მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ამ გვერდზე გაერთიანებებს გამოაქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ან აქტუალური პრობლემები, რომლებიც ითხოვენ საზოგადოებრივ განხილვას. აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში,   გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და   წინადადებები.


                                                           
    პედაგოგთა გაერთიანებების შესახებ ნანახია (7568) - ჯერ 08 აგვისტო 2009

    გაერთიანება - ყველაზე მარტივი და სწრაფად რეალიზებადი საშუალებაა თანამოაზრეებთან ურთიერთობების დასამყარებლად. ის ქმნის საშუალებას ერთმანეთს გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ეზიაროთ სხვის მიერ შემოთავაზებულს ან გადაამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები.  
    რა შესაძლებლობებს ქმნიან გაერთიანებები? პედაგოგთა გაერთიანება შეგიქმნით საშუალებას მოიძიოთ უამრავი თანამოაზრე, გაეცნოთ ერთმანეთს, დაამყაროთ ურთიერთობები, გაუზიაროთ და შეაფასოთ ერთმანეთის ნაშრომები თუ იდეები, განიხილოთ საინტერესო თემები, უბრალოდ - იმეგობროთ. საიტი შეგიქმნით პირობებს, რათა ცოდნის ურთიერთგაზიარება მოახერხოთ იოლად და სასიამოვნოდ. გარდა მორალური ფაქტორისა, რომ თქვენ შეგექმნებათ საშუალება წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, ანუ ცოდნა, დაგროვებული გამოცდილება და დაკვირვება პროფესიულ ან საინტერესო თემატიკაზე, თქვენ შეგექმნებათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოთ კოლეგებისა და საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემატიკის თაობაზე აზრის ფორმირებაზე.
    ვისთვისაა გაერთიანებები? თუ თქვენ დამოუკიდებელი ექსპერტი ან კონსულტანტი ბრძანდებით და თვითონ შესძლებთ შექმნათ გაერთიანება თქვენი სპეციალიზაციით - უფრო აიმაღლებთ ნდობის ხარისხს პროფესიონალთა წრეში.  
    საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარომადგენელი ხართ - მოგეცემათ საშუალება თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალურად აცნობოთ დაინტერესებულ აუდიტორიას, მიაპყროთ კოლეგების ყურადღება იმ საკითხებისადმი, რომლითაც დაკავაბულია თქვენი ორგანიზაცია და შემოიკრიფოთ თანამოაზრეები.
    ხართ პრაქტიკოსი სპეციალისტი, ან თქვენ სფეროში დაინტერესებული ადამიანი ბრძანდებით, ოდეზღაც თქვენი ყურადღება მიიპყრო რომელიმე პრობლემამ და მთელი ძალისხმევა მიმართეთ მის გადაწყვეტაზე და ამ პროცესში დაგიგროვდათ ღირებული ცოდნა-გამოცდილება, იცით პრობლემის გამომწვევი მიზეზი, საკითხები და გაქვთ მათზე პასუხები, გსურთ ეს ყველაფერი გაუზიაროთ სხვებს - მოიძიეთ ან შექმენით შესატყვისი გაერთიანება და თანამოაზრეებთან ერთად განახორციელეთ ჩანაფიქრები.
    ხართ მონდომებული, ენერგიული ადამიანი, თქვენი მისწრაფებებითა და უნარ-ჩვევებით რომელიმე სფეროში აღწევთ თვალსაჩინო შედეგს - მოუყევით სხვებს ამის თაობაზე.
    გხიბლავთ და გეხერხებათ სხვა და სხვა პრობლემატიკაზე გამოკითხვებისა თუ რეიტინგების ჩატარება - გაუზიარეთ კოლეგებს.
    უბრალოდ, გაგაჩნიათ ხობი ან გატაცება, მიგაჩნიათ, რომ ის საინტერესო შეიძლება გახდეს სხვებისთვისაც - აცნობეთ ყველას და თანამოაზრეებთან ერთად შექმნით გაერთიანებას.
    ამ ჩამონათვლის მეტად გაგრძელება ალბათ არ ღირს. ჩვენი შემოთავაზებაა - მოიფიქროთ: თუ რა, როგორ და რატომ გამოძრავებთ თქვენ? გაერთიანდეთ იდეის გარშემო. ჩვენ დაგეხმარებით.
    როგორ მუშაობენ გაერთიანებები?
    ინტერესების მიხედვით მოიძიეთ რამოდენიმე თანამოაზრე და ამ ქვეგვერდის მეშვეობით შეატყობინეთ ყველა დაინტერესებულს თქვენი გაერთიანების შექმნის შესახებ, აგრეთვე აცნობეთ, რომელ ქვეგვერდებზე განათავსებთ თქვენ საავტორო ტექსტსა და რა თემატიკას მიეძღვნება ის, ხოლო ამ გვერდზევე თქვენ მოგეცემათ საშუალება მიუთითოთ აქტუალურ საკითხებზე არსებული სხვა წყაროები, გამოაქვეყნოთ ამონაკრები მასალებიდან, საილუსტრაციოთ - ფოტოსურათები, ნახატები, სქემები, ვიდეორგოლები და პრეზენტაციები.
    პედაგოგებს არა მარტო ამ გვერდზე, არამედ საიტის ფორუმზეც ექნება საშუალება გაეცნონ, დაამყარონ ურთიერთობები, განიხილონ აქტუალური საკითხები, იკამათონ, გაუზიარონ მოსაზრებები, გამოცდილება, მისცენ რეკომენდაციები და ა.შ.. პედაგოგთა გაერთიანებების გვერდი - სივრცეა, სადაც თქვენ შესძლებთ:
    - პრობლემების განხილვას;
    - იდეების გაზიარებას;
    - პროექტების მუშაობისათვის ვირტუალური ჯგუფის შექმნას;
    - სასწავლო მასალებისა და სხვა სასარგებლო რესურსების შესაქმნელად თანამშრომლობას;
    - გამოყენებისა და გამოქვეყნების წინ შექმნილი რესურსების კოლეგებთან ერთად განხილვასა და შეფასებას.

