მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ინტერვიუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნანახია (14507) - ჯერ 06 დეკემბერი 2010

    გიორგი ჩეჩელაშვილი: „საბუნებისმეტყველო საგნებში საატესტატო საგამოცდო პროგრამა მნიშვნელოვნად გამარტივებულია“  

    საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტ კითხვას მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებთან მიმართებაში სვამენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების პასუხს.  

    მოსწავლეთა შეკითხვებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჩეჩელაშვილი პასუხობს.

    - როგორ უნდა აითვისონ მოსწავლეებმა 7 თვის განმავლობაში პროგრამა, რომელთანაც შეხება შესაძლებელია ბოლო წლების განმავლობაში არ ჰქონიათ?  

    -  პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შენიშვნა, რომ საბუნებისმეტყველო საგნებთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ, ყველა მოსწავლისთვის სამართლიანი შეფასება არ არის. ბევრი სწავლობდა, თუმცა ბევრი არ სწავლობდა. იმათთვის კი, ვისაც მართლა არ ჰქონია ამ საგნებთან შეხება, შემიძლია ვთქვა, რომ საგამოცდო პროგრამა მინიმალურია და განსხვავდება სასკოლო პროგრამისაგან და ეროვნული სასწავლო გეგმისაგან. საატესტატო საგამოცდო პროგრამა არის მნიშვნელოვნად გამარტივებული, შეიძლება ითქვას განახევრებულიც კი. ამ პროგრამაში შეტანილია  ძალიან ზოგადი, ფუნდამენტური საკითხები, რომელთა სწავლაც ზოგადად ბავშვისთვის რთული არ არის, თუკი ამას მოსწავლე მოინდომებს. 7 თვეში, სურვილის შემთხვევაში, ეს ყველაფერი დაძლევადია.  

    - თქვენ ახსენეთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შედარებით, საატესტატო საგამოცდო პროგრამა შემცირებულია. კონკრეტულად რაში მდგომარეობს განსხვავება?

    - პირველ რიგში, ამოღებულია დეტალიზებული საკითხები. აი, მაგალითად, ქიმიიდან ამოღებულია გარკვეული ნაერთების თვისებები, რომლებიც ძალიან დიდ მოცულობას იკავებს. დატოვებულია მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობა ძირითადი ნაერთებისა და ამ ნაერთების უმნიშვნელოვანესი თვისებები. ფიზიკაში ამოღებულია საკითხების მთელი ნუსხა: დრეკადობის ძალები; უძრაობის, ხახუნის ძალა; წონა; აჩქარებულად მოძრავი სხეულის წონა; მთლიანად ამოღებულია მარტივი მექანიზმები; გეომეტრული ოპტიკიდან ამოღებულია ლინზები, რაც შედარებით უჭირდათ ბავშვებს; დატოვებულია უმარტივესი სარკე; ელექტრული ურთიერთქმედებიდან ამოღებულია სუპერპოზიციის პრინციპები; ველის დაძაბულობა; დენის წყაროებიდან ამოღებულია ელექტრო მამოძრავებელი ძალის მცნება; მთლიანად ამოღებულია მუხტის გადამტანები; ცვლადი დენი; ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ სიიდან, რაც ფიზიკის პროგრამიდან ამოვიღეთ. რაც შეეხება ბიოლოგიას, აქ მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ საკითხები მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების, გამრავლების ფორმების, ონტოგენეზის, უჯრედის ქიმიური შემადგენლობისა და ნივთიერებათა ცვლის შესახებ, რაც საკმაოდ დიდი და რთული საკითხია; ასევე გენეტიკის ზოგადი კანონზომიერებები; ევოლუციის ფაქტორები და შედეგები... როგორც ხედავთ, პროგრამა საკმაოდ შეკვეცილი, ფაქტობრივად, ძალიან გამარტივებულია.

    - აქედან გამომდინარე, რა სირთულის ტესტები იქნება სამ საბუნებისმეტყველო საგანში?

    - ტესტები არსებობს სხვადასხვა სირთულის: რთული, მარტივი და საშუალო სირთულის ტესტები. ჩვენ გავითვალისწინეთ, სასკოლო სისტემაში არსებული ხარვზები და მოსწავლეების მდგომარეობა და ამიტომ წელს გამოცდაზე ამოცანებს და დავალებებს მხოლოდ მარტივი სირთულის დავალებათა ბლოკიდან შევიტანთ.

    - ბატონო გიორგი, ამოცანის ამოხსნისას  მოსწავლეებს მიეცემათ თუ არა დასაანგარიშებლად ფანქარი და ფურცელი? თუ საბუნებისმეტყველო საგნებში არ იქნება ისეთი რთული ამოცანები, რომლებსაც დაანგარიშება სჭირდება?

