მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ინტერვიუ უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნანახია (15745) - ჯერ 20 დეკემბერი 2010

    ივა მინდაძე: „უცხოური ენების საატესტატო გამოცდებზე შეკითხვები ლიტერატურიდან საერთოდ არ იქნება“

    საატესტატო გამოცდებზე მე-12 კლასელებს, სხვა საგნებთან ერთად, უცხოურ ენებში გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ. გამოცების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის ივა მინდაძის ინტერვიუს.

    ჯგუფის ხელმძღვანელი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომლებიც უცხოურ ენებში ტესტის შინაარსობრივ ნაწილსა და საგამოცდო პროგრამას ეხება.  

    – რა ტიპის კითხვები იქნება შეთავაზებული უცხოურ ენებში და რას გვეტყვით ტესტის სტრუქტურის შესახებ?

    გამოსაშვებ გამოცდებზე მხოლოდ დახურუბოლოიანი, ანუ არჩევითი პასუხის მქონე დავალებები იქნება შეთავაზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწვალეს მიუვა შეკითხვა და ოთხი სავარაუდო პასუხი. მისი ამოცანაა სავარაუდო ვარიანტებიდან სწორი პასუხის არჩევა. უცხოური ენების გამოცდაზე შემოწმდება როგორც გრამატიკის, ასევე ლექსიკის ცოდნა, კითხვის უნარი და ა. შ. მაგალითად, მოცემული იქნება მოკლე ტექსტი, საიდანაც მოსწავლემ კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უნდა უპასუხოს. ეს დავალება გაარკვევს, რამდენად სწორად გაიგო მოსწავლემ ტექსტის შინაარსი. შეიძლება მოცემული იყოს ასევე სიტუაციური დიალოგი და კითხვა - სად მიმდინარეობს ეს დიალოგი: კინოში თუ თეატრში და სხვა.

    – ექნება თუ არა მოსწავლეს გამოცდაზე ესსე დასაწერი?

    გამოსაშვებ გამოცდებზე დასაწერი არაფერი იქნება. მოსწავლეს მოუწევს მხოლოდ ერთ-ერთი პასუხის არჩევა და მისი მონიშვნა. მოსწავლეს არც თხზულების დაწერა მოუწევს და არც რაიმე სხვა სახის წინადადების.

    – არის თუ არა განსაზღვრული რამდენი კითხვა იქნება უცხოური ენის გამოცდაზე და აქედან რამდენი იქნება ენობრივი, ან ლიტერატურული ნაწილიდან?

    უცხოური ენების საატესტატო გამოცდებზე შეკითხვები ლიტერატურიდან საერთოდ არ იქნება. მაგალითად, გერმანული ენის ლიტერატურის ცოდნა არ შემოწმდება. შემოწმდება გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა. რთულია იმის თქმა, დავალებათა რომელი ბლოკიდან რამდენი შეკითხვა მიუვა მოსწავლეს, რადგან პროგრამა მომდევნო დავალებასაც და ბლოკასაც თავად ირჩევს. სავარაუდოდ, დავალებათა 30 % – მდე გრამატიკულ ნაწილს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი კითხვის უნარსა და ლექსიკის ცოდნას შეამოწმებს.

    – შეეძლება თუ არა მოსწავლემ საატესტატო გამოცდაზე ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელსაც სკოლაში არ სწავლობს?

    ყველა სკოლაში მოსწავლეები ორ უცხოურ ენას სწავლობენ. მოსწავლეს აქვს უფლება აირჩიოს ერთ-ერთი იმ ორ უცხოურ ენას შორის, რომლებსაც იგი სკოლაში სწავლობს. დავუშვათ, მოსწავლე სკოლაში სწავლობს ფრანგულსა და რუსულს, მაშინ მას შეუძლია ჩააბაროს ან ფრანგული, ან რუსული. ატესტატი არის სკოლაში მიღებული ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, ამიტომ ბარდება მხოლოდ ის საგნები, რომლებსაც მოსაწვლე სწავლობს.

    – რაც შეეხება რუსული სექტორის მეთორმეტე კლასელებს, შეეძლებათ თუ არა მათ რუსული ენის, როგორც უცხოური ენის ჩაბარება, იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა დანარჩენ საგანს ქართულად ჩააბარებენ?

    რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა. რუსული სექტორის მოსწავლეები ასევე სწავლობენ ორ უცხო ენას და მათ არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორი ენიდან მოუწევთ. რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის რუსული არ არის უცხოური ენა და მათ მოუწევთ ფრანგულის, ინგლისურის ან გერმანულის ჩაბარება.

    – ენიჭება თუ არა მეთორმეტე კლასელს პრივილეგია საატესტატო გამოცდაზე, თუ ის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ამ შემთხვევაში, უცხოური ენის განხრით?

    საატესტატო გამოცდაზე უპირატესობა არც ერთ მოსწავლეს არ მიენიჭება და ყველასათვის თანაბარი პირობები იქნება შექმნილი.

    – უცხოური ენის საატესტატო გამოცდაზე რამდენ კითხვაზე მოუწევს მოსწავლეს პასუხის გაცემა, რათა ეს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს?

    CAT-ის პროგრამა გათვლილია იმაზე, რომ მოსწავლის ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. თითოეულ შემთხვევაში დავალებების რაოდენობა უშუალოდ მოსწავლის შესაძლებლობებზე და პასუხებზეა დამოკიდებული. ყველაზე სწრაფად პროგრამა იმ შემთხვევაში დაასრულებს მუშაობა, როდესაც მოსწავლე ყველაფერს სწორად უპასუხებს. იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლე არაფერს სწორად არ უპასუხებს, მას ეძლევა გარკვეული რაოდენობის კითხვები, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენოს.

    – უცხოური ენის საატესტატო გამოცდის მაქსიმალური დრო განსაზღვრულია, თუ არა?

    ცხადია, გამოცდა ჩატარდება საზღვრულ დროში. ვვარაუდობთ, რომ თითოეული გამოცდა საათნახევარი გასტანს. შესაძლოა, თითოეული საგანისთვის სხვადასხვა დროც იყოს გამოყოფილი.

    – განთავსდება თუ არა საატესტატო გამოცდის ანალოგიური ტესტი უცხოურ ენებში გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე?

    მარტში ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდება სწორედ ისეთი სავარჯიშო პროგრამა, რომლის მსგავსიც საატესტატო გამოცდაზე იქნება გამოყენებული. პროგრამაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა, საკუთარი თავის გამოცდა, უშუალოდ ამ პროგრამის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის გაცნობა. ცხადია, ის დავალებები საატესტატო გამოცდაზე არ განმეორდება, თუმცა მათი ანალოგიური შეკითხვები მოცემული იქნება საატესტატო გამოცდაზეც.

    http://www.naec.ge

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვყიდი ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები გავაჩუქებ კონფერენციები/ღონისძიებები ვარ სპეციალისტი სტიპენდიები ტურიზმი/დასვენება/გართობა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტენდერები/გრანტები განათლება/სწავლება ვცვლი ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება მომსახურება ვიყიდი სხვა ვეძებ სპეციალისტს
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018