      პედაგოგთა გაერთიანება იქმნება როგორც რესურსი, საიტზე ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად. თქვენი მიზნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი არსებულ საზოგადოებაში მონაწილეობისა ან ახლის შექმნისათვის უნდა დარეგისტრირდეთ. ამასთან თუ კი თქვენ მოიფიქრებთ საიტის ამ გვერდის და გაერთიანებების სხვა სასარგებლო გამოყენებას, მოხარული ვიქნებით და შეძლებისდამაგვარად ყველა მხრივ შეგიწყობთ ხელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ იყოთ კორექტულები კოლეგებთან, სხვა მომხმარებელთან და არ არღვევდეთ საიტის პრინციპებსა და მის წესებს.    

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ნარი 20 მარტი 2010

    სავსებით გეთანხმებით. პირადად მე ასეთი გაერთიანება უფრო მომწონს, ვიდრე პროფკავშირი ან სინდიკატი. ვფიქრობ, აქტუალურ საკითხებზე აქ უფრო ისაუბრებენ პედაგოგები.მე ამ საიტის ახალი მომხმარებელი ვარ,და ვიმედოვნებ, კარგ მეგობრებს შევიძენ.

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | განათლება საქართველოში და მსოფლიოში | სიახლე განათლების სფეროში | საგანმანათლებლო დაწესებულება | პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი | განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა | სკოლა და მოსწავლე | სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი | სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კვალიფიკაციის ამაღლება სიახლე განათლების სფეროში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი რელიგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბუნება/ეკოლოგია შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა მშობელი და ოჯახი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა დასვენება/ტურიზმი სასწავლო დაწესებულების მართვა ადამიანთაშორის ურთიერთობა სასარგებლო რჩევები მედიცინა და პროფილაქტიკა გართობა/თამაშები ბავშვის კვება და მოვლა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები მეცნიერება/ტექნიკა ინტერესები/კონკურსები სხვა ფიზიკური კულტურა და სპორტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვის აღზრდა სარეკლამო მომსახურება პედაგოგიკა/ფსიქოლოგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი საზოგადოებრივი ურთიერთობები გამოცემები/პუბლიკაციები გაერთიანებები/სოციალური ქცელები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019