    - ამოცანები იქნება ისეთი ტიპის, რომ მოსწავლეს ფურცელი და ფანქარი შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეს, მაგრამ თუ ბავშვს სურვილი ექნა, რომ ფურცლისა და ფანქარის დახმარებით ამოხსნას ამოცანა, მას ამის საშუალება მიეცემა. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ბავშვს ათის ხუთზე გასაყოფად ფანქარი და ფურცელი სჭირდება, კი ბატონო, გამოიყენოს, მაგრამ ამაზე მეტი და უფრო რთული არითმეტიკული გამოთვლები მოსწავლეს არ დასჭირდება.

    - საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდაზე იქნება თუ არა განსაზღვრული დავალებების რაოდენობა?

    - CAT–ის ტიპის გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკითხების რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება. მოსწავლემ, შესაძლოა, თავისი უნარი უკვე რამდენიმე ამოცანაში გამოავლინოს. მაგალითად, თუ მოსწავლემ ზედიზედ ამოხსნა ნელ-ნელა გართულებული ამოცანები, სულ რაღაც 7-8 კითხვის მერე მან, შესაძლოა, მიიღოს დადებითი შეფასება და ამით გამოცდა დასრულდეს. მეორე ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, თუ მან ვერ ამოხსნა ნელ-ნელა, მიმდევრობით გაადვილებული ამოცანები, აქაც პროგრამა უარყოფითი შედეგით თავისთავად დაასრულებს გამოცდას. ასე რომ, საკითხების რაოდენობა თვითონ მოსწავლეზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად ან არასწორად ხსნის იგი ამოცანებს.  

    - მოსწავლეები ხშირად სვამენ შეკითხვას, რატომ არ არის შესაძლებელი გამოსაშვებ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნებიდან ერთ-ერთი იყოს არჩევითი?  

    - ეს კითხვა ალბათ ჩემი მისამართით არასწორად არის დასმული. სასკოლო პროგრამა ითვალისწინებს სამივე საგნის ცოდნას და ეს არის საშუალო განათლებისათვის მიღებული ფორმატი. შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, ბიოლოგიაში ამოცანები და მინიმალური სტანდარტი შემოსაზღვრულია იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები მეათე კლასამდე გადიოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალიზირებული და გართულებული ბიოლოგია გამოცდაზე საერთოდ არ იქნება.

    - შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ წლევანდელ გამოშვებას ყველაზე მარტივი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, თუ მომავალ წლებშიც ასე იქნება?

    - მომავალი წლის გამოშვებამ უკვე იცის, რომ ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს, ამიტომ ის შეღავათი, რაც წლევანდელ მე-12 კლასელებს გაეწევათ, მომოვალ წელს აღარ იქნება... ვითვალისწინებთ იმას, რომ წელს მოსწავლეებმა ამ გამოცდის შესახებ დიდი ხნით ადრე არ იცოდნენ და ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადნენ.  

    - ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ფიზიკოსი, რა შეგიძლიათ ურჩიოთ მოსწავლეებს, რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება და როგორ მოემზადონ ფიზიკის გამოცდისთვის?

    - როგორც ფიზიკოსი მოსწავლეებს ვურჩევ, რომ არ დაიზეპირონ ფორმულები, არ დაიზეპირონ წესები. ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ისინი სწავლობენ მიუდგნენ ღრმად და გააზრებულად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ამოცანის ამოხსნას. დავალების სახით, მათ არ მოეთხოვებათ ფორმულის ზეპირი ცოდნა, ან რაღაც წესის ჩამოყალიბება. გამოცდაზე იქნება უმარტივესი კითხვები დასმული, მაგრამ მოსწავლეს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რას ეკითხებიან და ისე გასცეს სწორი პასუხი.

    წყარო:  http://www.naec.ge/

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფსიქოლოგია ბიოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია დასაქმება და კარიერა ფიზიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მოდა და დიზაინი სხვა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა პრესა განათლების შესახებ სიახლე განათლების სფეროში გართობა და თამაშები ხელოვნება და კულტურა ეკონომიკა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბუნება, ეკოლოგია ფინანსები გეოგრაფია საგანმანათლებლო დაწესებულება მშობლიური ენა და ლიტერატურა მათემატიკა კინო და მუსიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული რელიგია იურისპრუდენცია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა უცხო ენები სკოლა და მოსწავლე ოჯახი, მშობლები და ბავშვი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის მოვლა და აღზრდა სპორტი და ექსტრიმი ჟურნალისტიკა, PR მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი აბიტურიენტი და გამოცდები ქიმია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018