მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    სამინისტროს განცხადება პროფესიული კავშირების შესახებ ნანახია (10569) - ჯერ 02 დეკემბერი 2010

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლების დირექციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობასა და მათ შორის საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა.  

    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის ხელფასიდან რომელიმე პროფკავშირს გადაურიცხოს საწევრო გადასახადი, უნდა არსებობდეს მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და სკოლასა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, ”პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანების პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.”

    აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების დაცვის გარეშე, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ხელყოფს მასწავლებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

    ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 და მე-14 პუნქტების თანახმად, პროფკავშირის წევრი არის ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.

    ”პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი არის ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მასწავლებლის, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქის, საზოგადოებრივი გაერთიანებებში გაწევრიანება. კერძოდ, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.  

    აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ თითოეული მასწავლებელი დამოუკიდებელია და საკუთარი ნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ კავშირში გაერთიანების შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერი  საწევრო შენატანების გადარიცხვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მასწავლებლის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში ნებაყოფლობითობის პრინციპის სრული დაცვით.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იქნება მასწავლებელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, საქართველოს კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესაბამისად.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფინანსები გართობა და თამაშები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბუნება, ეკოლოგია ქიმია მოდა და დიზაინი ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ხელოვნება და კულტურა ფსიქოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი გეოგრაფია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული საგანმანათლებლო დაწესებულება ოჯახი, მშობლები და ბავშვი ფიზიკა მათემატიკა რელიგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბიოლოგია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა პრესა განათლების შესახებ სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ჟურნალისტიკა, PR დასაქმება და კარიერა იურისპრუდენცია ეკონომიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია სპორტი და ექსტრიმი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება აბიტურიენტი და გამოცდები კინო და მუსიკა სკოლა და მოსწავლე სოციოლოგია, პოლიტოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხო ენები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სხვა სიახლე განათლების სფეროში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018