მეტად დაინტერესებულია კომპიუტერის უსაზღვრო შესაძლებლობებით.  

    საქართველოს ისტორიის დღემდე არსებული მეცნიერულად დამუშავებული საკითხების ოპტიმალური ვარიანტის შექმნა, გამდიდრება თანამედროვე მეცნიერული მიღწევებით, სიახლეებით, განსხვავებული მოსაზრებებით.

    რაც შეიძლება ისე მიეწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებს, რომ კომპიუტერიზაციის და ინტერნეტის უკიდეგანო ოკეანეში არ ჩაიკარგოს. პირიქით, მის თანამდევ, მიმზიდველ და საინტერესო პროცესად იქცეს. ინტერნეტით მიღებულმა უზღვავმა ინფორმაციამ სხვადასხვა ინტელექტუალურმა თამაშებმა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და უდიდეს ინტერესს იწვევს, დამანგრეველი გავლენა არ იქონიოს მათ ეროვნულ ცნობიერებაზე.

    აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად ენციკლოპედიაში მასალა დალაგებულია შემდეგი თემატიკის მიხედვით:  

    ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები.

    ეპოქის ზოგადი დახასიათება.

    მეცნიერება.

    ეკონომიკა.

    ლიტერატურა.

    ისტორიული წყაროები.

    უმაღლესი განათლება.

    ქართული საგანმანათლებლო ცენტრები საზღვარგარეთ.

    ეთნოგრაფია.

    ოქრომჭედლობა.

    ხუროთმოძღვრება.

    პოლიტიკური წყობა.

    პოლიტიკური ისტორია.

    რელიგია.

    სამართალი.

    რეგიონები.

    ინტელექტუალური თამაშები.

    სიტყვანი

    ჩამოთვლილი მასალათაგან ყოველი მათგანი შემდეგ გავრცობილია შიგა ქვესათაურებით. მომხმარებლისათვის საჭირო მასალის სწრაფად მოსაძებნად პროგრამაში არის საძიებელი.  

    ინფორმაციულ მასალას (დაახლ. 10 000 თაბახის ფურცელი თითოეულ ტომში) თან ახლავს 1000-მდე ფოტო, 40-მდე ვიდეო, 150-მდე აუდიო მასალა, 10 ანიმაციური რუკა, ცხრილები. გამოყენებულია მუსიკალური ნაწარმოებები, ჩანაწერები, ისტორიული წყაროები, საარქივო მასალების ასლები და სხვა საგანთშორისი, კურსთშორისი კავშირები. საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართება მსოფლიო ისტორიასთან და ხალხთა ცივილიზაციებთან. სისტემაში ინფორმაციის მიღების გარდა გათვალისწინებულია ცოდნის განმტკიცებისა და შემოწმების ქვესისტემები, სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშების, კროსვორდების, ტესტების და სხვათა სახით, რომელიც საინტერესოს ხდის სისტემასთან მუშაობას და ხელს უწყობს მოსწავლის და ყველა დაინტერესებული პირის მიერ ამა თუ იმ საკითხის ღრმად გააზრებასა და საფუძვლიანად დამახსოვრებას. თითოეული ვიდეო თუ ფონო მასალა 2-3 წუთს არ აღემატება, რაც პედაგოგს კიდევ უფრო უადვილებს გაკვეთილის ოპტიმალურად დაგეგმვას, რაც შეიძლება მეტი სანახოებრივ მასალის ჩვენება მოახერხოს ერთი გაკვეთილის პროცესში, ისე რომ გაკვეთილი გახადოს მრავალფეროვანი, კონსტრუირებული და სახალისოც.  

    ”საქართველო 3000” შეიძლება გამოიყენოს როგორც ისტორიის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის, რელიგიისა და ხელოვნების ისტორიის მასწავლებლებმა V-XII  კლასების ჩათვლით. აქ თითოეული ამ საფეხურისათვის არის მასალები თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგებული.

     

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა განმანათლების მართვის ორგანოებში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019